,,დეჟა ვუ” - უკვე ნანახი - რა არის და რატომ ხდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

,,დეჟა ვუ” - უკვე ნანახი - რა არის და რატომ ხდება

ადამიანების დაახლოებით 97%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია დეჟა ვუ. ეს მდგომარეობა, რომელიც ფრანგულად ითარგმნება, როგორც „უკვე ვნახე“, არის გარდამავალი შეგრძნება იმისა, რომ წარსულში, რაღაც მომენტში უკვე გამოსცადე სრულიად იდენტური სიტუაცია. დეჟა ვუ ხასიათდება იმითაც, რომ გარკვეული პერსონა ან მოვლენა ადამიანს ეჩვენება ისე, თითქოს უკვე ნანახი აქვს წარსულში.

დეჟა ვუ შესაძლოა განიცადონ ჯანმრთელმა ადამიანებმა, თუმცა ეს ასევე შეიძლება იყოს ნევროლოგიური პრობლემის სიმპტომი.

არსებობს დეჟა ვუ-ს ორი ძირითადი ფორმა: პათოლოგიური, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ეპილეფსიასთან და არაპათოლოგიური, რომელიც ფიზიოლოგიურია და შეიძლება ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანსაც ახასიათებდეს.

რატომ ხდება დეჟა ვუ და რა სამედიცინო ახსნა აქვს ამას?

თქვენ ალბათ გამოგიცდიათ ეს გრძნობა: საუბრის ან აქტივობის შუაგულში ხართ, როდესაც მოულოდნელად გრძნობთ, რომ ზუსტად იგივე გააკეთეთ ადრე - მაგრამ იცით, რომ ეს შეუძლებელია.

მეცნიერების განმარტებით, დეჟა ვუ არის ცრუ ცნობადობის გრძნობა. ტვინი ქმნის შეგრძნებას, თითქოს ადრე გიცხოვრიათ გარკვეულ სიტუაციაში, მაგრამ თქვენ მისი წაშლა მეხსიერებიდან არ შეგიძლიათ და ვერც რეალურ სიტუაციასთან აიდენტიფიცირებთ.

1983 წელს დოქტორმა ვერნონ ნეპემ დეჟა ვუ განსაზღვრა, როგორც ,,ნაცნობი აწმყოს გამოცდილების ბუნდოვან წარსულთან ობიექტურად შეუსაბამო გაიგივება“, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც დეჟა ვუ გაქვთ, განიცდით იმას, რისი განცდაც არ შეგეძლოთ.ეს არ ჰგავს ყოველდღიური ერთი და იგივე მოქმედებების, მარშრუტის ან პეიზაჟების ამოცნობას. დეჟა ვუ, თავის მხრივ, არის ის, როდესაც გრძნობთ, რომ თქვენ გქონდათ ზუსტად იგივე საუბარი ან გამოცდილება წარსულში, მაგრამ ასევე იცით, რომ ეს აქამდე შეუძლებელია მომხდარიყო.

რა იწვევს დეჟა ვუს

დეჟა ვუს დროს ტვინი ქმნის გარკვეულ ილუზიას. ითვლება, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინის ორ ნაწილს შორის მცირედი არასწორი კომუნიკაციაა. დეჟა ვუ გამოწვეულია ტვინის იმ ნაწილებს შორის დისფუნქციური კავშირებით, რომლებიც მეხსიერებაში, დამახსოვრებასა და გაცნობაში თამაშობენ დიდ როლს. სწორედ საფეთქლის წილი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩამოთვლილ ფუნქციებში, უფრო კონკრეტულად:

  • სიტყვების გახსენებაში;
  • იმ ადგილების დამახსოვრებაში, სადაც უკვე იყავით;
  • ადამიანების ამოცნობაში;
  • ენის გაგებაში;
  • სხვა ადამიანების ემოციების ინტერპრეტაციაში

საფეთქლის წილში არის ჰიპოკამპი, რომელიც ხელს უწყობს მრავალი ამ ფუნქციის შესრულებას და პასუხისმგებელია მოკლევადიანი მეხსიერების ჩამოყალიბებაზე. ზოგჯერ, მაგალითად, გარკვეული ტიპის კრუნჩხვების დროს, შეიძლება გააქტიურდეს ჰიპოკამპი და ტვინის მიმდებარე ქსოვილი, რაც იწვევს მეხსიერების სისტემების დარღვევას, რაც გაძლევს ცრუ ცნობადობის გრძნობას - დეჟა ვუ-ს.

დეჯა ვუ-ზე მოქმედებს სტრესი და დაღლილობა. დეჟა ვუ ასევე შეიძლება იყოს კრუნჩხვითი დარღვევების, შაკიკისა და მეხსიერებაზე მოქმედი დარღვევების ნიშანი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფრონტტემპორალური დემენცია, მაგალითად, ხშირად განიცდიან მუდმივ დეჟა ვუს.

დეჟა ვუ იშვიათი მოვლენაა ჯანმრთელ ადამიანებში, რომელიც ჩვეულებრივ ხდება წელიწადში რამდენჯერმე და არ მიანიშნებს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემაზე, თუმცა, თუ ის გახშირდება ან ასოცირდება სხვა სიმპტომებთან, მნიშვნელოვანია მისი მოგვარება.

დეჟა ვუ შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი, თუ მას თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა:

  • დაბნეულობა;
  • თავის ტკივილი;
  • ცნობიერების დაკარგვა;
  • სისუსტე;
  • კრუნჩხვები;
  • წონასწორობის დაკარგვა

აუცილებელია ექიმთან ვიზიტი თუ დეჟა ვუ:

  • ხდება თვეში რამდენჯერმე ან უფრო ხშირად;
  • მოსდევს გონების დაკარგვა;
  • თან ახლავს არანორმალური, სიზმრის მსგავსი მოგონებები ან ვიზუალური სცენები;
  • თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა ან შიშის გრძნობა

არ დაუშვათ მუდმივი ან შემაწუხებელი დეჟა ვუ, თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი დეჟა ვუს გამომწვევ მიზეზში, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს, ნევროლოგს.