/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ორსულობა კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ

ორსულობა კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ
ბევრისთვის ცნობილი პრეპარატი, იარინა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივია, რომელსაც თანამედროვე ქალები

იყენებენ და ენდობიან, რადგან, მედიკოსების განცხადებით, მისი სწორი გამოყენებით არასასურველი ორსულობისგან 100%-იანი დაცვაა შესაძლებელი.

როგორ მოქმედებს ან არ მოქმედებს აღნიშნული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი შესაძლებელ და შემდგომში სასურველ ორსულობაზე? შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი ორსულობა ისეთი კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ, როგორიცაა იარინა?

მედიკოსების პასუხი ცალსახა და უკომპრომისოა: სრულფასოვანი და გაურთულებელი ორსულობა სრულიად შესაძლებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული პირობა და მიღებული ნორმიდან გადახრა. სრულფასოვანი ორსულობა შესაძლებელია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მოხსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც სრულად აღდგება ბუნებრივი და ჩვეული მენსტრუალური ციკლი.

მაგრამ თუ ამ ვადის შემდეგ ვერ ხერხდება დაორსულება, რა უნდა მოიმოქმედოს ქალმა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 16 მაისს მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30-31 დღიანი ციკლი. 31 მაისს უწევდა სავაურაოდდ ოვულაცია, 7 ივნისს მქონდა დაუცველი სექსი და 13 საათში დავლიე ესკაპელი. არის თუარა ალბათობა ორსულობის? საშიში ხომ არიქნება მეორე ესკაპელიც რომ მივიღო, რადგან ესკაპელის მიღების შემდეგ მენსტრუაცია არ დამწყებია</p>

სრულიად ბუნებრივია, რომ ქალს, რომელსაც ბავშვის გაჩენა სურს, ეწყება პანიკა. სასურველ ორსულობას შესაძლებელია შფოთვაც აფერხებდეს. უნაყოფობაზე ფიქრი იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც იარინას სრული შეწყვეტიდან ორი და მეტი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება.

ხშირად პრეპარატ იარინას სრული მოხსნის შემდეგ ზოგიერთ ქალს, შესაძლოა ხანგრძლივი დროის მანძილზე საერთოდ აღარ ჰქონდეს მენსტრუალური ციკლი (ამენორეა). ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში სასურველი ორსულობა ნორმალური მენსტრუალური ციკლის აღდგენამდე არ დადგება. ამიტომ ამგვარი პრობლემის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც გამოავლენს ხანგრძლივი და მდგრადი ამენორეის მიზეზს.

არსებობს მოსაზრება, რომ იარინას ხანგრძლივი დროით უწყვეტად მიღებით ქალის ორგანიზმი შეიძლება უბრალოდ მიეჩვიოს ჰორმონების გარედან მიწოდებას და საკუთარი ჰორმონების გამომუშავება თანდათანობით დაუქვეითდეს, რასაც რეპროდუქციული სისტემის ნორმალური მუშაობის სრულად დათრგუნვა მოჰყვება.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად ყველა კონტრაცეპტივის ერთი წლის მანძილზე მიღებისას აუცილებელია სამთვიანი შესვენება იმისთვის, რომ ორგანიზმი, მისი რეპროდუქციული სისტემა, სრულფასოვნად აღდგეს. თუ ამ წესს მიზეზთა გამო ვერ დაიცავს ქალი, სავსებით შესაძლებელია, რომ პრეპარატის მოხსნის შემდეგ სასურველი ორსულობა მართლაც დიდი ხნის განმავლობაში არ დადგეს.

გასათვალისწინებელია ქალის ასაკიც. დამტკიცებულია, რომ 30 წლის შემდეგ ქალის დაორსულების რეალური შანსები მნიშვნელოვნად მცირდება. სწორედ ამიტომ ასაკოვანი ქალების ორგანიზმის აღდგენის პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს და ასეთ დროს, ორალური კონტრაცეპტივების მოხსნის შემდეგ, აღსადგენად საჭიროა არა ორი თვე, არამედ რამდენიმე წელი. სწორედ ეს დრო სჭირდება საშუალოსტატისტიკურ 30 წლის ქალს რეპროდუქციული ფუნქციების სრული და სრულფასოვანი აღდგენისთვის.

ზოგჯერ ორსულობა დგება იარინას მიღების მოხსნისთანავე. სრულიად ლოგიკურია, რომ აღნიშნული მიზეზით ქალს შეიძლება გარკვეული შიში და კითხვები ჰქონდეს. ასეთი სწრაფი დაორსულება უსაფრთხოა და ბავშვი ჯანმრთელი იქნება, თუ ქალი კვლავ არ მიიღებს იარინას ან ნაყოფისთვის საშიშ სხვა პრეპარატებს. თუმცა პრაქტიკულად ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობა და ორალური კონტრაცეპტივების მუდმივი მიღება უბრალოდ შეუთავსებელია.

იარინას მსგავს ან სხვა ორალურ კონტრაცეპტივებს ხშირად უნიშნავენ იმ ქალებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ორსულდებიან. ეს ე.წ. რებაუნდ-ეფექტია - როდესაც ექიმები ქალებს ურჩევენ 2-3 თვე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას, შემდეგ კი, ნორმალური მენსტრუალური ციკლის აღსადგენად, იმავე დროით მათ შეწყვეტას. ასეთ დროს დაუყოვნებელი შედეგი მიიღება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორთეზები ორთოპედიული კორსეტი და ბანდაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორთეზები ორთოპედიული კორსეტი და ბანდაჟი

მსგავსი ნაწარმი სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის იქმნება. ორთეზებია: კორსეტები, აპარატები, სპეციალური ფეხსაცმელი, საფენები, ღაბაშები და ბანდაჟები. თუ ექიმმა მსგავსი ნაწარმის ტარების რეკომენდაცია მოგცათ, ყველას აჯობებს, დასაწყისშივე კარგად გაერკვეთ იმაში, თუ რა სახისანი არსებობენ, როგორ მოქმედებენ, რა განსხვავებაა მათ შორის და სხეულის რომელი ნაწილისთვისაა შესაფერი.

კორსეტი

ორთოპედიული კორსეტი სამედიცინო ორთოპედიული სარტყელია, დამზადებული ჰაერგამტარი, ელასტიკური ქსოვილისგან, სპეციალური მყარი ჩანართებით და მომჭიმავი ქამრებით, რომელიც გამოიყენება ხერხემლის გამრუდების, დაავადებებისა და ტრავმებისას.

კორსეტის მყარი ჩანართები პლასტმასის ან ლითონის ნაწარმია, სიმყარის მიხედვით განირჩევა ლითონური, რეგულირებადი ხერხემლის ფორმის მიხედვით, რომელიც დამატებით მორგებას საჭიროებს და არარეგულირებადი, დრეკადი, რომელსაც დამატებითი მორგება არ სჭირდება.

კორსეტის ფუნქციებია:

  • ხერხემლის სვეტის სტაბილიზება;
  • ზურგის გრძელი კუნთების ტონუსის დაქვეითებისას ხერხემლის სვეტის ფიზიოლოგიურად სწორ მდგომარეობაში დაფიქსირება;
  • ხერხემლის სხვადასხვა განყოფილებას შორის დატვირთვის გადანაწილება;
  • ხერხემლის სვეტის დეფორმაციის გამოსწორება;
  • ორსულობის პერიოდში ნაყოფის სწორი მდებარეობის შენაჩუნება და ხერხემალზე დატვირთვის თანაბრად გადანაწილება.

კორსეტთა ტიპები

ორთოპედიული კორსეტები განირჩევა სიმყარისა და ხერხემლის განყოფილების მიხედვით.

სიმყარის მიხედვით არსებობს მყარი და ნახევრად მყარი კორსეტები, ხოლო ხერხემლის განყოფილების მიხედვით: გულმკერდ-წელის, წელ-გავის, ცალკე განირჩევა სპეციალური სათბურა ქამარი და პნევმოკორსეტი.

მყარი კორსეტები

მათი ტარების რეკომენდაციას გასცემს ექიმი რეაბილიტოლოგი ტრავმის ან გადატანილი ოპერაციის შემდგომ ადრეულ ეტაპზე, რათა:

  • დაკომპენსირდეს ხერხემლის დაზიანებული სეგმენტის საყრდენი ფუნქცია;
  • თავიდან იქნეს აცილებული მალების მოსალოდნელი დაზიანება;
  • სარეაბილიტაციო პერიოდის შესამცირებლად.

ნახევრად მყარი კორსეტები

გამოყენება რეკომენდებულია:

  • რადიკულიტით, ოსტეოქონდროზით, მალათაშუა დისკების თიაქრით, სპონდილოზით გამოწვეული ზურგის ტკივილისას;
  • მძიმე ფიზიკური შრომის პირობებში ზურგის კუნთების გასამაგრებლად;
  • სპორტული დატვირთვებისას, საჭესთან ხანგრძლივად ყოფნისას ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად.

ამ ტიპის კორსეტები:

  • ხერხემლის წელისა და გავის განყოფილების გარეგან ფიქსაციას უზრუნველყოფენ;
  • ახდენენ ხერხემლის დაზიანებული განყოფილების განტვირთვას;
  • კუნთებს გადაჭარბებული დატვირთვისგან იცავენ;
  • გააჩნიათ მსუბუქად გამოხატული თბური და მიკრომასაჟის ეფექტი.

გულმკერდ-წელის კორსეტი

ფუნქციებია:

  • ამაგრებს გულმკერდის ქვედა და წელ-გავის სეგმენტს;
  • ამცირებს ტკივილს;
  • კუნთებზე დატვირთვას გადაანაწილებს;

გამოყენება რეკომენდებულია:

  • ხერხემლის შესაბამისი სეგმენტის ტრავმის ან ჩატარებული ოპერაციის შემდგომ;
  • ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პროფილატიკისთვის, როგორებიცაა ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები.

წელ-გავის კორსეტი

ფუნქციებია:

  • ამაგრებს წელ-გავის სეგმენტს;
  • აღადგენს და ხელს უწყობს სახსრების მოძრაობას;
  • ამცირებს ტკივილს ზურგში;
  • აქვეითებს ზურგის კუნთების დატვირთვას ინტენსიური ფიზიკური შრომისას;

kors-5-1672138478.jpg

გამოყენება რეკომენდებულია:

  • ხერხემლის შესაბამის სეგმენტზე ტრავმის ან ჩატარებული ოპერაციის შემდგომ;
  • ზურგის ტკივილის კონსერვატიული მკურნალობისას, რომელიც გამოწვეულია რადიკულიტით, მიოზიტით, ოსტეოქონდროზით, მალათაშუა თიაქრით, ოსტეოპოროზით;
  • ტრავმებისა და ზურგის ტკივილის პროფილაქტიკისთვის აქტიური სპორტის მიმდევრებს შორის.

სათბურა ქამარი-კორსეტები

ეს მსუბუქი, თბური ეფექტის მქონე ქამრებია, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია რადიკულიტის, რევმატიზმისა და ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელი ნევროლოგიური მიზეზით გამოწვეული ზურგის ტკივილებისას. მათი დანიშნულება მიკრომასაჟი და მშრალი სითბოთი გათბობაა.

ამგვარი ქამრების დასამზადებლად გამოიყენება ძაღლის, აქლემის ბეწვი და ცხვრის მატყლი.

პნევმოკორსეტი

პნევმოკორსეტის მოქმედება ითვალისწინებს ხერხემლის წელის სეგმენტის ფიქსაციას და მისი მოძრაობის შეზღუდვას, რაც მალათაშუა დაცილებული არეების აღდგენის საშუალებას იძლევა.

კორსეტის ვერტიკალური ღრუების ჰაერით ავსებისას ისინი ფართოვდებიან და ხერხემლისთვის ერთგვარ საყრდენს ქმნიან, რამდენადაც გაფართოება ვერტიკალურია, კორსეტი შევიწროებულ მალათაშუა ხვრელებს აფიქსირებს და ხელახალი დაცილების საშუალებას არ აძლევს.

kors-3-1672138507.jpg

მნიშვნელოვნად ამცირებს ხერხემლის წელის სეგმენტზე დატვირთვას, ადუნებს კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ინერვაციას, შედეგად მცირდება ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელი ტკივილის სინდრომი.

იგი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაცაა, რამდენადაც მისი ფუნქციებია:

  • ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა;
  • სკოლიოზის პროფილაქტიკა;
  • მალათაშუა დისკის თიაქრების პროფილაქტიკა;
  • ფიზიკური დატვირთვებისას მტკივნეული შეგრძნებების შემცირება.

გამოყენება რეკომენდებულია:

  • ნ ტანდეგობის დარღვევისას, სკოლიოზებისას;
  • ნ ოსტეოქონდროზის, სპონდილოზისა და ხერხემლის სხვა დაავადების მკურნალობისას;
  • ნ ტრავმების და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციისას.

როგორ შევარჩიოთ კორსეტი?

არასწორად შერჩეულმა კორსეტმა, შესაძლოა, პრობლემის გაღრმავებას შეუწყოს ხელი, ამიტომ მის შერჩევას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

ზომა – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. კორსეტი მკაცრად, საჭირო ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს და მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სხეულს. გასათვალისწინებელია თეძოს გარშემოწერილობა და წელის ზომა. ტანდეგობის დარღვევისას კორსეტები შეირჩევა ტანსაცმლის ზომის მიხედვით.

kors-2-1672138543.jpg

საჭირო სიმყარე – ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, კორსეტის სიმყარეს განსაზღვრავს დაავადება და მისი მიმდინარეობის ხარისხი, კონკრეტული მოდელი სასურველია შეირჩეს სპეციალისტთან კონსულტაციის და სათანადო კვლევების შემდგომ.

სქესი – არსებობს მამაკაცისა და ქალის ორთოპედიული კორსეტები, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმით და ზომით. ქალები ნუ იღელვებთ იმაზე, რომ კორსეტი ტანსაცმლის ქვეშ გამოჩნდება, ისინი თითქმის შეუმჩნეველია.

კორსეტის ტარების ხანგრძლივობა – შესაძლებელია თუ არა კორსეტის ტარება ყოველდღე? – 24 საათითაც რომ ატაროთ, წელის დაწვრილების და მუცლის გაქრობის იმედი ნუ გექნებათ – ფორმებს მუცლის კუნთების მუშაობა ცვლის.

მუდმივი ტარებით კი გარკვეულ რისკებს შეუქმნით ჯანმრთელობას: გართულებული სუნთქვით და გულის მუშაობით, შინაგანი ორგანოების სისხლისა და ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებით და ეს უარყოფითი, ნეგატიური მოვლენების სრული ჩამონათვალი არ არის, ამიტომ ატარეთ კორსეტი ექიმის დადგენილი დროით.

საზოგადოდ, კორსეტის ტარების მაქსიმალური დრო 10 საათს არ უნდა აღემატებოდეს. საშუალო მაჩვენებელი კი 4-6 საათია. ღამით კორსეტის მოხსნა აუცილებელია.

ნაწარმის გამოყენების რეჟიმი კი ითვალისწინებს 7 დღე ტარებას და ერთდღიან შესვენებას.

ბანდაჟები

ბანდაჟი ორთეზია, რომელიც რბილ ქსოვილს შეიცავს, მას შეგვიძლია ვუწოდოთ სამედიცინო ელასტიკური ბინტი, ნახვევი გულმკერდზე, მენჯზე, სახსრებსა და კიდურების სეგმენტებზე.

ბანდაჟს, ისევე როგორც ორთეზს, შესაძლოა გააჩნდეს შესაკრავები, სამაგრები, ჩანართები, გამაძლიერებელი ელემენტები.

ბანდაჟთა ფორმები

სხეულის თუ რომელი ნაწილისთვისაა განკუთვნილი, არსებობს ბანდაჟის რამდენიმე ფორმა:

აბდომინური ბანდაჟები – იგივე ქამრები და სარტყლები – ეს აბდომინური ფორმაა, რომელიც გამოიყენება შინაგანი ორგანოებისა და მუცლის ღრუს კედლის საფიქსაციოდ, მათ მიეკუთვნება პოსტოპერაციული და თიაქრის ბანდაჟები, რომლებიც გამოიყენება როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომ, რათა თავიდან ავიცილოთ მუცლის ღრუში თიაქრების განვითარება.

მცირე მენჯის ღრუს ბანდაჟები – მათ შორის ყველაზე პოპულარულია მშობიარობამდე და მშობიარობისშემდგომი მოდელები ორსულებისა და მელოგინე ქალებისთვის.

ხერხემლის ბანდაჟები – იგივე კორსეტებია, რომლებიც უკვე გაგაცანით.

ზედა და ქვედა კიდურების ბანდაჟები – ყველაზე მრავალფეროვანი მოდელებია. ისინი თავსდებიან როგორც სხივ-მაჯის, ასევე თითების სახსრებზე. არსებობს მტევნის, მხრის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის სახსართა ბანდაჟები.

მუხლის სახსრის ბანდაჟი – ყველასთვის კარგად ნაცნობი სამუხლეებია.

როგორ შევარჩიოთ?

ბანდაჟის ტარების გადაწყვეტილების მიღება ადვილია, კონკრეტული მოდელის შერჩევა კი – რთული, რამდენადაც მან უნდა უზრუნველყოს შესაფერისი და შესაბამისი ფიქსაცია. კონსტრუქციამ უნდა შეძლოს დაზიანებული სეგმენტის გაუტკივარებაც, მისი განტვირთვა და ტარებისას კომფორტული იყოს.

გასათვალისწინებელია ფიქსაციის ხარისხი და დაზიანებული სეგმენტისთვის საჭირო მხარდამჭერი ეფექტი.

გაითვალისწინეთ!

  • ბანდაჟი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ატარებთ, მოხსნის წამიდან მისი ეფექტი ქრება;
  • რაც უფრო სერიოზულია დაზიანება, მით ძლიერი ფიქსაცია სჭირდება მას. ტრავმებისა და დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია რბილი, სუსტი ფიქსაციის მოდელები, დაზიანების მკურნალობისას კი საშუალო, ნახევრად მყარი, ქრონიკული პრობლემებისა და მწვავე მდგომარეობებისას კი სრული ფიქსაციის ხარისხის მქონე ნაწარმი;
  • არსებობს ე.წ. რეგულირებადი ფიქსაცია – კონსტრუქცია, რომელსაც აღდგენით პროცესში შესაძლებელია მოვუმატოთ ან დავაკლოთ სიმყარის ელემენტები;
  • პროფილაქტიკისთვის ნაწარმი შეგვიძლია დამოუკიდებლად შევარჩიოთ, სამკურნალო და ქრონიკული მდგომარეობისას კი რეკომენდებულია სპეციალისტის დახმარება, რაც შეეხება მწვავე მდგომარეობებს, აქ ორთოპედიული ნაწარმი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა უნდა შეგირჩიოთ;
  • მსუბუქი და სუსტი ფიქსაციის ბანდაჟები გამოიყენება ტრავმებისა და დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ისინი დამზადებულია ელასტიკური ქსოვილისგან და გააჩნიათ მცირე რაოდენობის საყრდენი მექანიზმები, ან სულაც მათ გარეშეა. ისინი მაკომპრესირებლად მოქმედებენ კანსა და კუნთებზე – რბილად აფიქსირებენ სახსარს და ამცირებენ შეშუპებას, ზღუდავენ მკვეთრ მოძრაობებს და ამცირებენ ტკივილს;
  • საშუალო ხარისხის ფიქსაციის მქონე ბანდაჟები გამოირჩევა მყარი მასალით, მათში გაცილებით მეტია მყარი საყრდენი ელემენტები, კონსტრუქცია შესაძლოა შეიცავდეს დრეკად ან მყარ ფირფიტოვან ჩანართებს, რომლებიც სახსრებისთვის მოძრაობის ვექტორს ქმნიან. სხვადასხვა სახის ჩანართები აძლიერებენ ბანდაჟის კომპრესიას და ფიქსაციას, გააჩნიათ მასაჟის ეფექტიც, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და სახსართა კვებას. ამ ტიპის ზოგიერთ მოდელს აქვს თბური ეფექტი, ასეთები დამატებით აუმჯობესებენ სახსრისა და კანის კვებას, მათი შერჩევისას კარგად უნდა დაადგინოთ, რამდენად საჭიროებს დაზიანებული სეგმენტი დამატებით სითბოს;
  • ძლიერი ფიქსაციის ბანდაჟები დამზადებულია მკვრივი და ნაკლებელასტიკური ქსოვილისგან – ზოგჯერ მათ საერთოდ არ აქვთ გაწელვის უნარი, სხვადასხვა მოდელებში გამოიყენება საკმაოდ მყარი დამატებითი ფიქსაციის ელემენტები.

kors-4-1672138650.jpg

რა დროს გვჭირდება ორთოპედიული ბანდაჟი?

მსუბუქი და საშუალო ფიქსაციის ბანდაჟები გამოიყენება სახსრის ამოვარდნის, ღრძობის, კუნთებისა და მყესების დაჭიმვისას, როდესაც სახსარი ყრუდ გვტკივა და ტკივილი არ ქრება. ისინი იცავენ სახსრებს დატვირთვებისას – მაგალითად, პროფესიულ სპორტში, ან იმ შემთხვევაში, თუ უკვე გქონდათ გადატანილი რაიმე ტრავმა და თქვენი სახსარი დაზოგვასა და დაცვას საჭიროებს.

kors-6-1672138670.jpg

ძლიერი ფიქსაციის ბანდაჟები ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა სახსრის დახმარება და მოძრაობათა შეზღუდვა, თუ ეს მოძრაობა ტკივილს იწვევს.

ბანდაჟები საჭიროა როგორც ტრავმით გამოწვეული ტკვილისას, სახსართა დეფორმაციისას, ოპერაციის შემდგომ, კონსერვატიული თერაპიის საზღვრებში, ასევე სხვადასხვა დაავადების: ართროზის, ართრიტის, არასტაბილური სახსრის მკურნალობისას.