/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

რისი ბრალია ტკაცუნი

რისი ბრალია ტკაცუნი
ყოველი დახრისას მუხლების ტკაცუნი მესმის. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გამოკვლევა ხომ არ არის საჭირო მიზეზის დასადგენად?

მუხლის სახსრის პრობლემებს მრავალი მიზეზი აქვს. პირველ ადგილზეა ტრავმები (მყესების დაჭიმვა ან დაწყვეტა, მენისკი), მაგრამ მუხლთან დაკავშირებული შემთხვევების 80% ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევას უკავშირდება. ყველაფრის თავიდათავია მემკვიდრეობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები, გაცხიმოვნება. ართროზის დიაგნოზი შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა ქალსაც კი დაუსვან.

როცა ყველა ამბოხებულია

ყველაფერი იწყება სახსრის არეში ტკაცუნით სიარულისა და მიხრა-მოხრის თუ ჩაკუზვის დროს. ძილის, ხანგრძლივი ჯდომის, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მუხლები თითქოს მუშაობაზე უარს ამბობენ, მოქმედება აღარ შეუძლიათ. საჭიროა დრო, რათა მათ ამოძრავება შეძლონ. შემდეგ სახსრები ამინდზე რეაგირებას იწყებენ. ამინდის ცვალებადობის შესატყვისად იცვლება მათი მოქმედება. სიცივეში მუხლებში წიწკნის შეგრძნება ჩნდება, სითბოში კი შედარებით მშვიდდება.

მუხლის ფიალების ირგვლივ ჩნდება შესივება, იწყება მტანჯველი ტკივილები.

შეისწავლეთ პრობლემა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგები მუხლის სახსარში პათოლოგიურ ცვლილებებს ხარისხებად ყოფენ. ყველაზე მძიმე (მე-4 ხარისხის) ფორმის დროს სრულიად წყდება კვება, სასახსრე სითხე არ ხვდება სახსარში, ის დეფორმაციას განიცდის. დაავადების I სტადიიდან მეოთხეში გადასვლა რომ არ დავუშვათ, აუცილებელია დროული კომპლექსური გამოკვლევა და მკურნალობა.

ექიმი რევმატოლოგი პაციენტთან საუბრისა და სახსრის გასინჯვის შემდეგ იძლევა აუცილებელ რეკომენდაციებს. ეს არის სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და კოპიუტერული ტომოგრაფია. მან ასევე შეიძლება მოგცეთ მიმართვა ართროსკოპიაზე - ეს არის მცირე ქირურგიული ჩარევა ადგილობრივი ნარკოზით. ამ გამოკვლევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ 1-2 მცირე განაკვეთის საშუალებით სახსარში შეჰყავთ ოპტიკური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ხდება გამოკვლევა (ან მკურნალობა). პროცედურიდან 2 საათის შემდეგ შეიძლება ავადმყოფის სახლში გაშვება. არც ერთ აბს, სამკურნალო კრემსა თუ გელს არ შესწევს უნარი, გააუმჯობესოს სისხლის ნაკადი ან საკვები ნივთიერებით სახსრის მომარაგება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა,სახსრების ტკივილს რა ეშველება?მაჯები მტკივა,ხელები,მუხლი,გამივლის მცირე დატვირთვის მერე ისევ მტკივდება,ვსვამდი ასეთ ვიტამინს სახელად imuni tune რავიცი რამე შედეგი არ მქონია,მჭირდა გარდნერელა ვიმკურნალე და შედეგი მაქვს,მაგრამ ამ სახსრებს რა ვუშველო?მსუბუქი სპორტით რომ დავკავდე თუ შეიძლება?მაგალითად სირბილი და სხვა კარდიო ვარჯიშები?გახურების შემთხვევაში აღარ მტკივა მაგრამ მერე ისევ მტკივდება.</p>

სახსრების დაავადებების დროს ექიმები კომპლექსურ თერაპიას ნიშნავენ.

რით დავიწყოთ?

1. ჩაეწერეთ ცურვის სექციაში. წყალში სახსრები მუშაობს, მაგრამ არ იჭიმება. ძალისმიერი, განსაკუთრებით დარტყმითი დატვირთვა (კალათბურთი, ფრენბურთი) კი უფრო მეტად ახდენს ტკივილის პროვოცირებას.

2. მისდიეთ ტანვარჯიშს. მუხლების ტკივილის დროს აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში, განსაკუთრებით კარგია "მაკრატელა" და "ველოსიპედი".

3. გაიარეთ ფიტოთერაპიის კურსი. ადგილობრივი თერაპიისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი სამკურნალო საცხი, რომელიც შეიცავს ფუტკრის ან გველის შხამს. თუ არ გაქვთ პრობლემა გულის მხრივ ან არ უჩივით წნევის მერყეობას, გაიარეთ ელექტროფორეზის კურსი. ძლიერი ტკივილის დროს სპეციალისტები ნიშნავენ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, ქონდროპროტექტორებს, ალტერნატიული მეთოდებიდან ჰირუდოთერაპია აღიარებული ლიდერია ართროზების მკურნალობაში.

ზედმეტი წონა აღრმავებს პრობლემას. ამიტომ გონივრული იქნება გახდომა. უნდა მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია კალციუმით: რძე, ხაჭო, ყველი, გარგარის ჩირი, ლეღვი, ფინიკი. სვით დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრი წყალი.

ხალხური მედიცინა და კომპიუტერული ტექნოლოგიები

ახალი კომბოსტოს ფოთოლი დაიდეთ სახსარზე ღამით, დააფიქსირეთ სახვევით. ეს ტკივილს ამსუბუქებს, ზოგჯერ სრულიად აქრობს.

თიხით შეფუთვა: თიხა სითბოს დიდხანს ინახავს და ათბობს ავადმყოფ სახსარს, რაც დააცხრობს შესივებას და დაარეგულირებს სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ ზონაში.

რენტგენოკომპიუტერული ტომოგრაფია: რენტგენის სხივები გაივლიან პაციენტის სხეულში, შემდეგ კი ხვდებიან მრიცხველებზე, რომელთა მაჩვენებლებს კომპიუტერულად ამუშავებენ. მიღებულ ტომოგრამებზე კარგად ჩანს ყველა ხრტილი, მენისკი, კუნთის მყესი, გადაბმა, რაც საშუალებას იძლევა, ზუსტად გამოიყოს დაზიანებული ადგილი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა.

ასე რომ, თუ სახსრებში უცნაურ ხმაურს, ტკაცუნს ამჩნევთ, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამ მნიშვნელოვან სიგნალს. გაიარეთ სპეციალისტის კონსულტაცია. დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობით აქტივობას. ყველა ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს, უნდა მოძრაობდეს ყველა სახსარი. ვარჯიში შეიძლება სამკურნალო ფიზკულტურის კაბინეტში, სპორტულ დარბაზში სპეციალისტ-კონსულტანტის მეთვალყურეობით. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ამცირებს დაავადების რისკს.

კომენტარები (5)
nini
ჩემი გოგონა 9 თვის არის და უტკაცუნებს მუხლები,კალცს ვასმევ,მასაჯებიც გავუკთეთ და ზღვის მარილის აბაზანებიც მაგრამ იგივე მდგომარეობა გვაქვს...როგორ მოვიქცეთ
თარიღი : 06-08-2016
qeti
ჩემი შვილი 4 წლისაა და სულ ატკაცუნებს მუხლს . ტკივილით არ სტკივა და როგორ მოვიქცე მირჩიეთ
თარიღი : 11-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რისი ბრალია ტკაცუნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები