როგორ მოვუაროთ კანს მეზოთერაპიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს მეზოთერაპიის შემდეგ

შესაძლოა შეშუპდეს და დალურჯდეს. პროცედურის არასწორად, არაკვალიფიციურად ჩატარებისას მოსალოდნელია სხვა, ზედმიწევნით სერიოზული გართულებებიც.

გართულების მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • კანის მთლიანობის დარღვევა;
  • ინსტრუმენტების არასტერილურობა;
  • პრეპარატის კომპონენტების აუტანლობა.

სახეზე მეზოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  • ახალწარმონაქმნი - გრანულომა, პაპულა;
  • ბაქტერიული ინფექცია - კანის ნეკროზი, სტაფილოდერმია;
  • ადენოპათია;
  • ჰემატომა;
  • ნერვის ტრავმა;
  • სისხლძარღვის ტრავმა;
  • კანის დაავადება - ფსორიაზი, წითელი მგლურა.

გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, რათა მეზოთერაპიამ უმტკივნეულოდ, გაურთულებლად ჩაიაროს.

პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია სახის მაკიაჟისგან გაწმენდა და დამანოტივებელი ნიღბის წასმა. პროცედურის შემდეგ სახეზე უნდა წავისვათ დამატენიანებელი და დამცავი კრემი.

  • მეზოთერაპიის სეანსის დღეს და მისი ჩატარებიდან ორი დღის განმავლობაში იკრძალება სახის მოსავლელი სხვა პროცედურები (აპარატული კოსმეტოლოგია, მასაჟი, ქიმიური პილინგი).
  • არც სახის მოვლის საშუალებების - კრემის, შრატის, გელის წასმაა რეკომენდებული. გამონაკლისია ექიმ კოსმეტოლოგის მიერ დანიშნული საშუალებები.
  • მიზანშეწონილი არ არის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება.
  • ინექციებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ჯობს დაიბანოთ ინდიფერენტული (სხეულის) ტემპერატურის წყლით, ერიდოთ კანზე აქტიურ მექანიკურ ზემოქმედებას (სკრაბის, უხეში ღრუბლის გამოყენებას).
  • ერიდეთ ცხელი წყლის პროცედურებს (საუნას, ცხელ აბაზანას და სხვა), განსაკუთრებით - პირველი 48 საათის განმავლობაში.
  • პროცედურის დღეს არ შეიძლება ალკოჰოლიანი და ცხელი სასმელების მიღება.
  • ინექციის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არასასურველია წყალსატევში ბანაობა, მათ შორის - არც აუზში.
  • მეზოთერაპიის კურსის განმავლობაში ნუ მიიღებთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს და სისხლის შედედების დამაქვეითებელ მედიკამენტებს (ანტიაგრეგანტებს, ანტიკოაგულანტებს), რადგან ამ პერიოდში დიდია ჰემატომების წარმოშობის რისკი. თუ რაიმე წამალი დაგჭირდათ, ექიმი კოსმეტოლოგი აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში.
  • მეზოთერაპიის კურსის დროს აკრძალულია ინსოლაცია (მზეზე ყოფნა, სოლარიუმი), რადგან მაღალია რისკი, კანზე გაჩნდეს ჰიპერპიგმენტირებული და დეპიგმენტირებული უბნები.
  • ინექციის შემდგომი წვრილი ჰემატომების გართულებისას შეიძლება ტრაუმელის, ჰეპარინის ან ტროქსევაზინის მალამოს წასმა, შეშუპებისას - ყინულის დადება ლოკალურად. კანის სიწითლე (ერითემა), ჩვეულებრივ, 15-20 წუთში გაივლის, თუმცა შესაძლოა, 24 საათიც კი გაგრძელდეს - ესეც ნორმაა.

  • მეზოთერაპია კოსმეტოლოგიაში

ჩვენს სინამდვილეში მეზოთერაპიის პოპულარობა სწრაფმა და ეფექტურმა შედეგმა განაპირობა. უფრო დეტალურად გავეცნოთ ამ პროცედურის

არსს.

როდისაა საჭირო მეზოთერაპია?

აღმოჩნდა, რომ საცხები და ნიღბები, რომელთაც სახის კანის სიჯანსაღისათვის იყენებდნენ ქალბატონები, საგრძნობ ეფექტს ვერ იძლეოდა. ისინი თურმე ვერ აღწევს კანის შრეებამდე, სადაც მათი მოქმედება აუცილებელია და მით უმეტეს, ვერ შედის კანქვეშა ცხიმოვან შრეში.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა მეზოთერაპიის საშუალებით. მეთოდის არსი ეფუძნება ორგანიზმში ინექციის გზით ბიოლოგიურად აქტიური სხვადასხვა ნივთიერების შეყვანას. კოსმეტოლოგიაში ის მედიცინიდან დაინერგა.

ყველანაირი ინექცია ითვლება მეზოთერაპიად?

რა თქმა უნდა, არა. მეზოთერაპია ინექციის სინონიმი არ არის. ის შემაერთებელ ქსოვილზე, ნერვულ, ჰუმორულ და იმუნურ სისტემებზე მოქმედების მეცნიერებაა, რომელიც მიიღწევა ნერვულ რეცეპტორებზე ნემსით მექანიკური ზემოქმედებით, ასევე გამოყენებული წამლების ფარმაკოლოგიური მოქმედების ხარჯზე.

თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე

https://mkurnali.ge/kosmetologia/7355-mezotherapia-kosmetologiashi.html