/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

რა უნდა ვიცოდეთ სუპინატორების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ სუპინატორების შესახებ
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, ანუ ჩვენი ჩონჩხისა და კუნთების, ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტერფების ბუნებრივ ამორტიზაციულ (დატვირთვის, დარტყმის, წეზოლის შემცირების) უნარზე.

როცა ტერფის აგებულება ირღვევა, მთელი სხეული, უპირველესად კი ხერხემალი, მუდმივად განიცდის დატვირთვის გაზრდილ ზემოქმედებას, რაც დღის განმავლობაში უჩვეულო დაღლისა და სხვადასხვა დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. დღეს კარგად ვართ გათვითცნობიერებული ამ საკითხში და ისიც ვიცით, რომ მსგავს სიტუაციაში სუპინატორი გვეხმარება ტერფის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენასა და სხეულის შემდგომი დეფორმაციის თავიდან აცილებაში.

რა არის სუპინატორი

ტერფის ბიომექანიკასთან დაკავშირებული დაავადებებისა და პრობლემების არიდებისთვის რეკომენდებულია, ფეხსაცმელს ჰქონდეს ჩასაფენი. სუპინატორი ამ ჩასაფენის ის ნაწილია, რომლის დანიშნულებაცაა ტერფის შიგნითა ნაწილის დაჭერა-აწევა. ჩასაფენი და მისი ერთ-ერთი ნაწილი – სუპინატორი – ჩვეულებრივი ფეხსაცმლის ქვედა ნაწილის აუცილებელი კომპონენტებია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად, შეცდომით, სუპინატორს მთლიანად ჩასაფენს უწოდებენ და არა მის ნაწილს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა ჩვეულებრივი სუპინატორისა, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის დამატებით ამორტიზაციას და ტერფის კომფორტს, არსებობს ორთოპედიული სუპინატორი. ორთოპედიული სუპინატორი ტერფს აძლევს სწორ მდებარეობას, ამცირებს მის ტკივილსა და დისკომფორტს. ორთოპედიული სუპინატორი ეფექტურია ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის კორექციისა და პროფილაქტიკისათვის. კონკრეტული პაციენტის საჭიროების მიხედვით ის შესაძლოა მოთავსდეს ჩასაფენის წინა, შუა ან უკანა ნაწილში.

ვისთვის არის რეკომენდებული ორთოპედიული სუპინატორი

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?</p>

სუპინატორიანი ჩასაფენების გამოყენებით შესაძლებელია პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტების მიღება. მათი ტარებისას შესაძლებელია მოძრაობისას სხეულის ამორტიზაცია, ხერხემალსა და სახსრებზე დატვირთვის სწორი გადანაწილება, დეფორმაციების კომპენსირება. სუპინატორები უზრუნველყოფენ ტერფების ნორმალურ მდებარეობას, ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას.

ორთოპედიული სუპინატორი (უფრო ზუსტად, სუპინატორიანი ჩასაფენი) რეკომენდებულია იმ პაციენტთათვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ტერფის ნორმალური ანატომიური აგებულება. ეს შეიძლება იყოს ბრტყელტერფიანობა, ტერფის მაღალი თაღი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის დაზიანება და ტერფის სხვადასხვა პათოლოგია, კიდურების განსხვავებული სიგრძე.

უშუალოდ ტერფის ანატომიის ცვლილების გარდა, ორთოპედიული სუპინატორი ეფექტურია მთელი რიგი მდგომარეობების დროს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
  • ორსულობა;
  • სკოლიოზი;
  • ვენური უკმარისობა;
  • ლიმფოსტაზი;
  • რევმატოლოგიური დაავადებები;
  • დიაბეტური ტერფი;
  • ხერხემლის დეფორმაციები.

ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ არსებობს სუპინატორები ყოველდღიური მოხმარებისთვის. მათ გამოყენებას სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, როცა ადამიანს ხშირად ეღლება ფეხი ან ზედმეტად აქტიური ცხოვრების წესი აქვს. ასეთი სუპინატორების მოთავსება შესაძლებელია ჩვეულებრივ ფეხსაცმელში. არსებული მონაცემების თანახმად, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც ატარებს ჰაერს და თავიდან აგვაცილებს ტერფის არასასიამოვნო სუნს.

სუპინატორთა ნაირსახეობები

როგორც ვხედავთ, სუპინატორები (ჩასაფენები სუპინატორით) სხვადასხვა მდგომარეობის დროს გამოიყენება. განსხვავებული დანიშნულების მიხედვით არსებობს სუპინატორისა და ჩასაფენის ნაირსახეობები.

კონსტრუქციის მიხედვით სუპინატორი შეიძლება იყოს:

  • რბილი (კარკასის გარეშე) – მზადდება საამორტიზაციო მასალებისაგან, მათი დანიშნულებაა სახსრებზე დატვირთვის შემცირება;
  • მაგარი, ხისტი (კარკასიანი) – გამოიყენება ტერფის ფიზიოლოგიური მდებარეობის აღსადგენად, ხერხემლის ქვედა ნაწილისა და ფეხების ტკივილის მოსახსნელად.

ფუნქციის მიხედვით განასხვავებენ პროფილაქტიკურ და მაკორეგირებელ სუპინატორებს (ჩასაფენებს). პროფილაქტიკური სუპინატორები გამოიყენება დაავადების აღმოცენების მაღალი რისკისას ან მის საწყის ეტაპზე, ხოლო მაკორეგირებელი – უკვე არსებული დარღვევებისას. პროფილაქტიკური და მაკორეგირებელი სუპინატორები განსხვავდება კონსტრუქციული აგებულების და გამოყენებული მასალის მიხედვით.

განტვირთვისათვის განკუთვნილი ჩასაფენი უზრუნველყოფს დატვირთვის გადანაწილებას ტერფის პრობლემური ადგილებიდან სხვა წერტილებისაკენ, ამცირებს ტკივილს. ასეთი ჩასაფენი გამოიყენება კოჟრებისა და მტკივნეული წერტილების განტვირთვისთვის. განტვირთვისათვის განკუთვნილი ჩასაფენი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სიხისტის მასალისაგან, ამოფენდეს ტერფის თაღების ადგილს, ჰქონდეს ჩაღრმავებები ტერფის ზეწოლის ადგილებზე.

მაკორეგირებელი ჩასაფენის კონსტრუქციაში გამოყენებულია დამჭერები (ბალიშისებრი შემაღლებები), მაღალი ძირი, პრონატორები (ტერფის გარე ნაწილის ამწევი შემაღლება). მასალა შეირჩევა დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთი ჩასაფენის დანიშნულებაა ტერფის ბიომექანიკური დატვირთვის გათანაბრება, სტრუქტურისა და მდებარეობის გამოსწორება. ასეთი ჩასაფენები გამოიყენება ტერფების ვარუსული და ვალგუსური დეფორმაციების კორექციის, ტერფის თაღის სიგრძივი და განივი თაღების „დაჭერის“, კიდურის დამოკლებისას სიგრძის კომპენსაციის მიზნით.

თანამედროვე სუპინატორები (ჩასაფენები) მზადდება ეკოლოგიური ჰიპოალერგიული მასალებისაგან, რაც თავიდან აგვაცილებს ალერგიას, სოკოს გამრავლებას, ტერფის კანის გაღიზიანებას.

ტერფზე ზემოქმედების მიხედვით პროფილაქტიკურ და საკორექციო ჩასაფენებს სპეციფიკური კონსტრუქცია (აგებულება) აქვთ. ორთოპედიული სუპინატორები „იჭერენ“ ტერფის თაღს, ასწორებენ დეფორმაციას. როცა ტერფის თაღები ნელა ფორმირდება, ინიშნება ჩასაფენი, რომელიც ამ პროცესს უწყობს ხელს. ასეთი ჩასაფენი თაღებს მთლიანად არ ამოფენს, ტერფს მსუბუქად იჭერს, იმეორებს ჯანმრთელი ტერფის ანატომიურ მონახაზს. თაღების „დამჭერი“ ჩასაფენი ნაჩვენებია ტერფების ფუნქციური უკმარისობისას, კომბინირებული, განივი, სიგრძივი ბრტყელტერფიანობისას, ზრდიან ტერფების ამტანობას, ამცირებენ ტკივილს.

განივი ბრტყელტერფიანობის კორექციისათვის განკუთვნილ ჩასაფენს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქუსლის კორექტორი, თითების განმაცალკევებელი. სიგრძივი დეფორმაციისას სუპინატორი უფრო მაღალი უნდა იყოს. ხშირად ასეთ ჩასაფენში დამატებულია სოლი, რაც ზრდის ტერფის დახრის კუთხეს. ვალგუსური დეფორმაციისას გამოსაყენებელ ჩასაფენს აქვს მაგარი კარკასი, დამჭერი, მაღალი ძირი, პრონატორი.

მასალები ჩასაფენისა და სუპინატორისათვის

ჩასაფენი და სუპინატორი შესაძლებელია დამზადდეს მასალის დაწნეხის ან ჩამოსხმის გზით. მასალად კი შეიძლება გამოიყენებოდეს:

  • ლატექსი ან ქაფი;
  • ხაოებიანი ქსოვილი;
  • შალი;
  • ფლისი;
  • სილიკონი;
  • ნატურალური ტყავი;
  • ნუბუკი;
  • მუხა;
  • ტენის მშთანთქმელი ქსოვილი;
  • ბამბის ქსოვილი;
  • მიკრობოჭკო;
  • თერმოპლასტიკი.

ზაფხულში ტენის მშთანთქმელი ქსოვილის ჩასაფენის გამოყენება ჯობს, რაც გადახურებას აგვაცილებს. ზამთრისათვის რეკომენდებულია რბილი სუპინატორები ალუმინის ამრეკლავი შრით. გელისაგან დამზადებული ჩასაფენი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია, რადგანაც ტერფის ფორმას იღებს. პოლიეთილენის, ღრუბლისებრი რეზინის, პოლიმერული მასალების ნაწარმი ექსპლუატაციისას მოხერხებულობით გამოირჩევა.

ორთოპედიული სუპინატორების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ორთოპედიულ ჩასაფენებს (სუპინატორებს) სხვადასხვა სპეციალისტი პაციენტს ურჩევს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქვედა კიდურების ტკივილის ინტენსივობის შესამცირებლად. სუპინატორების წყალობით შესაძებელია დღის განმავლობაში ზურგის, მუხლების, კოჭ-წვივის მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და ტკივილის აღმოცენების არიდება.

ჩასაფენისა და სუპინატორის დადებითი ეფექტებია:

  • ამორტიზაციის გაუმჯობესება, ტერფზე დარტყმითი დატვირთვის შთანთქმა;
  • წნევის სწორი გადანაწილება, სახსრების დატვირთვის შემცირება;
  • სიგრძივი და განივი თაღების „დაჭერა“;
  • ხერხემლის დატვირთვის შემცირება;
  • დასუსტებული იოგების გაძლიერება;
  • ტანდეგობის აღდგენა;
  • მოძრაობისას ტერფის მდებარეობის სტაბილიზაცია.

ასეთი შთამბეჭდავი ჩამონათვალის მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევაში არსებობს პოტენციური არასასურველი ეფექტიც. უპირველეს ყოვლისა, დამზიანებელი შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ჩასაფენი (სუპინატორი), რომლის ზომაც არ არის მორგებული ან არ შეესაბამება ტერფის ინდივიდუალურ თავისებურებებს. სარგებლის ნაცვლად სუპინატორის ზემოქმედება მავნე შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ფეხსაცმლისას ან 8 წლამდე ბავშვისათვის მზა სუპინატორის გამოყენებისას. სტანდარტული, მზა ჩასაფენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული ადამიანისათვის და მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით.

როგორ შევარჩიოთ სუპინატორი

დღეს სპეციალიზებული კლინიკები, აფთიაქები, ორთოპედიული სალონები პროფილაქტიკისთვის და საკორექციოდ ჩასაფენების ფართო ასორტი­მენტს გვთავაზობენ. მზა ნაწარმის შერჩევა დამოკიდებულია არსებულ დაავადებებსა და სუპინატორის დანიშნულებაზე. საზოგადოდ კი რეკომენდებულია:

  • ტერფის უმნიშვნელო დეფორმაციისას, განივი ბრტყელტერფიანობისას უპირატესობა ენიჭება ჩასაფენს, რომელსაც აქვს ამაღლება ქუსლის არეში და ჩასაფენი ტერფის წინა ნაწილისათვის;
  • სიგრძივი ბრტყელტერფიანობისას ჯობს ჩასაფენი სუპინატორით, რომელიც მაღლა სწევს თაღს და საყრდენს ქმნის კუნთებისათვის;
  • ქუსლის ძვლის დეზისას საჭიროა ჩასაფენი, რომელიც აღადგენს ტერფის ამორტიზაციულ თვისებებს და მას დაიცავს დაზიანებისაგან;
  • ტერფების ვალგუსული დეფორმაციისას სუპინატორი უნდა უზრუნველყოფდეს დაზიანებული სეგმენტების დაცვას, ამცირებდეს ხერხემლიას და თავად ტერფის დატვირთვას;
  • ჭარბი წონის მქონე პირებისა და ორსული ქალებისათვის რეკომენდებულია სუპინატორები, რომლებიც ამცირებენ დარტყმით ძალას და არ შეიცავენ მკვრივ ორთოპედიულ ელემენტებს;
  • სამოდელო ფეხსაცმლის მოყვარულებს სახსრების დატვირთვის შემცირებაში დაეხმარებათ ნატურალური ტყავისაგან დამზადებული „ნახევარი“ ჩასაფენები;
  • ტერფის ვალგუსური დეფორმაციისას ოპტიმალურია, ჩასაფენი ინდივიდუალურად დამზადდეს.

მზა ჩასაფენის შეძენისას რეკომენდებულია გამოვიყენოთ ჩასაფენი მაგარი სუპინატორით, შემაღლებებით, რაც ხელს უწყობს დიდ თითებსა და განივ თაღებზე დატვირთვის დაქვეითებას. ასეთი ჩასაფენების გაძლიერებული კარკასი შესაფერისია სპორტული დატვირთვებისათვის.

ჩასაფენი უნდა შეირჩეს ფეხის და არა ფეხსაცმლის ზომის მიხედვით. შეძენიდან პირველი კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მისი ტარება მთელი დღის განმავლობაში, საკმარისია რამდენიმე საათი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია დისკომფორტის გაძლიერების შესაძლებლობა.

როგორ მოვუაროთ ჩასაფენს

სუპინატორი ხანგრძლივად რომ გვემსახუროს, აუცილებელია მისი სათანადო მოვლა. დაუშვებელია რეცხვა მანქანაში და საშრობი მოწყობილობის, აგრესიული სარეცხი საშუალებების გამოყენება. ჰიგიენური დამუშავების წესები დამოკიდებულია საფენში გამოყენებული მასალის ხასიათზე.

  • ნატურალური ტყავის ჩასაფენი უნდა გაიწმინდოს საპნიანი წყლით ან სპირტის წყალხსნარით დასველებული ნაჭრით. სპირტიანი წყალხსნარის მომზადებისას უნდა დავიცვათ პროპორცია – წყლის რაოდენობა 4-ჯერ უნდა აღემატებოდეს სპირტისას. გაწმენდისას ჩასაფენის ზედაპირი არ უნდა გაიჟღინთოს სითხით;
  • ჩასაფენი ყოველ საღამოს უნდა განიავდეს ფეხსაცმლიდან ამოღების შემდეგ;
  • რეზინის, სილიკონის, პოლიმერული მასალების ჩასაფენებს წყალი არ აზიანებს, ამიტომ შესაძლებელია მათი გარეცხვა რბილი სარეცხი საშუალებების გამოყენებით;
  • ქსოვილისზედაპირიანი ჩასაფენი რეგულარულად უნდა გაირეცხოს ხელით და ჰაერზე გაშრეს;
  • არასასიამოვნო სუნის წინააღმდეგ შესაძლებელია ზედა შრის დამუშავება სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით. ასეთი დეზინფექცია დასაშვებია კვირაში 3-4-ჯერ.
კომენტარები (1)
მამუკა
მადლობა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციისთვის!
თარიღი : 25-05-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ სუპინატორების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები