ხალები და მეჭეჭები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხალები და მეჭეჭები

მოაქვს, თუმცა ზოგჯერ ისინი ფარულ საფრთხესაც შეიცავს, რადგან გაავთვისიანების შემთხვევაში მელანომას - კანის კიბოს იწვევს.

  • დერმატოლოგი ლია ჯერვალიძე მოგვითხრობს, როგორ უნდა მოვეპყროთ კანის ამ წანაზარდებს, რათა მათ არასდროს შეუქმნან საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობას.

- ცნობილია თანდაყოლილი და შეძენილი ხალები. ახალშობილის ტანზე თანდაყოლილი ხალები თავიდანვე არ ჩანს, ისინი სიცოცხლის პირველ წლებში ვლინდება. 0,5-დან 1,5 სმ-მდე დიამეტრის ხალები პატარაა, 1,5-დან 10 სმ-მდე - საშუალო ზომისა, ხოლო 10 სმ-ზე მეტი დიამეტრისა - მსხვილი. მსხვილი ხალები განსაკუთრებულ ანატომიურ ადგილებს, მაგალითად, თეძოებს ეტანება.

მათ გიგანტურებს უწოდებენ. ასეთი ხალების გაავთვისებიანების ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე პატარებისა, ამიტომ ისინი განსაკუთრებით უნდა მოარიდოთ მზის სხივებსა და ტრავმებს. სიცოცხლის განმავლობაში ხალების რაოდენობა იცვლება. ისინი განსაკუთრებით მრავლდება ორგანიზმის ენდოკრინული გარდაქმნების პერიოდში, გარდატეხის ასაკში და ორსულობისას. მათ წარმოშობას აპროვოცირებს კანის ინფექციებიც, თუმცა ყველაზე მძლავრი კატალიზატორი კანის ჭარბი ინსოლაციაა.

ასაკთან ერთად ხალების რაოდენობა იკლებს. 20-25 წლის ასაკში მათი რიცხვი 40-მდე აღწევს, 80-85 წლისთვის კი შესაძლოა ერთიც აღარ იყოს დარჩენილი. საშუალოდ ადამიანის კანზე 15-20 ნევუსია.

  • რა განაპირობებს ხალების ავთვისებიან წარმონაქმნებად გადაგვარებას?

- ხალი რომ გაავთვისებიანდეს, აუცილებელია გარკვეული ბიძგი, გამაღიზიანებელი. შესაძლო მიზეზთა შორის, უპირველეს ყოვლისა, მზის გულზე დიდხანს ყოფნა უნდა დავასახელოთ. ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი დოზა კანის უჯრედებში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, რაც ძლიერ ზრდის ხალების გადაგვარების რისკს. ყოველი ადამიანისთვის ინსოლაციის კრიტიკული ზღვარი ინდივიდუალურია. მისი ზუსტად განსაზღვრა ძნელია, ამიტომ ყველამ უნდა არიდოს თავი მზისგულზე დიდხანს ყოფნას.

აკრძალულია გადაჭარბებული გარუჯვა, რადგან სწორედ იგი იწვევს კანის იმუნური ძალების დასუსტებას, შედეგად კი ხალების გაავთვისებიანებას, პიგმენტური ლაქების გაჩენას და ახალწარმონაქმნთა სტიმულაციას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მომავალ დედებს. ის ჰორმონული გადაწყობა, რომელიც ორგანიზმში ორსულობისას მიმდინარეობს, გარკვეულ ძვრებს იწვევს კანშიც. მეორე გავრცელებული მიზეზი ხალის ტრავმაა, ამიტომ უნდა ერიდოთ ხალის დაზიანებას პირბასრი საგნით, დაბანისას სახეხით და სხვა.

რისკჯგუფში შედიან თეთრკანიანი, ქერათმიანი, ცისფერ-, მწვანე- და ნაცრისფერთვალება ადამიანები, ისინი, ვისაც კანზე ბევრი ჭორფლი, პირგმენტური ლაქა აქვს, ორსულები, ჭარბხალიანები, განსაკუთრებით - თუ ხალები 5 მმ-ზე დიდი დიამეტრისაა.

  • მელანოციტური დისპლაზია - რას გულისხმობს ეს დიაგნოზი?

- მელანოციტური დისპლაზია ნიშნავს, რომ დაიწყო ხალის გადაგვარება, მაგრამ ეს დროულად აღმოაჩინეს, ამიტომ მელანომის განვითარების შეჩერება და ადამიანის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ადრეულ სტადიაში მელანომა ასიდან პრაქტიკულად ასევე შემთხვევაში იკურნება. მელანომამდელი პერიოდი, საბედნიეროდ, საკმაოდ ხანგრძლივია, უბრალოდ, აუცილებელია, პრობლემურ ხალს ყურადღება არ მოაკლდეს.

  • რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა მიუთითებს ხალის გადაგვარების დასაწყისზე?

- ონკოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ:

  1. ხალმა იცვალა ფერი - შემცირდა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ, სიშავემდეც კი;
  2. შეფერილობა არათანაბარზომიერი გახდა, პერიფერიაზე გაჩნდა რგოლისმაგვარი ლაქა ან ერთმანეთთან შეერთების ტენტენციის მქონე სხვადასხვა ზომის კვანძები;
  3. ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა;
  4. ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა არეოლა - ანთებითი სიწითლე.
  5. ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა;
  6. ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ;
  7. ხალის ან პიგმენტური ლაქის ზედაპირიდან თმა გაცვივდა;
  8. ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხალები, რომელთა ზომაც 5 მმ-ს აჭარბებს, აგრეთვე - ძლიერ პიგმენტირებული და კანიდან მკვეთრად შემოსაზღვრული ხალები, ისინი, რომლებსაც სრიალა და გლუვი ზედაპირი აქვს.

  • საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბევრი ხალებს იცილებს. ამის შესახებ რას გვეტყვით, გამართლებულია ასეთი მიდგომა?

- დაბადებიდან გაჩენილი ხალებისგან მელანომა იშვიათად ვითარდება, ამიტომ მათი პროფილაქტიკური მოცილება გაუმართლებელია; თუ ხალი უეცრად გაიზარდა, გამუქდა, გახდა ანთებითი, სისხლმდენი, მქავანა და მტკივანი, აუცილებლად უნდა მოვიცილოთ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ონკოლოგის კონსულტაციის შემდეგ. ასობით ცნობილ ონკოლოგიურ დაავადებას შორის მელანომას ტოლი არ მოეძებნება. ის შესაძლოა 5-50 წლის განმავლობაში შეუმჩნევლად ვითარდებოდეს კანის ზედა შრეებში, შემდეგ შეარჩიოს კანზე სუსტი ადგილი - ხალი, პიგმენტური ლაქა, დაიწყოს მათში ჩაზრდა, გაიზარდოს და სიმსივნე წარმოქმნას. ხალისა და პიგმენტური ლაქის არეში სიმსივნური უჯრედები ერთმანეთთან მყარად არ არიან შეკავშირებულნი, ამიტომ სპონტანურად სცილდებიან სიმსივნის ძირითად მასას და მთელ ორგანიზმში: ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, თვალებში, ტვინში, გულში - მრავლობით მეტასტაზს იწვევენ. მეცნიერები საგანგაშო სტატისტიკას გვთავაზობენ: მელანომის სიხშირე ყოველ 5-10 წელიწადში ორმაგდება. დღეს ავთვისებიანი სიმსივნეების 3-4% სწორედ მელანომების წილად მოდის.

  • როდის არის ნებადართული ხალების მოცილება და როგორ?

- ხალის მოცილება აუცილებელია ორ შემთხვევაში: როდესაც იგი წარმოადგენს კოსმეტიკურ პრობლემას და ონკოლოგიური ჩვენებისას. ჩვენებაზეა დამოკიდებული მისი მოცილების მეთოდის შერჩევაც. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ონკოლოგი და არავითარ შემთხვევაში კოსმეტოლოგი. კოსმეტიკური ჩვენებისას ხალის მოცილება ხდება ქირურგიული მეთოდით, თხევადი აზოტით (კრიოდესტრუქცია) და მაღალი სიხშირის ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია), აგრეთვე ლაზერით ან რადიოქირურგიული მეთოდით.

ქირურგიული მეთოდი ტრადიციულია და განსაკუთრებით მისაღებია ღრმა და დიდი ზომის ნევუსის მოსაცილებლად. მისი ნაკლია ოპერაციის შემდგომი კვალი. კრიოდესტრუქციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მოსაცილებელია კანის დონეზე არსებული ხალი. მისი ნაკლი ის გახლავთ, რომ ზოგჯერ აზოტი ვრცელდება ჯანმრთელ ქსოვილებზე და მთლიანად ვერ სპობს პათოლოგიურ ცვლილებებს, ამიტომ საჭირო ხდება განმეორებითი სეანსი.

დღეს ყველაზე შედეგიანად არის მიჩნეული ხალის მოცილება ლაზერული მეთოდით. მისი ღირსებაა ჭრილობის მცირე დიამეტრი და ზუსტი მოქმედების სიღრმე, რომელიც მაქსიმალურად ზოგავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებს. გარდა ამისა, ლაზერული ოპერაცია არ ტოვებს კვალს, შედარებით დიდი ზომის წარმონაქმნის მოცილების შემდეგ კი მხოლოდ დეპიგმენტირებული უბანი რჩება.

  • როგორ დავიცვათ თავი მელანომისგან?

- მელანომის თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგ რეკომენდაციათა გათვალისწინებით:

    • შეძლებისდაგვადად არიდეთ თავი მზეზე ყოფნას მისი აქტივობის პერიოდში - 11.00-დან 17.00-მდე. ზაფხულში, ღრუბლიან ამინდშიც კი, კანში ულტრაიისფერი სხივების 85% აღწევს. დაიცავით თავი მზისგან სათვალით, საცხით, ლისიონით. არ დატოვოთ უყურადღებოდ ძველი ხალის თუნდაც უმნიშვნელო სახეცვლილება.

  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით მეჭეჭებსა და პაპილომებს, მაგრამ აზრადაც არ მოგვდის, რომ ისინი ვირუსული წარმოშობისაა და შესაძლოა გადამდებიც იყოს?

- მეჭეჭის გამომწვევი, ადამიანის პაპილომავირუსი ორგანიზმში კანის მიკროტრავმებიდან იჭრება. ინფიცირება შეიძლება მოხდეს აუზში, აბანოში, სპორტულ დარბაზში. ხშირად მას პროფესიული ხასიათიც აქვს. დამახასიათებელია ქათმის, საქონლისა და თევზის გადამუშავებაზე მომუშავე პირებისთვის.

დაავადების ბუნება ბოლომდე არ არის შესწავლილი. მეჭეჭები ყველაზე მეტად დამახასიათებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სხეულზე შესაძლოა არსებობდეს ერთიდან რამდენიმე ათეულამდე მეჭეჭი. მათი ზომა და სხვა პარამეტრები გაღიზიანებისა და ტრავმატიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.

  • რა გზით იჭრება ვირუსი ორგანიზმში?

- დაზიანებული კანიდან ვირუსი კანქვეშ ინერგება და ორგანიზმში სამუდამოდ რჩება. იგი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად გადაადგილდება ნერვულ სისტემაში და ნებისმიერი სტრესი შესაძლოა მისი პროვოცირების მიზეზად იქცეს. პაპილომავირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა კონტაქტური გზითაც, ინფიცირების რისკი განსაკუთრებით დიდია ჭარბი ოფლიანობის დროს. რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ხელით რეცხვა, დალაგება, რადგან მათ ხელებზე მრავალი მიკროტრავმა აქვთ. მეჭეჭების გამომწვევ ვირუსს განსაკუთრებით უყვარს სითბო და ნესტი, ამიტომ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც სინთეზურ ფეხსაცმელს ატარებენ ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, ვიდრე მოზრდილები.

  • როგორ მკურნალობენ მეჭეჭებს?

- მარტივი მეჭეჭები ხშირად თავისთავადაც ქრება, რამდენიმე წლის განმავლობაში არსებულ რთულ მეჭეჭებს კრიოთერაპიით და ქიმიოთერაპიით, სპეციალური წამლების გამოყენებით აცილებენ. უკანასკნელ ხანს გამოიყენება ლაზეროთერაპიაც. მკურნალობის თერაპიული ეფექტი 50-95%-ს შეადგენს. რეციდივი 3 თვის შემდგომ პაციენტთა 25%-ს აღენიშნება. მეჭეჭების, ისევე როგორც სხვა პაპილომავირუსული ინფექციების მკურნალობისას ადგილობრივ მეთოდებთან ერთად მიზანშეწონილია ზოგადი ანტირეციდიული მკურნალობაც. დაავადების პროგნოზს, რეციდივის ალბათობას, გართულებას განსაზღვრავს მკურნალობის დაწყების დრო, მისი ხარისხი და იმუნური სისტემის მდგომარეობა. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო დიდია გამოჯანმრთელების შანსი.