რა იწვევს ლეიკოციტების ნაკლებობას და რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას
ეს უჯრედები უზრუნველყოფს დაცვას ინფექციებისგან, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და სხვა პათოგენებისგან. ლეიკოციტების ნაკლებობა, იგივე ლეიკოპენია, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში ლეიკოციტების დონე ნორმაზე დაბალია.
ლეიკოციტების ნაკლებობა იწვევს იმუნური სისტემის შესუსტებას და ორგანიზმის წინააღმდეგობის შემცირებას დაავადებების მიმართ.
რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენიამ
ლეიკოპენიამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები იმუნური სისტემის შესუსტების გამო. ეს მდგომარეობა ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ და ზრდის ზოგიერთი დაავადების რისკს. სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე იწვევს ბაქტერიულ, ვირუსულ და სოკოვან ინფექციებს ასევე ის ზრდის ისეთი სერიოზული ინფექციების რისკს, როგორიცაა პნევმონია, სეფსისი,ტუბერკულოზი.
ლეიკოციტების ნაკლებობა ხშირად შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების ნიშანი და ამ მდგომარეობის მიზეზებისა და სიმპტომების გაგება მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის მეთოდების შერჩევისათვის.
ლეიკოპენია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო და იწვევს იმუნური სისტემის შესუსტებას, რაც ორგანიზმს დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ.
რა არის ლეიკოპენიის სიმპტომები
ლეიკოპენია ხშირად ასოცირდება დასუსტებულ იმუნურ სისტემასთან და იწვევს სხვადასხვა სიმპტომს. ეს სიმპტომები ხშირად ასოცირდება ინფექციის გაზრდილ რისკთან და ორგანიზმის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის უნარის დაქვეითებასთან.
ლეიკოპენიის სიმპტომები:
ხშირი ინფექციები
სისხლის თეთრი უჯრედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინფექციებთან ბრძოლაში. ლეიკოპენიის მქონე ადამიანებს შეიძლება ადვილად განუვითარდეთ ინფექციები და ეს ინფექციები დიდხანს გაგრძელდეს.
ცხელება და შემცივნება
როგორც ინფექციების საერთო სიმპტომი, ლეიკოპენიის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება და შემცივნება. ეს იმის ნიშანია, რომ სხეული ებრძვის ინფექციას.
დაღლილობა და სისუსტე
ეს მდგომარეობა ასოცირდება დასუსტებულ იმუნურ სისტემასთან და იწვევს ორგანიზმის ენერგიის დონის შემცირებას.
პირის ღრუს წყლულები
ეს წყლულები ჩნდება იმუნური სისტემის შესუსტების შედეგად
სისხლჩაქცევები და სისხლდენა კანზე
ეს მდგომარეობა დაკავშირებულია სისხლის შედედების უნარის დაქვეითებასთან.
ფერმკრთალი კანი
თეთრი სისხლის ნაკლებობა ამ დროს ორგანიზმი ვერ მარაგდება საკმარისი ჟანგბადით
რა იწვევს ლეიკოპენიას
ლეიკოპენიის მრავალი განსხვავებული მიზეზი არსებობს. ეს მიზეზები ხშირად დაკავშირებულია ფაქტორებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლის ტვინის ფუნქციაზე, სისხლის თეთრი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ან სხეულში მათ განაწილებაზე.
ლეიკოპენიის ძირითადი მიზეზებია:
- ძვლის ტვინის დაავადებები, როგორიცაა ლეიკემია, ლიმფომა და აპლასტიური ანემია,რაც თრგუნავს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას;
- ინფექციები - ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და ვირუსული ჰეპატიტი, ამცირებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას;
- ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია;
- ავტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი, იწვევს ორგანიზმის შეტევას საკუთარი სისხლის თეთრი უჯრედების მიმართ;
- ჰიპერსპლენიზმი - სისხლის უჯრედების ჭარბი განადგურება ელენთის მიერ;
- კვებითი დეფიციტი - ისეთი საკვები ნივთიერებების დეფიციტმა, როგორიცაა B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა და სპილენძი, შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოებაზე
არსებობს სხვადასხვა მეთოდი ლეიკოციტების დეფიციტის მართვისა და სისხლის თეთრი უჯრედების დონის ასამაღლებლად. მკურნალობისა და პრევენციის ზოგიერთი მეთოდი მოიცავს:
ჯანსაღ კვებას
ნუტრიენტები, როგორიცაა B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, სპილენძი და თუთია, ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოებას. დაბალანსებული და ჯანსაღი კვება ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების დონის ამაღლებას.
B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავის და სხვა საკვები დანამატები გამოიყენებამდე უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია.
Რეგულარულ ვარჯიშს
რეგულარული ფიზიკური აქტივობა აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას.
სტრესის თავიდან აცილებას
სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას. სტრესის მართვის ტექნიკა ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების დონის შენარჩუნებას.
ინფექციებისგან დაცვას
ლეკოპენიის მქონე ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჰიგიენის წესებს და მოერიდონ ხალხმრავალ გარემოს ინფექციებისგან თავის დასაცავად.
სისხლის თეთრი დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია მოიხმარონ საკვები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას. ასეთი საკვებია:
ხორცი
მდიდარია ვიტამინით B12 ვიტამინით და რკინით. ეს საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოებას.
თევზი
ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, ტუნა და სარდინი, მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით და თუთიით.
რძე და რძის პროდუქტები
რძის პროდუქტები, როგორიცაა რძე, იოგურტი და ყველი მდიდარია B12 ვიტამინით და კალციუმით
კვერცხი
მდიდარია B12 ვიტამინით, ფოლიუმის მჟავით და ცილებით.
ბოსტნეული
ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო და ბროკოლი მდიდარია ფოლიუმის მჟავით და C ვიტამინით.