რატომ უნდა შევარჩიოთ კოსმეტიკა ასაკის შესაბამისად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა შევარჩიოთ კოსმეტიკა ასაკის შესაბამისად

კანის ზედაპირული შრე, ეპიდერმისი, შედგება უჯრედებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ იყოფა, ზრდასთან ერთად თანდათანობით კანის ზედაპირისკენ მიიწევს და კვდება. ტანსაცმელთან შეხების ან წყლის პროცედურების დროს მკვდარი უჯრედები იქერცლება და გზას უთმობს ახალს. უჯრედების განახლების ამ უწყვეტი პროცესის შედეგად ნარჩუნდება კანის საფარველის ერთიანობა და ხორციელდება მისი ერთ-ერთი ძირითადი - დამცველობითი - ფუნქცია.

  • კანის განახლების ციკლი

ეს არის კანის ქსოვილის რეგენერაციის ციკლი უჯრედის ჩასახვის მომენტიდან კანის ზედაპირზე ამოსვლამდე. სხვადასხვა ასაკში ამ ციკლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა, ვინაიდან ასაკთან ერთად რეგენერაციის პროცესი ნელდება.

კანის განახლების ციკლის ხანგრძლივობა:

    • 25 წლამდე - 28 დღე
    • 25-დან 35 წლამდე - 29 დღე
    • 35-დან 45 წლამდე - 30-31 დღე
    • 45-დან 55 წლამდე - 31-32 დღე
    • 55-60 წელი - სტაბილიზაცია

კანის სტაბილიზაცია რეგენერაციის 3-4 თვემდე შენელებაა. ასაკთან ერთად კანში მიმდინარეობს სხვა არასასურველი ცვლილებებიც: იკარგება ტენი, ნელდება კოლაგენისა და ელასტინის - დერმის ძირითადი ცილების - გამომუშავება, აქედან გამომიდნარე, ირღვევა კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების სტრუქტურა, კანი კარგავს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისაგან თავის დაცვის უნარს, ეშვება, ნაოჭდება.

25 წლის შემდეგ კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ძირითადი ფუნქციაა:

    • კანის უჯრედების განახლების (რეგენერაციის) სიჩქარის აღდგენა;
    • კანის ინტენსიური დატენიანება (ხანგრძლივი მოქმედების დამატენიანებელი კომპონენტების საშუალებით);
    • კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების სინთეზის დაჩქარება.

  • ასაკობრივი კოსმეტიკა

ასაკობრივი კოსმეტიკა ძლიერმოქმედ აქტიურ კომპონენტებს შეიცავს, ამიტომ არ არის სასურველი მისი გამოყენება ახალგაზრდა (25 წლამდე) კანის მოსავლელად. დაბერების პროცესის შემაჩერებელი საშუალებები ახალგაზრდა კანისთვის არათუ სასარგებლო არ არის, არამედ მავნებელიც კია - კანს "აზარმაცებს". მას აღარ ძალუძს, დამოუკიდებლად წარმართოს აღდგენის პროცესი და მისი პოტენციალი დროზე ადრე იწურება.

  • კოსმეტიკა ახალგაზრდებისთვის

არც ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენებაა სასურველი ხანდაზმულ ასაკში. ზოგიერთი პროცესის მიმდინარეობა ახალგაზრდა კანში კარდინალურად განსხვავებულია, ვიდრე მოწიფულში. მაგალითად, 30 წლიდან ნელდება კოლაგენის სინთეზი, ხოლო ეპიდერმისის ზედა, დამცავი შრე სქელდება, ამიტომ ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა ხანდაზმულ კანს სათანადოდ ვერ კვებავს.

  • სწორად შერჩეული კოსმეტიკა

სწორი მოვლის შემთხვევაში კანის სიჯანსაღე შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ, უჯრედების განახლების პროცესი გარკვეულ დონეზე შევაჩეროთ და 40 წლის ასაკში 25-30 წლის ქალის იერი გვქონდეს. კოსმეტიკის არასწორი მოხმარება, გარდა იმისა, რომ კანს აბერებს და ფიტავს, მეორეულ დეფექტებსაც აჩენს. ამრიგად, კანის განახლების ციკლი ბიოლოგიური ასაკით კი არა, კანის მდგომარეობით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ ეს ციკლი, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული სამკურნალო პროგრამის, მერე კი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენების ხანგრძლივობა.

ამრიგად, კოსმეტიკა კანის ტიპის, მისი მდგომარეობისა და წელიწადის დროის გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ. იმედია, ის, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ. სამკურნალო კოსმეტიკისგან მაქსიმალური შედეგი რომ მივიღოთ, უნდა დავიცვათ მისი წასმის წესები. ამისთვის ყურადღება უნდა გავამახვილოთ კანის, ანუ სამასაჟო ხაზებზე. საქმე ის არის, რომ ლიმფური სისტემა და კოლაგენური ბოჭკოები განლაგებულია ამ ხაზების გასწვრივ და თუ პროცედურები მის საპირისპიროდ შევასრულეთ, მთელ კოლაგენს დავარღვევთ.

  1. ცოტაოდენ კრემს თითებით ვანაწილებთ მთელ შუბლზე, შუახაზიდან საფეთქლებისკენ.
  2. ვისვამთ კრემს თვალების ქვემოთ, საფეთქლებიდან ცხვირისკენ, შემდეგ - წარბების ქვემოთ, ცხვირიდან საფეთქლებისკენ.
  3. კანზე ნაზი შეხებით თანაბრად ვანაწილებთ კრემს ქვედა ყბაზე, ნიკაპის შუახაზიდან ყურის ბიბილოებისკენ.
  4. თითებით "ვასწორებთ" კანს ცხვირის ფრთებიდან ყვრიმალებამდე და პირის კუთხიდან ყურის შუაწერტილამდე.
  5. ვისვამთ კრემს კისერზე მონაცვლეობით, მარჯვნივ და მარცხნივ. თანაბრად ვანაწილებთ ზემოთ, ნიკაპისკენ, ისე, რომ გვერდი ავუაროთ ფარისებრ ჯირკვალს.
  6. ხელის ზურგის მსუბუქი, ხშირი, ენერგიული მოძრაობით ვიკეთებთ ნიკაპის ქვედა მიდამოს მასაჟს.

კოსმეტიკური საშუალების წასმის დროს ხელის მტევნები მოდუნებული უნდა იყოს, რათა სახესთან შეხებისას გვქონდეს სინაზისა და სირბილის შეგრძნება.