/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

როგორ ვმართოთ ფსორიაზი

როგორ ვმართოთ ფსორიაზი
თანამედროვე სტატისტიკით, ფსორიაზი აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 2-5%-ს.

რა არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება ის?

ფსორიაზი არის კანის არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც გრძელდება წლების განმავლობაში და თან ახლავს მონაცვლეობითი რეციდივები (დაავადების გამწვავება-განახლების პერიოდები) და რემისიები.

გამწვავების დროზე დამოკიდებულებით, განასხვავებენ დაავადების ორ ფორმას: „ზამთრის“ და „ზაფხულის“.

ყველაზე გავრცელებულია „ზამთრის“ ფორმა, გვხვდება პაციენტების დაახლოებით 80%-თან. გამწვავებას იწვევს არა სიცივე, არამედ ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა. დიაგნოზი ეფუძნება, როგორც წესი, პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე ულტრაიისფერი გამოსხივების დადებითად ზემოქმედებას. პაციენტების დაახლოებით 10%-ს აწუხებს ფსორიაზის „ზაფხულის“ ფორმა, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება, პირიქით, გამწვავების პროვოცირებას ახდენს. და კიდევ, პაციენტების დაახლოებით 10%-ს აღენიშნება შერეული ფორმა. ფოტოთერაპიის მეთოდი ულტრაიისფერი სინათლის გამოყენებით გამოიყენება მხოლოდ „ზამთრის“ ფორმებისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსორიაზს ასევე უწოდებენ „აქერცვლად ლიქენს“ და ეს სახელი ზუსტად ასახავს კანში მიმდინარე პროცესებს. ფსორიაზის დროს კანის ზედა ფენა ჩვეულებრივზე ბევრად სწრაფად კვდება და ჩამოიფცქვნება. თუ ნორმალურ კანში ეპიდერმული შრის უჯრედების გაყოფისა და მომწიფების ციკლი მოიცავს 24-25 დღეს, ფსორიაზის დროს ეს პროცესი მცირდება 4-5 დღემდე. შედეგად, ეპიდერმისის უჯრედები ერთმანეთს ეწებება, ქმნის მოვარდისფრო-წითელი შეფერილობის გამკვრივებულ მრგვალ გამონაყარს (კვანძები ან პაპულები), რომლის ზედაპირი დაფარულია ვერცხლისფერ-თეთრი ქერცლებით. ეს უკანასკნელი ადვილად იქერცლება (ჩამოიფცქვნება) გახეხვა-ფხეკისას. შემდგომში, პერიფერიული ზრდის გამო, კანის დაზიანებები სწრაფად იზრდებიან ზომაში და ერწყმიან უცნაური მოხაზულობის კერებად, იგივე ქერცლებად (ფირფიტებად).

ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება იყოს შეზღუდული რაოდენობით, უფრო ხშირად გვხვდება იდაყვის და მუხლის სახსრების გამშლელ (ექსტენსორულ) ზედაპირზე ან ფარავს კანის დიდ ზედაპირს, მათ შორის სახის, თავის თმიანი ნაწილისა და ფრჩხილების ჩართვით. ფსორიაზით დაავადებული პაციენტების 50%-ს აღენიშნება ფრჩხილის დისტროფია. უფრო ხშირად ზიანდება ხელის ფრჩხილები, ვიდრე ფეხის.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

ზოგიერთ პაციენტთან დაავადება მწვავედ მიმდინარეობს, ზოგიერთს კი ფსორიაზული გამონაყარი ფეხებისა და იდაყვის კანზე, ეგრეთ წოდებული „მორიგე ბალთები“, წლობით აღენიშნება.

დაავადების მძიმე ფორმების დროს ზიანდება მთელი სხეულის კანი (ერითროდერმია) და პროცესში ერთვება სახსრები. ფსორიაზით დაავადებულთა დაახლოებით 10-15%-ს აწუხებს ფსორიაზული ართრიტი.

გამონაყარს ჩვეულებრივ არ ახლავს ქავილი. შეხორცების შემდეგ მათ ადგილზე ნაწიბურები არ რჩება. თმის ზრდა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.

დაავადების შესწავლაში დიდი წინსვლის მიუხედავად, მისი გამომწვევი მიზეზი, სადღეისოდ, ჯერ კიდევ უცნობია. არსებობს გარკვეული მემკვიდრული წინასწარგანწყობა (მიდრეკილება) ფსორიაზის მიმართ. თანდაყოლილ მიდრეკილებასთან ერთად, საკმაოდ ხშირად, დაავადება იწყება მაპროვოცირებელი ფაქტორების გავლენით.

ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • ინფექციური (სასის, ცხვირ-ხახისა და კუჭ-­ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ჰერპესი და სხვა);
  • ფსიქოგენური (გადაღლა, გადაძაბვა, სტრესი);
  • ტოქსიკური (ალკოჰოლი, მოწევა, ნარკოტიკები, ზოგიერთი მედიკამენტი);
  • მეტაბოლური (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კლიმაქსი და სხვა);
  • ფიზიკური (კანის ტრავმა, გადაცივება, მზის დამწვრობა და ა.შ.).

ფსორიაზის მქონე თითქმის ყველა პაციენტი განიცდის ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. ისინი ზოგჯერ სხვების მხრიდან ზიზღისა და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლიც ხდებიან. ამის გამო ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ კვალიფიციური კონსულტაცია და ხშირად დინამიკური დაკვირვება ფსიქოთერაპევტის ან ნეიროფსიქიატრის მიერ.

ფსორიაზის მიმდინარეობის ეტაპები (სტადიები):

  • I – პროგრესირებადი სტადია – ხასიათდება დიდი რაოდენობით ახალი გამონაყარის გამოჩენით კანზე, განსაკუთრებით კანის მცირე დაზიანებათა გამოვლენით სხეულის ადგილებში (ნაკაწრები, ბზარები, დამწვრობა). ახალი გამონაყარის გაჩენას ხშირად თან ახლავს ქავილი;
  • II – სტაციონარული სტადია – ახალი პაპულები არ ჩნდება, უკვე არსებულთა ირგვლივ წარმოიქმნება ფერმკრთალი დეპიგმენტირებული საზღვარი (ერთგვარი კიდე), ქავილი ქრება;
  • III – რეგრესირებადი სტადია – გამოირჩევა ბალთების (ფოლაქების) გაბრტყელებით, მათი აქერცვლა მცირდება და ისინი თანდათან ქრება.

კვება და დიეტა ფსორიაზის დროს

ფსორიაზის მიმდინარეობის გასაუმჯობესებლად თავის დროზე მრავალი დიეტა შემუშავდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაუძლო დროის გამოცდას და ვერ მიიღო სამეცნიერო დადასტურება. სადღეისოდ, დარწმუნებით შეიძლება იმის განცხადება, რომ ცხიმების, ძმრისა და ცხარე სანელებლების შემცველი საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება ან გაუარესება. მიზანშეწონილია შეიზღუდოს მწნილის, შემწვარი და ცხიმიანი საკვების, ყავის, შოკოლადის, ტკბილეულის, ცომეულის, კონსერვანტებისა და საკვები დანამატების შემცველი პროდუქტების, მალფუჭებადი საკვებისა და ნახევარფაბრიკატების მოხმარება (პაშტეტები, ხორცისა და თევზის სალათები და ა.შ.).

აკრძალულია ასევე, ცხარე, მარილიანი და შებოლილი საკვების ჭამა. ფსორიაზით დაავადებულთა რაციონის 2/3-ი უნდა იყოს ტუტე წარმომქმნელი პროდუქტები და მხოლოდ 1/3-ს უნდა შეადგენდეს მჟავას წარმომქმნელი საკვები. ტუტე წარმომქმნელი პროდუქტებია ხილი და ბოსტნეული, მარწყვის, ჟოლოს, მანგოს, ბანანის, პომიდვრის, კარტოფილის, წიწაკისა და ბადრიჯნის გარდა. ასევე აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ცილოვანი საკვების მიღება (სულ მცირე 100 გ დღეში), მეტწილად რძის და მცენარეული პროდუქტების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლს (განსაკუთრებით ლუდს, შამპანურს და ძლიერ სპირტიან სასმელებს) და ნიკოტინს შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავების პროვოცირება.

კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწეველებთან ფსორიაზის განვითარების რისკი 78%-ით მეტია არამწეველებთან შედარებით, ყოფილ მწეველებთან კი ეს მაჩვენებელი 37%-ია.

ფსორიაზის მკურნალობა

ფსორიაზის მკურნალობის მრავალი განსხვავებული მეთოდი არსებობს (700-ზე მეტი ვარიანტი), რომელიც დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სტადიაზე, პაციენტის ასაკსა და თანმხლებ პათოლოგიაზე. ფსორიაზის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანმხლები დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია, ქოლეცისტიტი, კოლიტი, ჰეპატიტი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პათოლოგიები არ არის ფსორიაზის აღმოცენების მიზეზი, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადების რთული ფორმების განვითარება.

ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება უშუალოდ კანზე წასასმელი პრეპარატები (ადგილობრივი თერაპია) და მედიკამენტები, რომლებიც მიიღება პერორალურად ან ინიშნება ინიექციის სახით (სისტემური თერაპია).

ფსორიაზით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტული მკურნალობა ცხელი კლიმატის მქონე ზღვისპირა კურორტებზე (მაგრამ არა დაავადების „ზაფხულის“ ფორმისთვის). „ზამთრის“ ფორმის მქონე პაციენტებისთვის მიზანშეწონილია სამხრეთში დასვენება შემოდგომის თვეებში. ეს ახანგრძლივებს კლინიკური რემისიის პერიოდს.

ფსორიაზის რეციდივების პრევენცია გულისხმობს არახელსაყრელი და მაპროვოცირებელი ფაქტორების აღმოფხვრას, მაგალითად, სტრესული სიტუაციების, დაზიანებების, ტრავმების და ა.შ.

ფსორიაზის მიმდინარეობის წარმატებით მართვისათვის აუცილებელია ექიმის ყველა რეკომენდაციის მკაცრად შესრულება, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დიეტის დაცვა, არ შეიძლება მკურნალობის რეჟიმის დამოუკიდებლად შეცვლა.

კომენტარები (2)
გამვლელი
ამ დაავადებას დაახლოებით 50 წლის მეტად ეფექტიანად მკურნალობდა ქუთაისში მცხოვრები ქ-ნი სუქია მაღლაფერიძე (ერთი პერიოდი ეს მოხუცი ქალბატონი ციხეშიც რომ აყურყუტეს). ის პაციენტს ჯერ ორგანიზმის შინაგანი გაწმენდისათვის აწვდიდა შესაბამის სითხეს, მერე, - გარედან ქმედებისათვის მალამოს, დაბოლოს, რეკომენდაციებს, თუ როგორ დაეცვა თავი მას მომავალში ამ დაავადებისათვის მავნე ზეგავლენებისგან. საერთოდ, ოფიციალური მედიცინა ჩვენში ა რ ა ს ო დ ე ს ინტერესდებოდა უძველესი ხალხური მედიცინის, მით უფრო იაფი ღირებულების მქონე სამკურნალო საშუალებებით! მეტიც, დღესაც არავინ აქცევს ყურადღებას არათუ ხალხური მკურნალების, არამედ თვით მედიცინის და ბიოქიმის დარგებში მოღვაწე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, დოქტორების მიღწევებს, მაგალითად, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატ ა მ ფ ი ც ე ზ ი ნ ს, რომლის მაღალი ეფექტიანობა IN VITRO ცდებში დადასტურდა საზღვარგარეთის წამყვან კვლევით დაწესებულებში! სამწუხარო ტრადიცია "წარმატებით" გრძელდება... ვასილ ვარაზის, მარიამ მაჩაბლის, აპოლონ ჯინჭარაძის, გაჩეჩილაძის და ქარჭაულის ბედის გახსენებაც კმარა! ჩვენში არც ის იციან, ზოგიერთი მათგანი ნობელის პრემიაზეც რომ იყო წარდგენილი!
თარიღი : 19-10-2024
რატი
რაც არაფერი იცი ტყვილა ნუ ლაპარაკობ და ზაფრავ დაავადებულებს. ბიოლოგიური პრეპარატი არ გსნენია?
თარიღი : 18-10-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვმართოთ ფსორიაზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები