/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარმაკოლოგია

B12 და მისი უკმარისობა

B12  და მისი უკმარისობა
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას.

მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა - ანემია. ავთვისებიანი ანემიის სიმპტომებია:

* ადვილად დაღლა;

* სისუსტე;

* ენის წვა;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

* კუჭის დაავადებები, რაც კუჭის წვენის ნაკლოვანებით არის განპირობებული;

* სიარულის გაძნელება, ფეხების ტკივილი.

შეკითხვა ექიმს
<p>-რომელი დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმში სილიციუმის ნაკლებობა? როგორ მოვამზადოთ კაჟის ქვისგან სილიციუმის შემცველი წყალხსნარი და რა დოზით მივიღოთ პროფილაქტიკის მიზნით, როდესაც არ ვიცით აკლია თუ არა ის ჩვენს ორგანიზმს?</p>

ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ ვიტამინს შეუძლია, ორგანიზმს ამდენი უსიამოვნება ააცილოს თავიდან. ციანკობალამინი დიდ როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციობაში და ამის კვალობაზე ყველა ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას. მისი დეფიციტი B1-ის ნაკლებობასაც იწვევს, თუნდაც ეს უკანასკნელი საკვებში საკმარისი იყოს, ეს კი ნერვულთან ერთად შინაგანი სეკრეციის პროცესების, საჭმლის მონელების დარღვევასა და ბერი-ბერის (პოლინევრიტი) განვითარებას უწყობს ხელს.

ვიტამინი B12 უჯრედის გაყოფაში მონაწილეობს. მასზე განსაკუთრებით ის ქსოვილებია დამოკიდებული, რომელთაც მეტი დატვირთვა აქვთ: სისხლის, იმუნური, კანისა და ნაწლავის ამომფენი უჯრედები. ცნობილია, რომ ვიტამინი B12 გადამწყვეტ როლს ასრულებს ნერვების საფარველის - მიელინური გარსის - წარმოქმნაში, ხოლო მისი ქრონიკული უკმარისობა ნერვის შეუქცევად რღვევას იწვევს.

B12 აუცილებელია ვიტამინ B9-ის სწორი ფუნქციობისა და ნუკლეინის მჟავების (გენეტიკური მასალის) წარმოებისთვის, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების გადამუშავებასა და ჯანსაღი უჯრედების ფორმირებაში. სისხლში ბ12-ის ნაკლებობა აღენიშნებათ ალცჰაიმერის დაავადებისა და ზოგიერთი სხვა ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანებს.

რამდენი გვჭირდება?

მინიმალური დღიური ნორმა დაახლოებით 3 მკგ-ია. სულ ცოტა ხორცს, რძესა და კვერცხსაც რომ ვჭამდეთ, ორგანიზმს 15 მკგ-მდე ციანკობალამინს მაინც მივაწვდით. ამ ვიტამინის გარეშე დარჩენის საფრთხე მხოლოდ მკაცრ ვეგეტერიანელებს ემუქრებათ. გარდა ამისა, ციანკობალამინის ასათვისებლად აუცილებელია განსაკუთრებული ნივთიერება, ე. წ. შინაგანი ფაქტორი, რომელსაც კუჭის წვენი შეიცავს. მის გარეშე ორგანიზმი დიდი ოდენობით მიღებულ ვიტამინსაც კი ცუდად აითვისებს.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ზოგიერთი მჟავას (მაგალითად, მარილმჟავას) გამომუშავება. მჟავების არასათანადო სინთეზი კი რკინისა და ვიტამინ B12-ის ათვისებას უშლის ხელს, რაც შესაძლოა ანემიის მიზეზად იქცეს. ამ შემთხვევაში საუკეთესო შედეგს იძლევა B12-ის საინექციო და არა ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც ცუდად ეთვისება რკინას. თუმცა ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, ვაშლის ძმარს შეუძლია, ორგანიზმს სათანადო მჟავიანობის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის დიდი ოდენობით მიღება ვიტამინ B12-ის მარაგს ამცირებს.

აი ის საკვები, რომელიც ვიტამინ B12-ს შეიცავს:

  • რძის ნაწარმი;
  • კვერცხის გული;
  • ხორცი (საუკეთესო წყაროა ძროხისა და ხბოს ღვიძლი;
  • თირკმელები;
  • საფუარი;
  • მცენარის მწვანე ნაწილები (თალგამის, სტაფილოს, ბოლოკის მწვანე ფურცლები), სალათა, მწვანე ხახვი;
  • გულ-ღვიძლის პაშტეტი,
  • საქონლის ენა;
  • ისპანახი;
  • ბარდა, ცერცვი, ოსპი;
  • ზღვის პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, კალმარები, კრევეტები, თევზი.

ჩაშუშული ან შემწვარი ღვიძლი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩავრთოთ რაციონში. შეიძლება, დავუმატოთ მწვანე სალათის ფურცლებიც. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ უნდა მივიღოთ ნებისმიერი სახის საფუარი, რადგან ციანკობალამინი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად. სითბური დამუშავებისას B12 არ იშლება.

კომენტარები (4)
კონსტანტინე
თუ საშვალება გაქვთ წადით თურქეთში სწორი დიაგნოზის გასაგებად, რევმატიულ დაავადებებზე როგორიცაა მგლურა, შარპი, ვასკულიტი ასეთებს აქ ვერ არჩევენ ერთმანეთისგან, დამიჯერეთ აქ ბევრად მეტს გადაიხდით და შედეგის არქონასთან ერთად მიიღებთ რთულ ფსიქიკურ მდგომარეობას, თუ ვინმეს აინტერესებს ზუსტად 577722499 დარეკეთ
თარიღი : 23-06-2018
sopo
გამარჯობათ, მაინტერესებს რამდენად საშიშია ფილრვის პეპელა და რამდენად შეესაბამება მკურნალობას.....
თარიღი : 27-04-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სისტემური წითელი მგლურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისტემური წითელი მგლურა

რომელიც სხვადასხვა ქსოვილის მწვავე ან ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს. აუტოიმუნურია დაავადება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. ჩვეულებრივ, იმუნური სისტემის ფუნქცია ორგანიზმისთვის უცხო აგენტებთან, დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებთან ბრძოლაა, რაც ანტისხეულების მეშვეობით ხორციელდება.

მგლურას დროს წარმოიქმნება საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული ანომალიური ანტისხეულები. მათ აუტოანტისხეულებს უწოდებენ. ვინაიდან აუტოანტისხეულებს შეუძლია, ორგანიზმის პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილი დააზიანოს, პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმის ფაქტობრივად ნებისმიერ სისტემაშია მოსალოდნელი. ზოგჯერ დაავადება აზიანებს კანს, გულს, ფილტვებს, სახსრებს, თირკმელებს და/ან ნერვულ სისტემას. დაავადების ამ ფორმას სისტემურ წითელ მგლურას უწოდებენ. როცა მხოლოდ კანი ზიანდება, საუბრობენ მგლურას დერმატიტის ან კანის წითელი მგლურას, დისკოიდური მგლურას შესახებ.

დაავადების ორივე ფორმა უმთავრესად (საერთო ჯამში, მამაკაცებზე რვაჯერ ხშირად) ქალებს ემართებათ. გამოვლენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა დებიუტი უმეტესად 20-დან 45 წლამდე ხდება.

  • რა იწვევს დაავადებას, არის თუ არა ის გენეტიკური?

ორგანიზმის ანომალიური აუტოიმუნური რეაქციის უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია, რომ პათოლოგიური პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა, ვირუსები, ულტრაიისფერი გამოსხივება, ზოგიერთი მედიკამენტი. გენეტიკური ფაქტორები ზრდის აუტოიმუნური რეაქციებისადმი მიდრეკილებას.

დადგენილია, რომ მგლურა და ისეთი აუტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, მგლურათი დაავადებულთა გენეტიკურ ნათესავებს შორის უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე საერთო პოპულაციაში.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ისეთი გარეგანი ფაქტორები, როგორებიცაა ვირუსი ან მზის სხივების ზემოქმედება, იმუნური სისტემის აუტოიმუნური აქტივობის სტიმულატორია. ზოგჯერ ამისთვის ხანმოკლე ზემოქმედებაც კი საკმარისია.

  • მედიკამენტებით ინდუცირებული მგლურა

მგლურას პროვოცირება მრავალ მედიკამენტს შეუძლია, თუმცა მედიკამენტებით ინდუცირებულ შემთხვევათა 90%-ზე მეტი ექვს მათგანთან არის დაკავშირებული. ესენია:

  1. ჰიდრალაზინი (მაღალი წნევის სამკურნალო საშუალება);
  2. ქინიდინი;
  3. პროკაინამიდი (არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები);
  4. ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშულება);
  5. იზონიაზიდი;
  6. D-პენიცილამინი.

საბედნიეროდ, მედიკამენტებით ინდუცირებული მგლურა იშვიათია და ხშირად უკუვითარდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.

  • მგლურას სიმპტომები

დაავადება შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, რაც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაზიანებით. ყველაზე ხშირი სიმპტომებია სისუსტე, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, უმადობა, კუნთების ტკივილი, თმის ცვენა, ართრიტი, წყლულები პირის ღრუსა და ცხვირში, გამონაყარი სახეზე, უჩვეულო მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, პლევრიტი და პერიკარდიტი, თითების გაცივება და გაფერმკრთალება (რეინოს სინდრომი). დაზიანებული ორგანოს ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება შესაბამის სიმპტომებს განაპირობებს. კანის დაზიანება საკმაოდ ხშირია. ზოგჯერ ის დანაწიბურებას იწვევს.

დისკოიდური მგლურას დროს, როცა მხოლოდ კანი ზიანდება, ხშირია გამონაყარი თავსა და სახეზე. გამონაყარი წითელია, კიდეებწამოწეული, უმტკივნეულო, არ ახასიათებს ქავილი, თუმცა თავზე არსებული გამონაყარი შესაძლოა თმის ცვენის მიზეზად იქცეს. დისკოიდური მგლურათი დაავადებულ პაციენტთა 5-10%-ს შემდგომ სისტემური წითელი მგლურა უვითარდება.

პაციენტთა ნახევარს სისტემური წითელი მგლურას დროს სახეზე უჩნდება წითელი, ბრტყელი გამონაყარი, რომელიც ცხვირის კიდეებთანაა ლოკალიზებული. დამახასიათებელი შესახედაობის გამო ამ გამონაყარს “მგლურას პეპელას” უწოდებენ. გამონაყარი უმტკივნეულოა, არ ახასიათებს ქავილი.

სახის გამონაყარი, ორგანოთა ანთებასთან ერთად, შესაძლოა მკვეთრად გამოიხატოს მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ. ამ ფენომენს ფოტოსენსიტიურობას უწოდებენ. მკურნალობის შედეგად გამონაყარი დანაწიბურების გარეშე ქრება.

მგლურათი დაავადებულთა უდიდეს ნაწილს სახრები უზიანდება. უმეტესად ეს გამოიხატება წვრილი - მტევნის, მაჯის, ტერფის - სახსრების შეშუპებით, ტკივილით, მოძრაობის შეზღუდვით და დეფორმაციითაც კი. ზოგჯერ ართრიტი მგლურას დროს რევმატოიდული ართრიტის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს. ანთება მოიცავს ტვინს, ღვიძლს, თირკმელებს.


-დამახასიათებელი ცვლილებები ვითარდება სისხლშიც. ეს არის ლეიკოპენია (თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების - ოდენობის დაქვეითება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ოდენობის დაქვეითება).

ლეიკოპენია ზრდის ინფექციების რისკს, ხოლო თრომბოციტოპენია - სისხლდენებისას.

-კუნთების ანთება ანუ მიოზიტი შესაძლოა კუნთების ტკივილისა და სისუსტის მიზეზად იქცეს. ამ დროს სისხლში მომატებულია კუნთის ფერმენტების აქტივობა.

-სისხლძარღვთა ანთებას ანუ ვასკულიტს ნერვის, კანის ან შინაგან ორგანოთა დაზიანებამდე მივყავართ, რადგან ანთებით სისხლძარღვში ირღვევა სისხლის მიმოქცევა და იმ ორგანოსათვის ჟანგბადის მიწოდება, რომელსაც კვებავს აღნიშნული სისხლძარღვი.

-გულის ან ფილტვის მფარავი სეროზული გარსის ანთება - პერიკარდიტი და პლევრიტი - გულმკერდის ძლიერი ტკივილის მიზეზია. ტკივილი ძლიერდება ხველის, ღრმა ჩასუნთქვის, სხეულის პოზიციის შეცვლის დროს. თავად გულის კუნთის ანთება ანუ კარდიტი იშვიათია. დადგენილია, რომ ახალგაზრდა ქალებთან სისტემური წითელი მგლურათი გამოწვეული გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების ანთება, კორონარული ვასკულიტის, შესაძლოა გულის შეტევის მიზეზად იქცეს.

-თირკმლის ანთება ანუ მგლურას ნეფრიტი იწვევს შარდით ცილის კარგვას, სითხის შეკავებას, წნევის მომატებას, ზოგჯერ - თირკმლის უკმარისობას.

-ტვინის დაზიანება იწვევს პიროვნების ცვლილებას, ზოგჯერ - ფსიქოზს, გულყრას, კომასაც კი.

-ნერვების დაზიანების გამოხატულებაა დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სისუსტე. ტვინის დაზიანებას ლუპუს-ცერებრიტს უწოდებენ. ბევრ პაციენტს ეწყება თმის ცვენა. ხშირად მისი ინტენსივობა დაავადების აქტივობასთან ერთად იმატებს. თმის ცვენა შეიძლება იყოს გავრცობილიც და ბუდობრივიც.

-ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს რეინოს ფენომენი. ამ დროს სიცივის ზემოქმედებით ფითრდება და ცივდება ხელის, ზოგჯერ - ფეხის თითებიც.

-სისტემური წითელი მგლურას თანმხლები სხვა მდგომარეობებია ფიბრომიალგია, გულის კორონარული დაავადება, გულის სარქვლების არაბაქტერიული დაზიანება, პანკრეატიტი, საყლაპავის დაზიანება და ყლაპვის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება (ლუპოიდური ჰეპატიტი), სხვადასხვა ინფექცია.

  • სისტემური მგლურას დიაგნოსტიკა

ვინაიდან სისტემური წითელი მგლურას კლინიკური სურათი საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა პაციენტს სიმპტომების სრულიად სხვადასხვა კომბინაცია და ორგანოთა დაზიანება აღენიშნება, ერთი კონკრეტული სადიაგნოზო ტესტი არ არსებობს.

ზუსტ დიაგნოსტიკაში გვეხმარება 11 კრიტერიუმი, რომლებიც ამერიკის რევმატოლოგთა ასოციაციამ შეიმუშავა. ბუნებრივია, აღნიშნული კრიტერიუმები დაავადების სიმპტომატიკას ასახავს.

არიან პაციენტები, რომლებთანაც ექიმები ვარაუდობენ მგლურას, მაგრამ დიაგნოსტიკისათვის საკმარისი კრიტერიუმები მათ მთელი სიცოცხლე არ უვლინდებათ. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთ პაციენტს რამდენიმეთვიანი ან ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ თამამად შეიძლება დავუსვათ სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზი. როცა აშკარაა ოთხი კრიტერიუმი, მგლურას დიაგნოზი სარწმუნოა.

მგლურას სადიაგნოზო კრიტერიუმებია:

  1. გამონაყარი სახეზე - მგლურას პეპელა;
  2. დისკოიდური გამონაყარი კანზე;
  3. სინათლისადმი მგრძნობელობა - გამონაყარი ჩნდება მზის (ულტრაიისფერი) სხივების ზემოქმედების შემდეგ;
  4. ლორწოვანი გარსების წყლულები - სპონტანურად გაჩენილი წყლულები პირის ღრუს, ცხვირის, ყელის ლორწოვანზე;
  5. ართრიტი - კიდურის ორი ან მეტი სახსრის შეშუპება, გაწითლება;
  6. პლევრიტი ან პერიკარდიტი;
  7. თირკმლის დაზიანება - შარდში ცილა, ცილინდრები. მგლურას გამო თირკმლის დაზიანების ანუ მგლურას ნეფრიტის დროს შესაძლოა აუცილებელი გახდეს თირკმლის ბიოფსია, რათა, ერთი მხრივ, დადასტურებულ იქნეს დაავადების კავშირი მგლურასთან, მეორე მხრივ კი განისაზღვროს მგლურას ნეფრიტის სტადია და შედგეს მკურნალობის ოპტიმალური სქემა;
  8. ტვინის დაზიანება, რაც ვლინდება კრუნჩხვით და/ან ფსიქოზით;
  9. ცვლილებები სისხლში - ლეიკოციტების, ერითროციტების ან თრომბოციტების დაქვეითება;
  10. იმუნური ტესტების ცვლილებები - ანტი-დნმ ან გლუვი კუნთების საწინააღმდეგო ანტისხეულები, ცრუ დადებითი ტესტი სიფილისზე, ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი ან სისხლში მგლურას უჯრედების არსებობა;
  11. ანტინუკლერული ანტისხეულები სისხლში.

არსებობს სხვა ტესტებიც, რომელთა მეშვეობითაც ფასდება დაავადების სიმძიმე და ორგანოთა დაზიანება. ასეთია ანთებითი აქტივობის მაჩვენებელი ტესტები - ედსისა და C-რეაქტიული ცილის გამოკვლევა, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, პლევრისა და პერიკარდიუმის ღრუში დაგროვილი სითხის გამოკვლევა, ქსოვილების ბიოფსია.

კონკრეტული ვითარებისთვის შესაბამისი ტესტის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

  • როგორ მკურნალობენ მგლურას

სამწუხაროდ, მგლურასგან განკურნება შეუძლებელია. მკურნალობის მიზანია დაავადების აქტივობის დაქვეითება, სიმპტომების შესუსტება და ორგანოთა შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება. რასაკვირველია, მკურნალობა ინდივიდუალურია. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პერიოდული მიღება, ზოგჯერ კი აუცილებელია მკურნალობაში კორტიკოსტეროიდების (ჰორმონების) ჩართვა ან მათი კომბინირება იმუნური სისტემის აქტივობის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან.

დღეს, თანამედროვე მედიკამენტების წყალობით, შესაძლებელია დაავადების პროგნოზის გაუმჯობესება. ამისთვის აუცილებელია საკუთარი დაავადების კონტროლი ექიმის დახმარებით.