/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

მშვენიერებისკენ სწრაფვა

მშვენიერებისკენ სწრაფვა
იმისათვის, რომ ისწავლოს სილამაზისა და მშვენიერების შეფასება, პატარა ადამიანს ესაჭიროება შთაბეჭდილებათა დაგროვება, მხედველობითი და სმენითი შეგრძნებები.

ამას კი მრავალი წელი სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია ადრეული ასაკიდან განვითარდეს ემოციურობა და ცნობისმო-ყვარეობა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ესთეტიკის სწავლა ისეთივე მეთოდებით შეიძლება, როგორითაც კითხვის ან ხატვის, და რომ უნდა გამოიყოს სპეციალური დრო საამისოდ მოსამზადებლად. სილამაზისა და მშვენიერების შეგრძნება ბავშვში ვითარდება სტიქიურად იმ ყოფითი სიტუაციებიდან, სადაც მას ყოფნა უხდება ან მოულოდნელად ხვდება. ოთახის ინტერიერი, ხედი ფანჯრიდან, მოსმენილი ზღაპრის არსი, სიმღერები, ტანსაცმლის სტილი და ა.შ. - ყველაფერი ეს ბავშვის მიერ ორ დიდ ჯგუფად განაწილდება: "რა არის კარგი?" და "რა არის ცუდი?"

  • მხატვრობა

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რა არის სახვითი ხელოვნება? როგორ გამოვუმუშაოთ მას ფერისა და კომპოზიციის გრძნობა, სივრცითი აზროვნება და წარმოსახვა? ამისათვის საჭირო გახდება არა იმდენად ის, რომ ბავშვი სილამაზის გარემოცვაში გვყავდეს, არამედ მივაჩვიოთ იმას, რომ სილამაზე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საგნებში დაინახოს და აღმოაჩინოს. მაგალითად, "დათუნია" შოკოლადის შესაფუთ ქაღალდზე ცნობილი მხატვრის შიშკინის პეიზაჟი "დილა ფიჭვის ტყეში" მისთვის მხოლოდ კანფეტის ქაღალდია. გაივლის წლები, სანამ თქვენი ტკბილეულის მოყვარული პატარა სულიერი საკვების შეფასებას ისწავლის. სწავლება ანაბანადან უნდა დაიწყოთ: ბავშვი უნდა გაეცნოს ფერს, ფორმას, ზომას, საგნების სივრცით განლაგებას. მიეცით საშუალება მის პაწაწინა და გამოუცდელ ხელებს გააფერადოს, გამოჭრას, გამოძერწოს და დაქარგოს. ამის შემდეგ უკვე პატარა ოსტატი ზუსტად შეიგრძნობს შემოქმედებისკენ სწრაფვას, რაიმეს შექმნის მოთხოვნილებას.

  • მუსიკა

მუსიკის ესთეტიკა ხელოვნების სხვა სახეთა შორის ალბათ ყველაზე საკამათოა. მუსიკის აღქმის მოჩვენებითი სიიოლისა და სიმსუბუქის მიუხედავად, ადამიანები მუსიკალური გემოვნებითა და არჩევანით ძლიერ განსხვავებულები არიან (ალბათ, ვერავის დატოვებს გულგრილს ბეთჰოვენის "მთვარის სონატის" ან ვივალდის "წელიწადის დრონის" ჰანგები). ასეთი გამონათქვამიც არსებობს: "მითხარი, როგორ მუსიკას უსმენ და გეტყვი, ვინ ხარ შენ!" თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილის ნაცნობობა კლასიკურ მუსიკასთან მხოლოდ მობილური ტელეფონის რინგტონით შემოიფარგლოს, აქედანვე შეეცადეთ გაუღვივოთ მას ინტერესი ცოცხალი ბგერისადმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა თქმა უნდა, 3-4 წლის ასაკში სიმფონიური მუსიკის კონცერტზე წაყვანა ნაადრევია, მაგრამ ამისათვის მომზადება შორიდან უნდა დაიწყოთ. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სმენის გამომუშავება. თუ პატარამ უკვე იცის და ახერხებს მუსიკალური სათამაშოების ჟღერადობის გარჩევას, შეიძლება გააცნოთ მას მუსიკალური ინსტრუმენტები: რომელი როგორ ბგერებს გამოსცემს, რომელს როგორი ფორმა აქვს და რა მასალისგან არის დამზადებუ-ლი, შეადარეთ ერთმანეთს მაღალი და დაბალი ბგერები, განსაზღვრეთ სმენით მელოდიის სისუფთავე ან შემსრულებლის ხმის სილამაზე. მოგვიანებით აუცილებელია ასწავლოთ ბავშვს ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი მუსიკის ხასიათისა თუ ჟანრის თაობაზე. ამისათვის საჭირო გახდება უამრავი ნაწარმოების მოსმენა, მათი შედარება ადრე მოსმენილთან. გამოყოს ბავშვმა ის ნაწარმოებები, რომლებიც მას ყველაზე ძალიან მოეწონა, ასწავლეთ მისი შინაარსის ახსნა და გადმოცემა. თქვენი ძალისხმევისთვის კი ყველაზე დიდი ჯილდო იქნება პატარა მელომანის მოთხოვნილება მოისმინოს კარგი მუსიკა.

  • ცეკვა

ქორეოგრაფიის მთავარი ამოცანაა - აღუძრას მაყურებელს აღფრთოვანებული ტკბობა გრაციოზული მოქმედებისადმი და გამოიწვიოს მასში საპასუხო ექსპრესიულობა. მაგრამ ამის მიღწევა არც ისე ადვილია. მაგალითად, ცნობილი მულტფილმის გმირმა ჩებურაშკამ ვერაფრით ისწავლა მარშირება და მწყობრად სიარული, ცეკვაზე რომ არაფერი ვთქვათ. თქვენმა პატარამ შეიძლება კიდევ ცოტა ხანს იწვალოს, მაგრამ ცეკვის სასწავლად პირველი ნაბიჯები ადრე გადადგას. დასაწყისისთვის, სთხოვეთ მიბაძოს მოქანავე ხარს, ბაჯბაჯა დათუნიას, ხტუნია ყურცქვიტას... ასე აითვისებს ელემენტარულ ილეთებს. ხოლო იმისათვის, რომ ცეკვის მოძრაობების ათვისებისას "ქუსლი-წვერი-ტაში-ტრიალი" არ გახდეს მექანიკური, მიეცით ბავშვს აუცილებელი ინსტრუქცია: "უსმინე მუსიკას, ის გიკარნახებს, როგორ იმოძრაო რიტმულად, ტაქტში".

გაიხსენეთ საკუთარი თავი ბავშვობაში, მუსიკის ხმაზე როგორ "გარდაიქმნებოდით", როგორ ამოძრავებდით ცხენის კუდივით შეკრულ თმას, აქნევდით ხელებს ფრინველის ფრთების მსგავსად, როგორც "მომაკვდავი გედი" ან ტრიალებდით ვალსის ტემპის შესაბამისად, აკეთებდით "მერცხალს"... სწორედ ასე ხდება სხეულის პლასტიკის საშუალებით თვითგამოხატვისადმი ლტოლვის ჩამოყალიბება.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უნარი ჩასწვდეს და აღიქვას ხელოვნების ყველა სახე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მივცეთ საშუალება ბავშვს გაეცნოს ყველა მათგანს. მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ სრულფასოვან ესთეტიკურ აღზრდაზე. გვერდიდან უფრო თვალსაჩინოა - თუ საბავშვო ბაღის მუსიკალური ხელმძღვანელი გეუბნებათ, რომ თქვენს გოგონას ნამდვილად აქვს მუსიკალური მონაცემები და ცეკვის ნიჭი, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ადრევე მიეცით ნიჭს განვითარების საშუალება; მართალია, თქვენ არ ხართ ხელოვნებათმცოდნე - თუ თქვენი პატარა ხატვას ცდილობს, თქვენი ყოველი შენიშვნა ნახატებთან დაკავშირებით უნდა იყოს ემოციური; საშინაო კონსერვატორია - ოპერის მოსმენა ან ბალეტის ყურება - მთელი მეცნიერებაა. დაწყება აუცილებლად საბავშვო სპექტაკლებით უნდა მოხდეს.

კომენტარები (1)
ნატია
როგორ ვუმკურნალოთ ნევრალგიასს?
თარიღი : 03-09-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნევრალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნევრალგია

.

"პერიოდულად მარცხენა გვერდის აუტანელი ტკივილი მაწუხებს. ექიმებმა გული გამორიცხეს და ნევრალგიის დიაგნოზი დამისვეს. რა არის ეს და როგორ მოვირჩინო?ვარ შუახნის მამაკაცი, პროფესიით მძღოლი."

"ოცი წელია, შორეულ რეისებზე ვმუშაობ. ამ ბოლო ხანს ამტკივდა მარჯვენა მაჯა. ტკივილი თანდათან ძლიერდება. შეშფოთებული ვარ, არ ვიცი, რა მეშველება, მანქანის მართვა რომ ვეღარ შევძლო. მირჩიეთ რამე."

პირველი ბარათის ავტორს ალბათ ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზი დაუსვეს, მეორეს კი, თუ მისი წერილის მიხედვით ვიმსჯელებთ, ე. წ. გვირაბის სინდრომი უნდა ჰქონდეს. ორივე პათოლოგია ნევრალგიების ჯგუფს მიეკუთვნება. გარდა ამისა, ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით სამწვერა ნერვის შესახებ, ამიტომ დღეს საზოგადოდ ნევრალგიებზე გესაუბრებით.

  • ნევრალგია

ნევრალგია არის პერიფერიული ნერვების დაავადება, რომელიც ნერვის გასწვრივ ძლიერი, შეტევითი ტკივილით მიმდინარეობს. იმის მიხედვით, ნერვული სისტემის რომელ ნაწილში აღმოცენდება ტკივილი, განასხვავებენ ნევრალგიის სხვადასხვა სახეს, მათ შორის - სამწვერა ნერვის ნევრალგიას, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიას, კეფის ნერვის ნევრალგიას. ყველაზე მეტად სამწვერა ნერვის ნევრალგიაა გავრცელებული. იგი 10 000-დან 50 კაცს აწუხებს, უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ქალებში გვხვდება.

ნევრალგია ვითარდება ტრავმის, გადატანილი ინფექციის, გაციების, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის შედეგად. ზოგჯერ მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მკურნალობის დაწყებამდე ნევრალგიის მიზეზი უნდა გაირკვეს. თვითმკურნალობა და ტკივილის ტაბლეტებით გაყუჩება გამოსავალი არ არის. ნევრალგიის ნიღაბს შესაძლოა უამრავი დაავადება ეფარებოდეს, ამიტომ საჭიროა საგულდაგულო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

ტკივილის სინდრომის მოსახსნელად ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს იყენებენ. ძლიერი შეტევისას ზოგჯერ ნარკოტიკულ საშუალებებსა და ნერვული ტოტის ბლოკადას მიმართავენ. მკურნალობის ტრადიციული მეთოდია ფიზიოთერაპია. ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.

  • სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვზეა დამოკიდებული სახის, პირის ღრუს, ცხვირისა და თვალის კაკლის ტკივილის, სითბო-სიცივისა და შეხების შეგრძნება. მის ნევრალგიას ახასიათებს ტკივილი ნერვის ინერვაციის არეში. სამწვერა ნერვის ნევრალგია სხვა პათოლოგიებისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს ნერვის ფუნქცია არ ირღვევა, პათოლოგიური ტკივილი არავითარ საფრთხეზე არ მიუთითებს, თუმცა იმდენად აუტანელია, რომ ადამიანს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ურღვევს.

მიზეზები

ტკივილის მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია: მექანიკური, სისხლძარღვოვანი და სხვა.

სიმპტომები და მიმდინარეობა

სამწვერა ნერვის ნევრალგიას ახასიათებს შეტევითი ტკივილი სახის იმ ნაწილში, რომელსაც დაზიანებული ტოტი ემსახურება. მისი მთავარი ნიშანია მოულოდნელი შეტევების კასკადი, რომლებიც რამდენიმე წამიდან ნახევარ წუთამდე გრძელდება და მოულოდნელადვე წყდება.

შეტევების სიხშირე სხვადასხვა ავადმყოფს სხვადასხვაგვარი აქვს. ზოგჯერ ერთი მეორეს ისე სწრაფად მიჰყვება, რომ ავადმყოფი ერთ ხანგრძლივ შეტევად აღიქვამს. შეტევები ზოგჯერ სპონტანურად აღმოცენდება, ზოგჯერ კი მის პროვოცირებას იწვევს ჭამა, ლაპარაკი, პირის ბანა, პირის პარსვა, კბილების გამოხეხვა. ავადმყოფმა ეს იცის და ერიდება ამ პროცედურებს. ასიდან დაახლოებით 70 შემთხვევაში სახეზე აღინიშნება ე.წ. ჩახმახოვანი ზონები. ეს არის 5-თეთრიანის ზომის უბნები კანზე ან პირის ღრუში. ამ უბნებზე ოდნავ შეხებასაც კი ტკივილის შეტევა მოჰყვება.

ტკივილის სიძლიერეს სხვადასხვანაირად აღწერენ. ეს დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, ფანტაზიაზე, განათლების დონეზე და ა.შ. ყველაზე ხშირად მას დენის დარტყმას ადარებენ, უწოდებენ მგლეჯავს, მჩხვლეტავს, მბურღავს. ობიექტური გასინჯვისას არავითარი ცვლილება არ ვლინდება.

მკურნალობა

სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის მეთოდები მრავალფეროვანია - მედიკამენტური, ფიზიოთერაპიული და ქირურგიული, მაგრამ უებარი არც ერთი არ არის.

  • ნეკნთაშუა ნევრალგია

გულმკერდის არეში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ნეკნთაშუა სივრცეში გამავალი ნეკნთაშუა ნერვის მოჭყლეტაა.

ამ შეგრძნების გულის ტკივილისგან გარჩევა ადვილია:

ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლისას, ასევე - გულმკერდის მოძრაობისას.

გულის ტკივილი არც ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას იცვლება, არც გულმკერდის მოძრაობისა თუ პოზის შეცვლისას. მას შეიძლება ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა.

როგორც წესი, გულის ტკივილს ხსნის ნირტოგლიცერინი.

მიზეზები

ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის არის ტრავმამ (ძველმაც კი), კუნთების მეტისმეტმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, გულმკერდის არეში ხერხემლის თიაქარმა.

მკურნალობა

ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება. მკურნალობის ამოცანაა კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკის მხრიდან ნერვზე ზეწოლის მოხსნა. მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მანუალური თერაპია. ტკივილის ჩაცხრობის მიზნით გაღიზიანებული ან მიჭყლეტილი ნერვის არეში შეჰყავთ ანტიბიოტიკი (ინექცია ან ელექტროფორეზი). ექიმი წინასწარ ადგენს ადგილს, სადაც ნერვია მიჭყლეტილი და იქ შეჰყავს წამალი. ეფექტი ინექციიდან რამდენიმე წუთში ხდება აშკარა და სამ კვირას გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშებითა და მანუალური თერაპიით ნერვის მიჭყლეტის მიზეზის მკურნალობა მიმდინარეობს.

  • კეფის ნერვის ნევრალგია

კეფის ნერვის ნევრალგიას ახასიათებს ტკივილი კეფის არეში. ის მკვეთრია, თანდათან ვრცელდება მთელ თავზე, საფეთქლებსა და თვალებზე. ტკივილი ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნებისას, კისერზე თითებით ზეწოლისას, ცემინებისა და ხველისას. ხშირად თან სდევს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.

მკურნალობა

ნევრალგიის სამკურნალოდ მწვავე და ქვემწვავე სტადიაში ტარდება კეფის ნერვის ფიზიოთერაპია.

  • თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია

ის უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. ხშირად მის მიზეზს წარმოადგენს საზარდულის ნაკეცში ნერვის მიჭყლეტა, რაც უფრო მეტად ემუქრებათ მსუქან ადამიანებს და ზოგიერთი პროფესიის ხალხს სამუშაოსთვის დამახასიათებელ პოზაში დიდხანს ყოფნის დროს. ქალებში თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია ორსულობის დროს აღმოცენდება და მშობიარობის შემდეგ ქრება.

სიმპტომები და მიმდინარეობა

სიმპტომებიდან აღსანიშნავია პარესთეზია - თეძოს გარეთა ზედაპირის დაბუჟება, სიწითლე და წვის შეგრძნება. დგომისა და სიარულისას პარესთეზია ძლიერდება, წოლისას კი ქრება.

დაავადება მძაფრად მიმდინარეობს, ტკივილს აძლიერებს სიცივე, ნესტი.

მკურნალობა

არცთუ იშვიათია რემისია და თვითგანკურნება. მძიმე შემთხვევაში ჭრიან საზარდულის ნაკეცს.

  • ენა-ხახის ნერვის ნევრალგია

ენა-ხახის ნერვის დაზიანება იწვევს პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს ნუშისებრი ჯირკვლების არეში, რომელიც ყლაპვისას ძლიერდება. ამ დროს მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი ფუნქციის გამოხატული დაზიანება არ აღინიშნება.

მიზეზები

ამ ნერვის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ჰერპესმა, კომპრესიულმა ნევროპათიამ, როდესაც ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და გამოწვე-ულია სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით.

მკურნალობა

მედიკამენტური მკურნალობა მეტად ეფექტურია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო.

  • გვირაბის სინდრომი

პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების კიდევ ერთი სახეობაა გვირაბის სინდრომი - მდგომარეობა, როდესაც ნერვის ტოტი მაჯის არხში იჭყლიტება. ეს ამ არხის შემომფარგვლელი მყესებისა და იოგების, ასევე - თვით ნერვის გასქელების შედეგია.

მიზეზები

მიზეზი გახლავთ ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო, რომლის გამოც მაჯა დიდხანს ფიქსირდება უხერხულ მდგომარეობაში (მაგალითად, საჭის მართვისას, კომპიუტერთან თაგვით მუშაობისას). გვირაბის სინდრომი ტკივილით, სპაზმით და მაჯაში მგრძნობელობის დაქვეითებით მიმდინარეობს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

გვირაბის სინდრომს ახასიათებს მტევნის (უმეტესად - მარჯვენას) ტკივილი.

დიაგნისტირება და მკურნალობა

დიაგნოზს ნევროლოგი პაციენტის გასინჯვისა და გამოკითხვის შედეგად სვამს. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან გამოიყენება ელექტრომიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს წინამხრის კუნთის დაზიანების ხარისხი.

მკურნალობა ითვალისწინებს მაჯის არეში კორტიკოსტეროიდების შეყვანას, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, სპეციალური მაჯის ბანდაჟის ტარებას. მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

გვირაბის სინდრომის პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია, პაციენტმა უზრუნველყოს მუშაობის სათანადო პირობები, ხშირად შეწყვიტოს მუშაობა და აკეთოს ხელის ვარჯიშები.

ხელის ვარჯიშები

  1. დაფერთხეთ ხელები;
  2. 10-ჯერ შეკარით მუშტი;
  3. ამოძრავეთ ხელები მაჯაში;
  4. დააწექით ერთი ხელისგულით მეორე ხელის თითებს.

ამ ვარჯიშების წყალობით გაიუმჯობესებთ კუნთებში სისხლის მიმოქცევას და თავს უკეთ იგრძნობთ.

ასევე გასათვალისწინებელია:

  1. კლავიატურასთან მუშაობისას იდაყვში ხელის მოხრის კუთხე უნდა შეადგენდეს 90 გრადუსს;
  2. თაგვით მუშაობის დროს მტევანი უნდა იდოს სწორად და მაგიდის კიდიდან რაც შეიძლება მოშორებით.
  3. სკამს (სავარძელს) უნდა ჰქონდეს სახელურები. ასევე სასურველია დამატებითი საყრდენის არსებობა მაჯისთვის (მაუსის ხალიჩა, სპეციალური ფორმის კლავიატურა ან კომპიუტერის მაგიდა სილიკონის ბალიშით).

თუ ხელით ხანგრძლივი და ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულება გიხდებათ, ატარეთ მაჯისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანდაჟი.