/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
თარიღი : 13-07-2024

გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).

პასუხი

-საჭმლის მომნელებელი პრობლემები, როგორიცაა ყაბზობა და ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის გასტრიტი ან კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები. თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები აჩვენებს გარკვეულ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მდგომარეობებთან:

1.მომატებული ერითროციტები და ჰემოგლობინი ეს შეიძლება იყოს პოლიციტემიის ნიშანი. ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დონე და ეს განპირობებული შეიძლება იყოს დეჰიდრატაციით, სიგარეტის დიდი რაოდენობით მოხმარებით, სიმაღლის ავადმყოფობა ( სიმაღლის ავადმყოფობა ვითარდება ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე არსებული ჟანგბადის დეფიციტის გამო) ან სხვა სამედიცინო პირობები.

2. ეოზინოფილების დაბალი პროცენტი: ეოზინოფილების დაბალი დონე (ეოზინოფილია) შეიძლება ასოცირებული იყოს სხვადასხვა პირობებთან, მათ შორის ანთებით ან ალერგიულ რეაქციებთან, ინფექციებთან და ა. შ. თქვენ შემთხვევაში ეოზინოფილების დონე ნორმალურ დიაპაზონშია, მაგრამ ოდნავ დაბალია ნორმალურ საშუალო მაჩვენებელზე.

მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელით გაგსინჯავთ, დაწვრილებით შეგეკითხებათ ჩივილევზე, გააანალიზებს ანალიზის შედეგებს და ამის შემდეგ დასვამს დიაგნოზს ან დამატებით კვლევებს დაგინიშნავთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-04-2025

16 წლის ვარ, მაქვს სქოლიოზი. ბოლო პერიოდში შემდეგი სიმპტომები მაწუხებს: • წოლისას ზურგში მეწყება წვა, განსაკუთრებით ქვედა და შუა ზონაში. ეს წვა ხანმოკლეა, მაგრამ პერიოდულად მეორდება. ზოგჯერ საჯდომის მიდამოშიც იგრძნობა სითბო ან თითქოს ოფლიანობა, თუმცა სველი არ არის. • ღრმა სუნთქვისას მუცლის მარცხენა ქვედა მხარეს ვგრძნობ წვას ან დაჭიმვას, თითქოს შიგნიდან მექაჩება ეს ალბათ იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ყაზბობა მაქვს და თან დიარეა ოღონდ ძნელად და შეკრულად • ხანდახან ზურგის ზონაში გაბუჟებულად მიგრძნია, მაგრამ ეს არ არის ტკივილი — უფრო დისკომფორტი და წვაა. • ერთხელ ღამისას მოულოდნელი დიარეა მქონდა, ისე რომ მანამდე ვერ გავიგე მუცელში მოძრაობა ან შეტევის განცდა მოშარდვა რომ მინდოდა ამას ვგრძნობდი. • ზოგადად ზურგი ხანდახან “მეწვება”, და ხანდახან თითქოს უცნაურად მცხელა საჯდომში , ისე რომ არ მივიქცევი თავიდან ყურადღებას, მუცლის მოვლასთან ერთად საჯდომი მისველდება,და საჯდომის ადგილას სისველეს ვერ ვგრძნობ თუ მისველდება და მოსაქმება მინდა თუარა თითქოს მაგასაც და მუცელსაც მაგრამ თან ვგრძნობ გაბუჟებულივით არის ეს მოულოდნელად მქონდა მსგავსი არ მქონია ადრე არაფერი მინდა დავაზუსტო, ხომ არ არის ეს ნერვულ ზონასთან ან სქოლიოზის პროგრესთან დაკავშირებული, და ხომ არ მჭირდება დამატებითი კვლევა.

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 02-04-2025

გამარჯობა მაქვს ხერხემლის გამრუდება-სქოლიოზი ვარ 27წლის გოგო ბოლო 2 თვეა დამეწყო შემდეგი ჩივილები-დაძინებისას , ანუ თავს რომ ვდებ ბალიშზე თითქოს თავში სისხლი მაწვება და თავის სწორი პოზიციის შერჩევას ვცდილობ ხოლმე, ძილში რომ მივდივარ მგონია გული მიჩერდება და გონეაბს ვკარგავ და უცებ მაფხიზლებს უჰაერობის შეგრძნება, რასაც მოსდევს გულის აჩქარება… ასე მეორდება მანამდე სანამ კარგად არ მომერევა ძილი და მერე ერთი თუ ჩამეძინა დილამდე უპრობლემოდ მძინავს…. ღამე თუ მეღვიძება და ვიბრუნებ ძილს, იგივე პრობლემა არ მაქვს, თავისუფლად ვიბრუნებ ძილს და არც სისხლი აღარ მაწვება ხოლმე თავში… მხოლოდ პირველი ჩაძინებისას მაქვს ეს პრობლემმა და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ნევროლოგიური პრობლემაა თუ ხერხემალს უკავშირდება? გული გამოლგლეული მაქვს და თავიც , პათოლოგია არ მაქვს, ასევე სისხლის ანალიზებიც ნორმაშია

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 30-03-2025

გამარჯობათ. ვარ 34 წლის გოგო. ევროპაში ვცხოვრობ. ეს ბოლო დრო მაქვს "ჩაძინების" პრობლემა ანუ როცა ვწვები და დასაძინებლად ვემზადები, ვწრიალებ ლოგინში და ასე 1-2 საათის მერე ან მეტი, ძლივს ჩამეძინება ხოლმე! პირადში რაღაც სტრესი მივიღე და რაღაც სხვა საკითხებზეც მენერვიულება ხოლმე... ვინაიდან ეს "ჩაძინების პრობლემა" მაქვს, ვიძაბები ხოლმე წინასწარ და "მეშინია" რომ ისევ უნდა 1-2 საათი ვიწრიალო და "ვაითუ არ დამეძინა" და ძილი არ მეყოფა. მითუმეტეს თუ ვიცი, რომ მეორე დღეს დილით ადრე ასადგომი ვარ, ვიძაბები და რომც ცოტა უფრო ადრე ვცადო დაძინება, ის ფაქტი რომ "შეიძლება არ დამეძინოს დროულად და ძილი არ მეყოს", მაფორიაქებს! ადრე დიდი ხნის განმავლობაში (წლები) ვსვამდი ანტი-დეპრესანტ " Lerivon 10 mg", ნახევარ აბს, ძილის წინ (ფსიქიატრის გამოწერილს) და ასევე მცენარეულ დამამშვიდებელს " Calmiplant"-ს დღეში 2-ჯერ მაგრამ სექტემბერ 2024-დან შევწყვიტე ჩემით "Lerivon"-ის დალევა და ახლა მხოლოდ მცენარეულ "Calmiplant"-ს ვსვამ. ეხლა ვაპირებ ისევ "Lerivon"-ის წამლის დალევას (გაგრძელებას), ნახევარ აბს, ძილის წინ, რადგან მახსოვს ძალიან კარგად ვიძინებდი მისი დალევის მერე. გინეკოლოგს ვკითხე და მითხრა, შეგიძლია მაგ ანტი-დეპრესანტის გაგრძელებაო მაგრამ როცა დაორსულდებიო, სხვა წამლით ჩავანაცვლებთო. თქვენი ზოგადი რჩევები წაკითხული მაქვს კარგ ძილზე მაგრამ იქნებ რამე მირჩიოთ ადვილად ჩაძინებაზე და მითხრათ, ის "Lerivon"-იც ხომ კარგად იმოქმედებს ამ ყველაფერზე? და ორსულობისას, რა წამლით შეიძლება ჩანაცვლდეს? რომელიც იგივე კომპონენტებს შეიცავს ალბათ ხო? გთხოვთ მალე და ყველა კითხვაზე მიპასუხოთ. დიდი მადლობა წინასწარ!

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 03-03-2025

-გამარჯობა მაქვს ნევროზი, რაშიც ვგულისხმობ რომ გამუდმებით მაქვს შიშები რომ რამე დამემართება…. ბოლო დროს გადავიტანე ბევრი სტრესი და ღამით ჩაძინებისას თითქქოს უჰაერობა მემართება , ტვინი ითიშება და ვფხიზლდები თითქოს არ ვსუნთქავ , ეს მჭირს მხოლოდ ჩაძინებისას და მერე თუ ჩამეძინა დილამდე კარგად მძინავს …. ასევე მაქვს ხერხემლის გამრუდება და სწორი პოზიცია თუ არ დავიჭირე დაწოლისას მგონია რომ ტვინში სისხლი მაწვება და პულსაციის ხმა მესმის…. გამოკვლეული მაქვს გული და პათოლოგია არ ვლინდება არც ეწოზე არც ეკგ ზე, ასევე მქონდა ჰოლტერი 24 საათით და არც იქ არაა პრობლემა… ელექტროლიტებიც ნორმაშია… მაინტერესებს ეს ჩაძინების პრობლემები ნევროზს უკავშირდება თუ ძილის აპნოე მაქვს ? 26 წლის ვარ და ცოტა მეშინია რამე სერიოზული არ იყოს

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-02-2025

გამარჯობათ, ვიმკურნალე ეპილეფსიაზე დაახლოებით 4 წელი და უკვე მედიკამენტის მოხსნის ეტაპზე გადავედი, ძილის დროს 10 საათიანი ელექტროფაროგრამა გადავიღე და ნორმალური პასუხი აჩვენა, ანუ 1 ზედმეტი ტალღაც ვერ აღმოაჩინეს, დღეში რომ ვსვავდი 1000მგ ეპიქსს ეხლა გადამიყვანეს დღეში 750მგზე ხოლო 1 წლამდე პერიოდში საბოლოოდ იმედი მაქვს რომ მომეხსნება, ანუ ესეთი კითხვა მაქვს ამ წამალმა მრავალი გვერდითი ეფექტი იწონია ჩემზე ხოლო მათ შორის ყველაზე რთულია უენერგიობა, არაფრის ენერგია არ მაქვს ამ წამლის გამო, მთლიანად სიცოცხლის ხალისი დამიკარგა და განძრევაც კი მეზარება იმდენად გამოფიტული ვარ უენერგიობისგან და მაინტერესებს რამდენ მილიგრამზე ქრება ეს გვერდითი ეფექტი? ჯერჯერობით 750ზე რომ გადმოვედი ცვლილება ვერ შევამჩნიე და 500 და 250ზეც ესე იქნება? სანამ ბოლომდე არ მომეხსენება წამალი იქამდე ვიქნები უენერგიოდ? და თუ მასეა წამალს რომ მომიხსნიან რამდენიმე დღესი სრულიად აღმიდგება ენერგის თუ რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება ენერგიულობის აღდგენას?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები