რა შეიძლება იყოს ხანგრძლივი მუხლის ტკივილის მიზეზი?

მუხლის ქონიკული ტკივილის სიმპტომებია :
• ხანგრძლივი ტკივილი
• შეშუპება
• მომატებული მგრძნობელობა ერთ ან ორივე მუხლზე
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
• წვის შეგრძნება
მუხლის დროებითი ტკივილი განსხვავდება ქრონიკულისგან. ტრავმის ან რაიმე დაზიანების შემდეგ ის მკურნალობის შედეგად ქრება.
ქრონიკულის შემთხვევაში უფრო კომპლექსურია ყველაფერი.
ქრონიკული მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიმზეზებმა:
• ოსტეოართრიტი - ახასიათებს ტკივილი, ანთება, სასახსრე სტრუქტურების რღვევა, რაც სახსრების გადაგვარებით არის გამოწვეული
• ტენდინიტი - ეს არის მყესის ქსოვილის ანთება. ანთებისას ტკივილი მუხლის წინა არეშია ლოკალიზებული, კიბეებზე ასვლისას ან დახრისას უარესდება
• ბურსიტი - სახსრების ლორწოვანი ნაწილის ანთებაა
• ქონდრომალაცია - კვირისტავის ქონდრომალაცია ხრტილოვანი ქსოვილის დარბილებას იწვევს
• პოდაგრა - ართრიტი, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას დაგროვებით
• ბეიკერის კისტა - სინოვიალური სითხის დაგროვებაა მუხლის უკანა ნაწილში
• რევმატოიდული ართრიტი - ქრონიკული, აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას. შეიძლება სახსრების დეფორმაცია და ძვლის ეროზია გამოიწვიოს
• დისლოკაცია - დისლოცირებული მუხლის, ძირითადად, ტრავმის შედეგია
• მენისკის დაზიანება
ქრონიკული მუხლის ტკივილის განვითარების რისკ-ფაქტორები წარსულში მიღებული დაზიანებები და ტრავმებია, ასევე სხვადასხვა სპორტული ვარჯიში, ასაკი. ამასთანავე, ჭარბი წონაც მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.
მკურნალობა
იქიდან გამომდინარე, რომ ქრონიკულ ტკივილს ბევრი განსხვავებული დაავადება იწვევს, მკურნალობის მეთოდიც მრავალგვარია.
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
• ფიზიოთერაპია
• მედიკამენტები
• ინექცია
• ოპერაცია
ბურსიტი ქრონიკული მუხლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მისი მკურნალობისას გასათვალისწინებელია შემდეგი რჩევები:
• დაიდეთ ყინული 15 წუთის განმავლობაში, საათში ერთხელ, 3-4 საათის განმავლობაში. ყინული პირდაპირ მუხლზე არ წაისვათ - მუხლზე ბამბის პირსახოცი დაიფარეთ.
• ასევე, უნდა ატაროთ სუპინატორიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს ნაკლებად დატვირთავს.
• ერიდეთ გვერდით წოლას, თუ გვერდით დაწვებით, მუხლებს შორის ბალიში დაიდეთ.
• მჯდომარე მდგომარეობა თქვენთვის უკეთესია. თუ ფეხზე გიწევთ დგომა, ეცადეთ წონა თანაბრად გაანაწილოთ ორივე ფეხზე.
• ჭარბი წონის შემთხვევაში, დაიკელით.
იმისათვის, რომ მუხლის ტკივილი აიცილოთ თავიდან, აუცილებელია, ვარჯიშის წინ კარგად გახურდეთ, სასარგებლოა ცურვა, ველოსიპედით სეირნობა და ფეხით სიარული.