ტრავმის ფორმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრავმის ფორმები

ტრავმატოლოგიური პროფილის პაციენტთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, პიკს ზამთარში აღწევს, თუმცა, ტრავმები ზაფხულის პერიოდშიც გვხვდება.

სტატისტიკა მოწმობს, რომ მოსახლეობამ ცუდად იცის პირველი დახმარების წესები, ამიტომ ორიდან ერთ შემთხვევაში დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება არასწორად ხდება, რაც უფრო მეტად ამძიმებს დაზიანების ხარისხს, პაციენტის მდგომარეობას და ართულებს მკურნალობას.

  • დაჟეჟილობა

ტრავმების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დაჟეჟილობა. ეს არის რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების დახურული დაზიანება (სისხლჩაქცევების და, ამდენად, სილურჯეების განვითარებით). დაჟეჟილობა, ჩვეულებრივ, მყარ, ყრუ საგანზე დაცემის ან ასეთი საგნის დარტყმის შედეგად ვითარდება. ამ დროს აღმოცენებული ტკივილი ზომიერი და ასატანია. უმეტესად დაცემის/დარტყმის მომენტში აღმოცენდება, თუმცა, ზოგჯერ, მის შემდეგაც იჩენს თავს. მუცლის, სათესლეებისა და საკვერცხეების დაჟეჟილობა ძლიერი ტკივილით გამოირჩევა.

დარტყმის შემდეგ, როგორც წესი, ვითარდება შეშუპება. სისხლჩაქცევით განპირობებული სილურჯე ზედაპირული დაჟეჟილობის დროს დარტყმიდან რამდენიმე საათში იჩენს თავს, ხოლო ღრმად მდებარე ქსოვილების ტრავმის შემთხვევაში - ორ-სამ დღეში. დაჟეჟილი კიდურის ფუნქცია უმნიშვნელოდ ირღვევა - მისი მოძრაობა იზღუდება.

დაჟეჟილობის დროს პირველი დახმარება მი­ზნად ისახავს სისხლჩაქცევის შემცირებას და ტკივილის მოხსნას. ამ დროს დაშავებულს დამწოლი ნახვევი უნდა დაადოთ და დაჟეჟილი უბანი გაუყინოთ.

გასაყინავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულით სავსე ბუშტი, ცივი კომპრესი, ლითონის ცივი საგანი და ადგილობრივად გამყინავი სხვა საშუალებები. დაჟეჟილი კიდურის მოსვენებისას ტკივილი მცირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ მისი უძრაობა არტაშნული ნახვევით ან კიდურის ჩამოკიდება-ფიქსაციით. გაითვალისწინეთ, თავის, მკერდისა და მუცლის დაჟეჟილობას შესაძლოა ორგანოთა ფარული დაზიანებები ახლდეს, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

  • ამოვარდნილობა

ამოვარდნილობა ტრავმის ერთ-­ერთი სახეობაა. ამ დროს სახსრის შექმნაში მონაწილე ძვლების ბოლოთა მყარი ანომალიური ცდომა ხდება. ამოვარდნილობა ვარდნის, დარტყმის, სახსარში უხერხული მოძრაობის შედეგად ვითარდება. ტრავმის მომენტში და მის შემდეგაც, რამდენიმე საათის განმავლობაში, დაშავებულს აწუხებს ძლიერი ტკივილი. სახსარში მოძრაობა შეუძლებელი ხდება, სახსარი დეფორმირდება.

პირველი დახმარება მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას და შეშუპების განვითარებისთვის ხელის შეშლას. ამისათვის დაზიანებულ სახსარზე ცივს ადებენ, კიდურს კი აფიქსირებენ. ზედა კიდურს (ხელს) კისერზე ჩამობმული ნაჭრით ჰკიდებენ ან მკერდზე მიახვევენ, ქვედას (ფეხის) ფიქსაციას კი რბილი საგნებით ახდენენ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის აღმოჩნდა ტრავმის შემდეგ.

ამოვარდნილობის შემთხვევაში დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში. ხელის ამოვარდნილობისას შეიძლება მჯდომარეც, ფეხის ამოვარდნილობისას კი აუცილებლად მწოლიარე.

არამც და არამც არ შეიძლება ამოვარდნილობათა თვითნებური მკურნალობა და ძალდატანებით ძვლების „სახსარში ჩასმა“!

  • მოტეხილობა

მოტეხილობა ძვლების მთლიანობის ძალისმიერი დარღვევაა. განასხვავებენ დახურულ და ღია მოტეხილობას. დახურული მოტეხილობის დროს კანის მთლიანობა არ ირღვევა, ღიას კი კანის საფარველის გახეთქვა-დაზიანებაც ახლავს თან. მოტეხილობისას დაზიანებულ კიდურში აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, რომელსაც მოძრაობის მცდელობა უფრო მეტად აძლიერებს.

მოტეხილ კიდურს არანორმალური შესახედაობა აქვს მოტეხილობის არეში განვითარებული შესივების, კიდურის ნორმალური ღერძის ცვლილებისა და კუნთების შეკუმშვის შედეგად მისი დამოკლების გამო. ღია მოტეხილობას ყოველთვის ახლავს ჭრილობა, რომლიდანაც ზოგჯერ ძვლის მოტეხილი კიდეები მოჩანს.

დახურული მოტეხილობის დროს პირველი დახმარება ძვლის მოტეხილი ბოლოების შემდგომი (უფრო მეტი) ცდომილების თავიდან აცილებას, ტკივილის შემსუბუქებას ითვალისწინებს. ამ მიზნით ადებენ სპეციალურ საფიქსაციო არტაშნულ ნახვევს, რომელიც აფიქსირებს ძვლის მოტეხილ ბოლოებსა და სახსრებს მოტეხილობის ზევით და ქვევით.

ბარძაყისა და მხრის მოტეხილობის დროს სამი სახსარი ფიქსირდება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში - ორი.

ღია მოტეხილობის დროს ჭრილობა ინფიცირებისგან უნდა დავიცვათ. ამ მიზნით ჭრილობის ირგვლივ კანი იოდის ხსნარით უნდა დავამუშაოთ და სტერილური ნახვევი დავადოთ. შემდეგ ძვლის მოტეხილი ბოლოები არტაშნით უნდა დაფიქსირდეს.

დაუშვებელია ძვლის მოტეხილი ბოლოების უკანვე, ჭრილობაში, ძალდატანებით ჩაბრუნება - ამით ჭრილობას გავაღრმავებთ, ხელს შევუწყობთ ინფექციის შეჭრას და ძვლების უფრო მეტად დაცილებას.

კიდური არტაშნული ნახვევით ფიქსირდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის. ძვლის ღია მოტეხილობისას დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში.