სტეროიდული დერმატიტი სახეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტეროიდული დერმატიტი სახეზე

სტეროიდული დერმატიტი (მას ზოგჯერ პერიორალურ დერმატიტსაც უწოდებენ) სახის კანის ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც ჰორმონული მალამოებისა და კრემების ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენების შედეგად ვითარდება. ძირითადად ვლინდება პირის ღრუს გარშემო და დროთა განმავლობაში შეიძლება გავრცელდეს ლოყებზე, ცხვირსა და შუბლზე. პერიორალური დერმატიტი ძირითადად ახალგაზრდა ქალებს აწუხებთ. მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ უარყოფითად აისახება ემოციურ კეთილდღეობაზე.

სტეროიდული დერმატიტი ის ესთეტიკური პრობლემაა, რომელმაც შეიძლება სოციალური იზოლაცია გამოიწვიოს.

ამ მეტად აქტუალურ და ბევრისათვის მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრება ექიმი დერმატო-ვენეროლოგი დავით შიშნიაშვილი.

ყველასათვის საყვარელ ანსამბლ „შვიდკაცას“ მეორე ტენორს წარდგენა არ სჭირდება. ბატონი დავითი არა მხოლოდ პაციენტებისათვის, მთელი საქართველოსთვის ძვირფასი პიროვნებაა. მისი კაბინეტიდან გამოსული პაციენტები რომ მუდამ ქებით ამკობენ გულისხმიერ და პროფესიონალ ექიმს - ეს არახალია. თუმცა, არ დამავიწყდება ის შემთხვევა და ერთი პაციენტის ემოცია, როცა ბატონი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მომღერალ ექიმთან გასაუბრება-კონსულტაციის შემდეგ - „გამოვედი და იმაზე ვფიქრობ, როგორ ყველაფერი უხდება ამ ბიჭს - ბაბთა-კოსტიუმი და თეთრი ხალათიცო!“

რიგში მომლოდინენიც შეუერთდნენ მაშინ ოვაციებით:

  • „როგორც სცენაზეა თბილი და ტკბილი, ისევე კაბინეტში, ექიმის სავარძელშიო!
  • „მართლა როგორ ახერხებს ეს კაცი მიკროფონიც ეჭიროს და დერმოსკოპიცო!“
  • „დიდებული ექიმი რომ არის, იმიტომაც მღერის დიდებულადო!“
  • „დიდებული კაცი რომ არის და მაგარი ექიმი, იმიტომაც ემღერება მის სულს ასე ლამაზადო!“

ერთი სიტყვით, გულანთებული პაციენტები არ ცხრებოდნენ და მათი დასკვნა-შეხედულებები, „შვიდკაცას“ ლამაზი სიმღერებივით სასიამოვნოდ მოსასმენი იყო!

ბატონი დავით შიშნიაშვილი მართლაც დიდებული პიროვნება, გამორჩეული ექიმი, მომღერალი და საამაყო ქართველია!

- ბატონო დავით, რას გვეტყვით სტეროიდულ დერმატიტზე, რა განაპირობებს ამ პრობლემას?

- რეალურად, ეს არის ვითარება, როცა სწრაფი გამოსავალი ქმნის ქრონიკულ პრობლემას!

დღეს, როცა სოციალური ქსელები სავსეა კოსმეტიკური რჩევებითა და „სასწაულმოქმედი მალამოებით“, სულ უფრო ხშირად ვხვდებით პაციენტებს, სახის სიწითლის, გამონაყრის ან ალერგიის სამკურნალოდ თვითნებურად რომ იყენებენ ადგილობრივ სტეროიდულ კრემებს.

პირველი დღეების განმავლობაში შედეგი მართლაც შთამბეჭდავია - კანი იძენს გლუვ იერს, ქრება სიწითლე და წვა. მაგრამ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, ვითარება სრულად საპირისპიროდ იცვლება: კანი თხელდება, ხდება ზემგრძნობიარე, მუდმივად გაღიზიანებული და, რაც ყველაზე საშიშია, პრეპარატზე „დამოკიდებული“.

- რა არის ადგილობრივი სტეროიდები და რას გულისხმობს მათი სწორი გამოყენება?

- სტეროიდული კრემები (გლუკოკორტიკოსტეროიდები) - ჰიდროკორტიზონი, ელოკომი, ადვანტანი, დერმოვეიტი, ტრიდერმი და სხვა, არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ისინი გამოიყენება ისეთი დერმატოზების სამკურნალოდ, როგორებიცაა - ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი და სხვადასხვა ტიპის ალერგიული გამონაყარი.

სტეროიდები ეფექტურად ამცირებენ ანთებას, ქავილსა და ერითემას (სიწითლეს), - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინიშნება სწორი ჩვენებით, სწორი დოზით და მკაცრად კონტროლდება ექიმის მიერ.

- როდის ხდება მკურნალობა საზიანო?

- არასწორი მკურნალობა ხშირად საზიანო ხდება! ბოლო წლებში, სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა სტეროიდულ კრემებს კანის გასათეთრებლად ან ტექსტურის „გასაუმჯობესებლად“ იყენებენ. ეს არასწორი პრაქტიკა იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს სახის კანზე, კერძოდ:

  • კანის ატროფიასა და გათხელებას (კარგავს ელასტიკურობას და დამცავ ფუნქციას);
  • ტელეანგიექტაზიებს (კაპილარების გაფართოება, რაც მუდმივ სიწითლეს იწვევს);
  • სტეროიდულ აკნეს და როზაცეას მსგავს პერიორალურ დერმატიტს;
  • კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის დარღვევას;
  • დაბოლოს, ადგილობრივ სტეროიდულ დამოკიდებულებას (TSA), როცა კანი კარგავს დამოუკიდებლად აღდგენის უნარს.

Topical Steroid Addiction (TSA) - თანამედროვე გამოწვევაა დერმატოლოგიაში. მსოფლიო დერმატოლოგიურ ლიტერატურაში კარგად არის აღწერილი ტერმინი Topical Steroid Addiction (ადგილობრივი სტეროიდული დამოკიდებულება). ეს არის მდგომარეობა, როცა კანის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება (ე.წ. rebound effect) მალამოს მოულოდნელად შეწყვეტისთანავე. შეშინებული პაციენტი, გაუარესების შიშით, კვლავ უბრუნდება პრეპარატს, რაც ქმნის დამოკიდებულებისა და დაზიანების მანკიერ ციკლს.

ამ დროს კანი მუდმივად იწვის, წითლდება, იფრცქვნება და რეაქციას იძლევა თითქმის ყველა კოსმეტიკურ საშუალებაზე, ზოგჯერ კი - „კანი მეწვის ჰაერზეც კი“ ეს არის სტეროიდული დაზიანების ტიპური და დრამატული აღწერა..

- რას მოიცავს ასეთ დროს მკურნალობის სტრატეგია?

- მკურნალობა, უპირველესად, ექიმისა და პაციენტის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

სტეროიდული კრემები საჭირო პრეპარატებია, მაგრამ მათი დანიშნულება არ არის გრძელვადიანი „კოსმეტიკური“ ეფექტი. მკურნალობის შეწყვეტა აუცილებლად უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ე.წ. პოსტეპიკური რეჟიმით, ექიმის მეთვალყურეობით. სტეროიდის ჩანაცვლება ხდება ალტერნატიული, რბილი საშუალებებით, რომლებიც აღადგენენ კანის ბარიერს (ემოლიენტები, პრობიოტიკური კრემები) და საჭიროებისამებრ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (ტაკროლიმუსი, პიმეკროლიმუსი).

ექიმის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ პაციენტის განათლება - აუხსნას მას, რომ სტეროიდი არის წამალი და არა კოსმეტიკური საშუალება, და რომ მისი ბოროტად გამოყენება საბოლოოდ აზიანებს იმავე კანს, რომლის გალამაზებაც სურს.

პრევენცია იწყება ინფორმირებით. ადგილობრივი სტეროიდული კრემები არ არის კანის მტერი, მაგრამ მათი არასწორი და უკონტროლო გამოყენება შეიძლება გახდეს დიდი დერმატოლოგიური პრობლემის საფუძველი.

ინფორმირებული და ფრთხილი დამოკიდებულება - როგორც ექიმის სწორი მიდგომით, ისე პაციენტის მიერ დისციპლინის დაცვით - ერთადერთი გზაა ამ უხილავი ტრაგედიის ასარიდებლად, ტრაგედიისა, რომელიც ხშირად ერთი „უდანაშაულო“ მალამოთი იწყება.