/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობა. 20 წელია ერთი და იგივე სპეციალისტთან ვიკეთებდი გინეკოლოგიურ, მუცლის ღრუს და მკერდის ექოსკოპიას. ყოველთვის უყურებდა ფარისებრსაც და მეუბნებოდა, რომ კვანძები არის, მაგრამ არაფერი საყურადღებო და ფარისებრზე დასკვნის სახით მონაცემები არასდროს დაუწერია. ახლა სრულიად შემთხვევით მოვხვდი სხვა ექოსკოპისტთან და ფარისებრის მარჯვენა წილში მაქვს კვანძები 12მმ 13.მმ ასევე დასკვნაში მითითებულია, რომ არის კვანძების ზედდება ზომით 17Х15Х11მმ. ყველა კვანძი არის ფიჭისებური შენების, იზოექოგენური ქსოვილოვანი ერთეული სითხური ჩანართებით, თხელი ანექოგენური არშიით, მკაფიო სადა სტრუქტურით. ფარისებრის განლაგება, ზომები, ექოგენობა და ვასკულარიზაცია ნორმაშია. მოცულობა 13სმ3. ლიმფური კვანძები არსად არ არის გადიდებული. თირეოტროპული ჰორმონი 2.2 ( ნორმა 0.2 - 4.2) გლუკოზა 74 (74 - 106) საერთოდ არ მაწუხებს არაფერი და არც ეს კვანძები არ ისინჯება ხელით. ექოსკოპისტმა მითხრა, რომ საგანგაშო არაფერია და 6 თვეში უნდა გადამოწმდეს და მირჩია ენდოკრინოლოგთან მისვლა. ჩავეწერე და 2 კვირაში მიწევს ვიზიტი. მანამდე ენდოკრინოლოგმა (რომელსაც არც ჩემი ექო აქვს ნანახი და ანალიზების პასუხები) მომთხოვა კალციტონინის ანალიზის პასუხით მოსვლა მასთან ვიზიტზე, ვიცი რისთვისაც კეთდება ეს ანალიზი და ნერვიულობით ვკვდები. მითხარით, რამდენად აუცილებელია ჩმეს მდგომარეობაში ამ ანალიზის გაკეთება და იმ სტრესის გავლა, რომელიც პასუხის მოლოდინში უნდა გავიარო... წინასწარ დიდი მადლობა.
-ექიმს უნდა ჰქონდეს ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის მეთოდის სწორად შერჩევის შესაძლებლობა. ზუსტი შეფასების გარეშე თქვენც ვერ იქნებით მშვიდად. ნუ ინერვიულობთ, ჩათვალეთ ერთერთ რიგით გამოკვლევად.