/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

როგორ იცვლება კანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლისა და რავმატული დაავადებების დროს?

როგორ იცვლება კანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლისა და რავმატული დაავადებების დროს?
კანის ის ცვლილებები, რომელთა აღმოცენება შესაძლოა შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადების ნიშანი იყოს.

კანის ცვლილებები დიაბეტის დროს

დიაბეტის დროს გავრცელებული კანის ინფექციაა კანდიდოზი. სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ამ სოკოს ზრდისთვის. ენაზე, პირის ღრუში, საზარდულის ან სარძევე ჯირკვლების ნაკეცების არეში დამახასიათებელი კაშკაშა წითელი უბნები ჩნდება. ხშირია ფრჩხილების და ტერფების სოკოვანი ინფექციაც. საზოგადოდ, კანის ინფექციებისადმი მიდრეკილება არის სიგნალი იმისა, რომ აუცილებელია დიაბეტის გამორიცხვა. დიაბეტთან ასოცირებული, თუმცა არცთუ გავრცელებული მდგომარეობაა ლიპოიდური ნეკრობიოზი, რომელსაც ახასიათებს წვივის არეში მომრგვალო ყვითელი და ყავისფერი ან ნარინჯისფერი უბნების აღმოცენება. შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა წყლულებიც ჩამოყალიბდეს.

ცნობილია, რომ ასეთი უბნების არსებობისას ათიდან 9 შემთხვევაში პაციენტს გლუკოზის ცვლა სათანადოდ არ აქვს მოწესრიგებული. ინსულინის მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობა შავი აკანთოზის მიზეზია. შავი აკანთოზისთვის დამახასიათებელია ჭუჭყიანის შესახედაობა იღლიის, კისრის ნაკეცების არეში, თითების ზედაპირზე, რაც პიგმენტ მელანინის ჭარბ შემცველობას უკავშირდება.

კანი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას კანი მშრალი, აქერცლილი, ცივი და ფერმკრთალია, თმა - მშრალი და მტვრევადი. შესაძლოა კანის ქავილი, ფრჩხილების მტვრევადობა. თუ ჰიპოთირეოზს წლობით არ უმკურნალეს, შესაძლოა კანი გასქელდეს და მოყვითალო ელფერი დაედოს. ტიპობრივია ასევე ტუჩებისა და ენის გასქელება, წარბების გარეთა ნაწილების გაცვენა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 17 წლის, ბავშვობაში დაწოლილი ჯანსაღი და მორჩილი თმა მქონდა, ეხლა კოდევ ცხიმიანი და ზღარბივით ზემოთ აწეული, რომ ვივარცხნი ხოლმე მერე ისევ იჩეჩება უშნოდ და ეს ალბათ ცხიმოვანი თავის კანის ბრალია?</p>

მოყვითალო ელფერის მიზეზი პიგმენტ კაროტინის სიჭარბეა. სათანადო მკურნალობისას აღწერილი ცვლილებები უკუვითარდება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატებისთვის ტიპობრივია სველი, თბილი, მოწითალო კანი. არ არის გამორიცხული ქავილი, ფრჩხილბუდიდან ფრჩხილის მოცილება.

რევმატული დაავადებები

ზემოთ აღვწერეთ სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი "პეპელა". კანის ტიპური ცვლილებები ვითარდება სკლეროდერმიის დროს - კანი დაჭიმულია, მისი მოძრაობა - შეზღუდული, პირის ირგვლივ ქისისმაგვარი ნაკეცები წარმოიქმნება. დერმატომიოზიტის დროს კი ვითარდება სილურჯე და შეშუპება თვალების ირგვლივ და დეკოლტეს ზონაში. თვალების არეში აღმოცენებულ ამ ცვლილებებს დერმატომიოზიტულ სათვალეს უწოდებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რევმატოიდული ართრიტი პაციენტთათვის ერთ-ერთი კარგად ნაცნობი დაავადებაა.

ამ დაავადების დროს კანი ფერმკრთალია, დაზიანებული სახსრების ზედაპირზე გათხელებულია, გამჭვირვალე, და ლაპლაპებს. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით თვალში საცემია თითების სახსრების მფარავ კანზე. დაავადებულთა 20-30%-ს უვითარდება რევმატოიდული კვანძები - ფიქსირებული ან მოძრავი რბილი კვანძები ძვალთან ან მყესთან ახლოს გვხვდება. ტიპობრივი ლოკალიზაციაა იდაყვი, აქილევსის მყესი, ზოგჯერ - ბარძაყის ზედაპირები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ იცვლება კანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლისა და რავმატული დაავადებების დროს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები