/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხვადასხვა

რას ნიშნავს ანტიგენი და აუტოიმუნური დაავადება - რის შედეგად შეიძლება განვითარდეს დაავადება

რას ნიშნავს ანტიგენი და აუტოიმუნური დაავადება - რის შედეგად შეიძლება განვითარდეს დაავადება
იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ისეთი აგენტებისგან, რასაც ის უცხოდ და საშიშად აღიქვამს.

ასეთი აგენტებია მიკროორგანიზმები, პარაზიტები (როგორიცაა ჭია), კიბოს უჯრედები და გადანერგილი ორგანოები და ქსოვილები.

ნივთიერებას, რომელსაც იმუნური სისტემის სტიმულაცია შეუძლია, ანტიგენი ეწოდება. ანტიგენები მოლეკულებია, რომლებსაც უჯრედები (როგორიცაა ბაქტერია, ვირუსები ან კიბოს უჯრედი) შეიცავს ან მათ ზედაპირზეა მოთავსებული.

ზოგიერთი ანტიგენი, მაგ. მცენარის მტვრის ან საკვების, დამოუკიდებლად არსებობს. ანტიგენი საკუთარი ქსოვილის უჯრედებსაც აქვს. იმუნური სისტემა ნორმაში მხოლოდ უცხო ან საშიშ, და არა საკუთარ ანტიგენზე რეაგირებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუმცა, ზოგჯერ იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ ისეთ ანტისხეულებს (ე.წ. ავტოანტიგენებს) ან იმუნურ უჯრედებს წარმოქმნის, რომლებიც სხეულის გარკვეულ ქსოვილებზე ან უჯრედებზე მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ. ასეთ პასუხს ავტოიმუნური რეაქცია ეწოდება.

ის ანთებასა და ქსოვილთა დაზიანებას განაპირობებს. აღნიშნული ეფექტები ავტოიმუნური დარღვევისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი იმდენად მცირე რაოდენობით ავტოანტისხეულებს წარმოქმნის, რომ ავტოიმუნური დაავადება არ ვითარდება.

შედარებით მეტად გავრცელებული ავტოიმუნური დაავადებებია: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა (ლუპუსი) და ვასკულიტები. ავტოიმუნიტეტის განვითარების შედეგად ვითარდება ასევე გლომერულონეფრიტი, ადისონის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები, პოლიმიოზიტები, შოგრენის სინდრომი, პროგრესული სისტემური სკლეროზი და უნაყოფობის ზოგიერთი შემთხვევა.

mkurnali.ge

ავტოიმუნური რეაქციების გამოწვევა შეუძლია:

  • სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ჩვეულებრივ ორგანიზმის მხოლოდ სპეციფიკურ მიდამოშია ჩაკეტილი (და ამდენად, ხელმისაწვდომი არ არის იმუნური სისტემისთვის). მაგალითად, თვალის ტრავმის შედეგად, თვალის შიგნით არსებული სითხე, შესაძლოა, სისხლის მიმოქცევაში მოხვდეს. სითხე ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რომელიც უცხოდ შეიცნობს თვალს და მასზე შეტევას ახორციელებს.

  • ორგანიზმის შემადგენელი ნივთიერება იცვლება, მაგ.: ვირუსის, წამლის, მზის სხივების ან რადიაციის ზემოქმედებით. შეცვლილი ნივთიერება იმუნური სისტემისთვის უცხოა. მაგ., ვირუსს შეუძლია უჯრედის დაინფიცირება და მისი შეცვლა. ვირუსით ინფიცირებული უჯრედი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რომელიც მას უტევს.

  • ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს უცხო ნივთიერება, რომელიც ძალიან ჰგავს საკუთარს. იმუნური სისტემა შეუტევს უცხოს, და შეცდომით საკუთარსაც აზიანებს. მაგალითად, ბაქტერიას, რომელიც ანგინას იწვევს, აქვს ისეთი ანტიგენები, რომელიც ადამიანის გულის უჯრედების მსგავსია. იშვიათად, ანგინის შემდეგ იმუნურმა სისტემამ შეიძლება გულსაც შეუტიოს (ეს რეაქცია რევმატიზმის ნაწილია).

  • შესაძლებელია დაირღვეს იმ უჯრედების ფუნქცია, რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნის, მაგ B ლიმფოციტებისა (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი), და მათ წარმოქმნან არანორმალური ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმის ზოგიერთ უჯრედს შეუტევს.

  • ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება, შესაძლოა, მემკვიდრული იყოს. მემკვიდრეობით უფრო მეტად გადაეცემა მგრძნობელობა დაავადების მიმართ და არა თავად დაავადება. მგრძნობიარე პირებში დაავადების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ ან უჯრედების დაზიანებამ. ავტოიმუნური დაავადების განვითარებაში შესაძლოა ჰორმონული ფაქტორებიც იყოს ჩართული, რადგან ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა შემთხვევაში ისმევა ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზი და როგორია მკურნალობის მეთოდი
რა შემთხვევაში ისმევა ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზი და როგორია მკურნალობის მეთოდი
ძირითადი სიმპტომია დაღლილობა, რომელიც 6 თვეზე დიდხანს გრძელდება და იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ხელი ეშლება ყოველდღიურ საქმიანობაში.
სრულად
ახალი კვლევის თანახმად, სატრანსპორტო ხმაური დემენციის განვითარების რისკს ზრდის
ახალი კვლევის თანახმად, სატრანსპორტო ხმაური დემენციის განვითარების რისკს ზრდის
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) თანახმად, მსოფლიოში 55 მილიონზე მე ადამიანს დემეცნიის სხვადასხვა ფორმა აქვს.
სრულად
როცა სიბერე მოახლოვდა... - რა ცვლილებებს განიცდის გემოს და ყნოსვის ორგანოები
როცა სიბერე მოახლოვდა... - რა ცვლილებებს განიცდის გემოს და ყნოსვის ორგანოები
50 წლის შემდეგ, ზოგადად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება ნელ-ნელა მცირდება.
სრულად
ბორი, ქრომი, კობალტი და მოლიბდენი - რა როლი აკისრიათ მინერალებს ჩვენს ორგანიზმში
ბორი, ქრომი, კობალტი და მოლიბდენი - რა როლი აკისრიათ მინერალებს ჩვენს ორგანიზმში
“ნებისმიერი დაავადების ან პათოლოგიური მდგომარეობის დროს შესაძლებელია მინერალების დეფიციტის აღმოჩენა”
სრულად
საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული
საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ხუთეული
რეიტინგი ითვალისწინებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჯანდაცვის ღირებულებას და მრავალ სხვა კრიტერიუმს, რომელთა დახმარებითაც ფორმირდება ეფექტურობის მაჩვენებელი.
სრულად
რაზე მეტყველებს IQ-ს დონე
რაზე მეტყველებს IQ-ს დონე
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამორჩეულად მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად უმწეოა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას ნიშნავს ანტიგენი და აუტოიმუნური დაავადება - რის შედეგად შეიძლება განვითარდეს დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები