რა არის ალცჰაიმერის დაავადება და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია
მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების, - თანდათანობითი დაკარგვა. ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი იმატებს 65 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ აქვს საერთო პოპულაციის შედარებით მცირე ნაწილს, ეს დაავადება ხანდაზმულთა ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას?
ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. ჩვეულებრივ, მას უკავშირებენ:
- დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედის დაზიანებას;
- ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას;
- მემკვიდრეობას (გენეტიკურ განწყობას);
- ტოქსიკური ლითონებით მოწამვლას;
- თავის ტვინის ტრავმას;
- ტვინის სიმსივნეს;
- ჰიპოთირეოზს.
რით ვლინდება?
ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები ადრეულ სტადიაზე:
- გულმავიწყობა, წარსული მოვლენების გახსენების უუნარობა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს;
- ნაცნობი საგნების შეცნობის უუნარობა;
- ემოციური მოშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობა;
- დეზორიენტაცია;
- აპათია (განურჩევლობა) ირგვლივ მყოფი საგნების, ხალხისა და მოვლენებისადმი.
მოგვიანებით სტადიაზე:
- ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები;
- ნაცნობების ცნობის უუნარობა, უახლოესი ნათესავებისაც კი;
- მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, დამახასიათებელი ფლატუნი;
- დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოძრაობის უნარის დაკარგვა;
- ზოგიერთ შემთხვევაში - კრუნჩხვების განვითარებაც.
რით შეიძლება გართულდეს?
- თანდართული ინფექციებით, მათ შორის - პნევმონიით;
- კვების უკმარისობით;
- ტრავმით, უბედური შემთხვევებით.
რა შეიძლება იღონონ პაციენტის ოჯახის წევრებმა?
მეტად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოზის დასმა. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ოჯახის ხანდაზმული წევრები რეგულარულად გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოაჩნდა. რა შეიძლება გააკეთოს ექიმმა:
- გამოიკვლიოს პაციენტი;
- მოგაწოდოთ რეკომენდაციები ავადმყოფის მოვლის თაობაზე;
- დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა ან მიმართოს ნევროპათოლოგს, ფსიქიატრს, გერონტოლოგს და სხვა სპეციალისტს მომავალი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის.
ბოლო ხანს გამოჩნდა ახალი სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა შეაჩეროს დაავადების პროგრესირება.