/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

ვის როგორი მოვლის პროცედურა ესაჭიროება

ვის როგორი მოვლის პროცედურა ესაჭიროება
მოვლის პროცედურები მიმართულია სახის, ხელის, ფეხისა და მუცლის კანის გაწმენდისა და გაახალგაზრ­დავებისაკენ.

პროცედურა გულისხმობს სხვადასხვა სახეობის მასაჟს, ინიექციას, ულტრაბგერით და მექანიკურ ზემოქმედებას, ნიღბებს, პილინგს და მოვლის სხვა კომბინირებულ მეთოდებს. მოვლის პროცედურები ესაჭიროებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, რადგანაც ეს ნებისმიერ ასაკში მიმზიდველობისა და ჯანმრთელი იერსახის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

კანის მოვლის რამდენიმე ძირითადი პროცედურის გამოყოფა შეიძლება:

  • მასაჟი;
  • პილინგი;
  • წმენდა;
  • მეზოროლერი;
  • ინიექციები;
  • აპარატული თერაპია;
  • ნიღბები.

ხელით ან აპარატული მასაჟი კანისა და კუნთების ტონუსის გასაუმჯობესებელია. აპარატული მასაჟი გულისხმობს ულტრაბგერის, ლაზერის, ბაროლაზერის, ჟანგბადისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებას, რაც აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და აახალგაზრდავებს მას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პილინგი – კანის გარქოვანებული და მშრალი ნაწილაკების მოშორების ხარჯზე კანის გაახალგაზრდავებას ითვალისწინებს. პილინგის საშუალებით თანაბრდება სახის ფერი, სწორდება ნაოჭები, შორდება შავი წერტილები. არსებობს როგორც ქიმიური (რომლის დროსაც კანზე ხდება გლიკოლის, ხილის, რეტინიედტრიქლორძმარმჟავას მოქმედება), ისე აპარატული (რომლის დროსაც ხდება მექანიკური, ულტრაბგერითი, ვაკუუმური, ლაზერული) და სხვა ზემოქმედება.

წმენდა – კანის გასუფთავება დაბინძურებისაგან, როგორიცაა ცხიმი, აკნე, მუწუკები, უთანაბრობა და მშრალი ნაწილაკები. პაციენტის პრობლემების მიხედვით წმენდა შეიძლება იყოს დამზოგავი და ღრმა. წმენდისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი მოწყობილობები, ნიღბები, მექანიკური ზემოქმედების ინსტრუმენტები, ქიმიური ნივთიერებები, კრემები და სხვა მეთოდები.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

მეზოროლერი – კანის აღდგენის სტიმულაცია მიკროტრავმების წარმოქმნის ხარჯზე. დერმოროლერის კანზე მოძრაობისას ქმნის მიკროტრავმებს, რაც ორგანიზმს კანის რეგენერაციის დაჩქარების სიგნალს აძლევს.

ინიექცია – კანქვეშ სხვადასხვა სასარგებლო მკვებავი, აღმდგენი, მასტიმულირებელი ნივთიერებების შემცველი კოქტეილების შეყვანა. ინიექციის შემცველობა ინდივიდუალურად განისაზღვრება კანის ტიპისა და პაციენტის პრობლემის გათვალისწინებით.

აპარატული თერაპია – ქსოვილებზე კანის ტონუსისა და აღდგენის მიზნით სხვადასხვა პრინციპით ზემოქმედების აპარატები არსებობს. ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური მოწყობილობები, რომლებიც კანს ჟანგბადით აჯერებენ, ამუშავებენ ლაზერით, ზემოქმედებენ ულტრაბგერით, მიკროდენებით, ვაკუუმით და მექანიკურად.

ნიღბები – გააჩნია აღმდგენი, მკვებავი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები, კანზე გარკვეული დროით უსვამენ კოსმეტიკური ეფექტისთვის და შემდეგ იშორებენ. სხვადასხვა ტიპის კანისა და პრობლემებისთვის ნიღბები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. შემადგენლობის მიხედვით ნიღბები კანზე სხვადასხვა ეფექტს ახდენენ.

25 წლამდე ასაკში, როგორც წესი, კანის მდგომარეობა კარგია: ის ელასტიკური, მკვრივი და გადაჭიმულია. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს პრობლემები: აკნე, პოსტაკნე, მუწუკები, როზაცეა და სხვა.

ახალგაზრდების კანის მოვლის პროცედურები ითვალისწინებს ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას. მთავარი ამოცანა კი ახალგაზრდა კანის კარგ მდგომარეობაში დიდხანს შენარჩუნებაა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დატენიანებას და კანის მზისგან დაცვას.

25-35 წლის ასაკში კანის ასაკობრივი პრობლემები, მაგალითად, აკნე, უფრო იშვიათად გვხვდება. ჰორმონული ფონი ნორმალიზდება, მაგრამ კანი თანდათან უფრო მგრძნობიარე ხდება და იწყება ასაკობრივი ცვლილებების გამოვლენა. უარესდება კანის დამცავი ფუნქცია და აღდგენის უნარი, ქვეითდება ელასტიკურობა და სიმკვრივე.

ამ ასაკში მარტივად შესაძლებელია კანის თვისებების შენარჩუნება ინიექციებით. ექიმმა შეიძლება დანიშნოს მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია ან ბიორეპარაცია.

30 წლისთვის კანზე შეიძლება წარმოიქმნას ნაოჭები. მათ საწინააღმდეგოდ შეიძლება ბოტულინოტოქსინის ინიექციების გამოყენება, რომლებიც ადუნებს კუნთებს, აქვეითებს აქტივობას და ასწორებს კანს.

ამ ასაკში კანის აღსადგენად შეიძლება მიმართოთ სხვადასხვა პროცედურას: ლაზერულს, მიკროდენებს, მექანიკურს, ულტრაბგერითსა და ვაკუუმურს. სამედიცინო პარპარატების ზემოქმედებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, აქტიურდება აღდგენითი პროცედურები, შორდება კანის დეფექტები და სუფთავდება ქსოვილები. მასაჟი და ნიღბებიც აღადგენს კანს.

40 წლის შემდეგ იწყება კანის შესამჩნევი ცვლილებები, როგორებიცაა ნაოჭები, სახის ოვალისა და ფერის ცვლილება, კანის სიმშრალე.

ამ ასაკის პაციენტებისათვის, კომპლექსური მოვლითი პროცედურების ფარგლებში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ლიფტინგი. მნიშვნელოვანი ასაკობრივი ცვლილებებისას სწორედ ეს პროცედურა იძლევა სახის არსებული კონტურის აღდგენის საშუალებას.

კანის ახალგაზრდობის დასაბრუნებლად მისაღებია კონტურული პლასტიკის პროცედურა, რომლის არსიც ნაოჭების გასწორებაა.

გარდა პროცედურებისა, საჭიროა კანის რეგულარული მოვლა: ნიღბები, მასაჟი, გაწმენდა და სხვადასხვა კოსმეტიკური და გარეგანი სამკურნალო საშუალების გამოყენება.

წარბები

ჯანმრთელობის პრობლემების, ცუდი ეკოლოგიის, დასუსტებული იმუნიტეტის გამო წარბები შეიძლება გათხელდეს, თმა დასუსტდეს და მცირე მექანიკური ზემოქმედებისთანავე გაცვივდეს. ამის ასარიდებლად არსებობს წარბების მოვლის პროცედურები.

ლამინირება – სპეციალური შემადგენლობის წყალობით წარბები ძლიერდება და თმაც ელასტიკური ხდება.

კოლაგენირება – წარბის თმა ძლიერდება დამზოგავი შემადგენლობის წარბზე დატანით. აღნიშნული საშუალება შეიცავს შემაერთებელი ქსოვილის საფუძველს – ცილას. ეს პროცედურა ლამინირებისგან იმით განსხვავდება, რომ კოლაგენირების დროს წარბზე დატანილ შემადგენლობაში არ არის აგრესიული კომპონენტები.

რეკონსტრუქცია – კერატინოპლასტიკა, ეს პროცედურა თმას ხდის უფრო დამყოლს და ასტიმულირებს ზრდას. პროცედურა მოიცავს წარბების გასუფთავებას, გამტარი საშუალების წასმას, რომლებიც აუმჯობესებს წარბის თმაში ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების შეღწევას, გამამაგრებელი საშუალებების დატანას და მთრიმლავი ემულსიის სასარგებლო ეფექტის გამყარებას.

ბოტოქსი – მოიცავს წარბების გაჯერებას კერატინითა და კოლაგენით თმის გასაძლიერებლად და მიმზიდველობის მისანიჭებლად. ამისათვის წარბებს ასუფთავებენ და მასზე სპეციალურ შემადგენლობას უსვამენ და შრატს გადაანაწილებენ.

თმა

სილამაზის სალონებში თმის გასაჯანსაღებლად, მტვრევის, სიმშრალისა და მავნე ფაქტორებისაგან დასაცავად ტარდება შემდეგი პროცედურები:

კერატირება – თმის დამუშავება კერატინის ცილის შემცველი შემადგენლობით, რომელიც აძლიერებს დაზიანებულ უბნებს და ასწორებს თმას. თმა ხდება დამყოლი.

ბიოლამინირება – თმაზე ცელულოზური აპკის დატანა მტვრევის, სიმშრალისა და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. რეგულარული ბიოლამინირება აღადგენს თმას და ასტიმულირებს ზრდას.

ეკრანირება – სპეციალური შემადგენლობებით თმის შინაგანი დატენიანება და კვება. შემადგენლობა შეიცავს ამინომჟავებსა და სოიის ცილას. აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და უმკლავდება გაყოფილი ბოლოების პრობლემას.

კრიომასაჟი – თავის მასაჟი თხევადი აზოტის საშულებით, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს მიძინებულ ბოლქვებს და ასტიმულირებს თმის ზრდას.

პიროფორეზი – თმის ცეცხლით შეჭრა, აშორებს გაყოფილ ბოლოებს, თმას ანიჭებს მოცულობასა და ბრწყინვალებას. პიროფორეზის წინ თმას ასუფთავებებნ და უსვამენ სპეციალურ აღმდგენ კოქტეილს.

ლამინირება – თმის დამუშავება სპეციალური ბიოაქტიური ნარევით – ვიტამინებითა და აღმდგენი ნივთიერებებით. ლამინირება ქმნის გარსს თმის გარემო ფაქტორებისგან დასაცავად.

ხელები

ხელების კარგი მდგომარეობა მიმზიდველს ხდის ქალსაც და მამაკაცსაც.

ხელის კანი შეიძლება დაზიანდეს პროფესიული საქმიანობის გამო, არასასურველი ეკოლოგიისა და ასაკობრივი ცვლილებების გამო.

გაწმენდა – კანის დაბინძურებისგან განთავისუფლება.

მასაჟი – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და აუმჯობესებს კანის ტონუსს.

ნიღბები – კანის კვების და დატანიანების გაუმჯობესების საშუალება.

პილინგი – კანის გარქოვანებული უბნების მოშორება და შემდგომი რეგენერაციის სტიმულირება.

პარაფინოთერაპია – სითბური მკურნალობა, რომლის დროსაც გამოიყენება შემთბარი პარაფინი. ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას.

დარსონვალიზაცია – კანზე მაღალი სიხშირის იმპულსური დენით მოქმედება, რომლის შემდეგაც კანი ხდება ჟანგბადით გაჯერებული, მკვრივი, ელასტიკური და უკეთ შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვის როგორი მოვლის პროცედურა ესაჭიროება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები