/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ვერბალური ინფორმაციის დამახსოვრების ხერხები

ვერბალური ინფორმაციის დამახსოვრების ხერხები
მეხსიერება შეიძლება განისაზღვროს როგორც ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი. ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია წარსული გამოცდილების გარეშე.

მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულის და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა. შეიძლება ითქვას, რომ მეხსიერებას თავისი სირთულით და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სირთულით ვერც ერთი სხვა ფსიქიკური ფუნქცია ვერ შეედრება. ადამიანის ტვინი საშუალოდ 100 ტრილიონ ბიტს იტევს. მეხსიერებიდან გარკვეული ინფორმაციის ამოსატანად კი ჯერ ამ უზარმაზარი ინფორმაციის გადახედვა უნდა მოხდეს. არ არის გასაკვირი, რომ ზოგჯერ პასუხის საჭიროებისამებრ სწრაფი ამოტანა ვერ ხერხდება. ადამიანებმა უხსოვარი დროიდან მიაქციეს ყურადღება მეხსიერების მნიშვნელობას მათი საქმიანობისთვის და იმთავითვე იმ საშუალებების ძიებაში იყვნენ, რომლებიც გაუუმჯობესებდათ მეხსიერებას. იმ მეთოდებს, რომლებიც ეხმარება ადამიანს დაიმახსოვროს და აღადგინოს მასალა, მნემონიკა ეწოდება. გამოიყოფა მეხსიერებაზე მოქმედი რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ადამიანს ინფორმაციის დახსომებაში ეხმარება:

ინტელექტუალური გადამუშავება გულისხმობს მასალის ღრმა დონეზე გადამუშავებას.

როდესაც საჭიროა გარკვეული ინფორმაციის დასწავლა, ეცადეთ მის შინაარსზე გაამახვილოთ ყურადღება კარგად, „ღრმა დონეზე“ გადაამუშაოთ იგი. დასასწავლი მასალის უბრალო გამეორება არაეფექტურია, როგორც მასალის შინაარსის, ისე ხანგრძლივი დროით დახსომების თვალსაზრისით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყურადღების განაწილება. ორი ამოცანის ერთდროულად შესრულებისას ყურადღების თანაბრად გადანაწილება ვერ ხერხდება. ასევე, ხანმოკლედან ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის გადასვლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მისი გაცნობიერება. აქედან შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა: თუ ჩვენ მასალის მომზადებისას წიგნს ვკითხულობთ ისე, რომ მხოლოდ თვალს ვადევნებთ ასოებს, ყურადღება კი გუშინ ნანახ ფილმზე გვაქვს გადატანილი, ბუნებრივია, ამ მასალის გადასვლა ხანგრძლივ მეხსიერებაში და დახსომება ვერ მოხდება.

კოდირების სპეციფიკურობის პრინციპის მიხედვით, დახსომებულის აღდგენა უკეთ ხდება, თუ სიტუაცია, რომელშიც მიმდინარეობდა მასალის აღბეჭდვა, იგივეა, რაც აღდგენის დროს. ასე, მაგალითად, თუ მასწავლებელი ოდნავ განსხვავებულად დაგისვამთ კითხვას, შეიძლება დაიბნეთ და ვერ უპასუხოთ. გადააწყვეთ მასალა, დაუსვით საკუთარ თავს სხვადასხვა კითხვა, თუ მაინც შეფერხდებით გამოცდაზე, სცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი მიმანიშნებელი, რათა პირველადი კონტექსტი აღადგინოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

მწკრივში ადგილმდებარეობის ეფექტი – მასალის შუაში განლაგებული ინფორმაცია ყველაზე ცუდად გვამახსოვრდება. ფაქტობრივად, სტუდენტებს უფრო კარგად ახსოვთ ლექციის დასაწყისი და ბოლო, ვიდრე შუა ნაწილი. როდესაც ლექციაზე ხართ, ეცადეთ, სწორედ ლექციის შუა ნაწილზე გაამახვილოთ ყურადღება.

ინტერესის ფაქტორი. იმის დახსომება, რაც ადამიანს აინტერესებს, ბევრად უფრო ადვილად ხდება, ვიდრე იმისა, რაც ინტერესს მოკლებულია.

შეგრძნების მოდალობის ფაქტორი. მეხსიერების მიხედვით ადამიანების სამი ტიპი არსებობს: მხედველობითი, სმენითი და მოტორული. სმენითი ტიპის ადამიანი უკეთ იხსენებს მოსმენილს, ვიდრე წაკითხულს. სმენითი ტიპის ადამიანში სმენითი სახის წარმოდგენები ჭარბობს – ნაცნობის გახსენებისას იგი, პირველ რიგში, მის ხმას წარმოიდგენს. მხედველობითი ტიპის ადამიანი წაკითხულს უკეთ იხსომებს, ვიდრე მოსმენილს. წაკითხულის მოგონებისას მას გვერდის ადგილიც კი ახსოვს – მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს იყო ის შინაარსი, რომელიც ამოიკითხა და ა.შ. მოტორული ტიპის ადამიანი კი განსაკუთრებით კარგად იხსომებს იმ მასალას, რომელიც მოძრაობს, კინესთეტიკურ შეგრძნებებს უკავშირდება. იგი ადვილად იმახსოვრებს ცეკვას, ფიზიკურ ვარჯიშებს.

წარმოდგენის მნიშვნელობა დახსომების პროცესში. ვიზუალიზაცია დამახსოვრების პროცესში ძლიერი საშუალებაა მეხსიერების ეფექტურობისათვის. განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური ინფორმაციის წარმოდგენების სახით რეპრეზენტაცია, როდესაც ეს წარმოდგენები აზრობრივად უკავშირდებიან ერთმანეთს. მაგალითად, სპილო-ვაშლის წყვილის დახსომება უფრო გაადვილდება, თუ წარმოვიდგენთ რომ სპილოს ხორთუმით უჭირავს ვაშლი, ვიდრე ცალ-ცალკე რომ წარმოვიდგინოთ სპილო და ვაშლი.

განმეორებების განაწილება. მასალას უკეთ დავიხსომებთ, თუ ერთი ამოსუნთქვით კი არ დავისწავლით მთლიან ინფორმაციას, არამედ განმეორებებს დროში გავანაწილებთ. ინტერვალები განმეორებებს შორის ხელს უწყობს დახსომების სიმტკიცეს.

მასალის დაჯგუფება. ეს ხერხი მიუთითებს დახსომებისთვის მასალის დიდ და აზრიან ერთეულებად გაერთიანების მნიშვნელობაზე.

ლოკუსის მეთოდი. განვიხილოთ ლოკუსის მეთოდი, რომელიც პირველად ბერძენმა ორატორმა გამოიყენა. ლოკუსი ნიშნავს „ადგილს“. ლოკუსის მეთოდი გულისხმობს სიტყვის, თუ მოვლენის ადგილის მიხედვით დახსომებას და აღდგენას, ხოლო ორატორისთვის ხანგრძლივი მოხსენების ცალკეული ნაწილების ნაცნობ ადგილებთან დაკავშირებას. იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ, რა გაქვთ სუპერმარკეტიდან წამოსაღები, გონებაში ისინი სათითაოდ უნდა განალაგოთ იმ გზაზე, რომლითაც, მაგალითად, სამსახურში მიდიხართ. შემდეგ, მოგონებისას, სათითაოდ „ჩამოუვლით“ მათ და გაიხსენებთ.

გადამამუშავებელი გამეორება ასევე მეხსიერების გაზრდის მეთოდია, როდესაც ხდება გადასამუშავებელი ინფორმაციის გამდიდრება. ამ ტექნიკის ძირითადი იდეა ისაა, რომ როდესაც ინფორმაციის აღბეჭდვისას მასალას იმეორებთ, ამით მისი გადამუშავების შესაძლებლობაც იზრდება. გადამუშავების ერთ-ერთი გზაა არაშემთხვევითი, აზრიანი ასოციაციების დამყარება სიტყვებს შორის. მაგალითად, თუ გინდათ, დაიმახსოვროთ სიტყვათა წყვილი – თაგვი-ხე, უნდა წარმოიდგინოთ ხეზე ამძვრალი თაგვი, რომელიც ეძებს ყველს. მოგონება უკეთესი იქნება, თუ ინფორმაციის ცალკეულ ნაწილებს პატარა მოთხრობის სახეს მისცემთ.

სამყარო. ადამიანი. ინფორმაცია და ინფორმაციის ძალა

სიტყვა ინფორმაცია ლათინური წარმოშობისაა (Iნფორმატიო) და ნიშნავს „მისცე გონებას ფორმა/გონების ფორმულირებას“, „დისციპლინას“, „ინსტრუქციას“, „სწავლებას“, „მონახაზს“, „შინაარსს“, „იდეას“. ძველ ფრანგულში კი მისი კვალი ასოცირებულია სიტყვა Enformation-თან, რაც, თავის მხრივ, „რჩევას“, „ინსტრუქციას“ ნიშნავს. ასევე ამ სიტყვის ფუძეს ბერძნულში პლატონი იყენებდა (შემდეგ – არისტოტელეც), რითაც იგი აღნიშნავდა „იდეალურ იდენტობას“, „რაიმეს არსს“. როგორც ვხედავთ, სიტყვა ინფორმაცია თავის თავში მოიცავს თითქმის ყველაფერს, რაც სამყაროს აღქმას უკავშირდება.

როგორია ინფორმაციის ძალა როგორც დღევანდელ სამყაროში, ისე საზოგადოდ? დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ, ადამიანები, ვართ შემეცნებისაკენ მიდრეკილი არსებები. ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, ელემენტარული დონიდან დაწყებული, უმაღლეს ეგზისტენციალურ დონემდე. ძველად ინფორმაციის საშუალება იყო ვერბალური კონტაქტი, შემდეგ წიგნი, წერილი. თანამედროვე სამყაროში მათ ტელევიზია და ინტერნეტიც დაემატა. ყველა ზემოხსენებული საშუალება გეხმარება სამყაროს შემეცნებაში, მისი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, დაჯერებასა და რწმენაში... ძველად ადამიანი „ინფორმაციის“ მოპოვებისათვის უამრავ ენერგიასა და დროს ხარჯავდა, დღეს კი მისი „მოზღვავების“ პერიოდია, დაგროვდა და ვეღარსად ეტევა. მისი მოზღვავება აბნევს ადამიანს, უჭირს არჩევანის გაკეთება – არსის, საზრისის მრავალი პარადიგმიდან რომელია მართალი, მისთვის მისაღები. თუ გავითვალისწინებთ აზრს, რომ ინფორმაცია, რაც უნდა დიდი გქონდეს, არ ნიშნავს ცოდნას, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ჩვენ გვაქვს „ზღვა“ ინფორმაცია, მაგრამ ცოდნის მოხვეჭა მხოლოდ ინფორმაციის მიღებით შეუძლებელია, რადგან ადამიანს სჭირდება მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში დანერგვა, მისი შეგრძნება. მივედით ჩიხთან – როგორ ავირჩიოთ ასეთი უზარმაზარი ინფორმაციიდან ჩვენი ეგზისტენციისათვის დამაკმაყოფილებელი? რთულია პასუხის გაცემა.

ინფორმაციის არსებობის პრობლემატიკა ჩვენთვის უკვე ნათელია, ახლა დროა ვისაუბროთ ინფორმატორებზე, ადამიანებზე, რომლებმაც სამყაროს დიადი, ზოგ შემთხვევაში უკვდავი ინფორმაცია დაუტოვეს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა „ინფორმატორის“ შესახებ საუბარი ასეთ ფორმატში, ამიტომ მე კონკრეტულად ვისაუბრებ ორ „გლობალისტ ინფორმატორზე“, კერძოდ კი, ნიცშესა და კანტზე.

დავიწყოთ კანტით. იგი მოღვაწეობდა XVIII-XIX საუკუნეებში. ზოგჯერ ამ პერიოდს რევოლუციების პერიოდადაც მოიხსენიებენ. მიუხედავად მისი დროის სირთულებიისა, კანტი თავიდან იდეალისტი, მეტაფიზიკის ქომაგი იყო და ამასთანვე ცდილობდა ღვთის არსებობის დადასტურებას, რაც მის ბუნებაზე ძალიან ბევრს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მან გააცნობიერა ღმერთის არსებობის მეცნიერული დადასტურების შეუძლებლობა, მას თავისი, ასე ვთქვათ, ღვთიური ვალი არასდროს დავიწყებია. ამის შემდეგ კანტი ცდილობდა პრაქტიკაში ჩაენერგა ღვთიური არსის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა თავისუფლება, მორალი და ა.შ. კანტს არ უარუყვია მეტაფიზიკა, უბრალოდ, მან სცადა მეტაფიზიკურის ფიზიკურ არსში შემოყვანა, რაც, ჩემი აზრით, მშვენივრად გამოუვიდა, მაგალითად, ისეთ ნაწარმოებში, როგორიცაა „წმინდა გონების კრიტიკა“. კანტი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დაამტკიცა, რომ „ყველაფერი მეტაფიზიკური პერსპექტივაში ფიზიკურია“ (მე მას შევადარებდი პრომეთეს თავისი ისტორიით). მაშ ასე, კანტმა, როგორც ინფორმატორმა, შემოიტანა და დაამტკიცა მატერიაში ისეთი ცნებები, როგორებიცაა: თავისუფლება შინაგანი ჯერარსული პრინციპით, მორალის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა („მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება“) და მრავალი სხვა. მას მომავალში აბსტრაქციონერობასაც დააბრალებენ, მაგრამ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ აბსტრაქციის გარეშე შეუძლებელია კონსტრუქციის შექმნა!

ახლა გადავიდეთ ნიცშეზე, „ინფორმატორზე“, რომელმაც კაცობრიობას „ღმერთის სიკვდილი“ ამცნო; რომელმაც თქვა, რომ „სუსტნი და უიღბლონი უნდა დაიხოცონ“; რომლისთვისაც ეგოიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და ა.შ. მე არ გავაგრძელებ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემას, რადგან, ვფიქრობ, ზემოთ თქმულშიც კარგად ჩანს მისი შეხედულებები. უნდა ითქვას, რომ იგი ძალიან რთულ პერიოდში დაიბადა და მოღვაწეობდა, მაგრამ საკითხავია, ჰქონია კი კაცობრიობას სიმარტივისა და სილაღის პერიოდი? პასუხი ცალსახაა, არა! მე ნიცშეს არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ. მით უმეტეს, ჩემი ინტერესის საგანი ორი „ინფორმატორის“ განხილვა და მათი გავლენის ახსნაა. მაშ ასე, ნიცშემ გადმოგვცა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია როგორც ინფორმატორმა.

ადამიანი, როდესაც ირჩევს, რა ინფორმაცია მიიღოს სამყაროსაგან, ირჩევს მისი ეგზისტენციის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რადგან ეს ინფორმაცია დროთა განმავლობაში სრულიად მოიცავს მას და გარდა ამისა, ის თავად გახდება მისივე არჩეული „სამყაროს“ აგიტატორი. განვიხილოთ ერთი ინდივიდის მიერ არჩეული ორივე პიროვნებისაგან მიღებული ინფორმაცია ცალ-ცალკე და ვნახოთ, რა გავლენას მოახდენს ის მასზე.

მაგალითად, ინდივიდი, რომელიც ნიცშეს მოძღვრებას მიიღებს, ადვილი სავარაუდოა, რომ ბოლოს მასავით დაამთავრებს სიცოცხლეს, რადგან თუ ადამიანი ეცდება უარყოს ადამიანური არსებობის ფუნდამენტური პრინციპები და ღირებულებები, მას, უბრალოდ, საყრდენი აღარ დარჩება კაცობრიობაში ადამიანად ყოფნისა. გარდა ამისა, თუ განვიხილავთ თავად ნიცშეს როგორც ინფორმატორს, ვფიქრობ, მან არც ისე სახარბიელო ინფორმაცია გადმოსცა კაცობრიობას და რთულად თუ დაინახავს მის მოძღვრებაში ადამიანი რაიმე ღვთიურს. ერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად აღსანიშნავია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან იწინასწარმეტყველა კაცობრიობის მომავალი, მაგრამ თუ უფრო კრიტიკულები ვიქნებით, შეიძლება დავინახოთ არა წინასწარმეტყველება, არამედ მისივე ჩადებული „კოდი“, რომელმაც, ასე თუ ისე, იმოქმედა კაცობრიობაზე. (როგორც მომავალმა ფსიქოლოგმა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ნიცშეს ჰქონდა რაღაც უზარმაზარი შინაგანი ტრავმა, რამაც მისი ასეთი აგრესია გამოიწვია როგორც რელიგიის, ისე სუსტი ადამიანების მიმართ და არამარტო).

კანტი კი კაცობრიობისათვის კეთილგონიერი პიროვნებაა. მისმა ინფორმაციამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც ფილოსოფოსებზე, ისე, საზოგადოდ, კაცობრიობაზე. მისი მოძღვრების შემცნობ ადამიანს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მასში იგრძნობა ღვთიური საწყისის მოქმედება. კანტსაც ჰქონდა ბევრი ცვალებადი ეტაპი მოღვაწეობის განმავლობაში, მაგრამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნაკლებად თუ გაულაშქრავს. ვფიქრობ, მას კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი თავი და ისიც იცოდა, რომ ბევრი მოეთხოვებოდა, რადგან კაცობრიობის „ინფორმატორი“ იყო და არ ჰქონდა უფლება, კაცობრიობისათვის შემაშინებელი, დამაზიანებელი, აგრესიული „კოდი“ დაეტოვებინა.

ჩვენი მთავარი თემა ადამიანი და ინფორმაციაა. ვფიქრობ, შემეცნების დაუოკებელმა წადილმა ადამიანს არ უნდა დაავიწყოს სიფრთხილე ინფორმაციის წინაშე, რადგან მას განუზომელი ძალა აქვს. მასში ჩადებულ „კოდს“ შეუძლია ააშენოს კიდეც და გაანადგუროს ადამიანის გონივრული მრწამსი. თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ზღვა ინფორმაციაა, რომელსაც ის ნაკლებად აკონტროლებს. აუცილებელია, ადამიანები ვიყოთ ფუტკრები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან ეძებენ ყვავილს, პოულობენ ნექტარს და რაც მთავარია, ამ ყველაფრის გადამუშავებით დიდებულ პროდუქტს ქმნიან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შესაძლებელია თუ არა ინსულტის პრევენცია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა ინსულტის პრევენცია?

გზების ცოდნა.

ინსულტის რისკ-ფაქტორები იზრდება ასაკთან ერთად, მაგრამ მათ ნებისმიერ დროს შეიძლება გავლენა იქონიონ ნებისმიერ ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ინსულტის ეროვნული ასოციაციის თანახმად, ინსულტის 80 პროცენტის პრევენცია შესაძლებელია.

ინსულტი ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინს არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. მსხვილი სისხლძარღვები, რომლებიც ტვინში მიდის, შეიძლება დაიბლოკოს, რაც თავის ტვინში სისხლის მიწოდებას აჩერებს. ამ ტიპის ინსულტს იშემიური ინსულტი ეწოდება. ინსულტის სხვა შემთხვევებში, ტვინის ქსოვილის ირგვლივ სისხლძარღვები შეიძლება გასკდეს, რასაც ჰემორაგიული ინსულტი ეწოდება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა სახის ინსულტი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას.

აქ მოცემულია ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა თავიდან აიცილოთ ინსულტი.

Სწორი კვება - ჯანსაღი კვება გულისხმობს გაჯერებული ცხიმებით, ტრანს ცხიმებითა და ნატრიუმით (მარილით) მდიდარი საკვების შეზღუდვას ან რაციონიდან ამოღებას.მნიშვნელოვანია ბოსტნეულის, ხილის და ცილების ბალანსი. ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენს დიეტაში არის ბოჭკოთი მდიდარი საკვები, როგორიცაა ლობიო, მთლიანი მარცვლეული. ეს ცვლილებები დაგეხმარებათ შეამციროთ ქოლესტერინის დონე და თავიდან აიცილოთ მაღალი წნევა. ჯანსაღი ჩვევები დაგეხმარებათ შეამციროთ სიმსუქნის რისკი და შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.

მეტი მოძრაობა - არ უნდა იყოს მაღალი ინტენსივობის ვარჯიში. ყოველდღიური 30 წუთიანი სიარულიც კი დაგეხმარებათ ინსულტის თავიდან აცილებაში.

შეწყვიტეთ სიგარეტის მოხმარება - მოწევას შეუძლია გააორმაგოს ინსულტის განვითარების რისკი.

მიიღეთ ზომები ალკოჰოლის მიღების შესაზღუდად - დღეში ორ ჭიქაზე მეტი ალკოჰოლური სასმელის დალევით თავს აყენებთ ინსულტის მნიშვნელოვნად მაღალი რისკის ქვეშ.

დაიცავით ქოლესტერინის დონე - ქოლესტერინის დონის შემოწმება არის მარტივი სისხლის ტესტი, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ გამოავლინოს ინსულტისა და გულის დაავადებების რისკის შესახებ.

მართეთ მაღალი წნევა.

ყურადღება მიაქციეთ გულის დაავადებებს - წინაგულების ფიბრილაციამ, ისევე, როგორც სხვა გულის დაავადებებმა, როგორიცაა კორონარული არტერიის დაავადება, შეიძლება გაზარდოს ინსულტის რისკი.

ყურადღება მიაქციეთ დიაბეტს - თუ დიაბეტი გაქვთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ რეგულარულად ამოწმებთ სისხლში შაქრის დონეს.

პრევენციის გეგმის შემუშავებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მასთან ერთად გარკვეული ზომების მიღება.