/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

მოვუაროთ წარბებსა და წამწამებს

მოვუაროთ  წარბებსა და წამწამებს
წამწამები სახის მნიშვნელოვანი დეტალია. ის იცავს თვალებს მტვრისა და სხვადასხვა დაზიანებისგან, ხაზს უსვამს თვალების ფორმას.

ზოგჯერ ლამაზი წამწამები ცვლის გარეგნობას, ხოლო მათი ჩრდილი განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს მზერას.

წამწამები და წარბები ადამიანებს სხვადასხვა სიგრძისა და ფერისა აქვთ: ქერებს - უფრო ბაცი და მოკლე, ვიდრე შავგვრემნებს. ბუნებისგან წამწამები თვალების დასაცავად გვაქვს ბოძებული, სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ განსაკუთრებული მოვლა.

დაბანა და გასუფთავება

წამწამებისა და წარბების მოვლა თვალების დაბანით იწყება. ეს სუფთად დაბანილი ხელებით უნდა გააკეთოთ. თუ ღამით ქუთუთოების კიდეებსა და თვალის კუთხეში გამონაყოფი გროვდება, თვალები ბორის მჟავას თბილი ხსნარით ან გვირილის ნაყენით უნდა დაიბანოთ (1 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი).

კრემის წასმა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წამწამებზე რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის წასმა. წამწამებისთვის განკუთვნილი სუფთა ჯაგრისი აბუსალათინის ზეთში ჩაუშვით, ამოიღეთ, დააცადეთ ჩამოწრეტა და ფრთხილად, გულდასმით დაივარცხნეთ წამწამწები. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, წამწამების ზრდა დაჩქარდება, მათ ელვარება და ბრწყინვალება შეემატება და უფრო გამუქდება კიდეც. წარბებზე რეკომენდებულია წაისვათ ზეთოვანი ხსნარი, რომელიც ასეთი შემადგენლობისაა:

  • 1/2 ჩაის კოვზი სელის ზეთი;
  • 10-15 წვეთი აბუსალათინის ზეთი;
  • 1-2 წვეთი ქაფურის ზეთი.

ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ხსნარის ყოველდღიური წასმა აუმჯობესებს წარბების ზრდას, იცავს მათ ცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი ზემოქმედებისგან.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

ზრდის გასაძლიერებლად წარბებსა და წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენა დაიფინეთ, პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 10-15 წუთის განმავლობაში დოლბანდით დაიმაგრეთ.

ქუთუთოებისა და წამწამების დაცვა

ბევრს აწუხებს ქუთუთოს კიდეების სიწითლე. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ძლიერი ქარით, მტვრით, მზის მკვეთრი სხივებით, ძალიან ძლიერ ან, პირიქით, სუსტ განათებაზე მუშაობით, თითებით, ცხვირსახოცით ქუთუთოების ძლიერ მოწმენდით. ქუთუთოების ხანგრძლივი გაწითლება შესაძლოა წამწამწების გათხელების, გამოფიტვის და სწრაფი ცვენის მიზეზად იქცეს.

ქუთუთოების სიწითლის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გაზაფხულზე და ზაფხულში სპეციალური დამცავი სათვალის ტარება, ბორის მჟავას, მაგარი ჩაის ან გვირილის ხსნარით თვალების დაბანა. უფრო უკეთესია ამ ხსნარებში დასველებული საფენების გამოყენება.

იმის გათვალისწინებით, რომ, საზოგადოდ, ორგანიზმის გამოფიტვამ, სისხლნაკლებობამ, არანორმალურმა კვებამ და სხვა ფაქტორებმა შეიძლება ქუთუთოების გაწითლება გამოიწვიოს, აუცილებელია ექიმის მითითებით ზოგადმატონიზებელი რეჟიმის დაცვა.

წარბების ამოქნა

ლამაზი წარბები ნებისმიერი სახის მშვენებაა. თითოეული სახისთვის არსებობს წარბების ყველაზე ოპტიმალური ფორმა. წარბების ფორმისა და განლაგების შესწორება წარბის ქვედა ნაწილში წამოზრდილი თმის საშუალებით ხდება. წარბის სისქე უცვლელი რჩება მისი ზედა ნაწილის კორექციის ხარჯზე. სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით, დეზინფექციის მიზნით, კანის ის ნაწილი გაისუფთავეთ, სადაც აპირებთ თმის მოცილებას. დაივარცხნეთ წარბი ჯაგრისით. მახვილწვერიანი ფანქრით მოხაზეთ წარბის სასურველი კონტური. შემდეგ მოაცილეთ თმის ყველა ის ღერი, რომელიც კონტურის გარეთ მოექცა. გაისუფთავეთ კანი სპირტიანი ბამბის ტამპონით და წაისვით ცხიმიანი კრემი.

წამწამწებისა და წარბების შეღებვა

წარბების ფერი დამოკიდებულია თმის ფერზე და შეიძლება იყოს არა უმეტეს ორი ტონით მუქი. შავად შეღებილი წარბების შეხამება ბაცი ფერის თმასთან სახეს ულამაზოდ აჩენს.

ზოგჯერ წარბებსა და წამწამებს თხევადი საღებავით, ტუშით, ფანქრით იღებავენ. თხევადმა საღებავმა შესაძლოა ქუთუთოების სიწითლე და თვალების შეშუპება გამოიწვიოს. მისი ხშირი გამოყენებისას წამწამები თხელდება და ტყდება.

წამწამების შესაღებად უმჯობესია გამოიყენოთ ტუში. წამწამებზე ტუშს სპეციალური ფუნჯით ისვამენ და ყოველდღიურად იშორებენ წყლით (ისე, რომ არ ეხებიან ქუთუთოს კანს), ან წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. წამწამებს ბამბის ტამპონში მოაქცევთ. ტუში ამ დროს იხსნება და ტამპონზე რჩება. ძილის წინ წამწამებიდან აუცილებლად უნდა მოიშოროთ ტუში, ტუშის მოშორების შემდეგ წამწამების ბოლოებზე აბუსალათინის ზეთი წაისვით.

წარბების შეღებვა უმჯობესია სპეციალური ფანქრით და არა თხევადი საღებავით. ფანქარი არ აღიზიანებს კანს და წარბებს უფრო ბუნებრივ ფერს ანიჭებს. ჩვეულებრივ, წარბები რამდენიმე თვეში განახლდება, ამიტომ ჯაგრისზე წარბის რამდენიმე ღერის დანახვისას ნუ შეშინდებით. სხვა საქმეა, როდესაც დაავადების გამო დაცვენილი წარბის ადგილას ახალი არ ამოდის. ამის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ რჩევა ერთია: აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოვუაროთ წარბებსა და წამწამებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები