როგორ გავითეთროთ ბიკინის ზონაში გამუქებული კანი
ჩვეულებრივ, მამაკაცთა და ქალთა ინტიმურ ადგილებში ჯანსაღი კანის ნორმალური ფერი მაინც უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე მთელი სხეულის სხვა ზონებში და ზოგადად, ანუსის ირგვლივ და ვულვას არეალი ბუნებით უფრო პიგმენტურია. ინტიმურ ადგილებში და ანუსის ირგვლივ კანის გათეთრება არ არის მხოლოდ სურვილი მივესწრაფებოდეთ ესთეტიკური იდეალისკენ. ხშირად ხდება, რომ მრავალი მიზეზის გამო (დაწვრილებით იხ. ქვემოთ) ინტიმური ზონა მკვეთრად გამოხატული ყავისფერი ხდება. ზოგჯერ ზონა მუქი ფერისაა არა თანაბრად, არამედ ლოკალურად – ლაქებით. ამ შემთხვევაში, უდაოდ, პიგმენტაციისგან თავის დაღწევა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაუბრუნდეთ სრულ ინტიმურ ცხოვრებას. საყვარელ საცვლებს და სპორტს სირცხვილისა და შიშის გარეშე.
რატომ ჩნდება ინტიმური ზონის პიგმენტაცია? რატომ იცვლება კანის ფერი ინტიმურ ადგილებში?
პიგმენტაციის მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს. აქ მოცემულია მოკლე ჩამონათვალი, თუ რაზეა დამოკიდებული შორისის ფერი:
- თქვენ ატარებთ არასასიამოვნო მჭიდრო საცვლებს, განსაკუთრებით სინთეტიკურს, რის გამოც მგრძნობიარე კანი მუდმივად ექვემდებარება მექანიკურ გაღიზიანებას. ამის საპასუხოდ, კანში არსებული პიგმენტური უჯრედები – მელანოციტები – კანის ფერს ამუქებს.
- ინტიმურ მხარეში ოფლიანობის მომატება – ჩვეულებრივ პრობლემას წარმოადგენს ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.
- არასწორი დეპილაციის გამო კანის გაღიზიანება,ხშირი პარსვა.
- არასწორად შერჩეული კოსმეტიკური და ჰიგიენის საშუალებების გამოყენება.
ინტიმურ ადგილებში კანის პიგმენტაცია შეიძლება გამოწვეული იყოს “შინაგანი” მიზეზებითაც :
- ინფექციური დაავადებები, სოკოები,
- ენდოკრინული პრობლემები,
- შინაგანი ორგანოების დაავადებები,
- ჰორმონალური პრეპარატები და ანტიბიოტიკები.
გარდა ამისა, შორისი შეიძლება მუქი გახდეს:
- ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ,
- ასევე ასაკთან ერთად.
ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება ასევე იყოს უბრალოდ თანდაყოლილი - ინტიმურ ზონაში და ანუსის ირგვლივ კანის გამუქება, როგორც წესი, დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე, ან პროვოცირებულია მელანინის ჭარბი გამოყოფით.
მიზეზი შეიძლება იყოს
- ვარიკოზული ვენები – 30 წლის შემდეგ ქალებში ინტიმური არეში კანის გამუქების საერთო პროვოცირებადი ფაქტორი არის;
- მენოპაუზა.
- სოლარიუმში რეგულარულად სიარული.
როგორ გავათეთროთ ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში ინტიმური ზონები?
უამრავ ქალს სრულიად სამართლიანად უჩნდება სურვილი პროფესიონალური გათეთრების პროცედურა ჩაიტაროს კლინიკაში. ამ მიზნებისთვის, მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე გზა არსებობს. ძირითადად გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
ლაზერის გამოყენება;(ე.წ. შლიფოვკა) ფოტოთერაპია;პილინგები პრეპარატებით.პილინგის პროცედურის დროს, მკვდარი უჯრედები აღმოფხვრილია, რის შედეგადაც შესაძლებელია გათეთრების ეფექტის მიღწევა. ამ პროცედურას თან ახლავს არასასიამოვნო შეგრძნებები, ვინაიდან კანი 10 დღის განმავლობაში შეწითლებულია.
ფოტოთერაპია კი არის გამაღიავებელი პროცედურა, რომლის დროსაც კანში ინტენსიური ფოტოსხივის დახმარებით ნადგურდება პიგმენტური უჯრედები. სინათლის სხივების ზემოქმედება იწვევს მრავალ სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესს, რის შედეგაც მელანინი განადგურებულია; თერაპიის დროს ეპიდერმისის ღრმა ფენის მკურნალობა ხდება.
პროცედურა არ იწვევს ტკივილს ან რაიმე დისკომფორტს. საჭიროა 5-6 პროცედურის ჩატარება, რომელიც კეთდება 4-4 კვირის ინტერვალით. მაგრამ გათეთრების ეს მეთოდი არ კეთდება ლაქტაციის პერიოდში , პროცედურა არ გამოიყენება ასევე მწვავე ჰერპესის დროს, დერმატიტის და დიაბეტის დროს.
ასევე მკურნალობის დროს გამოიყენება კანის გამაღიავებელი კოსმეტიკური საცხები.
სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“-ს მეან-გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია.