/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

ასაკობრივი კოსმეტიკის მოხმარების წესები

ასაკობრივი კოსმეტიკის მოხმარების წესები
კანის დაბერებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: გენეტიკა, ბიოლოგია, დაბინძურებული ჰაერი. ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებებიც დაგვეხმარება.როგორ შევარჩიოთ ასაკობრივი კრემიკანის მდგომარეობა ასაკთან ერთად იცვლება და ცხოვრების თითოეულ პერიოდში აუცილებელია ინდივიდუალური და შესაბამისი მოვლა. ასაკობრივი კოსმეტიკის მოხმარება რეკომენდებულია 30-35 წლიდან, კანის მდგომარეობისა და გენეტიკის გათვალისწინებით.

35 წლის ასაკში თავს იჩენს კანის დაბერების პირველი ნიშნები, მაგრამ ბუნებრივი კოლაგენის სინთეზი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ დონეზეა. კანს სჭირდება დამატებითი დატენიანება, კვება და ასაკობრივი ცვლილებების შემაჩერებელი პროფილაქტიკური საშუალებები. კოლაგენი უკვე შედის ანტი-აგე კოსმეტიკის შემადგენლობაში. 45 წლისთვის კანი კარგავს სიმკვრივეს, რადგან კოლაგენის სინთეზი ინტენსიურად ქვეითდება ორგანიზმის ჰორმონული გარდაქმნის, კლიმაქსისწინა პერიოდისა და მენოპაუზის გამო. აუცილებელია ბუნებრივი ესტროგენების, ნანოკომპლექსების, ანტიოქსიდანტების, კოლაგენის, ელასტინის, კოენზიმის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების კომპლექსური გამოყენება, რომლებიც კანის უჯრედებს დამატებითი ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მკვებავი და დამატენიანებელი კრემები და შრატები, ასაკის საწინააღმდეგო ორმაგი ეფექტის მქონე კრემები კვებავს კანს და ათანაბრებს სახის ფერს. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ლიფტინგეფექტის მქონე კრემები, რომლებიც უმთავრესად დამხმარე საშუალებებია 40-50 წლის ქალისთვის, რომელსაც სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება სურს. 55-60 წლიდან, როდესაც კანის სიმკვრივის უზრუნველმყოფელი კოლაგენის სინთეზი პრაქტიკულად შეჩერებულია, აუცილებელია არა მარტო დამატენიანებელი, მკვებავი, დამჭიმავი საშუალებები, არამედ პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაც შესაბამისი კრემებითა და შრატებით. კოსმეტიკის შერჩევისას აუცილებელია სახის კანის ტიპის ცოდნა: მშრალი კანი ცხიმიანისა და კომბინირებულისგან განსხვავებულ მოვლას მოითხოვს. ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა კანის მდგომარეობა გააუარესოს და ნაოჭები გააღრმაოს. კოსმეტიკური საშუალების შერჩევისას გასათვალისწინებელია სეზონიც. გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე გამოსაყენებელ კოსმეტიკას უნდა ჰქონდეს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრი. ოპტიმალურია შPF 15-ისა და შPF 20-ის მქონე კრემები. უკეთესი ეფექტისთვის გასათვალისწინებელია რამდენიმე სხვა ნიუანსიც:

  • კომპლექსურად გამოიყენეთ ერთი სერიის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ერთმანეთს შეავსებს. ჩვენს „სილამაზის ნაკრებში“ უნდა შედიოდეს, სულ მცირე, დღისა და ღამის კრემი, კრემი ან გელი თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად, მკვებავი შრატი და დილისა და საღამოს გამწმენდი საშუალებები. ისინი კანის ტიპის შესაბამისად უნდა შეირჩეს.
  • იმისთვის, რომ კანი ერთსა და იმავე საშუალებას არ შეეჩვიოს, თანაც უზრუნველყოფილ იქნეს კანის სხვადასხვა ბიოკომპონენტით კვება, კრემები, ეფექტურიც კი, 3-4 თვეში ერთხელ ცვალეთ. თუ ახალი საშუალებები ნაკლებეფექტური აღმოჩნდა, 3-4 თვის შემდეგ შეგიძლიათ ისევ ძველს დაუბრუნდეთ.

როგორ წავისვათ კრემი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სპეციალისტების თქმით, თვალების ირგვლივ არსებული ზონის მოსავლელად საუკეთესოა ბურთულიანი აპლიკატორის მქონე საშუალებები. ბურთულიანი აპლიკატორის გამოყენებისას კანი მასაჟდება და მიკროცირკულაცია უმჯობესდება. კრემი უნდა წავიცხოთ 4 წერტილზე - ნიკაპზე, ლოყებსა და შუბლზე, მერე კი მსუბუქი მოძრაობით წავისვათ სამასაჟე ხაზების გასწვრივ და თანაბრად გავინაწილოთ სახესა და კისერზე. კრემის წასმის შემდეგ სახეზე, შუბლსა და ნიკაპზე მიიდეთ ხელისგულები, რათა იგრძნოთ სითბო და მოეშვათ - ნაოჭებს აჩენს არა მარტო ასაკობრივი ცვლილებები, არამედ სახის კუნთების მუდმივი დაჭიმულობაც. მოსადუნებლად შეიძლება ვსინჯოთ ვარჯიში, რომელიც სახის კუნთებს ტონუსს უნარჩუნებს. კრემის წასმის პროცედურა დაასრულეთ „თითების შხაპით“. მიკროვიბრაცია ხელს უწყობს სიმკვრივისა და ტონუსის შენარჩუნებას და სახის ოვალის კორექციას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როცა სახის კრემს თავდაპირველი ეფექტი აღარ აქვს - უნდა შევცვალოთ თუ არა?
როცა სახის კრემს თავდაპირველი ეფექტი აღარ აქვს - უნდა შევცვალოთ თუ არა?
რატომ უნდა გამოვიყენოთ ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება კურსებად?
სრულად
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
გაზაფხული სწორედ ის საოცარი დროა, როდესაც ყველაზე ძალიან გინდა, მიმზიდველად გამოიყურებოდე!
სრულად
ზეითუნის ზეთი კოსმეტოლოგიაში
ზეითუნის ზეთი კოსმეტოლოგიაში
ზეითუნის ზეთი არის კარგი საშუალება კანისთვის, ამ მიზნით ის უძველესი დროიდან გამოიყენება.
სრულად
როგორია ინექციების გარეშე გაახალგაზრდავების მეთოდები
როგორია ინექციების გარეშე გაახალგაზრდავების მეთოდები
უმცირესი ნაწილაკები, ეგზოსომები, რომლებიც გვხვდება ყველა სხეულში და თავისუფლად მოძრაობენ უჯრედებს შორის, უზრუნველყოფენ ინექციების მსგავს გაახალგაზრდავების ეფექტს.
სრულად
სახის დაბერების ტიპები და ესთეტიკური კოსმეტოლოგიის როლი მის გაახალგაზრდავებაში
სახის დაბერების ტიპები და ესთეტიკური კოსმეტოლოგიის როლი მის გაახალგაზრდავებაში
დაბერება, საზოგადოდ, არის პროცესი, რომელსაც თან ახლავს ყველა ორგანოს, მათ შორის კანის ფუნქციობის დაქვეითება.
სრულად
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
ზამთარი და ზამთრის გაუსაძლისი სიცივე კანისთვისაც ძალიან რთული პერიოდია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ასაკობრივი კოსმეტიკის მოხმარების წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები