რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება ჯობს შემოდგომაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება ჯობს შემოდგომაზე

რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურებია განსაკუთრებით აქტუალური წლის ამ პერიოდში?

ზაფხულში მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების გამო ხშირად ფორები იხშობა. სპეციალისტების მტკიცებით, სალონში სახის პროფესიული წმენდა ამ პრობლემას გადაჭრის. ეს შეიძლება იყოს მექანიკური, ულტრაბგერითი ან ლაზერული წმენდა. საჭირო მეთოდის შერჩევა კი სპეციალისტის საქმეა.

შემოდგომაზე კანიდან თანდათანობით, მაგრამ არათანაბრად ქრება რუჯი. ამ პრობლემის გადაჭრაში პილინგი დაგვეხმარება, როგორც სახლის პირობებში, ისე პროფესიონალის დახმარებით, რომელიც მოგვაშორებს პიგმენტაციას და მიმიკურ ნაოჭებს. პილინგი კანს არა მარტო მზის სხივების, დაბალი ტემპერატურის მიმართაც მგრძნობიარეს ხდის, ამიტომ შემოდგომა იდეალური პერიოდია ამ პროცედურისათვის.

ზემოქმედების სიღრმის მიხედვით განარჩევენ სამი სახეობის პილინგს: ზედაპირულს, საშუალოსა და ღრმას. ზედაპირული ათანაბრებს სახის კანის ფერს, საშუალო ებრძვის კანის უთანაბრობას, ხოლო ღრმა გამოიყენება ასაკობრივი ცვლილებების პრობლემების მოსაშორებლად.

ზემოქმედების საშუალების მიხედვით პილინგი არსებობს: მექანიკური, ქიმიური, ულტრაბგერითი და ლაზერული. პროცედურის ჩატარება უმჯობესია ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, რათა კანი მოვამზადოთ ზამთრისათვის. შესაძლებელია ამას დავამატოთ სახის მასაჟი და ნიღბები. კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით კოსმეტოლოგი შეგვირჩევს პილინგის ჩვენთვის ოპტიმალურ ვარიანტს.

მასაჟი

ზაფხულში კანი კარგავს ტენს და მრავალ საკვებ ნივთიერებას. კანის განახლების, აღდგენისა და დატენიანებისათვის შესანიშნავია მასაჟი, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კანის მდგომარეობას. გაუწყლოებული კანი იწყებს ტენის აღდგენას, კარგად ჯერდება საკვები ნივთიერებებით. მასაჟი დაგვეხმარება კანის თანაბარი და ჯანსაღი ფერის აღდგენასა და განწყობის გაუმჯობესებაში.

აპარატული პროცედურები და სილამაზის ინიექციები

კონსულტაციაზე კოსმეტოლოგმა შესაძლებელია გვირჩიოს სხვა პროცედურებიც კანის მდგომარეობისა და თქვენი უპირატესობების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს: ბიორევიტალიზაცია, ჟანგბადის არაინიექციური სახის მეზოთერაპია, ლაზერული დერმაბრაზია, ლიფტინგი. შემოდგომა ყველაზე კარგი სეზონია ამ პროცედურებისათვის, რადგანაც კანისთვის ეს ერთგვარი შესვენებაა ზაფხულისა და ზამთრის სტრესებს შორის. ამასთან, სწორედ შემოდგომით აქტიურდება კანში აღდგენითი ბიოპროცესები.

სახის კანის მოვლა სახლის პირობებში

შემოდგომით სახლის პირობებში სახის კანის მოვლა ორი ძირითადი მიმართულებით უნდა წარიმართოს: ზაფხულის შემდეგ დატენიანება და მომავალი სიცივეებისაგან დაცვა.

ჩვენი კოსმეტიკური საშუალებების გულდასმითი რევიზია უნდა ჩავატაროთ - ზოგიერთი პროდუქტი დროებით გადავდოთ და ახლები დავამატოთ. სეზონის შეცვლისას კოსმეტოლოგები გვირჩევენ გამოვიყენოთ გამწმენდი საშუალებები კრემის ფუძეზე, რომელიც არ ქაფდება და კანს უნარჩუნებს ბუნებრივ ცხიმოვან ბალანსს. შესაძლებელია დროებით გამოვრიცხოთ მოვლის საშუალებებიდან სახის ტონიკი და ყოველდღიურ მოვლაში დავამატოთ ანტიოქსიდანტების, რეტინოლის შემცველი შრატები.

შემოდგომის პირველი სიცივეების დადგომისას მსუბუქი დამატენიანებელი კრემი უმჯობესია შევცვალოთ უფრო ცხიმიანი ანალოგით. თიხის ნიღბების მაგივრად გამოვიყენოთ ჰიალურონის მჟავასა და კერამიდების შემცველი საშუალებები. ძირითადი საშუალებების მოქმედების გასაძლიერებლად კოსმეტიკის არსენალში უნდა დავამატოთ დამატენიანებელი კრემი ვიტამინების კომპლექსით (А, С, Е), სპეციალური კონცენტრატები, ბუსტერები და შრატები, აქტიური ნივთიერებების შემცველი კაფსულები.

შემოდგომით არ უნდა დავივიწყოთ შPF-კრემი, რადგან მზისგან დაცვა მთელი წლის განმავლობაში აუცილებელია. მზის სხივები ისე აქტიურად ვეღარ მოქმედებს, მაგრამ მაინც ახდენენ ფოტოდაბერებისა და კანის პიგმენტაციის პროვოცირებას. შPF-30 დაცვის საშუალებები სრულიად საკმარისი იქნება. ორ კვირაში ერთხელ შესაძლებელია სქრაბისა და გომაჟის (პილინგ-კრემი უფრო დამზოგავი მოქმედებით) გამოყენება. ეს დაგვეხმარება კანის განახლებაში, პიგმენტების მოცილებაში, გამოყენებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ეფექტის დაჩქარებასა და მათ ღრმა ფენებში შეღწევაში, ასევე დააჩქარებს რეგენერაციისა და უჯრედების განახლების პროცესს.