/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

კრიოდესტრუქცია და მისი ეფექტები

კრიოდესტრუქცია და მისი ეფექტები
კრიოდესტრუქცია მცირეინვაზიური მეთოდია, რომელიც გულისხმობს დაბალი ტემპერატურის მეშვეობით კანისა და სხვა ორგანოთა წარმონაქმნების მკურნალობას.

მას სხვაგვარად კრიოკოაგულაციას, მოყინვით მკურნალობასაც უწოდებენ.

აღნიშნული მეთოდი დღეს ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ დერმატოლოგიაში, არამედ ონკოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებშიც.

კრიოდესტრუქციის საინტერესო საკითხებზე, მეთოდის ისტორიასა და ეფექტებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი (პრეზიდენტი), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ონკოლოგი, 2010 წლიდან საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი – ირაკლი ნადირაძე:

– ბატონო ირაკლი, რა მეთოდია კრიოდესტრუქცია?

– წარსულში სიცივე გამოიყენებოდა სისხლდენის შესაჩერებლად, ქსოვილების შეშუპებისას, აგრეთვე ეფექტურ ანესთეზიოლოგიურ საშუალებად ტკივილის დროს და ზოგიერთი ქირურგიული პროცედურის ჩატარებისას. შემდგომში სიცივეს იყენებდნენ ნეიროქირურგიაში პოსტტრავმული ტკივილის საწინააღმდეგოდ, ან თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთისას. 1938 წელს ფეიმ პირველად განახორციელა რა ორგანიზმის ზოგადი გადამეტცივება (ჰიპოთერმია), სხეულის ტემპერატურა 30 გრადუსამდე დასწია. ამ მეთოდს მსოფლიოს ბევრ კლინიკაში იყენებდნენ ავთვისებიან სიმსივნეთა ზრდის შესაჩერებლად.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

ორგანოებსა და ქსოვილებზე სიცივის ზემოქმედების შესახებ სწავლების სწრაფმა განვითარებამ, აგრეთვე ტექნიკურმა პროგრესმა, ხელი შეუწყო მედიცინაში ახალი მიმართულების – კრიობიოლოგიის – შემუშავებას. ეს მეცნიერება შეისწავლის გაყინვის შემდგომ საღი უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების შენარჩუნებისა და გადანერგვის პირობებს, მათ კონსერვაციას, ძლიერი გაცივების მეშვეობით ანაბიოზის მდგომარეობაში გადაყვანის საკითხებს (ანაბიოზი არის ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როდესაც სასიცოცხლო პროცესები, ნივთიერებათა ცვლა და სხვა დროებით შენელებული ან დაქვეითებულია, მაგრამ ხელსაყრელი პირობებისას კვლავ აღდგება).

უჯრედებსა და ქსოვილებზე დაბალი ტემპერატურის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა დადგენილია, რომ გაყინვისას უჯრედების დესტრუქცია განპირობებულია მათი მნიშვნელოვანი დეჰიდრატაციით (გაუწყლოებით) უჯრედული ყინულის წარმოქმნის პროცესში, უჯრედული სტრუქტურების ყინულოვანი კრისტალების ზემოქმედების შედეგად მექანიკური დაზიანებით, უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების დენატურაციით, პროტოპლაზმის დრეკადობის დაკარგვით და გაყინულ ქსოვილში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტით.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო კრიოქირურგიის განვითარებას. კრიოქირურგიული მეთოდი სწრაფად დაინერგა დერმატოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში. ამას ხელს უწყობდა სისხლმდენი ორგანოების უსისხლო გაკვეთის შესაძლებლობა, ოპერაციის ჩატარება გაუტკივარების ეფექტით.

დაახლოებით 50 წლის წინ კრიოდესტრუქციის მეთოდი დაინერგა ონკოლოგიაში საყლაპავი მილის, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ენის სიმსივნეთა სამკურნალოდ.

– რა უპირატესობა აქვს კრიოქირურგიულ მეთოდს მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით?

– კრიოქირურგიის მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:

1) შესაძლებელი ხდება როგორც სხეულის ზედაპირზე, ისე ნებისმიერი ორგანოს სიღრმეში მდებარე პათოლოგიური ქსოვილის მთლიანად დაშლა;

2) კრიოდესტრუქციისადმი დაქვემდებარებულ ღრმად მდებარე ქსოვილებში შეღწევა შეიძლება საღი ქსოვილის მინიმალური ტრავმით წვრილი კრიოქირურგიული იარაღის გამოყენებისას;

3) ცოცხალ ქსოვილზე ლოკალური კრიოქირურგიული ზემოქმედება, როგორც წესი, უმტკივნეულოა და ამიტომ არ საჭიროებს წინასწარ გაუტკივარებას. ეს აიხსნება მგრძნობიარე ბოჭკოების ადრეული „გამორთვით“ გაყინვის დროს;

4) კრიონეკროზის კერას ახასიათებს თავისებური „ბიოლოგიური ინერტულობა“, რაც იწვევს ყველაზე მინიმალურ პერიფოკალურ რეაქციას;

5) ლოკალური გაყინვის ჩატარება შეიძლება ირგვლიმდებარე საღი ქსოვილების დაუზიანებლად. მეთოდის ამ თავისებურების გამო გაყინვა შეიძლება „ფიზიკურ ექსტირპაციად“ მივიჩნიოთ;

6) სიცივის ზემოქმედება იწვევს მცირე არტერიული და ვენური სისხლძარღვების ბლოკადას, რაც ძლიერ ვასკულარიზებულ ორგანოებშიც კი უსისხლო განაკვეთებისა და დესტრუქციის კერების ამოკვეთის თითქმის უსისხლოდ ჩატარების საშუალებას იძლევა. გაყინვის ჰემოსტაზური ეფექტის გამო მეორეული სისხლდენა გამორიცხულია;

7) მსხვილი სისხლძარღვების კედლის მაღალი რეზისტენტობა (გამძლეობა) დაბალი ტემპერატურისადმი, რომლითაც განპირობებულია სისხლის ნორმალური მიმოქცევის აღდგენა მათი მთლიანი გაყინვის შემდეგაც კი, საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ ჩავატაროთ სიმსივნური და ნორმალური ქსოვილების კრიოდესტრუქცია ამ სისხლძარღვებთან უშუალო სიახლოვეს;

8) კრიოდესტრუქციის კერები მალე ხორცდება, არ იწვევს უხეშ ნაწიბურებს და უმეტეს შემთხვევაში კარგ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა.

ვარაუდობენ აგრეთვე, რომ სიმსივნის დაშლა სიცივის მეშვეობით იწვევს იმუნური ფაქტორების აქტივიზაციას, რამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაამუხრუჭოს სიმსივნის შემდგომი განვითარება.

– მეთოდის ნაკლოვანებებსა და გვერდით მოვლენებზე რას გვეტყვით?

– აღსანიშნავია, რომ კრიოდესტრუქციას, დიდ შესაძლებლობებსა და უპირატესობებთან ერთად, ნაკლოვანებებიც აქვს. მათგან ძირითადია ის, რომ ერთჯერადი მოყინვა ყოველთვის არ იწვევს ყველა სიმსივნური უჯრედის დაღუპვას, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება განმეორებითი ჩარევა.

სადღეისოდ, კრიოდესტრუქციას წარმატებით იყენებენ თირკმლის, ტუჩის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ენის სიმსივნეების, ჰემანგიომებისა და სხვა წარმონაქმნების მკურნალობისას. კრიოდესტრუქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპაიისადმი პირველადად მდგრადი სიმსივნეების დროს, სხვადასხვა სიმსივნის რეციდივების შემთხვევებში ჩატარებული ქირურგიული თუ სხივური მკურნალობის შემდეგ.

კრიოდესტრუქციული მკურნალობა გამოიყენება, აგრეთვე, არაოპერაბელური ადგილობრივად გავრცელებული ავთვისებიანი წარმონაქმნების შემთხვევებში (სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის კიბო და სხვა), რომლებსაც თან სდევს ექსკრეციის (ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავებული მავნე ან გამოუყენებელი პროდუქტების გამოყოფის პროცესი) ბუნებრივი გზების ობტურაცია (დახშობა). ამ შემთხვევებში კრიოდესტრუქცია შეუცვლელია, რადგან მისი მეშვეობით შეიძლება რთული ოპერაციის გარეშე ღრუ ორგანოების გამავლობის აღდგენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაყინვისას ტკივილი მცირდება ან სულ ქრება, სისხლდენა წყდება, გარდა ამისა, კრიოზემოქმედება სიმსივნეზე შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს.

ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით შეიძლება დაბეჯითებით აღვნიშნოთ, რომ კრიოდესტრუქციის განვითარება ავთვისებიანი წარმონაქმნების სხვადასხვა ლოკალიზაციის შემთხვევებში ოპერაციული ჩარევის რადიკალურობის ზრდის საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, აუმჯობესებს მკურნალობის შორეულ შედეგებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კრიოდესტრუქცია და მისი ეფექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები