როგორ მოვუაროთ კანს ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს ორსულობისას

მომავალი დედის კანი და სხეული თვალსა და ხელს შუა იცვლება. ხშირად კანი მეტად მგრძნობიარეა, ჩნდება პიგმენტური ლაქები და გამონაყარი.

ყველაზე გავრცელებული ცვლილება სიმშრალე და დაჭიმულობის შეგრძნებაა, რაც ხშირად ქალის სასქესო ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება და როგორც წესი, ორსულობის შემდეგ ქრება.

ახალი ტიპის კანი ახლებურ მოვლას მოითხოვს! ამიტომ უსიამოვნო ცლილებების პირველივე ნიშნებისას, გარკვეული დროის განმავლობაში, უნდა შეწყდეს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და საჭიროა კანზე დაკვირვება, ხომ არ შეიცვალა კანის ტიპი.

სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების არჩევისას ქალმა უნდა გაითვალისწინოს თავისი მდგომარეობა, რადგანაც ორსულობის დროს ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სპეციალურ კოსმეტიკას ორსულებისათვის: ის უნდა იყოს ჰიპოალერგიული, არ შეიცავდეს მავნე ინგრედიენტებს და უსაფრთხო იყოს როგორც მომავალი დედის, ისე ნაყოფისათვის. იგივე ითქმის სალონურ პროცედურებზე, რომლებიც ქალის „განსაკუთრებული მდგომარეობის“ გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

კანის მოვლა ორსულობისას

მშრალი სახის კანის მოსავლელად მაქსიმალურად დამზოგავი საშუალებებია საჭირო, რომლებიც კანს კვებავს და ატენიანებს. კრემებისა და ემულსიების შემადგენლობაში უნდა იყოს А და С ვიტამინები, ასევე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები. სალონური პილინგისგან თავის შეკავება სჯობს: ეს პროცედურა უნდა ჩანაცვლდეს მასაჟითა და გამწმენდი ნიღბით.

ცხიმიანი სახის კანი ორსულობისას მოითხოვს ცხიმიანი ჯირკვლების მუშაობის რეგულაციას. ამ ამოცანას უმკლავდება კრემების შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები: А და С ვიტამინები, მწვანე ჩაის ან ყურძნის წიპწების ექსტრაქტი. ცხიმიანი კანი საჭიროებს დატენიანებასაც: ტენის კარგვისას ის იწოვს გამოყოფილ ცხიმს ზედაპირზე დაგროვილი დაბინძურებებით. ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ სპირტის შემცველი გამომშრობი ტონიკები და შევცვალოთ ისინი მცირე მჟავა რეაქციის მქონე (პH არ უნდა იყოს 5-ზე დაბალი) საშუალებებით. გასუფთავებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ რბილი სქრაბი და ნიღბები.

კომბინირებული კანი შეიძლება იყოს ორი ტიპის: ცხიმიანობის ან სიმშრალისკენ მიდრეკილი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ექვემდებარება სწრაფად დაბერებას, ამიტომ მისთვის უმჯობესია დამცავი და აღმდგენი კომპონენტების შემცველი საშუალებები – ავოკადო ან ხორბლის ზეთი. ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კომბინირებული კანისთვის მნიშვნელოვანია კარგი გასუფთავება: აქ გამოგვადგება რბილი სქრაბი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ. სალონში შეიძლება ჩავიტაროთ ხილის მჟავების ბაზაზე პილინგის კურსი, რომელიც არა მარტო გაასუფთავებს კანს, არამედ შეავიწროებს ფორებს.

ტანის მოვლა ორსულობის დროს

მომავალ დედებს ხშირად აწუხებთ კანის აქერცვლა, ქავილი, დაჭიმულობის შეგრძნება და სტრიები.

სტრიები ეპიდერმისის ზედაპირის მიკროტრავმებია. იისფერი, ვარდისფერი ან თეთრი ფერის „ნახეთქები“ შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც ავსებს გახლეჩის ადგილებს. სტრიების წარმოქმნის ძირითად მიზეზად ითვლება ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებასთან დაკავშირებული ჰორმონული დარღვევები. კანი შრება და იმის მაგივრად, რომ გაიჭიმოს, იხევა. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კანის გაძლიერებული კვება და დატენიანება არა მარტო გარედან, არამედ შინაგანადაც.

სტრიების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება (შეშუპების თავიდან ასაცილებლად სითხის დიდი ნაწილი უნდა მივიღოთ დღის პირველ ნახევარში).

კანს კარგად კვებავს და ატენიანებს ავოკადოს გამონაწვლილი, შიის, ნუშისა და ქოქოსის ზეთი. ფეხების სიმსუბუქისთვის კი შეგვიძლია შევარჩიოთ მოსავლელი საშუალება პიტნით ან ცენტელათი.