/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დერმატიტი - კანის ზედაპირული შრის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დერმატიტი - კანის ზედაპირული შრის ანთება

ბუშტუკების ფორმირება, სიწითლე და შეშუპება, ხშირად ახლავს გამონადენი, კანის აქერცვლა ან ნაწიბურების ჩამოყალიბება.

დერმატიტი ზოგადი ტერმინია. იგი მოიცავს არაერთ დაავადებას, რომელთაც ახასიათებთ წითელი, ქავილით მიმდინარე გამონაყარი. ზოგჯერ მის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი ეგზემა. დერმატიტის ზოგიერთი ტიპი სხეულის მხოლოდ გარკვეულ უბნებს აზიანებს, ნაწილი კი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ადგილას. შემთხვევების ნაწილში გამომწვევი მიზეზი ცნობილია, ნაწილში კი ვერ ხერხდება ეტიოლოგიური ფაქტორის გამოვლენა. დერმატიტი არის კანის რეაქცია ზედმეტ გამოშრობაზე, მუდმივ ქავილზე, ირიტანტის ან ალერგენის ზემოქმედებაზე. ჩვეულებისამებრ, გამომწვევი კანთან უშუალო კონტაქტშია, თუმცა, ზოგჯერ მიზეზი შინაგანად მიღებული სუბსტანციაა. კანის მუდმივმა ქავილმა (მოფხანამ) და ხშირმა წმენდამ შესაძლოა საბოლოოდ განაპირობოს მისი გასქელება და გაუხეშება.

დერმატიტი შესაძლოა იყოს კანის ხანმოკლე რეაქცია გამაღიზიანებელ ნივთიერებაზე. მსგავს შემთხვევებში სიმპტომები – ქავილი და სიწითლე – მხოლოდ რამდენიმე საათს ან 1-2 დღეს გრძელდება. ქრონიკულ დერმატიტს ახასითებს დროთა განმავლობაში პერსისტირება. ხელები და ფეხები განსაკუთებით მგრძნობიარენი არიან ქრონიკული დერმატიტის მიმართ, რადგან ხელები მუდმივად კონტაქტშია არაერთ უცხო ნივთიერებასთან, ხოლო წინდით და ფეხსაცმლით განპირობებული თბილი, ნესტიანი გარემო ხელსაყრელია სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის.

ქრონიკული დერმატიტი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს კონტაქტური, სოკოვანი ან სხვა ფორმის დერმატიტით. რადგან მას ახასიათებს კანზე ექსკორიაციებისა და ბუშტუკების ფორმირება, შესაძლოა ბაქტერიული ინფექციის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს.

დაავადების გამომწვევ ცნობილ მიზეზებს მიეკუთვნება: გარკვეულ ნივთიერებებთან კონტაქტი, მედიკამენტების ზოგიერთი ჯგუფი, ვარიკოზული ვენები, მუდმივი ქავილი და სოკოვანი ინფექციები.

კონტაქტური დერმატიტი არის კონკრეტული ნივთიერების კანზე უშუალო (პირდაპირი) ზემოქმედებით განპირობებული ანთება. გამონაყარს ახლავს ძლიერი ქავილი, მოიცავს სხეულის გარკვეულ უბანს, დაზიანებას ხშირად მკაფიო საზღვრები აქვს.

ამა თუ იმ ნივთიერებამ კანის ანთება შესაძლოა გამოიწვიოს ორი მექანიზმით – გაღიზიანებით (ირიტაციით – ირიტანტული კონტაქტური დერმატიტი) ან ალერგიით (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი).

ირიტანტული კონტაქტური დერმატიტი, რომელიც კონტაქტური დერმატიტების 80%-ს შეადგენს, ქიმიური ნივთიერებით კანის პირდაპირი დაზიანების შედეგად ვითარდება. სიმპტომებიდან უფრო მეტად გამოხატულია ტკივილი, ვიდრე ქავილი. ჩვეულ ირიტანტებს მიეკუთვნება მჟავები, ტუტეები, გამხსნელები (მაგალითად, როგორიც არის ფრჩხილიდან ლაქის მოსაცილებელი აცეტონი), საპნები და მცენარეები (როგორიც არის პოინსეტია – შობის ყვავილი და წიწაკა). მათგან ზოგიერთი კანის ცვლილებებს რამდენიმე წუთში იწვევს, ნაწილი კი ხანგრძლივ ექსპოზიციას მოითხოვს. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ირიტანტების მიმართ მგრძნობელობით, ძალიან რბილი საპნისა და სარეცხი საშუალების ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამაც კი შეიძლება გარკვეულ ნაწილში კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კანთან შეხებაში მყოფი ნივთიერებით გამოწვეული იმუნური სისტემის რეაქციაა. ზოგჯერ პიროვნების სენსიბილიზაცია ალერგენთან პირველივე კონტაქტისას ხდება, შემთხვევების ნაწილში კი – მისი მრავალი, განმეორებითი ზემოქმედების შემდეგ. სენსიბილიზებული პაციენტის ალერგენთან ხელახალი კონტაქტი იწვევს ქავილსა და გამონაყარს 4-დან 24 საათში, თუმცა, ნაწილში, განსაკუთრებით მოხუცებში, სიმპტომები შესაძლოა 3-4 დღის განმავლობაში არ განვითარდეს.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის გამოწვევა ათასობით ნივთიერებას შეუძლია. ყველაზე გავრცელებულ ალერგენებს მიეკუთვნება სუროს შხამი, ლატექსი, ანტიბიოტიკები, სუნამოები, კონსერვანტები, ზოგიერთი მეტალი (როგორიც არის ნიკელი და კობალტი).

გამონაყარი თავდაპირველად მის თხელ, მგრძნობიარე ადგილებში ვითარდება, შედარებით მოგვიანებით – კანის უფრო სქელ ან სუბსტანციასთან ნაკლებ შეხებაში მყოფ ნაწილებში, რაც შესაძლოა გამონაყარის გავრცელების შთაბეჭდილებას ქმნიდეს. შეხებით კონტაქტური დერმატიტი ადამიანიდან ადამიანზე ან სხეულის ერთი უბნიდან მეორეზე არ გადადის.

სახლის პირობებში სუნამოს, შამპუნის ან სხვა საეჭვო ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში სასარგებლოა ე.წ. გამოყენებითი ტესტი, რაც გულისხმობს სავარაუდო აგენტის აპლიკაციას კონტაქტური დერმატიტის ჩვეული (ორიგინალური) უბნიდან მოშორებულ ადგილას (როგორც წესი, წინამხარზე).

კონტაქტური დერმატიტის პრევენცია შესაძლებელია გამომწვევ ნივთიერებასთან კონტაქტის თავიდან არიდებით, უკვე არსებული კონტაქტის შემთხვევაში კი უნდა მოხდეს კანის დაუყოვნებლივ ჩამობანა წყლითა და საპნით, სასარგებლოა ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარებაც, ასევე – გარკვეული აგენტებით კანზე ბარიერული კრემების გამოყენებით, – მაგალითად, როგორიცაა სუროს შხამი და ეპოქსიდური ფისები – განპირობებული დაზიანებისგან დაცვა. კონტაქტური დერმატიტის პრევენციის მიზნით დესენსიბილიზაცია გამომწვევი ნივთიერების ინექციებით ან ტაბლეტიზებული ფორმით მიღების შემთხვევაში ეფექტს არ იწვევს.

პრობლემის გამომწვევი აგენტის მოცილების გარეშე მკურნალობა შედეგიანი არ არის, მისი ელიმინაციიდან ერთ კვირაში სიწითლე ქრება, ბლისტერებიდან შესაძლებელია განვითარდეს გამონადენი ან დაიფაროს ქერქით, მაგრამ დაზიანებული კანი სწრაფად შრება. ქავილი და გაუხეშება კი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.

ქავილის შესამსუბუქებლად გამოიყენება ადგილობრივი ან პერორალური მედიკამენტები. ფართო დაზიანების შემთხვევაში მიმართავენ ხანმოკლე, გრილი წყლის აბაზანებს, ზოგჯერ კი დიდი ზომის ბლისტერებიდან სითხის დრენირებას ახდენენ.