/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები
კატეგორია - რჩევები
თარიღი : 19-06-2024

-გამარჯობა,მაინტერესებს რა იწვევს რაქიტს?და გადადის თუ არა ის გენეტიკურად?ბიჭი ვარ 29 წლის,ბავშვობიდან მქონდა უშნო ფეხები,სხვა მხრივ არმაწუხებდა რაქიტის პრობლემა,უბრალოდ არ მაქვს სწორი ფეხები,მყავს 6 წლის გოგო,შესაძლებელია თუ არა ბავშვსაც მასეთი გამოყვეს გენეტიკურად?ჯერჯერობით სწორი ფეხებიაქ.არმინდა დაუუშნოვდეს და რა შემიძლია გავაკეთო დამატებით რომ თავი დავიზღვიო?მადლობა.

პასუხი

-რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა. ახასიათებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა, ძვლოვან ქსოვილებში სპეციფიკური დაზიანების განვითარება. რაქიტი ყველაზე ხშირად 2-3 თვიდან 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ.

რაქიტი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაში მიმდინარე დარღვევების მიზეზია. D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ კლინიკურ სინდრომს ბავშვებში რაქიტი ეწოდება, ხოლო მოზრდილებში -ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება).

რაქიტის მიზეზები:

ორსულისა და ჩვილის არასწორი და არასაკმარისი კვება, რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა;

ჩვილ ასაკში მზის სხივების დეფიციტი, რადგან მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას;

კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები, რომელთა დროსაც ნაწლავიდან კალციუმის შეწოვა ირღვევა.

რაქიტის რისკ-ჯგუფში შედიან:

დღენაკლული ბავშვები;

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები;

ძუძუზე მყოფი ბავშვები, რომელთა დედები არ იღებენ ვიტამინებით, ცილებითა და ცხიმებით მდიდარ საკვებს და ცოტა ხანს ატარებენ სუფთა ჰაერზე;

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან აკვანში, რადგან აკვანში მწოლიარე ბავშვის უმოძრაო და უჰაერო მდგომარეობა ხელს უწყობს ძვლებში რაქიტული ცვლილებების განვითარებას;

ზოგიერთი დაავადება: შეწოვის ფუნქციის მოშლა (ცელიაკია, მუკოვისციდოზი და სხვა), თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიები;

კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპია;

D ვიტამინისა და კალციუმ-ფოსფორის ცვლის მემკვიდრეობითი ანომალია;

ეკოლოგიური ფაქტორები.

რაქიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ბავშვის ძუძუთი კვებას, ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე სეირნობას, რეგულარულ ვარჯიშს, მასაჟს, ცურვას, დამატებით კვებაზე დროულად გადაყვანას. 6 თვიდან სასარგებლოა წიწვის აბაზანები.

პროფილაქტიკის მიზნით D და სხვა ვიტამინების მიცემა მხოლოდ პედიატრის კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს, განსაკუთრებით -ხელოვნური კვების შემთხვევაში, რადგან ბავშვის საკვების უმრავლესობა D ვიტამინს შეიცავს.

პროფილაქტიკის დაწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდანვეა საჭირო. მომავალი დედა ყოველდღე უნდა სეირნობდეს, სწორად იკვებებოდეს, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს პოლივიტამინი.

გასათვალისწინებელია, რომ თანდაყოლილი რაქიტის მიზეზად შეიძლება იქცეს გვიანი ტოქსიკოზი.

რაქიტის პროფილაქტიკურ ღონისძიებებში შედის: სწორი მოვლა: ბავშვი ჩვილობიდანვე, თანდათანობით, 5-10-წუთობით, მიაჩვიეთ სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს;

ბავშვი არ უნდა გაზარდოთ აკვანში, გაუნიავებელ ოთახში;

უნდა ჩააცვათ თავისუფლად, არ ჩაფუთნოთ;

გაზაფხულის ან ზაფხულის თბილ, მზიან ამინდში (თუ ძლიერ არ ცხელა) ბავშვი ტრუსით და ქუდით დღის უმეტეს ნაწილს, შუადღის გარდა, უნდა ატარებდეს მზეზე; ასევე ზამთარშიც, განსაკუთრებით -კარგ ამინდში, სათანადოდ ჩაცმული ბავშვი ხშირად უნდა იყოს გარეთ.

სწორი კვება: მეძუძური დედა უნდა იღებდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ, კალორიულ საკვებს; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უნდა იღებდნენ ადაპტირებულ (დედის რძის შემადგენლობასთან მიახლოებულ, ვიტამინებით გამდიდრებულ) ნარევებს ან მაწონს.

მეძუძური დედები და 1 წელს გადაცილებული ბავშვები უნდა იკვებებოდნენ შემდეგი პროდუქტებით: რძით, ხაჭოთი, მაწვნით, ყველით, კვერცხით, საქონლისა და ქათმის ხორცით, თევზით, ხილით (ვაშლით, ალუჩით, ალუბლით, კივით, ატმით, გარგარით, კენკრით), ბოსტნეულით (კარტოფილით, კომბოსტოთი, გოგრით, სტაფილოთი, ჭარხლით, მწვანილით).

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - რჩევები
თარიღი : 08-04-2025

იმ შემთხვევაში თუ ნახველი ცზვირხახიდან არის მაშინ ანტიბიოტიკის დალევა მოხსნოს ამ ხველას და ნახველს?პერიოდულად როცა ვცივდები ანტიბიოტიკიჭორდება რადგან სინუსიტი მაქვს მქონდა ერთხელ და მის მერე სულ მჭორდება მეგასეფი.ჰოდა ამდენოხანი რომ გაგრძელდა ექიმსაც ვუთხარი და დაბნეულია ცოტა და მოდი დალიე ანტიბიოტიკიო და რომ დავლიო მოხსნოს ამ ნახველს?ცხვირიდან ან ტკოვილი ან მოწოლა ან გრიპი არმაქვს იბრალოდ პერიოდულად წუნწკლები ანუ სისველე ჩამოდის რამდენიმე წამოთ ხოლმე და ვსო.ანუ სულ ცოტა სისველე არის ისიც ხანდახან ან დახველებისასნიცრბ ჩამომიბარდება ხოლმე ცხვირიდან წვეთები.აი ეგ სისველე მაქვს რასაც ჰქვია გრიპი და რამე აღარ.იბრალოდნდოდხანს გამიგრძელდა როცა გავცოვდი სოცხეები სისველე და სიცხეებინაღღ მაქ აი სისველე ამ ფორმით დამრჩა ოდნავ და ეს ხველა კო ვერ მოვიშორე.ჰოდა ანტიბიოტიკი მოხსნოს ?თუ ეს ცხვირხახიდან არის?

კატეგორია - რჩევები
თარიღი : 04-04-2025

გთხოვთ ისეთი ბ ვიტამინების კომპლექტი მითხარით სადაც ცოტა დოზებოთ არის წარმოდგენილი და გვერდით მოვლენებში წამოხირება არაქვს.ექიმმა დამინიშნა ბ ვიტამინების კომპლექსი და წამოხირება უწერია ვერ ვეტყვი იმ ქალს ვერაფწრს ისედაც შეწუხებული მყავს.სხვა კომპლექტებს გადავხედე და დიდი დოზებით არის ამას თუ უწეროა 10 15 25 30გრ სხვებს 100გრ უწეროათ.მაგრალოთად ამილაბვს არაქვს წამოხირება გვერდით მოვლენებში გამოხარდა და რომ დავხედე 100მგ ობით უწეროა დულ ვიტამინები.ჩვეულებრივ კომპექტს კი ცოტა ცოტა.რატოა ამხელა სხვაობა.რომ.დავლიო ამხელა დოზის ანუ ამილაბვის ბ ვიყამინების კომპლექტი არმავნოს.არადა ვერ ვიპოვე სხვა დამეხმღეთ რაფარმაცეტეპი მე არასოდეს მადგებიან

კატეგორია - რჩევები
თარიღი : 31-03-2025

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები