/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა.არ ვიცი სწორად მოვნიᲨნე Თუ არა ბავᲨვᲗა ინფექციებს რამდენად მიეკუᲗვნება.მყავს წლის და4 Თვის ბიᲭი..დᲦეᲨი ორჯერ მაინც გადიოდა კუᲭᲨი მაგრამ ბოლო კვირაა ᲨევამᲩნიე 2 დᲦეᲨი ერᲗხელ გადის კუᲭᲨი.მსხალიც ვაᲭამე ვაᲨლიც ბანანიც, წყალსაც იᲦებს საᲭირო რაოდენობიᲗ, წვნიანებსაც მიირᲗმევს მაგრამ ამაოდ.ორი დᲦეა არ გასულა კუᲭᲨი Თუმცა Შარდავს ყოველᲗვის, ამაზე არ გვაქვს პრობლემა.რა მოვიმოქმედო? რა ვაᲭამო ან არ ვაᲭამო რომ კუᲭმოქმედება აᲦუდგეს? ექიმᲗან Ჩაწერილები ვარᲗ მაგრამ 3 კვირის Შემდგომ მოგვცეს რანდევუ, ევროპაᲨი ვარᲗ და აქ ესეა.მანამდე მᲭირდება ექიმის რᲩევა.მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

...მაინც ხომ უნდა გადმოაფურთხოთ!

...მაინც ხომ უნდა გადმოაფურთხოთ!
რუბრიკის სტუმარია პროვიზორი ზვიად ფრიდონაშვილი.

.

  • აცეტილსალიცილის მჟავა გაქვთ?

ერთხელ აფთიაქში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა და ჩემს დამხმარეს მიმართა:

- მითხარით თუ შეიძლება, აცეტილსალიცილის მჟავა გაქვთ? ეს ის პრეპარატია, რომელიც შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა, თანაც ნატრიუმის კარბონატსაც შეიცავს.

- ასპირინი, არა? - მაინც ჩაეკითხა პრაქტიკანტი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- მართალია, შვილო! სწორედ ისაა, ღმერთმა დასწყევლოს ეს სკლეროზი, ვერაფრით ვიხსენებ მის სახელს!

  • არგო თქვენს ცოლს ამას წინათ ჩვენთან ნაყიდმა სამკურნალო ტალახმა?

- აბა, როგორაა საქმე? - ეკითხება აფთიაქში შესულ მამაკაცს პროვიზორი, - არგო თქვენს ცოლს ამას წინათ ჩვენთან ნაყიდმა სამკურნალო ტალახმა? გარეგნობა, სახის კანი გაულამაზა?

მყიდველი (დაბოღმილი ხმით): - კი, როგორ არა, მხოლოდ პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ კი გახმა და ჩამოცვივდა...

  • ჩემს ცოლს უნდა, რომ თაგვის შხამით მოიწამლოს თავი

აღგზნებული მამაკაცი აფთიაქში შევარდა და პროვიზორს ეუბნება:

ასევე დაგაინტერესებთ
სიყვარულის რეცეპტი - ექიმები ხუმრობენ

- იცით, ჩემს ცოლს უნდა, რომ თაგვის შხამით მოიწამლოს თავი.

- ძალიან ვწუხვარ, - პასუხობს პროვიზორი, - მაგრამ შხამსაწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

- რა შუაშია შხამის საწინააღმდეგო საშუალება? მე თაგვის შხამი მინდა!

  • მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა

ქალი ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. მორიგე ექიმმა გასინჯა პაციენტი და ექთანს, რომელიც ავადმყოფობის ისტორიას ავსებდა, უკარნახა: - მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა. მეექვსე და მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, ჭრილობა თავის არეში... რამდენი წლის ხართ, ქალბატონო? - მიუბრუნდა პაციენტს.

- ოცდაშვიდის.

- და ტვინის შერყევა, - გააგრძელა კარნახი ექიმმა, - მეხსიერების სრული დაკარგვით.

  • ეს ხომ პასტა კი არა, რაღაც შხამია!

აფთიაქში გაბრაზებული ხანშიშესული ქალი შევარდა ყვირილით:

- ეს რა საშინელი კბილის პასტა მომყიდეთ გუშინ?! ეს ხომ პასტა კი არა, რაღაც შხამია!

- თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ქალბატონო? - არც კი აღელვებულა, ისე უპასუხა ფარმაცევტმა, - მაინც ხომ უნდა გადმოაფურთხოთ.

  • რადიკულიტის სამკურნალო საშუალება გთხოვეთ და პლასტირი მომეცით

შეიძლება არ უნდა ვამბობდე, თუმცა, მაინც ისედაც ყველამ იცის, ზოგიერთი სამკურნალო საშუალება ისეა "გათვლილი", რომ აუცილებელი ხდება დამატებით სხვა პრეპარატის შეძენაც. აი, ასე კეთდება ბიზნესი.

მოკლედ, აფთიაქში მამაკაცი შევიდა და ფარმაცევტს უთხრა:

- თქვენ, ალბათ, უკვე აღარც კი გახსოვართ. წინა კვირას რადიკულიტის სამკურნალო საშუალება გთხოვეთ და პლასტირი მომეცით...

- და მერე რა, არ გიშველათ? - ხმა გაუმკაცრდა ფარმაცევტს.

- არა, პირიქით, ძალზე დამეხმარა, მაგრამ ხომ არ გაქვთ რაიმე საშუალება, რითაც ამ პლასტირს მოვიძრობ?

  • მე დაქირავებული ბოევიკი ვიყავი

აფთიაქში ბრგე მამაკაცი შევიდა.

- იცით, პატივცემულო, - მიმართა აფთიაქარს, - მე დაქირავებული ბოევიკი ვიყავი, მთელი ცხოვრება ომებში, სპეცდავალებებსა და ცხელ წერტილებში მაქვს გატარებული. ბოლო დროს შეკვეთები აღარ მაქვს. მეჩვენება, რომ ცხოვრება მეტად უინტერესოა და მგონი, არც ღირს არაფრად. მეშველება რამე?

აფთიაქარი დაფიქრდა. მცირე ხნის შემდეგ სახე გაუნათდა:

- მოდი, ასე მოვიქცეთ, აი, 9 ცალი ასპირინის ტაბლეტი, ესეც - სტრიქნინის აბი. როგორც ხედავთ, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. ახლა ეს ყველაფერი ავურიოთ, მიიღეთ დღის განმავლობაში თითო ცალი და... ჰმ... თუ გაგიმართლებთ, ერთ კვირაში შემოიარეთ.

მყიდველი კმაყოფილი წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ყოფილმა ბოევიკმა აფთიაქის კარი ისევ შეაღო, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ეტყობოდა კმაყოფილი იყო:

- მადლობის სათქმელად გეახელით, ბატონო. თქვენი წყალობით ყოველდღე ისევ ომში მეგონა თავი...

- უცნაურია, - ჩაიბურტყუნა შემცბარმა აფთიაქარმა, - მე ხომ შეცდომით ცხრა ცალი სტრიქნინი და ერთი ცალი ასპირინი მოგეცით!..

  • გვამს კუნთში ვუკეთებთ ამ პრეპარატის

ერთი ცნობილი ფსიქიატრი დაბრუნდა დიდი ფარმაცევტული გამოფენიდან და კოლეგას მოუთხრობს:

- წარმოგიდგენია, ამა და ამ ფირმამ სუპერპრეპარატი გამოუშვა!

- მაინც როგორი მოქმედება აქვს?

- გვამს კუნთში ვუკეთებთ ამ პრეპარატის 10-მილილიტრიან ინექციას და შემდეგ შეგიძლია მთელი ორი საათის განმავლობაში ელაპარაკო მას!

- რას მეუბნები, მართლა?

- ჰო, ჰო, თუმცა, იგი პასუხს მაინც არ გაგცემს!..

  • რეცეპტი გაქვთ, ბატონო?

აფთიაქში კლიენტი შევიდა.

- ნახევარი ლიტრი სპირტი მომეცით, გეთაყვა, - მიმართა ფარმაცევტს.

- რეცეპტი გაქვთ, ბატონო?

- როგორ არა, გენაცვალე, ერთი კილო შაქარი, ნახევარი კილო ჭარხალი და ასი გრამი საფუარი...

images-1701861616.jpg

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
ბოლო წლებში თმის ცვენა დამეწყო. თმის ძირების გასაძლიერებელმა სხვადასხვა საშუალებამ და შამპუნებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
სრულად

სამკურნალო წერილები

ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ტროფიკული წყლულები შემთხვევაში დაგეხმარებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

სამყურა სტომატიტს შველის
სამყურა სტომატიტს შველის
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც სტომატიტის დროს დაგეხმარებათ.
სრულად

რა კავშირია რევმატოიდულ ართრიტსა და ფილტვებს შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კავშირია რევმატოიდულ ართრიტსა და ფილტვებს შორის

პროგრესირებასთან ერთად, დაავადებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შინაგან ორგანოებზე, მაგალითად ფილტვებზე.

რევმატოიდულ ართრიტთან დაკავშირებულია ფილტვების ინტერსტიციული დაავადებარომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების საპასუხოდ ფილტვებში პათოლოგიური დანაწიბურების რეაქცია იწყება. ალვეოლების ირგვლივ არსებული ქსოვილი ნაწიბურდება, რაც სისხლში ჟანგბადის გადასვლას ართულებს.

რევმატოიდული ართრიტის შედეგად გამოწვეული ფილტვების იტერსტიციული დაავადება ვლინდება დაავადებული პირების 5-10%-ში.

r-3-1673247089.jpg

ალვეოლების ირგვლის ქსოვილების დანაწიბურებას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ქრონიკული მშრალი ხველა;
  • დაღლილობა;
  • სისუსტე;
  • მადის დაქვეითება;
  • წონის კლება

დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტირებას და დროულად მკურნალობის დაწყებას. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას, ჟანგბადით თერაპიას, ხოლო დაავადების მძიმე ფორმის დროს მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

დაავადების მართვა მოიცავს:

  • ცხოვრების წესის შეცვლას - ალერგენებთან კონტაქტის შემცირებას, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას, ისეთი ვარჯიშების შესრულება, რომლებიც ფილტვებს და გულს აძლიერებს, ჭარბწონიან პირებთან სასურველია წონის დაკლება;
  • ნებისმიერი სახის ინფექციების დროულ და სწორ მკურნალობას