რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურები უნდა ჩავიტაროთ გაზაფხულამდე
პროცედურა ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქების, გამოხატული სისხლძარღვების ქსელების მოცილებას და მთლიანობაში ათანაბრებს სახის ფერს. მაგრამ მნიშვნელოვანია კურსის დასრულება გაზაფხულამდე, რადგან მზის აქტიური სხივები ზრდის ულტრაიისფერი ზემოქმედების რისკს.
- BBL პროცედურას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
- პროცედურა ასევე იძლევა კარგ შედეგს პრობლემურ კანზე და კარგად მუშაობს სახეზე გამონაყრის, მაგალითად, აკნეს შემთხვევაში.
- ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურა საუკეთესო შედეგს იძლევა პილინგთან და ბიორევიტალიზაციასთან ერთად.
პილინგი აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ბიორევიტალიზაციის მთავარი ამოცანაა დატენიანება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, რადგან ტემპერატურის ცვლილებები და ცენტრალური გათბობა ძლიერ აშრობს კანს.
ამ ტექნიკისა და სხვადასხვა პროცედურების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია პაციენტის სხეულისა და კანის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. შესაბამისად, კონსულტაციის დროს, ანამნეზის გულდასმით შეგროვების და ყველა ფაქტორის შეფასებისა და შედარების შემდეგ, კოსმეტოლოგი შეარჩევს თითოეული პაციენტისთვის გაახალგაზრდავების კონკრეტულ პროგრამას, რომელიც მოიცავს გარკვეულ „საგაზაფხულო“ პროცედურებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა არის ფოტოგაახალგაზრდავება
ფოტოგაახალგაზრდავებისას კი ასაკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივები გამოიყენება, გარდა ულტრაიისფერისა. ყველაზე ბოლო ვერსიაა IPL აბრევიატურით ცნობილი – „ინტენსიური იმპულსური სინათლე“, რომლის დახმარებითაც კანს სცილდება პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, მკვდარი უჯრედები. გარდა ამისა, სპეციალური აპარატით კანზე ფოტოდასხივებისას იზრდება დერმის ბუნებრივი ტონუსი და სიმკვრივე, მისი ღრმა შრეების გათბობისა და მათში ელასტინისა და კოლაგენის სინთეზის აქტივაზიის გამო. საგრძნობი შედეგი თვალსაჩინოა უკვე პირველი სეანსის შემდგომ, პროცედურისას არ ზიანდება კანი და მიღებული ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია.
ლაზერული გაახალგაზრდავება
კანის საფარველის ლაზერული გაახალგაზრდავებისას, ისევე როგორც ფოტომეთოდისას, ბრძოლას ვუცხადებთ ჰიპერპიგმენტურ უბნებს, ეპიდერმისის სიმკვრივის დაქვეითებას და ელასტიკურობის კლებას.
ეს ყველაფერი როდია, ლაზეროთერაპიის შემდეგ კანს უბრუნდება უწინდელი ლამაზი ფერი, სირბილე, ერთგვაროვანი მიკრორელიეფი. ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია კანის გაფართოებული ფორების დავიწროებაც და ეს ყველაფერი ყოველგვარი რისკის გარეშე.
ლაზერული სხივის ენერგია თანაბრად ათბობს კანის ყველა შრეს, აუმჯობესებს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედულ დონეზე. პროცედურის შემდგომ ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში. განაგრძეთ კითხვა