კიდევ ერთხელ მუნის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ მუნის შესახებ

რამ განაპირობა მუნის გავრცელება ბოლო პერიოდში, რა არის ამის მიზეზი, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ კლინიკების - „მედი-მედის“, „მედისონისა“ და „მედკოს“ დერმატო-ვენეროლოგს, ელისო ბრეგაძეს.

ქალბატონი ელისო დიდი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, გულისხმიერებითა და გულითადი დამოკიდებულებით გამორჩეული პროფესიონალია. სწორედ ამის გამო ის პაციენტებს განსაკუთრებულად უყვართ.

- ქალბატონო ელისო, როგორ ფიქრობთ, რა არის ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევათა მატების მიზეზი?

  • მინდა გითხრათ, რომ მუნი ყოველთვის არაა გამოწვეული ჰიგიენის წესების უგულებელყოფა-დაუცველობითა და ანტისანიტარიით, რასთანაც ის, ჩვეულებრივ, ასოცირდება. ეს პარაზიტული დაავადება მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა და შესაძლოა მარტივად, ხელის ჩამორთმევითაც კი გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს. მათ შორის იმასაც, ვინც ზედმიწევნით იცავს ჰიგიენის წესებს და, ასე ვთქვათ, სისუფთავის მოყვარულია. არც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს.

მუნი შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებთან, მოზრდილებსა და მოხუცებთანაც კი. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებთან, რომლებსაც ბევრ ხალხთან აქვთ შეხება, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სადაც, ჩვეულებრივ, უფრო მეტია ხალხის თავყრილობა.

ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით გეტყვით, რომ 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის პერიოდში, როდესაც დედაქალაქს დევნილთა დიდი ტალღა მოაწყდა, პრაქტიკულად არ წყდებოდა მუნით დაავადებულთა რიგები. ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევათა მატებას მე მაინც მიგრანტთა გაზრდილ ნაკადებს ვუკავშირებ.

- განვუმარტოთ მკითხველს, რა იწვევს მუნს და რა სიმპტომებით უნდა იეჭვოს ეს დაავადება ადამიანმა?

  • მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა - Acarus scabiei (Sarcoptes hominis). განასხვავებენ დაინფიცირების პირდაპირ და არაპირდაპირ გზას.

პირდაპირი დაინფიცირების დროს გამომწვევი პირდაპირ გადაეცემა ჯანმრთელ პირს დაავადებული ადამიანიდან, ხოლო არაპირდაპირი გზა გულისხმობს გამომწვევის გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთების, თეთრეულის, დასაბანი ღრუბლის, პირსახოცის საშუალებით. შესაძლებელია რბილი სათამაშოთიც.

საინკუბაციო პერიოდი შეადგენს ორ კვირას და მეტს. ძირითადი კლინიკური სიმპტომია ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამის საათებში და სითბოში. გამონაყარიდან აღსანიშნავია წყვილ-წყვილად დალაგებული წვრილი პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი. ასევე კანზე შეიმჩნევა ნაკაწრები, რომლებიც ტკიპის სავალ გზებს წარმოადგენს.

- რას ეფუძნება დაავადების დიაგნოსტიკა?

  • დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკური სურათის შეფასებას, ანამნეზის შეკრებას და ასევე იმ ფაქტს, თუ ოჯახში რამდენიმე წევრია დაინფიცირებული და თანაც ქავილი აღენიშნებათ; საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევა, კერძოდ, კანიდან ანაფხეკის ანალიზი მუნის ტკიპის აღმოსაჩენად.

- როგორ მკურნალობთ მუნს?

  • მკურნალობა ხდება ანტიპარაზიტული საშუალებებით გარკვეული სპეციალური სქემის მიხედვით.

- რა სახის გართულებებს იწვევს მუნი?

  • არანამკურნალები მუნი შეიძლება მეორეული დაინფიცირების წყარო გახდეს. ამ დროს ის შეიძლება გართულდეს ისეთი დაავადებით, როგორიცაა პიოდერმია (ჩირქმბადი მიკროორგანიზმებით გამოწვეული კანის ინფექციური დაავადება).

- როგორც დერმატოლოგი, რას ურჩევთ მკითხველს?

  • მკითხველს ვურჩევ, კანზე ნებისმიერი გამონაყარისა და ქავილის შემთხვევაში, მიმართონ სპეციალისტს, დაიცვან ჰიგიენის წესები და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.