გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
რომელიც აქვეითებს მაღალ წნევას და თანაც ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომელთა ნაკლებობასაც ზამთარში ყველა განვიცდით. წამალი ადვილი მოსამზადებელია:
- აურიეთ ერთმანეთში 200 გ წითელი ჭარხლის წვენი და თაფლი, დაამატეთ 100 გ შტოშის წვენი და 100 მლ სამედიცინო სპირტი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ ნარევს არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია, ამიტომ მისი მიღება შეგიძლიათ იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებთ. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ-დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ნარევის მიღება შეწყვიტოთ. მე ორმაგ დოზას ვამზადებ, ვინახავ მაცივარში და ვიღებ 3-კვირიან კურსებად, 10-12-დღიანი შესვენებით.
ლიკა სისაური