/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რატომ არის აუცილებელი ხანდაზმულთა და მოხუცთათვის დღის რეჟიმი

საბედნიეროდ, მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათან იზრდება. ამის გამო გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა 65 წლისა და მასზე მეტი ასაკის პირთა ჯანმრთელობას. თითქოს უცნაურია ხანდაზმულთა და მოხუცთა დღის რეჟიმზე საუბარი მაშინ, როცა აღარც კარიერული წინსვლა და აღარც პროფესიული მიღწევებია მოსალოდნელი და არა მარტო შვილები, ხშირ შემთხვევაში, შვილიშვილებიც დიდები არიან?! მედიცინა არ ეთანხმება საკითხის ასეთი კუთხით განხილვას და საამისოდ არაერთი მყარი არგუმენტი არსებობს.

ხანდაზმულ და მოხუც ადამიანს ხშირად აწუხებს უძილობა, ცუდი მადა, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად სეირნობა, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება. ეს ყველაფერი თანდათან შეუქცევლად აზიანებს ჯანმრთელობას. საიდუმლო არ არის, რომ ხშირად, ასაკის მატებასთან ერთად, ქვეითდება მეხსიერება, რაც ართულებს ექიმების დანიშნული მედიკამენტების სწორ მიღებას და ზრდის დოზის შემცირებისა თუ მისი გადაჭარბების რისკს. თუ ასეთ დროს ხანდაზმული ან მოხუცი ადამიანის ყოველდღიური აქტივობა გარკვეულ ჩარჩოში არ მოექცა, დიდია სტრესის, მომატებული ნერვიულობის რისკი, ხშირად აღმოცენდება წყენის, მარტოობის გრძნობა, იძაბება ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან, რთულდება ორიენტაცია დროსა და გარემოში. ასაკთან ერთად მცირდება ყოველდღიური აქტიურობის სურვილი, რეჟიმი კი ადამიანს გარკვეული ქმედებების პერმანენტულ შესრულებას აიძულებს, პასუხისმგებლობას აკისრებს და ამით ცხოვრებისა და სიცოცხლის მოტივაციას უქმნის.

ხანდაზმულთა და მოხუცთა რეჟიმი

რას გულისხმობს დღის რეჟიმი ხანდაზმულთა და მოხუცთათვის, როცა ადამიანთა დიდ ნაწილს პროფესიული საქმიანობა ამ პერიოდისათვის უკვე შეწყვეტილი აქვს? დღის რეჟიმი მრავალ მომენტს ითვალისწინებს, მათ შორის მნიშვნელოვანია:

  • ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა;
  • რეგულარული და ბალანსირებული კვება;
  • ყოველდღიური სეირნობა;
  • რეგულარული ჰიგიენური პროცედურები;
  • მედიკამენტების მიღების კონტროლი;
  • ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში (რასაკვირველია, პაციენტის ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით);
  • დასვენება – ურთიერთობა, კითხვა, მუსიკის მოსმენა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დღის რეჟიმი სწორედ ჩამოთვლილი საქმიანობის მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს შესრულებაა.

რა მნიშვნელობა აქვს ჩვეულ საქმიანობას

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

დადგენილია, რომ ყოველდღიური ჩვეული საქმიანობა ამცირებს სტრესს. ჩვეულ საქმიანობაში იგულისხმება ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელი ყოველდღიური ერთგვაროვანი ქმედება. ეს გარკვეულად აწესრიგებს ცხოვრებას, ქმნის მიზანს და აადვილებს მედიკამენტების, საკვების, საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას. ყოველდღიური რეგულარული საქმიანობის მაგალითებია დილით დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ადგომა, დილის ჰიგიენა – პირის დაბანა, კბილების გახეხვა, თმის დავარცხნა, საუზმე, მედიკამენტების მიღება. მედიკოსები მიუთითებენ ყოველდღიური ჩვეული საქმიანობის სამ მნიშვნელოვან ეფექტს:

  • სტრესისა და შფოთვის შემცირებას – როცა მოხუცმა ადამიანმა იცის როდის რა უნდა აკეთოს, სტრესი მცირდება. ჩვეული საქმიანობის განმეორება თანდათან ქმნის “სხეულის მეხსიერებას” – ადამიანი აღარ ფიქრობს, რას აკეთებს, რადგანაც ქმედებები ჩვეულია.
  • უსაფრთხობის შეგრძნებას – მოხუცს არ უყვარს “სიურპრიზები”, ამიტომ ყოველდღიური რეგულარული საქმიანობა მას დაცულობის შეგრძნებას ანიჭებს.
  • ძილის გაუმჯობესება – აღიარებულია, რომ ყოველდღიური საქმიანობა აუცილებელია ნორმალური ძილისათვის.

დავეხმაროთ მოხუცებს!

ზემოთ აღწერილი საქმიანობა ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანისათვის საკმაოდ ადვილია, მოხუცისთვის კი ხშირად დიდი დატვირთვაა. მოზარდისაგან განსხვავებით, მოხუცისათვის რეჟიმის დასაცავად ნამდვილად არ არის საკმარისი თვალსაჩინო ადგილზე ლამაზად დაწერილი განრიგის გამოკვრა. აუცილებელია ოჯახის წევრთა ძალისხმევა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ქმედებები მოხუცი ადამიანისათვის დაუძლეველ ამოცანად არ იქცეს.

უსაფრთხო საძინებელი

მაინც რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს საძინებელი? ჯანმრთელი და ახალგაზრდა ადამიანისათვის, ალბათ, არავითარს, ხანშიშესულთა და მოხუცთათვის კი ძალზე მნიშვნელოვანია საწოლიდან ტუალეტამდე გზა თავისუფალი იყოს ყოველგვარი ბარიერისაგან - ამ ადგილას არ უნდა იყოს ხალიჩა, ან ისე უნდა ემაგრებოდეს იატაკს, რომ არ სრიალებდეს, საწოლიდან ამდგარმა ადამიანმა მას ფეხი არ გამოსდოს და არ დაეცეს. ამავე მიზეზით დაუშვებელია, საწოლიდან ამდგარ ადამიანს გზად ელექტროხელსაწყოს სადენები ეღობებოდეს. საყურადღებოა საწოლთან ჩუსტების მდებარეობაც - ადგომისას მათი ჩაცმა ადვილი უნდა იყოს. სასურველია, საწოლთან იყოს ადვილად ასანთები სინათლის წყარო.

მსგავსი გაფრთხილებების მიზეზი მარტივია – დაცემით გამოწვეული მოტეხილობა და მასთან დაკავშირებული გართულებები ხანშიშესულთა მნიშვნელოვანი პრობლემაა.

დაცემის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საწოლიდან ნელი წამოდგომა. პაციენტი რამდენიმე წამით საწოლზე უნდა იჯდეს და მხოლოდ შემდეგ წამოდგეს, რომ აირიდოს თავბრუხვევა და წონასწორობის დარღვევა.

ჩავიცვათ ადვილად

თუ ხანდაზმულ ადამიანს დარღვეული აქვს მოძრაობა (მაგალითად, გადატანილი ინსულტის ან პარკინსონის დაავადების გამო), მას გაუჭირდება ტანსაცმლის ჩაცმა და გამოცვლა. ასეთ შემთხვევაში სასურველია, ტანსაცმელს შესაკრავები წინა ზედაპირზე ჰქონდეს, ფეხსაცმელი კი უთასმო იყოს.

სამზარეულო

სამზარეულოში მოხუცისთვის აუცილებელი ჭურჭელი და საკვები პროდუქტი ადვილად მისაწვდომ სიმაღლეზე უნდა იყოს მოთავსებული. საძინებლის მსგავსად, სამზარეულოშიც დაუშვებელია იატაკზე რაიმე ბარიერის (ხალიჩა, სადენი) არსებობა.

მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!

მოხუცთა და ხანდაზმულთა მიერ გარკვეული რეჟიმის დაცვა ერთ უმთავრეს მიზანს - აქტიური ცხოვრების შენარჩუნებას ემსახურება. დავიწყებას მიეცა დრო, როცა მოხუცის ხსენებისას სავარძელში უძრავად მჯდარი ადამიანი წარმოგვესახებოდა. დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყველა ასაკის ადამიანს მისი შესაძლებლობის შესაბამისი ფუნქცია, მოვალეობა და ცხოვრების რეჟიმი უნდა ჰქონდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ინდიგო-ბავშვები
ინდიგო-ბავშვები
ეს უნიკუმები ორი წლიდან იწყებენ კითხვას, ხუთი წლისანი რთულ კომპიუტერულ პროგრამებს ადგენენ, ხოლო თორმეტი წლისანი უნივერსიტეტს ამთავრებენ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რატომ არის აუცილებელი ხანდაზმულთა და მოხუცთათვის დღის რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები