/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტრავმატოლოგია

კოქსართროზი - რატომ და როგორ ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი

კოქსართროზი - რატომ და როგორ ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი
ოსტეოართროზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადებაა.

მას საფუძვლად უდევს ხრტილის პირველადი დისტროფია, სასახსრე ზედაპირის შემდგომი ცვლილებები და ოსტეოფიტების (ძვლის შემოფარგლული პათოლოგიური ზრდა) წარმოქმნა, რასაც სახსრის დეფორმაცია მოჰყვება. ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - მათ 60-70%-ს შეადგენს. ოსტეოართროზით დაავადებულია მსოფლიოს მოსახლეობის 4,5-25%. საქართველოში იგი 10,3-20%-ს აქვს, უმეტესად - ქალებს. დაავადება ქრონიკულია და არცთუ იშვიათად დროებითი შრომისუუნარობისა და ადრეული ინვალიდობის მიზეზად იქცევა. იმის მიხედვით, რომელი სახსარია დაზიანებული, განასხვავებენ:

  • კოქსართროზს - მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს;
  • გონართროზს - მუხლის სახსრის ოსტეოართროზს;
  • ომართროზს - იდაყვის სახსრის ოსტეოართროზს;
  • რიზართროზს - ხელის მტევნის ნებ-ფალანგის სახსრის ოსტეოართროზს.

ამჯერად კოქსართროზის შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია თსსუ-ის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი, ტრავმატოლოგი პაატა ომსარაშვილი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ბატონო პაატა, რამ შეიძლება გამოიწვიოს სახსარში დისტროფიული ცვლილებები?

- ასეთი მიზეზი არაერთია. ყველაზე ხშირად სახსრის ცვლილებებს იწვევს:

  • სახსრის გადატვირთვა - პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა;
  • სასახსრე ხრტილის სისტემური მიკროტრავმები;
  • ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა, რაც, როგორც წესი, ცვლის სასახსრე ზედაპირის კონგრუენტულობას;
  • სახსრის ტრავმა;
  • სიმსუქნე.

კომენტარები (11)
პაციენტი
ვარ 65 წლის, არასოდეს არ მქონია მაგ მხრივ რაიმე პრობლემა, ვცხოვრობ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით. ამას წინათ მეტკინა მუხლი, ექიმმა ულტრასონოგრაფიის სემდეგ დამისვა დიაგნოზი, რომ მაქვს მენჯბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობა და ბრტყელტერფიანობა. ეს მაშინ, როდესაც თანრიგოსანი სპორტსმენი ვიყავი, 3 შვილი გავაჩინე და არასოდეს არანაირი პრობლემა არ მქონია და არც ახლა მაქვს. არც ბრტყელი ტერფი მაქვს. ეტყობა, მოდაშია ეს დიაგნოზი და რევმატოლოგები მათთან მისულ ყველა პავიენტს ამას უსვამენ.
თარიღი : 25-07-2019
ოთო
gamarjobat var fegburteli da damisves minskshi diagnozi ro maqvs koksartorzis 1 stadia menj bardzayshi da daaxloebit 1 tvea ar varjishob da vmkurnalod pizioti da samkurnalo nemsebit ramenadaa imis sashishroeba ro vegar gavagrdzeleb taamashs?
თარიღი : 04-12-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კოქსართროზი - რატომ და როგორ ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოქსართროზი - რატომ და როგორ ზიანდება მენჯ-ბარძაყის სახსარი

მას საფუძვლად უდევს ხრტილის პირველადი დისტროფია, სასახსრე ზედაპირის შემდგომი ცვლილებები და ოსტეოფიტების (ძვლის შემოფარგლული პათოლოგიური ზრდა) წარმოქმნა, რასაც სახსრის დეფორმაცია მოჰყვება. ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - მათ 60-70%-ს შეადგენს. ოსტეოართროზით დაავადებულია მსოფლიოს მოსახლეობის 4,5-25%. საქართველოში იგი 10,3-20%-ს აქვს, უმეტესად - ქალებს. დაავადება ქრონიკულია და არცთუ იშვიათად დროებითი შრომისუუნარობისა და ადრეული ინვალიდობის მიზეზად იქცევა. იმის მიხედვით, რომელი სახსარია დაზიანებული, განასხვავებენ:

  • კოქსართროზს - მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს;
  • გონართროზს - მუხლის სახსრის ოსტეოართროზს;
  • ომართროზს - იდაყვის სახსრის ოსტეოართროზს;
  • რიზართროზს - ხელის მტევნის ნებ-ფალანგის სახსრის ოსტეოართროზს.

ამჯერად კოქსართროზის შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია თსსუ-ის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი, ტრავმატოლოგი პაატა ომსარაშვილი.

- ბატონო პაატა, რამ შეიძლება გამოიწვიოს სახსარში დისტროფიული ცვლილებები?

- ასეთი მიზეზი არაერთია. ყველაზე ხშირად სახსრის ცვლილებებს იწვევს:

  • სახსრის გადატვირთვა - პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა;
  • სასახსრე ხრტილის სისტემური მიკროტრავმები;
  • ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა, რაც, როგორც წესი, ცვლის სასახსრე ზედაპირის კონგრუენტულობას;
  • სახსრის ტრავმა;
  • სიმსუქნე.


- იქნებ მარტივად აგვიწეროთ, როგორ ზიანდება სახსარი.

- ხრტილის დისტროფიას განაპირობებს მასში მეტაბოლიზმის დარღვევა, რის შედეგადაც ხდება ხრტილის ძირითადი ნივთიერების დეპოლიმერიზაცია და მისი მთავარი კომპონენტის, პროტეოგლიკინის, კარგვა. ამის გამო ხრტილი კარგავს დრეკადობასა და ელასტიკურობას, ხდება ხორკლიანი, სკდება და წყლულდება, ალაგ-ალაგ ილევა და ბოლოს სრულიად ქრება. ზოგ შემთხვევაში ხრტილოვანი ნაწილაკი ნატეხების სახით გამოიყოფა სასახსრე ღრუში და მეორეულ ანთებით მოვლენებს იწვევს. ხრტილის ქვემოთ მდებარე ამორტიზაციას მოკლებული ქსოვილი მექანიკურად ცვდება და მკვრივდება. ამასთანავე, ვითარდება ძვლის იშემია და სკლეროზული უბნები. ამ ადგილებზე ზოგჯერ ძვლის დეფექტებიც (კისტები) ჩნდება. ამავე დროს, სასახსრე ზედაპირის კიდეებთან ხდება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, გაძვალება და ოსტეოფიტების წარმოქმნა. სახსრის დეფორმაცია უმთავრესად სასახსრე ზედაპირის კონფიგურაციის შეცვლასა და მრავლობითი ოსტეოფიტის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული. აღწერილი ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ჯანმრთელი სახსრის მექანიკური და ფუნქციური გადატვირთვით. ამ შემთხვევაში მას პირველად ოსტეოპოროზს უწოდებენ. როდესაც იგივე სურათი შეცვლილ ხრტილზე (ტრავმა, სუბქონდრული ძვლის პათოლოგია, ართრიტი, სტატიკის თანდაყოლილი მოშლა, კუნთებისა და მყესების სისუსტე, შთამომავლობითი ფაქტორი) ვითარდება, საუბრობენ მეორეულ ოსტეოართროზზე.


- რას უჩივის კოქსართროზის დროს ადამიანი?

- დაავადება ნელ-ნელა იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის თავდაპირველად უმნიშვნელო, ხანგამოშვებითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ავადმყოფს ექიმთან მისვლას აიძულებს, არის ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და კოჭლობა. ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სიძლიერისაა. მაგალითად, ზოგიერთი უჩივის ძლიერ ტკივილს, თუმცა მოძრაობა არ უჭირს, ზოგს საგრძნობლად აქვს შეზღუდული მოძრაობა, ტკივილი კი ოდნავ თუ აწუხებს... ჯამში, კოქსართროზით დაავადებულ ყველა ადამიანს ექმნება საყოფაცხოვრებო სიძნელეები, მაგალითად, უჭირს ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგომა, ჩაცუცქვა...


- როგორია ტკივილის ხასიათი?

- მენჯ-ბარძაყის არეში ტკივილი ძლიერდება მოსვენებული მდგომარეობიდან აქტიურში გადასვლისას, ხოლო სახსრის გახურების შემდეგ მცირდება. მის ინტენსივობას ზრდის ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა, დიდხანს სიარული, ხოლო დასვენება ამცირებს. ზოგ შემთხვევაში ოსტეოართროზი ვლინდება კოჭლობით, რომლის უშუალო მიზეზი შესაძლოა იყოს მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილი, სახსრის დეფორმაციის გამო კიდურის დამოკლება და კონტრაქტურის განვითარება, კუნთების სისუსტე. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ კოქსართროზს მოძრაობის შეზღუდვა ახასიათებს. თავდაპირველად იზღუდება ბარძაყის შიგნითა როტაცია და განზიდვა, შემდგომ კი გარეთა როტაცია და მოზიდვა. კიდური მოკლდება და პაციენტი იწყებს კოჭლობას. ორმხრივი კოქსართროზის დროს დამახასიათებელია იხვისებური სიარული. აღინიშნება კუნთების ატროფია.


- დაავადების დიაგნოსტიკა როგორ ხდება?

- კოქსართროზის დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით. რენტგენოგრამაზე ჩანს სახსრის ნაპრალის შევიწროება, ძვლის სტრუქტურის შეცვლა (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები) და სხვა.

- კონსერვატიული მკურნალობა თუა შესაძლებელი?

- ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს. ქირურგიული ჩარევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. პაციენტის უმწეობა, ტკივილის მუდმივი ხასიათი, შრომის უნარის დაკარგვა და კონსერვატიული მკურნალობის სრული უშედეგობა ოპერაციული ჩარევის პირდაპირი ჩვენებაა. კოქსართროზის კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია დისტროფიული პროცესის შეჩერება, ხრტილის მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, რეაქტიული სინოვიტის ლიკვიდაცია და სახსრის ფუნქციური შესაძლებლობის გაზრდა.


- რა საშუალებებს იყენებენ კონსერვატიული მკურნალობისთვის?

- კოქსართროზის სამკურნალოდ ინიშნება:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: დიკლოფენაკი (ვოლტარენი, ორტოფენი), ინდომეტაცინი (მეტინდოლი), პიროკსიკამი, ბრუფენი (იბუპროფენი), კეტოპროფენი (ფლეკსენი). მათი მიღება რეკომენდებულია სახსრის რეაქტიული ანთების პერიოდში. ეს პრეპარატები აცხრობენ ანთებას და აქრობენ ტკივილს, მაგრამ ძირეულ პროცესებზე გავლენის მოხდენა, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ხრტილის აღდგენითი უნარი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები შინაგანი ორგანოების მხრივ (მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება). საგანგებოდ ხანგრძლივი მიღებისთვის არის მოწოდებული ახალი სელექტიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი მოვალისი. ის კლასიკურ პრეპარატებზე სუსტად მოქმედებს, მაგრამ გვერდითი ეფექტიც ნაკლები აქვს. განურჩევლად ფორმისა (ტაბლეტი, სანთელი, ინექცია), არ არის რეკომენდებული რამდენიმე არასტეროიდული პრეპარატის ერთდროული გამოყენება. თუ პრეპარატის დანიშნული დოზა არ არის საკმარისი ტკივილის მოსახსნელად, უმჯობესია დოზა გაიზარდოს და არა სხვა საშუალება დაემატოს.

სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები: ტრენტალი (პენტოკსიფილინი), თეონიკოლი, ნიკოშპანი, ცინარიზინი. ეს საშუალებები სახსარში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას, აადვილებენ დაავადებულ სახსრამდე სამშენებლო მასალის მიტანას და ხსნიან ღამის ტკივილს. სწორად მიღების შემთხვევაში უკუჩვენება თითქმის არ აქვთ.

მიორელაქსანტები - კუნთების მომადუნებელი პრეპარატები: მიდოკალმი, სირდალუდი. ისინი ხსნიან კოქსართროზის დროს კუნთების სპაზმით გამოწვეულ ტკივილს და რამდენადმე აუმჯობესებენ სახსარში სისხლის მიმოქცევას, მაგრამ მიორელაქსანტების მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე - გასათვლისწინებელია მათი გავლენა ნერვულ სისტემაზე: მოსალოდნელია თავბრუხვევა, გაბრუება და აზროვნების შენელება.

ქონდროპროტექტორები - ხრტილის აღმდგენი პრეპარატები: გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი, რუმალონი, დონა, სტრუკტუმი, არტეპარონი. ისინი კოქსართროზის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებებია. მათი ძალა იმაშია, რომ ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას. სამწუხაროდ, ქონდროპროტექტორები ძალიან ნელა ამცირებენ უკვე არსებული ტკივილის ინტენსივობას, სამაგიეროდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში არ უშვებენ ტკივილის გაძლიერებას. ამ საშუალებებს უკუჩვენება თითქმის არ აქვთ (უკუჩვენებაა ორსულობა და ინდივიდუალური აუტანლობა), მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ეფექტის მისაღწევად დროა საჭირო.

ჰორმონული პრეპარატების (კენალოგი, მეთილპრედი, ჰიდროკორტიზონი) სახსარშიდა ინექციები. ზოგი ექიმი ამ ინექციებით მეტისმეტად არის გატაცებული. არადა, მათ იშვიათად აქვთ დადებითი ეფექტი, გვერდითი მოვლენები კი საკმაოდ ხშირია. არ არის რეკომენდებული ჰორმონული პრეპარატის 3-4-ზე მეტი ინექცია, თან ინექციებს შორის პერიოდი 2 კვირაზე ნაკლები არ უნდა იყოს. აქვე გაფრთხილებთ: თვითმკურნალობა დაუშვებელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მკურნალობა კომბინირებული უნდა იყოს, ავადმყოფი კი დამოუკიდებლად ვერ შეარჩევს პრეპარატების საჭირო კომბინაციას; მეორე, ამ დროს გამოსაყენებელი პრეპარატების უდიდესი ნაწილი, როგორც გითხარით, გვერდით მოვლენებს იწვევს და ამიტომ დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. კონსერვატიული მკურნალობის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ცურვა.


- რას გვეტყვით ადგილობრივ საშუალებებზე?

- კოქსართროზის დროს ავადმყოფს ხშირად უნიშნავენ მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოს დაზელას ფართოდ რეკლამირებული კრემებით, საფენების დადებას, კომპრესის გაკეთებას. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მენჯ-ბარძაყის სახსარი კანიდან საკმაოდ არის დაშორებული და წამლის იქამდე შეღწევა ნაკლებსარწმუნოა. კანში მალამოების შეზელას, საფენებსა და კომპრესს მხოლოდ ის შეუძლია, გააუმჯობესოს ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა და მოხსნას კუნთების სპაზმი.

- ფიზიოპროცედურებსა და დიეტაზე რას გვეტყვით?

- ფიზიოთერაპიული პროცედურების დადებითი ეფექტიც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კუნთების სპაზმის მოხსნას ეფუძნება. ფიზიოთერაპიულ საშუალებათაგან ყველაზე ეფექტურია ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია და მასაჟი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი ზოგ პაციენტს უხდება, ზოგს კი მაინცდამაინც არა. კოქსართროზსა და კვებას შორის კავშირი სადღეისოდ არ არის აღმოჩენილი, ამიტომ არც ამ დაავადების დროს დასაცავი სპეციალური დიეტა არსებობს, თუმცა ხალხში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია `სასწაულმოქმედი~ დიეტების შესახებ... ერთადერთი რეკომენდაცია, რაც კოქსართროზით დაავადებულს შეიძლება მისცეს ექიმმა, არის წონის დაკლება, რათა სახსარზე დატვირთვა შეამციროს.


- რას ითვალისწინებს ქირურგიული ჩარევა და რამდენად ეფექტურია იგი?

- სადღეისოდ კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.

- რას გულისხმობს და რამდენ ხანს გრძელდება ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია?

- ორი კვირის ვადაში ოპერაციის შემდგომ დარჩენილ ჭრილობაზე იხსნება ნაკერები და იწყება მეთოდური ვარჯიში, რომელიც პაციენტისთვის ინდივიდუალურად არის შედგენილი. ვარჯიში გრძელდება ერთიდან სამ თვემდე. მიზანშეწონილია, პაციენტის ასაკის, ზოგადი მდგომარეობისა და პოსტოპერაციული პერიოდის მიმდინარეობის გათვალისწინებით რეაბილიტაცია დაწყებულ იქნეს მაქსიმალურად ადრე. სადღეისოდ მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება ხდება სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა ფირმის ენოდპროთეზებით, რომელთა უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის კლინიკებში წარმატებით იყენებენ.