/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

რა არის კეფის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

რა არის კეფის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ტკივილი და დაბუჟება კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, იმიტომ, რომ ძნელი გასარკვევია, სინამდვილეში რა გტკივა - თავი თუ კისერი.

თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს. ზოგჯერ კეფის მიდამოში შეხებაც კი მტკივნეულია.

კეფის ტკივილის ძირითადი მიზეზებია

  • ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი). ამ დროს ტკივილი ან დაბუჟება ხშირად ლოკალიზდება კეფის მიდამოსა და კისერში და შესაძლოა გაძლიერდეს თავის მოძრაობისას.
  • კისრის სპონდილოზი - ხერხემლის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლის გასწვრივ მალების სხეულებზე ნისკარტისებური ან წვეტიანი გამონაზარდები (ოსტეოფიტები) ყალიბდება. ზოგი ოსტეოფიტების გაჩენას "მარილების ჩალაგებას" უწოდებს. ეს შეცდომაა, რადგან ოსტეოფიტების ჩამოყალიბება მყესების გაძვლოვანებას უკავშირდება. სპონდილოზი უმეტესად ასაკობრივი ცვლილებების შედეგია (განსაკუთრებით - კისრის მიდამოში). გარდა ამისა, იმ ადამიანებსაც შეიძლება განუვითარდეთ, რომლებიც ნაკლებაქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ და იმ ადამიანებსაც, ვისი საქმიანობაც გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული. კისრის მიდამოს სპონდილოზის სიმპტომებია კეფის მიდამოს, ხშირად - მხრის სარტყლის, თავის უკანა ნაწილის, თვალებისა და ყურების ტკივილი. ტკივილი მაშინაც კი იგრძნობა, როცა თავი უმოძრაოდაა. გარდა ამისა, დამახასიათებელია კისრის მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი მისი მოძრაობის, განსაკუთრებით - თავის მობრუნების დროს. ავადმყოფს უჭირს ძილისათვის მოხერხებული პოზის პოვნა, მას ხშირად აღვიძებს კისრის ტკივილი, რომელიც თავის უხერხული მდებარეობით არის გამოწვეული, რადგან ამ შემთხვევაში ხერხემლის კისრის მიდამოს სახსრებსა და მათ შემაერთებელ ანატომიურ სტრუქტურებს ზედმეტი დატვირთვა ადგება. სპონდილოზისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ტკივილები, თავის მოძრაობის გაძნელება. გამოკვლევა ავლენს კისრის მალების მოძრაობის შეზღუდვას. ხერხემლის სახსრის უკანა მხარეს ხელით დაწოლა ტკივილს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავადმყოფს თავი ოდნავ უკან აქვს გადაწეული.
  • კისრის მიდამოს მიოგელოზი - კუნთების გამკვრივება. მიოგელოზი შეიძლება გამოიწვიოს:
  • ორპირმა ქარმა;
  • უხერხულ პოზაში ხანგრძლივად ყოფნამ;
  • გადამეტებულმა ნერვულმა დაძაბულობამ, სტრესმა.

ხერხემლის კისრის მიდამოს კუნთების მიოგელოზის სიმპტომებია:

  • კეფის მიდამოს ტკივილი და დაბუჟება;
  • მხრების ტკივილი და მათი მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა;
  • თავბრუხვევა;
  • მწვავე ან ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფსიქიკური დაძაბულობა (25-30 წლიდან მოყოლებული, ამ მიზეზით თავის ტკივილის აღმოცენების ალბათობა იმატებს, განსაკუთრებით - ქალებში);

კეფის მიდამოს ნერვის ნევრალგია.

ამ ტიპის ნევრალგიის ძირითად სიმპტომად მიიჩნევა შეტევისმაგვარი ტკივილები კეფის მიდამოში. ტკივილი გადაეცემა კისერსა და ზურგს, ყურს, ქვედა ყბას. თავის მოძრაობის, ტკივილისა და ცემინების დროს ტკივილი მკვეთრად ძლიერდება. ხშირად ავადმყოფი ცდილობს არ გაანძრიოს თავი, რათა ინტენსიური ტკივილის შეტევა არ გამოიწვიოს. თუ კეფის ნერვის ნევრალგია დიდხანს გაგრძელდა, თავს იჩენს თავის მთელი უკანა ნაწილის მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია).კეფის ნერვის ნევრალგიის მიზეზი უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაცივება და ადენოვირუსული დაავადებები (გაციება).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,სახსრების ტკივილს რა ეშველება?მაჯები მტკივა,ხელები,მუხლი,გამივლის მცირე დატვირთვის მერე ისევ მტკივდება,ვსვამდი ასეთ ვიტამინს სახელად imuni tune რავიცი რამე შედეგი არ მქონია,მჭირდა გარდნერელა ვიმკურნალე და შედეგი მაქვს,მაგრამ ამ სახსრებს რა ვუშველო?მსუბუქი სპორტით რომ დავკავდე თუ შეიძლება?მაგალითად სირბილი და სხვა კარდიო ვარჯიშები?გახურების შემთხვევაში აღარ მტკივა მაგრამ მერე ისევ მტკივდება.</p>

კეფის ნერვის ნევრალგიის დროს თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა (თითქოს იმ მიდამოს გლეჯს), გადაეცემა ყურსა და მხარში. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება. შეტევებს შორის ავადმყოფი კეფის მიდამოში განიცდის ზეწოლითი ხასიათის მუდმივ ტკივილს. დათვალიერების დროს შეინიშნება კისრის კუნთების დაძაბულობა და კეფის კანის მომატებული მგრძნობელობა. არტერიულმა ჰიპერტენზიამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება კეფის მიდამოში და განსაკუთრებით შემაწუხებელია დილაობით. კისრის შაკიკს ახასიათებს კეფის მიდამოსა და საფეთქლების მწველი ტკივილი.

ზოგჯერ ასეთი ტკივილი წარბებს ზემოთაც აღინიშნება. ტკივილს შეიძლება ერთვოდეს ქვიშის შეგრძნება თვალებში, ნისლის გაჩენა თვალწინ, ვესტიბულური გამოვლინებები (თავბრუხვევა, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება). კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზით გამოწვეული ვერტებრობაზილარული სინდრომის შემთხვევაში ცალკეული პაციენტები უჩივიან ყურების შუილს, თავის ტკივილს, რომელიც უმთავრესად კეფის მიდამოშია ლოკალიზებული, გარემომცველი საგნების ბრუნვის შეგრძნებას, იშვიათად - საკუთარი სხეულისNგადაქანების შეგრძნებას, თვალწინ "მუქი ფირების" არსებობას.

დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, სლოკინი, სახის გაფითრება, არცთუ იშვიათად შეინიშნება მხედველობის გაორება, სმენის ფუნქციის დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა. იმ პაციენტებში, რომლებსაც ხერხემლის კისრის მიდამოს პათოლოგიები აქვთ, მნიშვნელოვან სიმპტომად მიიჩნევა მოულოდნელი წაქცევა და უმოძრაობა გონის დაუკარგავად სხეულის მობრუნებისა და თავის უკან გადაწევის დროს.

  • ხანგრძლივი კუნთოვანი დაძაბულობა (არასწორად შესრულებული ვარჯიშები). ეგრეთ წოდებული დაძაბულობის თავის ტკივილის დროს ადამიანი კეფისა და შუბლის მიდამოში განიცდის სიმძიმის მუდმივ შეგრძნებას, რომელიც თავის ფიქსირებულ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერების (კითხვის, წერის, მძიმე ფიზიკური დატვირთვის), დაღლილობის, ყურადღების მოკრების, მობილიზებულობის ან მღელვარების დროს ტკივილის შეგრძნებამდე ძლიერდება. დამახასიათებელია თავში არარსებული ქაოსის შეგრძნება, რომელიც თავს ამძიმებს ან აწვება. არცთუ იშვიათად პაციენტები უჩივიან შუბლის ან კეფის მიდამოში უცხო სხეულის არსებობის (ხშირად გაიგონებთ: "თითქოს რაღაც მაქვს თავში"), ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებას. ტკივილი, წესისამებრ, საშუალო ინტენსივობისაა, არამფეთქავი. ჩვეულებრივ, შეინიშნება შუბლის, საფეთქლების, კეფისა და კისრის უკანა ზედაპირის კუნთების მტკივნეულობა. ეს კუნთები დაძაბულია, ზოგიერთ ადგილას კი მტკივნეულად გამკვრივებულიც. კუნთებზე ზეწოლის დროს თავის ტკივილი ძლიერდება, აღმოცენდება თავბრუხვევა, ხმაური თავში, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი თავის ტკივილს ამ ზემოქმედებისგან დამოუკიდებლადაც აღნიშნავს. თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შევზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.
  • გულისრევა და ღებინება ასეთ ტკივილს არ ახასიათებს. ექიმები მის წარმოშობას ხსნიან კუნთების ძლიერი და ხანგრძლივი შეკუმშვებით, რაც ემოციურ დაძაბულობასთან და ყურადღების აუცილებელ კონცენტრირებასთან არის დაკავშირებული. ვის მივმართოთ, როცა კეფის მიდამოში ტკივილი აღმოცენდება? კარდიოლოგს, ტრავმატოლოგს, ნევროლოგს, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტს, მასაჟისტს.

კომენტარები (3)
თამარი
ძალიან მაწუხებს თავის დახრის, დახველების და დაცემინების დროს,ტკივილი კეფის და შუბლის არეში.მუდმივად მაქვს ღებინების შეგრძნება.გადავიღე მრტ და მითხრეს კისრის მალების სპონდილოზი,სპონდილოართროზი,c6 დისკის დორსალური ცირკულარული თიაქარი.გთხოვთ მითხრათ ამ დიაგნოზით შეიძლება დახველების დროს ტკივილის გამოწვევა კეფის არეში.? ასეთ დროს რა უფრო ეფექტურია მასაჟი თუ ფიზიოთერაპია.ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.მეტის გაძლება აღარ შემიძლია.
თარიღი : 17-12-2024
lika falavandishvili
vis mivmartot aset dros rato ar cert
თარიღი : 16-12-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის კეფის ტკივილის გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები