/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

სახის კანი

სახის კანი
ძალიან მინდა, ჩემმა პირისკანმა დიდხანს შეინარჩუნოს სინორჩე და სილამაზე. ამბობენ, რომ დღის სხვადასხვა დროს კანი სხვადასხვა მდგომარეობაშია და, შესაბამისად, სხვადასხვანაირად უნდა მოვუაროთ. სახელდობრ როგორ? ინგა, 29 წლის

ნებისმიერი ტიპის კანს მუდმივი ყურადღება სჭირდება. თუ გსურთ, თქვენმა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს სინორჩე, სინაზე, ელასტიკურობა, ყოველდღე უნდა გამონახოთ დრო მის მოსავლელად. დღის სხვადასხვა დროს - დილით, შუადღისას თუ საღამოს - კანი სხვადასხვა მდგომარეობაშია, სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას განიცდის, ამიტომ თქვენც სხვადასხვანაირად უნდა იმოქმედოთ.

დილა

ადამიანის ორგანიზმი დილით გამოიმუშავებს ჰორმონებს, რითაც მთელი დღის აქტიური ცხოვრებისთვის ემზადება. დაახლოებით 8 საათისთვის კანში სისხლის მიმოქცევის ინტენსივობა პიკს აღწევს. ამ დროს ის ნებისმიერი ზემოქმედებისთვის მზად არის.

სახის მოვლა ქალმა დილიდანვე უნდა დაიწყოს. პირის დასაბანად სპეციალური კოსმეტიკური საპნის გამოყენებაა აუცილებელი. შეიძლება სპეციალური ქაფისა და ჟელეს გამოყენებაც, რომლებიც დამარბილებელ საშუალებებს შეიცავს. წყალი ანადუღარი უნდა იყოს. მეტი ეფექტისთვის მას რამდენიმე წვეთ ლიმონს ან ვაშლის ძმარს ამატებენ. მათი წყალობით კანი მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს მჟავატუტოვან წონასწორობას.

დაბანის შემდეგ უნდა გადაისვათ თქვენი კანის ტიპისთვის გათვალისწინებული კოსმეტიკური რძე. ზოგიერთი კანი დაბანას ვერ იტანს. ის კოსმეტიკური რძით ან ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეპყროთ თვალების ირგვლივ მდებარე ქსოვილს. ამის შემდეგ შეიზილეთ დღის კრემი. ეს მთელი დღის განმავლობაში დაიცავს თქვენს კანს მზის სხივების, მტვრის, კომპიუტერის გამოსხივების და სხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან, კანი დარბილდება და აღარ აიქერცლება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

ყველა ეს პროცედურა შინიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე უნდა ჩაიტაროთ.

ყურადღებას ნურც ტუჩებს მოაკლებთ. ქალების დიდი ნაწილი კოსმეტიკას არ ხმარობს, მაგრამ ტუჩებზე ჰიგიენური პომადის წასმა მაინც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტუჩები შესაძლოა გამოშრეს, დასკდეს, აიქერცლოს, ეს კი ნაკლებად მიმზიდველია.

შუადღე

12-13 საათისთვის აქტიურდება ცხიმოვანი ჯირკვლები და კანს ბზინვარება ემატება, ამიტომ სასურველია, მუდამ თან იქონიოთ კოსმეტიკური პუდრი, რომელიც კანის ცხიმიანობას ნაკლებად შესამჩნევს ან სრულიად შეუმჩნეველს ხდის. 13-14 საათისთვის დაბლა იწევს არტერიული წნევა, კანი ეშვება და აშკარად გამოიკვეთება ნაოჭები. შეეცადეთ, დღის ამ პერიოდში არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი.

საღამო

შინ დაბრუნებისას არ დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოშორება. თუნდაც მაკიაჟს არ ხმარობდეთ, სახის გასუფთავება მაინც აუცილებელია.

  • ცხიმიანი და ნორმალური კანი ჩამოიბანეთ კოსმეტიკური საპნით, ჟელეთი ან ქაფით.
  • პრობლემური და მშრალი კანი დაიმუშავეთ კოსმეტიკური რძით, შემდეგ კი გადაისვით მკვებავი კრემი.

ღამე იდეალური დროა კანის აღსადგენად. სიბნელე, სიმშვიდე და მუდმივი ტემპერატურა მასზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს. თუ გსურთ, მკვებავმა მაქსიმალური ეფექტი გამოიღოს, კარგად შეიწოვოს და დიდხანს იმოქმედოს, კანის გასუფთავებისთანავე გადაისვით და მაშინვე არ დაწვეთ დასაძინებლად. 30-40 წუთის შემდეგ კრემი ფრთხილად მოიცილეთ ჰიგიენური ხელსახოცით ან ტამპონით. თუ ჭარბთმიანობა გაწუხებთ, კანის ამ ნაწილზე მკვებავ საცხს ნუ წაისვამთ. შუახნის ქალბატონებმა რეგულარულად უნდა მოუარონ არა მარტო სახის კანს, არამედ ყელსაც.

გარუჯული სხეული და პრობლემები

დღეს მოდურად ითვლება მთელი წლის განმავლობაში გარუჯული სხეული. მრავალი ქალი სოლარიუმების ხშირი სტუმარია და ლამაზი გარეგნობით ამაყობს. ბრინჯაოსფრად მბზინავი კანი უდავოდ მომხიბვლელია, მაგრამ პრობლემებსაც ქმნის. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ:

  • ხშირი გარუჯვისას რქოვანა შრე სქელდება, რასაც კანის გამოშრობა და გაუხეშება მოჰყვება. კანს მუქი ფერი დაჰკრავს, ნაოჭები უფრო შესამჩნევი ხდება, განსაკუთრებით - თვალების გარშემო.
  • კანზე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ზომის მუქი ლაქები. ზოგიერთ კანს პიგმენტაციისადმი გენეტიკური განწყობა აქვს. გარუჯვისას ნუ გამოიყენებთ ბერგამოტის ან ციტრუსების ზეთებზე დამზადებულ საცხებს.
  • გადამეტებული გარუჯვისას სახეზე სისხლძარღვები იკვეთება (ამას კუპეროზი ეწოდება). ინფრაწითელი სხივები აფართოებენ კანქვეშა სისხლძარღვებს, რომლებიც ჩვეულ ზომას ვეღარ იბრუნებენ. გაფართოებულ სისხლძარღვებს ვერავითარი კრემი თუ ნიღაბი ვერ გააქრობს.
  • მოსალოდნელია კანის ფოტოდაბერება - ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ კანის ყველა სტრუქტურას და აფერხებენ უჯრედთა განახლებას. გარუჯვის მოტრფიალე ქალბატონები თავიანთი სიამოვნების ნაყოფს 5-10 წლის შემდეგ მოიმკიან. პრობლემის მოგვარება ნაწილობრივ შეუძლია დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკურ პროცედურებს, მიკროდენით თერაპიას, მეზოთერაპიას.

გარუჯული კანის "ფოტოგაახალგაზრდავება" დაუშვებელია, ვიდრე არ გაფერმკრთალდება (არ მიუახლოვდება ბუნებრივ პიგმენტაციას). გარუჯვის შემდეგ კანს უფრო ყურადღებით და გულმოდგინედ უნდა მოვლა ანტიოქსიდანტური საშუალებების, აღმდგენი და დამატენიანებელი კრემების გამოყენებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანმა დიდხანს რომ შეინარჩუნოს სინორჩე, სინაზე, ელასტიკურობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები