/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტრავმატოლოგია

რა უნდა ვიცოდეთ კომპრესიული წინდების შესახებ

გარკვეული ქირურგიული ოპერაციების დროს მკურნალი ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს სპეციალური ჰოსპიტალური კომპრესიული წინდების ტარებას, რომლებსაც სხვაგვარად ანტიემბოლიურ ან სამედიცინო წინდებსაც უწოდებენ.

ასეთი რეკომენდაციის მთავარი მიზანია: თრომბების წარმოქმნისა და შემდგომში ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების არიდება.

სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციას ხშირად გაგებით არ ეკიდებიან და არ ასრულებენ პაციენტები. ვიღაცას არ სურს იყიდოს კომპრესიული წინდები ოპერაციისთვის, რადგან ფულს ზოგავს, ვიღაცას უბრალოდ რცხვენია წინდების ტარების (ძირითადად მამაკაცებს), ვიღაცას კი მიაჩნია, რომ თავადაც კარგად არის გათვითცნობიერებული მედიცინაში და ექიმის ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობით არაფერი დაშავდება.

აღნიშნულ წინდებზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მაინც მათი დანიშნულების, მოქმედების მექანიზმისა და სარგებლობის არცოდნაა. ამ ე. წ. საგანმანათლებლო ხარვეზის აღმოფხვრა მხოლოდ საკითხის დეტალურ განმარტებას შეუძლია, ანუ იმის ახსნას, თუ რატომ და როდის არის საჭირო კომპრესიული წინდების გამოყენება, როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი და როგორ ვატაროთ სწორად.

ჰოსპიტალური წინდების მოქმედების პრინციპი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიემბოლიური წინდების გამოყენების მთავარი მიზანი ოპერაციის წინ, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბების ფორმირების არიდებაა. თრომბების წარმოქმნის მაღალი რისკი ქირურგიული ჩარევების დროს, ღრუებზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციები იქნება ეს თუ მცირეინვაზიური, განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  • სისხლძარღვთა დაზიანება, რის გამოც შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა და ჰემატომები;
  • თორმბოციტების აგრეგაცია (აქტივაცია და შეწებება თრომბული საცობის ფორმირებით), როგორც რეაქცია სისხლძარღვის კედლის დაზიანებაზე;
  • მიკროცირკულაციისა და ქსოვილთა კვების (ტროფიკის) დარღვევა ვენური ძარღვებისა და კაპილარების გაკვეთის გამო;
  • ხანგრძლივი (რამდენიმეთვიანი) მკაცრი წოლითი რეჟიმი, რის შედეგადაც ქვემო კიდურებში ვენური შეგუბება ვითარდება.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ოჯახის წევრმა მოიტეხა ხელი მას მერე დიდი დრო გავიდა და აქ ხელის მოძრაობა შეზღუდული ტკივილრბი წვა და მგრძნობელობის დაკარგვა 3 წელია ასეა უკვე ვიყავით სხვადასხვა ექიმთან და ზოგადად გვითხრეს კარპალური არხის სინდრომი თუმცა რამე სერიოზულ ივლევებს არ ემყარებოდა ეს პასუხი, ერთმა ექიმმა უარი თქვა ოპერაციაზე რისკიაო შეიძლება უფრო დაზიანდესო და საერთოდ ეგეც დაკარგო რაც გაქო, ახლა წლების მერე გრძნობს თითებთან რაღაცს თითქოს ძვლის ნატეხია და ნეკა თითის წინა თითთან გაჩერებულია როდესაც თავის დროზე რედგენი გადაიღო ტრამვატოლოგმა უთხრა პატარა ნატეხია ის ივლის და გაჩერდება ხელზეო და შემდგომ ოპერაციით შეიძლება ამოღებაო, შეიძლება ეს ნატეხი იწვევდეს ამ ყველაფერს და არ იყოს კარპალური არხის სინდრომი?</p>

ჰოსპიტალური კომპრესიული წინდები კიდურის მთელ ფართზე მოჭერით ვენებზე თანაბარ ზეწოლას ახდენს, რის შედეგადაც შემდეგი გაუმჯობესება მიიღება:

  • სისხლძარღვთა სანათური ვიწროვდება, რაც აძლიერებს სისხლის ნაკადს, აფერხებს ვენურ შეგუბებას და ეწინააღმდეგება რბილი ქსოვილების კვების უკმარისობას;
  • კიდურის სისხლძარღვები ინარჩუნებენ აუცილებელ ფიზიოლოგიურ ტონუსს, რის გამოც მცირდება ვარიკოზის განვითარების ალბათობა ან კიდევ უკვე არსებული ვარიკოზული დაავადების გამწვავება;
  • მცირდება შეშუპების რისკი, რადგანაც გარეგანი ზეწოლის შედეგად რთულდება სითხის გადასვლა უჯრედშორის სივრცეში.

ამგვარად, წინდების (მაღალყელიანი იქნება ის თუ წელწინდა) გამოყენება ეხმარება სისხლის მიმოქცევის სტაბილიზებას ოპერაციის შემდეგ, რამდენადაც ეს შეიძლება დაზიანების არსებული ხარისხის შემთხვევაში თრომბების განვითარების ასარიდებლად, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს ქმნიან თრომბოემბოლიის (სისხლძარღვის დაცობა), ღრმა ვენების თრომბოზისა და სხვა საშიში პათოლოგიების ჩამოყალიბებისათვის.

რით განსხვავდება ოპერაციისა და ვარიკოზისთვის განკუთვნილი წინდები?

ზოგიერთი პაციენტი, რომელიც უყურადღებოდ უსმენს ექიმის დანიშნულებას, ვერ ერკვევა საკითხის არსში, ხშირად იძენს ჩვეულებრივ, ვარიკოზის საწინააღმდეგო კომპრესიულ წინდებს, ნაცვლად ჰოსპიტალურისა, რადგან თვლის, რომ მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამ დროს განსხვავება მაინც არსებობს, ამასთან – მეტად არსებითი.მთავარი განსაკუთრებულობა ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდებისა არის ის, რომ ისინი ახდენს გრადუირებულ კომპრესიას: არათანაბარ მოჭერას (ზეწოლას) კიდურის ქსოვილებზე, მაქსიმალურად უჭერს ქვედა ნაწილში, ტერფის არეში და მინიმალურად – ბარძაყის მიდამოში. სწორედ მოჭერის (ზეწოლის) სხვაობა განაპირობებს სისხლის ნაკადის გაძლიერებას, ამასთან, გაძლიერება მით უფრო ინტენსიურია, რაც უფრო მაღალია ტრიკოტაჟის კომპრესიის კლასი. საყურადღებოა, რომ ვარიკოზის საწინააღმდეგო კომპრესიული წინდების გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვემო კიდურები (ფეხები) ვერტიკალურ მდგომარეობაშია, რის გამოც რეალურად რთულდება ვენური სისხლის ნაკადი ტერფებიდან და წვივებიდან. თუ ადამიანი მუდმივად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, მაშინ გრადუირებული კომპრესიის აუცილებლობა არ არის, ასეთ დროს მიზანშეწონილია ანტიემბოლიური წინდების გამოყენება, ანუ ისეთი კომპრესიის შექმნა, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული და რომელიც სისხლის მიმოქცევის თანაბარ სტიმულაციას ახდენს კიდურის მთელ ფართობზე.ესაა სწორედ პრინციპული განსხვავება ვარიკოზის საწინააღმდეგო და ანტიემბოლიურ წინდებს შორის: პირველი ასტიმულირებს სისხლის ნაკადს გულიდან დაშორებული უბნებიდან, მეორე კი სისხლის ნაკადის ნორმალიზებას ახდენს მთლიანობაში და ამით ეწინააღმდეგება ვენური შეგუბების ჩამოყალიბებას.

რა უნდა იცოდეთ წინდების შერჩევისას: კომპრესიის კლასი

ჰოსპიტალური წინდების შეძენისას მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოთ კოპრესიის კლასს, ანუ იმ ძალას, რომლითაც ხორციელდება ზეწოლა კიდურის ქსოვილებზე. თუ კომპრესიის დონე არასაკმარისი იქნება, მაშინ სასხლის მიმოქცევის (ნაკადის) სათანადო (საჭირო) გაძლიერება ვერ მოხდება. გადამეტებული კომპრესიისას კი – სისხლძარღვები გადაიტვირთება.ანტიემბოლიური წინდები წარმოდგენილია კომპრესიის სამი კლასით:I კლასი (18-22მმ ვერცხლისწყლის სვეტისა (ვერცხ. წყ. სვ.) – ინიშნება მსუბუქი ქირურგიული ოპერაციებისას, ასევე ურჩევენ იმ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ სისხლძარღვოვანი დაავადებები;II კლასი (23-32 მმ ვერცხ. წყ. სვ.) – გამოიყენება რთული ქირურგიული ჩარევებისას, განსაკუთრებით, თუ პაციენტს ანამნეზში ვარიკოზი ან სხვა ვენური პათოლოგია აღენიშნება;III კლასი (33-46 მმ ვერცხ. წყ. სვ) – გამოიყენება უკიდურესი საშუალების სახით იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მოხვდნენ საოპერაციოდ ვენური დაავადების მძიმე ფორმით.კომპრესიის სწორი კლასის შერჩევა მხოლოდ მკურნალ ექიმს შეუძლია, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, ჩატარებული კლინიკური კვლევების (პროთრომბინის ინდექსი და სხვა) შედეგებისა და არსებული თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინებით.

რა ვადით უნდა ატაროს ადამიანმა ანტიემბოლიური წინდები

ეს საკითხი განსაკუთრებულად აწუხებთ ხოლმე პაციენტებს, რადგან მწოლიარე ადამიანს, სხვის დაუხმარებლად, ჩვეულებრივ, უჭირს ხოლმე წინდების გახდა და თავად კომპრესიული ტრიკოტაჟიც ერთგვარ დისკომფორტს ქმნის. რაღაც განსაზღვრული ვადა ანტიემბოლიური წინდების ტარებისა არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი წყვეტს და ინდივიდუალურად აძლევს რეკომენდაციას პაციენტს.როდის უნდა გამოიყენოს ადამიანმა წინდები – ოპერაციის წინ თუ შემდეგ, ერთი კვირა უნდა ატაროს ის დღე-ღამეში 1 საათით, თუ რამდენიმე თვე 5-6 საათით ყოველდღიურად – ყოველივე ამას წყვეტს ექიმი, ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის სირთულის მიხედვით, პაციენტის რეაბილიტაციის, ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.არსებობს ერთი „შედარებით მუდმივი“ წესი: ოპერაციის შემდგომ კომპრესიული წინდების გახდა არ შეიძლება, სულ მცირე, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა ეს საკითხიც შეიძლება გადაიხედოს ექიმის მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

აუცილებლობა თუ რეკომენდაცია?

კიდევ ერთი შეკითხვა, რომლითაც ხშირად მიმართავენ პაციენტები მკურნალ ექიმებს, ამგვარია: ანტიემბოლიური ტრიკოტაჟის ტარება აუცილებელია თუ უბრალოდ რეკომენდებული (მკურნალობის რეკომენდებული პირობა)? მოკლედ რომ ვთქვათ, პაციენტებს აინტერესებთ, დაემუქრებათ თუ არა მათ საშიშროება წინდების გარეშე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რამდენადმე რთულია. ექიმის რეკომენდაცია – ეს არის იმ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც ემსახურება პაციენტთა დროულად გამოჯანმრთელებას, ორიენტირებულია გართულებათა აღმოცენების მინიმალურ რისკებზე. ბუნებრივია, პაციენტს შეუძლია ექიმის რომელიღაც რეკომენდაცია გაითვალისწინოს, რომელიღაცას არც მისდიოს, ეს მისი გადასაწყვეტია, ძალდატანება და მით უფრო – იძულება ამ დროს დაუშვებელი და წარმოუდგენელია. თუმცა სხვა საკითხიც იჭრება ამ შემთხვევაში – რატომ მივმართვათ მაშინ საერთოდ სამედიცინო დახმარებისთვის სპეციალისტს, თუ შემდგომ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას ექიმის „სასარგებლო“ თუ „უსარგებლო“ რეკომენდაციებზე?სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჰოსპიტალური კომპრესიული წინდების გამოყენება ოპერაციის დროს და ქირურგიული ჩარევის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში აუცილებელია, რადგან ის ეხმარება დროულად გამოჯანმრთელებას და საგრძნობლად აქვეითებს თრომბების განვითარებისა და სხვა გართულებათა აღმოცენების რისკს.

კომენტარები (1)
ნაირა
5 თვეა მოვიტეხე კოჭ-წვივი.გეტრების ჩაცმა.კიდევ საჭიროა?როდემდე?
თარიღი : 30-05-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ კომპრესიული წინდების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები