/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

პიგმენტური ლაქები

პიგმენტური ლაქები
კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა თეორიულად ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ისინი ახალგაზრდას გაუჩნდა,

მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები, საეჭვო ხარისხის კოსმეტიკის ხანგრძლივი გამოყენება, ზოგიერთი კონტრაცეპტივის ან სამკურნალო საშუალების მიღება.

  • პიგმენტური ლაქების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაბერებაა. ორმოცი-ორმოცდაათი წლიდან ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ჩნდება. რისი ბრალია ეს?

უმთავრესად იმისა, რომ უჯრედები თანდათანობით კარგავს პიგმენტის წარმოების შეწყვეტის უნარს. სიტუაციის გაურესება მენოპაუზის თანმხლებ ჰორმონულ დისბალანსსაც შეუძლია. ამდენად, პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს:

- ქალური დაავადებების (საკვერცხეების დისფუნქცია, ანთებითი დაავადებები) და ორსულობის დროს;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს;

- ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შედეგად;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

- შარდსასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად;

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას;

- ნერვული და ქრონიკული დაავადებების ფონზე;

- მაღალ ტემპერატურაზე ქიმიურ ნივთიერებებთან სისტემატური მუშაობისას;

- С ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში;

- ძლიერ გამღიზიანებელი კრემებისა და მალამოების გამოყენებისას;

- ტრავმების შედეგად.

სახეზე პიგმენტური ლაქების გაჩენაში დიდ როლს ასრულებს მზე, ამიტომ ლაქები, ისევე როგორც ჭორფლი, გაზაფხულის მზის პირველი სხივების მოხვედრისთანავე უფრო მკაფიოდ ჩნდება. მათი გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა ვერიდოთ მზეს და დავიცვათ სახის კანი.

პიგმენტური ლაქები განსაკუთრებით გარუჯვის შემდეგ ჩნდება, ამიტომ, როცა მათეთრებელი კოსმეტიკის წყალობით მათგან გათავისუფლდებით, ეცადეთ, მომავალში თავი არიდოთ მზეს.

კანის ჰიპერპიგმენტაცია შესაძლოა გამოიწვიოს კოსმეტიკამ ან სახის არასწორმა მოვლამ, მათ შორის - სქრაბითა და პილინგკრემით არასწორმა წმენდამ (წელიწადის დროის უგულებელყოფით), სხეულის ღია ადგილებზე სუნამოს დაპკურებამ - ეთერზეთები ზრდის მზის სხივებისადმი კანის მგრძნობელობას, შედეგად ვიღებთ ფოტოდერმატიტს, შემდგომ კი პიგმენტაციას.

პიგმენტური ლაქების გაჩენაში შესაძლოა კოსმეტიკური საშუალებების ქიმიურ შემადგენლობასაც მიუძღოდეს ბრალი.

  • ორსულობის ნიშანი

ზოგიერთ ქალს ორსულობის დასაწყისშივე უჩნდება სახეზე ქლოაზმები - სხვადასხვა ზომის მკვეთრად შემოსაზღვრული უსწორმასწოროკონტურებიანი პიგმენტური ლაქები. ქლოაზმის სახესხვაობაა ვიწრო ლენტისებური ხაზი, რომელიც თაღისებურად კვეთს შუბლს ერთი ყვრიმალიდან მეორისკენ. გაზაფხულზე შესამჩნევი ხდება ჭორფლი, რომელიც მიმოფანტულია კანზე მრგვალი ან ოვალური პიგმენტური ლაქების სახით. ლაქები მოყვითალო ფერისაა და ერთმანეთს არ ერწყმის.

მუქ კანზე ქლოაზმა ნაკლებად შესამჩნევია. ლაქები რჩება ორსულობის ბოლომდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ნელ-ნელა ქრება, თუმცა იშვიათად წლობითაც შემორჩება კანს.

ორსულობის დროს ქლოაზმებისა და ჭორფლის მკურნალობა მხოლოდ სუსტი მოქმედების საშუალებებით შეიძლება. მართალია, პროცესის ხანგრძლივობა იზრდება და ჭოროფლიც ძნელად უფერულდება, მაგრამ კანი დაცულია პრეპარატების უარყოფითი მოქმედებისგან. ტრადიციული პრეპარატების: ვერცხლისწყლის, სალიცილის მჟავას, ჰიდროქინონის - გამოყენება უკუნაჩვენებია ქალისა და ნაყოფის ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო. პიგმენტური ლაქების მკურნალობას ორსულობის დროს აზრი არ აქვს, მათ მშობიარობის შემდეგ უნდა მივხედოთ, თუ თავისთავად არ გაქრა.

  • რაზე მიუთითებს ხელებზე არსებული პიგმენტური ლაქები

თუ ფეხებზე ლაქები შეიძლება წინდებით დავფაროთ, ხოლო სახეზე - მაკიაჟით, ხელებზე მათი შენიღბვა რამდენადმე ძნელია. სწორედ ხელები გასცემს ადამიანის ჭეშმარიტ ასაკს. ხელის ზურგს მზის სხივები მეტად ეცემა, ვიდრე სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილს და ასაკთან ერთად იქ ჩნდება ჰიპერპიგმენტაციის ზონები - მზის ლენტიგო. ზოგჯერ მას ღვიძლისმიერ ან სიბერის ლაქებს უწოდებენ.

მზის ლენტიგო კანზე მზის სხივების რეგულარული ზემოქმედების შედეგია. გარუჯვისას ლაქები მუქდება ირგვლივ არსებულ კანთან ერთად, მაგრამ როდესაც რუჯი უფერულდება, მზის ლენტიგოს უბნები მუქი რჩება.

ულტრაიისფერი სხივები აზიანებს მელანინის წარმომქმნელ უჯრედებს - მელანოციტებს, რომლებიც დერმის სისქეში მდებარეობს. დროთა განმავლობაში დაზიანებული მელანოციტები წარმოქმნიან სიბერის ლაქებად ცნობილ მუქ უბნებს. მიუხედავად უვნებლობისა, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები სერიოზული ესთეტიკური პრობლემაა. თუ არ ვუმკურნალეთ, გამრავლდება, რაც ქალებს არასრულფასოვნების გრძნობას და ნაადრევი სიბერის განცდას უჩენს.

მზისგან თავის დაცვით ჩვენ საკუთარ მომავალზეც ვზრუნავთ. წლის მზიან პერიოდში ხელების დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა. გარდა ამისა, შეიძლება მათეთრებელი პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც იმავდროულად აღადგენს და არბილებს მშრალ, მოშვებულ კანს, აახალგაზრდავებს და ალამაზებს მას.

კომენტარები (4)
სალო
კისრის ქვემოთ გამიჩნდა პიგმენტური ლაქები ზაგრის დროს ძაან დავიწვი შემდეგ კი ლაქები დამრჩა რა ვუშველო?
თარიღი : 19-09-2015
nino
გამარჯობათ.7წელია იღლიაში ვხმარობდი ეპილატორს რის შედეგადაც გამიცჰნდა დიდი ზომის ლაქა არ ვიცი რას დავაბრალო..გთხოვთ მიპასუხოთ..
თარიღი : 03-05-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პიგმენტური ლაქები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები