როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები

როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები

ფერიმჭამელა უბრალო კოსმეტიკური დეფექტი კი არა, სერიოზული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია, სამუდამო კვალი დაამჩნიოს ჩვენს სხეულს. ეს არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადება, გამოწვეული, ერთი მხრივ, ამ ჯირკვლების დაცობით, ხოლო მეორე მხრივ - ცხიმის ჭარბი პროდუ-ქციით. ფერიმჭამელა (აკნე) უმიზეზოდ არ ჩნდება - ის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებაზე (პათოლო-გიაზე) მიუთითებს, ამიტომ როდესაც ეს დაავადება იჩენს თავს, უნდა მიმართოთ არა მხოლოდ დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს, არამედ გინეკოლოგს, ენდოკრინოლოგს, უროლოგს, თერაპევტს.

აკნე არ არის მხოლოდ მოზარდებისა და ახალგაზრდების დაავადება. ის ზრდასრულებსაც უჩნდებათ და მაშინ მით უმეტეს

აუცილებელია სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ვიზიტი. სამწუხაროდ, წერილის ავტორი არ მიუთითებს თავის ასაკს, რაც უფრო ინფორმაციული რჩევების მიცემაში დაგვეხმარებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე ეხება მოზარდს. რჩევებსაც ამის კვალობაზე მოგცემთ.

აკნეს განვითარების მიზეზები

მემკვიდრეობითი განწყობის, ამა თუ იმ შეძენილი დაავადების ან ბავშვობისას განვითარებული ჰორმო-ნული ცვლილებების მიზეზით მამაკაცის სასქესო ჰორმონები

(ანდროგენები), რომლებიც, რა თქმა უნდა, ქალებსაც აქვთ, აგრესიულ გავლენას ახდენს ცხიმის ჯირკვლებზე. შედეგად:

  • იმატებს ცხიმის პროდუქცია;
  • ჯირკვლები იზრდება;
  • ირღვევა გამომტანი არხის მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლების პროცესი;
  • ყალიბდება საცობი, ჯირკვლის შიგთავსი ანთებადი ხდება და ჩნდება ტიპური მუწუკი.

ახდენს თუ არა დიეტა გავლენას აკნეზე?

უმეტესად - არა, თუმცა ბალანსირებული კვება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაჯანსაღებლად.

შეიძლება თუ არა გამორწყვა?

თუ გამორწყვისას მუწუკის შიგთავსის ნაწილი კანში ღრმად ჩავიდა, ავადმყოფობა გამწვავდება და საბოლოოდ უხეში ნაწიბურების გაჩენით დაგვირგვინდება. ღრმა და ანთებადი აკნეს მოჭყლეტა დაუშვებელია. უმჯობესია, გამოვიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური კოვზი, რომელიც კანს არ აზიანებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანის დანაწიბურება?

ამისთვის მკურნალობა ადრევე უნდა დავიწყოთ. ნაწიბურის მკურნალობაც შეიძლება, თუმცა კანისთვის პირვანდელი იერის დაბრუნება ძალიან ძნელია.

შველის თუ არა აკნეს ხშირი ბანა?

მეტისმეტად ხშირი ბანა აშრობს და აღიზიანებს კანს, ასტიმულირებს ცხიმის გამოყოფას. უმჯობესია, პირი დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს დავიბანოთ.

ახდენს თუ არა ოფლის გამოყოფა გავლენას აკნეზე?

ჭარბი ოფლიანობა ცხიმის ჯირკვლების სრული დაცობასა და ანთებას იწვევს.

რა ამწვავებს გამონაყარს?

კონტაქტი ცხიმებთან, ნავთობთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, ჰალოგენების (იოდის, ბრომის, ფტორის) მიღება, რომლებსაც შეიცავს სურსათი და მედიკამენტები.

შეიძლება თუ არა კოსმეტიკით სარგებლობა?

შეიძლება და სასურველიც არის. მაკიაჟი თვითდაჯერებას შეგმატებთ. ოღონდ უნდა შეარჩიოთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი სპეციალური არაკომედოგენური საშუალება (კომედონს უწოდებენ კანის ცხიმით სავსე, დაცობილ ცხიმის ჯირკვალს). რეკომენდებულია პუდრი. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ის ფორების დაცობას კი არ იწვევს, არამედ შთანთქავს ჯირკვლებიდან გამოყოფილ ჭარბ სეკრეტს. ერიდეთ კოსმეტიკას, რომელიც შეიცავს ლანოლინს, პარაფინს, მინერალურ ზეთებს.

აკნესთნ ბრძოლის მთავარი წესები

1. პირველ რიგში, აუცილებელია დაისვას სწორი დიაგნოზი (კვლევის მიმართულებებზე წერილის დასაწყისში გესაუბრეთ).

2. შეარჩიეთ ექიმი, რომელიც ფლობს კლასიკური დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობაც შეუხამეთ.

3. არასოდეს დაიტოვოთ ღამით დეკორატიული კოსმეტიკა. გაიწმინდეთ სახე სპეციალური, რბილი გამწმენდი საშუალებით. ჭარბად ნუ გამოიყენებთ საპონს. ერიდეთ სპირტის, აცეტონისა და სხვა აგრესიული ნივთიერებების შემცველ ლოსიონებს.

4. შინიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით დღის კრემი (დამანოტივებელი, ჰიპოალერგიული,  არაკომედოგენური). მკურნალობისას სახე მზეს მოარიდეთ.

5. ხელი აიღეთ ყოველგვარი მკვებავი კრემის გამოყენებაზე, გარდა იმისა, რომელსაც კოსმეტოლოგი გირჩევთ. კრემის ნაცვლად დროდადრო წაისვით სუფთა ზეთი, რომელიც შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

6. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, ვიდრე სისხლში ჰორმონების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. კოსმეტოლოგთან ვიზიტი შიგადაშიგ შემდეგშიც დაგჭირდებათ.

მკურნალობა
დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია ადგილობრივი მკურნალობა და კომედონების მექანიკურად მოცილება. საშუალო და მძიმე ხარისხის ფორმისას ადგილობრივს ემატება ზოგადი საშუალებები (ანტიბიოტიკები, ჰორმონული დარღვევების მოსაწესრიგებელი პრეპარატები და ა. შ.), რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ. არსებობს ახალი თაობის დიოდური ლაზერი Smooth Beam, რომელიც რბილად, სათუთად მოქმედებს კანის ღრმა სტრუქტურებზე. შედეგად კანის ღრმა შრეებში მდებარე ცხიმის ჯირკვლები პატარავდება და ცხიმის გამოყოფის აქტიურობაც მცირდება. შედეგი, რა თქმა უნდა, უეცარი არ არის. საჭიროა 3-5 პროცედურის ერთთვიანი ინტერვალებით ჩატარება. ლაზერი, გარდა იმისა, რომ წმენდს კანს, ნაწიბურებსაც ებრძვის - 5-8 პროცედურა დეფექტებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის.

 

 

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-12-2015
Mari
ვინმეს თუ აქვს ეს დიოდური ლაზერი, შეგიძლიათ რომ გვითხრათ?
თარიღი : 14-09-2014
ნია
ხათუნა ცინცაძეს არა შვილო ღამით კი არა არც დღე გააკაროღ თქვენს კანს კრემები არც დამატენიანებელია საჭირო პირიქით ტონალურსაც თუ იყიდით ისიც არ უნდა შეიცავდეს ცხიმს ზედ უნდა ეწეროს ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვისო და ცხიმს არ შეიცავსო ეს უნდა ეწეროს მე სხვა ვეარავისი ვიშოვე გარდა ვიშის და გარნიეს ბბ (ინგლისურად აწერია ბბ) კრემისა.
თარიღი : 14-09-2014
ნია
ჩემს შვილს აქვს აკნე და დერმატოლოგი არ დამიტოვებია რომ არ მყოლოდა ბოლოს ჯავახიშვილის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორმა(დერმატოლოგმა) ისაუბრა ერთერთ გადაცემაში და სალიცილის მჟავააო ამის წამალიო მერე წავიდა ინფოს ძიება და ..... ყველა აფთიაქში იყიდება სალიცილის მჟავა 2%-ანი( 50მლ)+ 3-4 აბი დაფხვნილი ლევომიცეტინი (0.5 გრამიანია თითო აბი) + 25 მლ ბორის სპირტი 3%-ანი და კარგად შევანჯღრიოთ, დრეში 2-3 ჯერ ბამბით წავისვათ სახეზე, არ ჩამოიბანოთ საღამოს ან დღეში 2-ჯერ სახე გაიწმინდეთ "ალკმენე"-ს ტონიკით ავსტრალიური ჩაის ხის ზეთს რომ შეიცავს ისეთით ფარმადეპოში აქვთ მხოლოდ და შედეგსაც დაინახავთ ძალიან მალე. . ასევე თუ სახეს ისეთი გელით დაიბანთ რომელშიც სალიცილის მჟავა შედის არაჩვეულებრივია , მე პირადად "ვიში"-ს სახის დასაბან გელში ვნახე მხოლოდ . არ შეგეშინდეთ კანის გამოშრობის აკნე ცხიმიანი კანის "ნაკლია" და პირიქით ეხმარება ცხიმის ნაკლებ გამომუშავებაში კანქვეშა ჯირკვლებს
თარიღი : 14-09-2014
gtxovt damakvalianot
ვარ 20წლის, მყავს სამი თვის ბავშვი, ბუნებრივ კვებაზეა, ამ დროს შეიძლება მკურნალობა? პრობლემა ხომ არ შემექმნება? სახეზე ფერიმჭამელებთან ერთად პრიშიკებიც მაქ, ორსულობაში ბაკებზე თმებიც ამომივიდა. ჩემ პოლიკლინიკაში დიდად იმედი არ მაქ რო მიშველიან კარგად და თქვენ სად მირჩევთ მისვლას? გმადლობთ ყურადგებისთვის..
თარიღი : 13-09-2014
კითხვა ექიმს
ვარ 55 წლ და დღესაც ეს პრობლმა მაწუხებს. ცხოვრების მონაკვეტზე არ მქონია მომენტი რომ ეს ან ძირმაგარა არ მქონოდა. ჩემის აზრიტ აი რა არის მიზეზი; დავიბადე ჩირქიანი(გვერდიტ) და 2 კვირისას ოპერაციაც გამიკეტეს. ექიმს ვეკიტხები, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, ბავშვები ასე არ იბადებიან უმიზეზედ, შეიძლება ყოფილიყო მიზეზი ის რომ დედაჩემი ჩემი მოშორების მიზნიტ საშუალებებს მიმართავდა? მე ნაბოლარა ვარ და ის უკვე ასაკში იყო. დედაჩემი ცოცხალი არ არის რომ ვკიტხო. პ.ს.ვარ ჯანმრთელი, ცნობისთვის.
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
გააკეთეთ ყველაფერი პირიქით წელიწადის ცივი დრო კანის ღია ადგილების განსაკუთრებულად მოვლას გვკარნახობს.
სახის კანის მოვლის არაერთი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. ისიც ყველამ იცის, რომ ძილს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის
კანის ელასტიკურობისა და სიჯანსაღისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და წყლის მიღების რეჟიმს. წყლის დეფიციტი ორგანიზმში, სხვა
ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ფოტოები, რომლებიც ეპილაციის შედეგად მიღებულ დამწვრობას ასახავს.
Shellac – ბაზარზე გამოსული პირველი გელ-მანიკურის სახელწოდებაა. თუმცა ძალიან სწრაფად ბრენდის სახელი გახდა საზოგადო
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად