/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 24-04-2024

-მოგესალმებით ძვირფასო ექიმო. მჭირდება თქვენი რჩევა დარიგება. წინასწარ გიხდით მადლობას ვარ 34 წლის ბიჭი და მაქს გაურკვეველი დაავადების ასეთი სიმპტომები: 1)თვალის თამაშის მზგავსი მოძრაობა მთელ სხეულზე 2)ციებცხელება, ცივი ოფლი 3)უძილობა პირველი სიმპტომი ღამის პერიოდში( 4)გულის აჩქარება 5) ყელში არასასიამოვნო შეგრძნება(დახრჩობის) 6)ნერვოზული შეტევა. მუდმივი უხასიათობა. მარტივად აალებადი ხასიათუ. დეპრესია ხშირი. 7) ხშირი ჩხვლეტები სხვადასხვა ადგილას სხეულში და ასევე ზედაპირზე. 8)უკონტროლობა და ამავე დროს კანკალი 9)ორივე ყურში წულილის ხმა 24/7ზე 10)შიში უაზრო. შფოთვები სუიციდზე ფიქრი 11)დიარეა მუდმივი.ბუასილი მსუბუქი სახით. 12)დაძინებას ვახერხებდი მხოლოდ სპირტიანი სასმელებით და ამან პირიქით გამაუარესა. ბოლოდროს აღარც ვსვავ არც ვეწევი თამბაქოს. არ ვიღებ არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას.

პასუხი

-სხვადასხვა კვლევები იქნება ჩასატარებელი დიაგნოზის დასასმელად. მიუხედავად იმისა, რომ ჩივილები ვრცლად ჩამოთვალეთ, თითოეულ ჩივილთან მიმართებაში რიგი დეტალები დასაზუსტებელია, რაც ექიმს დაეხმარება სწორად განსაზღვროს და დაგეგმოს კვლევები და კონსულტაციები. საიტიდან, მუშაობის ჩვენს რეჟიმში ეს შეუძლებელია. ამიტომ უნდა დაგეგმოთ ზოგადი პროფილის ექიმთან ვიზიტი - ოჯახის ექიმი ან თერაპევტი. თქვენგან დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პირველადი რუტინული კვლევების (სისხლისა და შარდის ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური კვლევა, გლუკოზა სისხლში და ა.შ.)შეჯერების შემდეგ გაირკვევა გასაღრმავებელია თუ არა (და რა მიმართულებით) კვლევები.

კომენტარები (1)
ანა
ამ მდგომარეობას ჰქვია პანიკური შეტევა და მიმართეთ ფსიქიატრს,ფსიქოლოგს და ნერვოპათოლოგს! არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი,უარესად გახდებით რაც დრო გავა
თარიღი : 31-07-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-04-2025

16 წლის ვარ, მაქვს სქოლიოზი. ბოლო პერიოდში შემდეგი სიმპტომები მაწუხებს: • წოლისას ზურგში მეწყება წვა, განსაკუთრებით ქვედა და შუა ზონაში. ეს წვა ხანმოკლეა, მაგრამ პერიოდულად მეორდება. ზოგჯერ საჯდომის მიდამოშიც იგრძნობა სითბო ან თითქოს ოფლიანობა, თუმცა სველი არ არის. • ღრმა სუნთქვისას მუცლის მარცხენა ქვედა მხარეს ვგრძნობ წვას ან დაჭიმვას, თითქოს შიგნიდან მექაჩება ეს ალბათ იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ყაზბობა მაქვს და თან დიარეა ოღონდ ძნელად და შეკრულად • ხანდახან ზურგის ზონაში გაბუჟებულად მიგრძნია, მაგრამ ეს არ არის ტკივილი — უფრო დისკომფორტი და წვაა. • ერთხელ ღამისას მოულოდნელი დიარეა მქონდა, ისე რომ მანამდე ვერ გავიგე მუცელში მოძრაობა ან შეტევის განცდა მოშარდვა რომ მინდოდა ამას ვგრძნობდი. • ზოგადად ზურგი ხანდახან “მეწვება”, და ხანდახან თითქოს უცნაურად მცხელა საჯდომში , ისე რომ არ მივიქცევი თავიდან ყურადღებას, მუცლის მოვლასთან ერთად საჯდომი მისველდება,და საჯდომის ადგილას სისველეს ვერ ვგრძნობ თუ მისველდება და მოსაქმება მინდა თუარა თითქოს მაგასაც და მუცელსაც მაგრამ თან ვგრძნობ გაბუჟებულივით არის ეს მოულოდნელად მქონდა მსგავსი არ მქონია ადრე არაფერი მინდა დავაზუსტო, ხომ არ არის ეს ნერვულ ზონასთან ან სქოლიოზის პროგრესთან დაკავშირებული, და ხომ არ მჭირდება დამატებითი კვლევა.

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 02-04-2025

გამარჯობა მაქვს ხერხემლის გამრუდება-სქოლიოზი ვარ 27წლის გოგო ბოლო 2 თვეა დამეწყო შემდეგი ჩივილები-დაძინებისას , ანუ თავს რომ ვდებ ბალიშზე თითქოს თავში სისხლი მაწვება და თავის სწორი პოზიციის შერჩევას ვცდილობ ხოლმე, ძილში რომ მივდივარ მგონია გული მიჩერდება და გონეაბს ვკარგავ და უცებ მაფხიზლებს უჰაერობის შეგრძნება, რასაც მოსდევს გულის აჩქარება… ასე მეორდება მანამდე სანამ კარგად არ მომერევა ძილი და მერე ერთი თუ ჩამეძინა დილამდე უპრობლემოდ მძინავს…. ღამე თუ მეღვიძება და ვიბრუნებ ძილს, იგივე პრობლემა არ მაქვს, თავისუფლად ვიბრუნებ ძილს და არც სისხლი აღარ მაწვება ხოლმე თავში… მხოლოდ პირველი ჩაძინებისას მაქვს ეს პრობლემმა და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ნევროლოგიური პრობლემაა თუ ხერხემალს უკავშირდება? გული გამოლგლეული მაქვს და თავიც , პათოლოგია არ მაქვს, ასევე სისხლის ანალიზებიც ნორმაშია

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 30-03-2025

გამარჯობათ. ვარ 34 წლის გოგო. ევროპაში ვცხოვრობ. ეს ბოლო დრო მაქვს "ჩაძინების" პრობლემა ანუ როცა ვწვები და დასაძინებლად ვემზადები, ვწრიალებ ლოგინში და ასე 1-2 საათის მერე ან მეტი, ძლივს ჩამეძინება ხოლმე! პირადში რაღაც სტრესი მივიღე და რაღაც სხვა საკითხებზეც მენერვიულება ხოლმე... ვინაიდან ეს "ჩაძინების პრობლემა" მაქვს, ვიძაბები ხოლმე წინასწარ და "მეშინია" რომ ისევ უნდა 1-2 საათი ვიწრიალო და "ვაითუ არ დამეძინა" და ძილი არ მეყოფა. მითუმეტეს თუ ვიცი, რომ მეორე დღეს დილით ადრე ასადგომი ვარ, ვიძაბები და რომც ცოტა უფრო ადრე ვცადო დაძინება, ის ფაქტი რომ "შეიძლება არ დამეძინოს დროულად და ძილი არ მეყოს", მაფორიაქებს! ადრე დიდი ხნის განმავლობაში (წლები) ვსვამდი ანტი-დეპრესანტ " Lerivon 10 mg", ნახევარ აბს, ძილის წინ (ფსიქიატრის გამოწერილს) და ასევე მცენარეულ დამამშვიდებელს " Calmiplant"-ს დღეში 2-ჯერ მაგრამ სექტემბერ 2024-დან შევწყვიტე ჩემით "Lerivon"-ის დალევა და ახლა მხოლოდ მცენარეულ "Calmiplant"-ს ვსვამ. ეხლა ვაპირებ ისევ "Lerivon"-ის წამლის დალევას (გაგრძელებას), ნახევარ აბს, ძილის წინ, რადგან მახსოვს ძალიან კარგად ვიძინებდი მისი დალევის მერე. გინეკოლოგს ვკითხე და მითხრა, შეგიძლია მაგ ანტი-დეპრესანტის გაგრძელებაო მაგრამ როცა დაორსულდებიო, სხვა წამლით ჩავანაცვლებთო. თქვენი ზოგადი რჩევები წაკითხული მაქვს კარგ ძილზე მაგრამ იქნებ რამე მირჩიოთ ადვილად ჩაძინებაზე და მითხრათ, ის "Lerivon"-იც ხომ კარგად იმოქმედებს ამ ყველაფერზე? და ორსულობისას, რა წამლით შეიძლება ჩანაცვლდეს? რომელიც იგივე კომპონენტებს შეიცავს ალბათ ხო? გთხოვთ მალე და ყველა კითხვაზე მიპასუხოთ. დიდი მადლობა წინასწარ!

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 03-03-2025

-გამარჯობა მაქვს ნევროზი, რაშიც ვგულისხმობ რომ გამუდმებით მაქვს შიშები რომ რამე დამემართება…. ბოლო დროს გადავიტანე ბევრი სტრესი და ღამით ჩაძინებისას თითქქოს უჰაერობა მემართება , ტვინი ითიშება და ვფხიზლდები თითქოს არ ვსუნთქავ , ეს მჭირს მხოლოდ ჩაძინებისას და მერე თუ ჩამეძინა დილამდე კარგად მძინავს …. ასევე მაქვს ხერხემლის გამრუდება და სწორი პოზიცია თუ არ დავიჭირე დაწოლისას მგონია რომ ტვინში სისხლი მაწვება და პულსაციის ხმა მესმის…. გამოკვლეული მაქვს გული და პათოლოგია არ ვლინდება არც ეწოზე არც ეკგ ზე, ასევე მქონდა ჰოლტერი 24 საათით და არც იქ არაა პრობლემა… ელექტროლიტებიც ნორმაშია… მაინტერესებს ეს ჩაძინების პრობლემები ნევროზს უკავშირდება თუ ძილის აპნოე მაქვს ? 26 წლის ვარ და ცოტა მეშინია რამე სერიოზული არ იყოს

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-02-2025

გამარჯობათ, ვიმკურნალე ეპილეფსიაზე დაახლოებით 4 წელი და უკვე მედიკამენტის მოხსნის ეტაპზე გადავედი, ძილის დროს 10 საათიანი ელექტროფაროგრამა გადავიღე და ნორმალური პასუხი აჩვენა, ანუ 1 ზედმეტი ტალღაც ვერ აღმოაჩინეს, დღეში რომ ვსვავდი 1000მგ ეპიქსს ეხლა გადამიყვანეს დღეში 750მგზე ხოლო 1 წლამდე პერიოდში საბოლოოდ იმედი მაქვს რომ მომეხსნება, ანუ ესეთი კითხვა მაქვს ამ წამალმა მრავალი გვერდითი ეფექტი იწონია ჩემზე ხოლო მათ შორის ყველაზე რთულია უენერგიობა, არაფრის ენერგია არ მაქვს ამ წამლის გამო, მთლიანად სიცოცხლის ხალისი დამიკარგა და განძრევაც კი მეზარება იმდენად გამოფიტული ვარ უენერგიობისგან და მაინტერესებს რამდენ მილიგრამზე ქრება ეს გვერდითი ეფექტი? ჯერჯერობით 750ზე რომ გადმოვედი ცვლილება ვერ შევამჩნიე და 500 და 250ზეც ესე იქნება? სანამ ბოლომდე არ მომეხსენება წამალი იქამდე ვიქნები უენერგიოდ? და თუ მასეა წამალს რომ მომიხსნიან რამდენიმე დღესი სრულიად აღმიდგება ენერგის თუ რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება ენერგიულობის აღდგენას?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები