/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობა. ახლახანს მქონდა საშინელი ვირუსი, ძლივს გამოვედი, თუმცა დამრჩა ყურის ანთება. სამი დღე ძლიერად მტკიოდა ყური, ხელს ვერ ვიკარებდი, პირველ დღეს მცირე ვარდისფერი გამონადენი, მერე ცოტა მოყვითალო გამონადენი და მორჩა, მეტი არაფერი არ მქონია. ყურის წვეთები, ოტიპაქსი და ნელადექსი უარესად მატკიებდა ყურს, ამიტომ სამ დღეზე მეტხანს არ მიხმარია. მერე დავლიე აუგმენტინი და მალევე მომეხსნა ყველანაირი სიმპტომი. დამრჩა მხოლოდ ყურის დაგუბება და შუილი ყურში. ნერწყვის ყლაპვისას მესმის ყურში წკაპუნის ხმა. როგორც მითხრეს ევსტაქის მილის ანთება იქნებოდა და მილის გახსნის ხმა მესმის. სადღაც 8ან 9 დღეა ასე ვარ. ცხვირის წვეთებზე ვიყავი წლები დამოკიდებული, ძლივს გადავაგდე, და როგორც გავიგე ასეთ დროს ცხვირის წვეთებს უნიშნავენ, ნამდვილად ვეღარ ჩავისხამ, არ მინდა ისევ მივეჩვიო. იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ეს შუილი და დაგუბება, ან თუ არის რაიმე საშუალება თვითმკურნალობის. ემიგრანტი ვარ და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ
-ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია, გასინჯვისა და დიაგნოზის გარეშე საიტიდანაც ვერ დაინიშნება მკურნალობა. ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული და საშიში გართულებების რისკი. დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლის შემთხვევაში კი, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად, გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობას ექნება ადგილი. რემისიის პერიოდში გამონადენი მცირდება, ზოგჯერ ქრება კიდეც, თუმცა ეს ქრონიკული ოტიტისგან განკურნებას არ ნიშნავს.
ამიტომ მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება დაავადების თავისებურებების გათვალისწინებით ხდება. უნდა მოახერხოთ ექიმთან ვიზიტი.