მეზოთერაპია კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეზოთერაპია კოსმეტოლოგიაში

არსს.

როდისაა საჭირო მეზოთერაპია?

აღმოჩნდა, რომ საცხები და ნიღბები, რომელთაც სახის კანის სიჯანსაღისათვის იყენებდნენ ქალბატონები, საგრძნობ ეფექტს ვერ იძლეოდა. ისინი თურმე ვერ აღწევს კანის შრეებამდე, სადაც მათი მოქმედება აუცილებელია და მით უმეტეს, ვერ შედის კანქვეშა ცხიმოვან შრეში.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა მეზოთერაპიის საშუალებით. მეთოდის არსი ეფუძნება ორგანიზმში ინექციის გზით ბიოლოგიურად აქტიური სხვადასხვა ნივთიერების შეყვანას. კოსმეტოლოგიაში ის მედიცინიდან დაინერგა.

ყველანაირი ინექცია ითვლება მეზოთერაპიად?

რა თქმა უნდა, არა. მეზოთერაპია ინექციის სინონიმი არ არის. ის შემაერთებელ ქსოვილზე, ნერვულ, ჰუმორულ და იმუნურ სისტემებზე მოქმედების მეცნიერებაა, რომელიც მიიღწევა ნერვულ რეცეპტორებზე ნემსით მექანიკური ზემოქმედებით, ასევე გამოყენებული წამლების ფარმაკოლოგიური მოქმედების ხარჯზე.

რა შეჰყავთ მეზოთერაპიის საშუალებით?

მეზოთერაპიის ყველა საშუალება ამპულებით გამოდის. ესენი შეიძლება იყოს მეზოთერაპიისთვის სპეციალურად გამოშვებული პრეპარატები, ჰომეოპათიური საშუალებები, ვიტამინების, მიკროელემენტების, ბიოსტიმულატორების, ანტიოქსიდანტების, ამინომჟავების, ჰიალურონის მჟავას, მცენარეული ექსტრაქტების შემცველი კომპლექსები, ტრადიციულ მედიცინაში კანქვეშა და კანშიდა გამოყენების წამლები. პრეპარატების მრავალფეროვნება ზრდის ექიმის შესაძლებლობებსაც.

მეზოთერაპიის ეფექტები:

  • ფარმაკოლოგიური ეფექტი. ინექციის საშუალებით ექიმს შეუძლია პრეპარატის ზუსტი დოზის სხეულის საჭირო უბნებსა და სათანადო სიღრმეზე შეყვანა. თუ მიზანი ლოკალური ცხიმოვანი ჩანართების მოშორებაა, მაშინ ლიპოლიზის პროცესების გასააქტიურებლად საჭირო ნივთიერებების გამოყენებაა აუცილებელი. თუ მიზანი ნაოჭებთან ბრძოლაა, საჭიროა კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების მასტიმულირებელი საშუალება.
  • ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. მეზოთერაპიის დროს კანის რეცეპტორები ნემსით სტიმულირდება. ამგვარ გაღიზიანებაზე საპასუხოდ უმჯობესდება სისხლის ადგილობრივი მიკროცირკულაცია. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად შესაძლებელია შესაბამისი ფარმაკოლოგიური მოქმედების პრეპარატების შეყვანა.
  • უჯრედების განახლების სტიმულაცია. ნემსის შეყვანა მიკროტრავმაა. მის საპასუხოდ დაზიანების ადგილზე აქტიურდება შეხორცების პროცესი, რომელიც ასტიმულირებს ახალგაზრდა უჯრედების ზრდას.
  • ოპიატური ეფექტი. ნერვული სისტემა რეაგირებს ნემსის ჩხვლეტაზე, რის შედეგადაც გამოიყოფა ენდოგენური ოპიატები. ეს უკანასკნელი მოწოდებულია შესაძლო უსიამოვნო შეგრძნებების მოსაშორებლად და იძლევა მსუბუქ ეიფორიულ მდგომარეობას.
  • რეფლექსოგენური მოქმედება. მეზოთერაპიისას კანის რეფლექსოგენურ უბნებზე იგლორეფლექსოთერაპიის ანალოგიური ეფექტი ვითარდება.

უინექციო მეზოთერაპია

შეიძლება თუ არა, მეზოთერაპია ეწოდოს კანში პრეპარატების უინექციოდ შეყვანას? პრინციპში, არა, რადგანაც კანზე ნემსით მოქმედება მეზოთერაპიის განუყოფელი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს კიდეც მის ეფექტს.

კოსმეტოლოგიაში მეზოთერაპია ებრძვის ცელულიტს, ნაწიბურებს, სტრიებს, ნაოჭებს, გამონაყარსა და სხვას.