/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ფორთოხალი ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებას შეიცავს

ფორთოხალი ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებას შეიცავს
მეცნიერებმა ფორთოხალში ანტივირუსული საშუალება აღმოაჩინეს.

მათი ყურადღება მიიპყრო ბიოფლავანოიდმა ჰესპერიდინმა, რომელიც ექსპერტების აზრით შეიძლება გამოყენებული იქნას ვირუსული დაავადებების, მათ შორის კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ჰესპერიდინს შეიცავს ციტრუსის, ძირითადად ფორთოხლის კანი.

ის მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელი და კარდიოდამცავი საშუალება. სხვა ფლავანოიდთან, დიოსმინთან ერთად, ჰესპერიდინი გამოიყენება ვენური უკმარისობის თარაპიაში. ამჟამად, ჰესპერიდინს ახალი გამოყენება მოუძებნეს. დამტკიცდა, რომ მას შეუძლია კორონავირუსის ACE2 რეცეპტორების საშუალებით, მასპინძლის უჯრედებში შეღწევის ბლოკირება. ამდენად შესაძლებელი იქნება ინფიცირების თავიდან აცილება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღნიშნული ნაერთი ასევე მოქმედებს უჯრედულ იმუნიტეტზე და ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ციტოკინური შტორმის განვითარების რისკს. აღნიშნული კი სიცოცხლისათვის ძალიან მძიმედ შეიძლება წარიმართოს, თუ კი იმუნიტეტი გამოდის კონტროლიდან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოქმედებს სტრესი ბავშვზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს სტრესი ბავშვზე

ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროს უარყოფით კვალს აჩნევს.

როგორ შევუმსუბუქოთ ტვირთი, რით დავეხმაროთ მას? ამაზე ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ზაზა ვარდიაშვილი გვესაუბრება:

- მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი სტრესული სიტუაციები უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციური სფეროს განვითარებაზე. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითია 11 სექტემბრის მოვლენა, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ამერიკის მოსახლეობა.

ამ დღის შემდეგ მილიონობით ადამიანს გამოაჩნდა სხვადასხვა ტიპის შფოთვითი დარღვევა. მათ ეშინოდათ უცხო ხალხის, ქუჩაში გამოსვლის, მასობრივ ღონისძიებებზე დასწრების, ეშინოდათ საკვებისაც კი (აქვე გეტყვით, რომ ამერიკის ხელისუფლებისა და ფსიქოთერაპევტების დახმარებით ბევრმა დაძლია შფოთვითი დარღვევები). თუმცა აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც არაფერი იციან 11 სექტემბრის ტერაქტზე, მისი ამბავი არავისგან გაუგონიათ, მათი ოჯახის არც ერთი წევრი არ გარდაცვლილა მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, მაგრამ მაინც მწვავედ განიცდიან ტერორისტული აქტის ზემოქმედებას. ესენი არიან ის ათეულობით ბავშვი, რომელთა დედებიც 11 სექტემბერს ორსულად იყვნენ. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ კორტიზოლის (სტრესისადმი მზაობის განმაპირობებელი ჰორმონი) შემცველობა ამ ქალების მიერ გაჩენილი ბავშვების ორგანიზმში მნიშვნელოვნად აღემატება ტერორისტული აქტის შემდეგ და მანამდე დაბადებული ბავშვების ორგანიზმში არსებული ჰორმონის დონეს. გაირკვა ისიც, რომ შფოთვითი დარღვევები ბავშვების ამ ჯგუფში გამოვლინდებოდა ოთხჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მათზე უმცროს ან უფროს ბავშვებში.

- რა არის შფოთვითი დარღვევა?

- შფოთვითი დარღვევა, განსაკუთრებით - ბოლო ორი ათეული წელიწადია, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობას წარმოადგენს. იგი ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და შრომისუნარიანობაზე. შფოთვითმა დარღვევამ შეიძლება თავი იჩინოს როგორც ერთბაშად, ასევე თანდათან. ზოგჯერ ადამიანმა იცის, რამ გამოიწვია აღნიშნული მდგომარეობა, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა შფოთვითი დარღვევის მიზეზის დადგენა ძნელია. იგი გვხვდება ყველა ასაკში, ყველა პროფესიისა და სოციალური სტატუსის ადამიანებს შორის. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება: ქალებს შორის შფოთვითი დარღვევა ხუთჯერ უფრო ხშირად აღინიშნება.

- სეზონზე დამოკიდებულებაც ხომ არ შეიმჩნევა?

- შფოთვითი დარღვევები უფრო ხშირად იწყება გაზაფხულზე. ასევე ხშირია მდგომარეობის გამწვავება მარტსა და აპრილში, რისი მიზეზიც არის ადრე გაზაფხულზე სეროტონინის, ადრენალინის და სხვა ასეთი ჰორმონების გააქტიურება. ამ ჰორმონთა თანაფარდობის შეცვლა იწვევს შიშს, აღელვებას, მხიარულებას, იმპულსურობას ან პასიურობას. შფოთვითი მდგომარეობების განვითარების რისკი შედარებით მაღალი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებენ შენობებში. მათი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, რადგან შფოთვითი დარღვევის ერთ-ერთი სიმპტომი მუდმივად სახლში ყოფნის სურვილია.

- რა განსხვავებაა შფოთვასა და შფოთვით დარღვევას შორის?

- შფოთვა შეგუებითი, ადაპტაციური ემოციაა, რომელიც ამზადებს ადამიანს იმ ფიზიკური და ემოციური სიტუაციებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქადის მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. შიში მყისიერი რეაქციაა აწმყოში, შფოთვა კი ორიენტირებულია მომავალზე ანუ შესაძლო სიტუციებზე მომავალში. შფოთვითი დარღვევა ნორმალური (ადაპტაციური) შფოთვისგან იმით განსხვავდება, რომ:

  • გამოხატულია მაღალი ინტენსივობით, აზროვნების დიდ ნაწილს მოიცავს;
  • საგრძნობლად უშლის ხელს პიროვნების სათანადო ფუნქციობას.

შფოთვითი დარღვევები ბავშვს პრობლემებს უქმნის სკოლაში, ოჯახში, მეგობრებთან ურთიერთობისას. ხშირია კონფლიქტი მშობლებთან. ამ ყოველივეს ბავშვის თვითიზოლაციამდე მივყავართ.

- რა სიმპტომები ახასიათებს შფოთვით დარღვევას და როგორ გამოვლინდება ის სხვადასხვა ასაკში?

- შფოთვით მდგომარეობას ახასიათებს სიმპტომების სამი დიდი ჯგუფი. ფიზიკური სიმპტომები:

  • პულსის გახშირება, სუნთქვის გახშირება, პერიოდული ღრმა ჩასუნთქვა;
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • გულისრევა, ნაწლავთა აშლილობა, პირის სიმშრალე;
  • ტკივილი ან არასასიამოვნო შეგრძნება მკერდში;
  • ყელში ბურთის მოწოლის შეგრძნება;
  • სისხლის მოწოლა სახეზე;
  • ოფლიანობა, განსაკუთრებით ხელისგულებისა;
  • ხელ-ფეხის გაცივება;
  • მუცლის, თავის ტკივილი;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაბუჟება;
  • ძილის დარღვევა - ჩაძინების გაძნელება, შემაწუხებელი, კოშმარული სიზმრები.

სიმპტომების მეორე ჯგუფში შედის:

  • თვითკრიტიკული აზრები;
  • ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, გულმავიწყობა;
  • ფიქრი ახლობლების ან საკუთარ ავადმყოფობაზე;
  • ფიქრი კატასტროფებსა და ზებუნებრივ მოვლენებზე.

მესამე ჯგუფს შეადგენს ქცევითი სიმპტომები:

  • ტირილი, ხშირი კვნესა, ოხვრა;
  • მარტო ყოფნის ან პირიქით, ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი;
  • ფრჩხილების კვნეტა, თითების გრეხა, თმით მანიპულირება, თითის წოვა და ა.შ.
  • ენის დაბმა, ტუჩების კანკალი, კიდურების რიტმული მოძრაობები.

ეს სიმპტომები სხვადასხვა კომბინაციით გვხვდება შფოთვითი დარღვევის სხვადასხვა ფორმის დროს.


- რა ფორმებია ესენი?

- კიეველმა ექიმებმა გამოკვლევის საინტერესო შედეგები წარმოადგინეს: სასწრაფო დახმარების გამოძახებების 34% და ამბულატორიული ვიზიტების 48% სწორედ შფოთვითი დარღვევების მქონე სხვადახვა ასაკის ადამიანებზე მოდიოდა. ექიმებთანაც უმეტესად ისინი დადიან, ვისაც აღენიშნება პანიკური დარღვევები, გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა და ობსესიურ-კომპლექსური დარღვევა.

პანიკურ დარღვევას ახასიათებს პანიკის შეტევა, რომელიც უეცრად წარმოიშობა და თან ახლავს:

  • ტკივილი გვერდში;
  • ძლიერი გულისცემა;
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • თავბრუხვევა;
  • მუცლის ტკივილი.

პანიკური დარღვევები განმეორებადია. წინ უძღვის მოუსვენრობა. საკმაოდ ხშირია მოზარდებში. საშუალო ასაკია 15 წელი. შესაძლოა, მდგომარეობა გართულდეს დეპრესიით. გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა - ეს არის ქრონიკული და ძლიერი შფოთვა, დაძაბულობა, მუდმივი უბედურების მოლოდინი. მას ახასიათებს:

  • თავის ტკივილი;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • კანკალი;
  • ჩაძინების გაძნელება ან ზერელე, მოუსვენარი ძილი;
  • სწრაფი დაღლა;
  • მეხსიერების დარღვევა;
  • გაღიზიანებადობა;
  • თვითშეფასების მკვეთრი დაქვეითება (ასეთი ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ სხვის აზრს მათ შესახებ, ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებენ).

გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა შესაძლოა აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში და რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. ობსესიურ-კომპულსური დარღვევა - ეს არის განმეორებადი და არასასურველი აზრები, ძირითადად ონკოლოგიური ან ინფექციური დაავადებების, კატასტროფების შესახებ... ასეთ ადამიანებს ხშირად დარღვეული აქვთ საკვების მიღება. შესაძლოა განუვითარდეთ სხვადასხვა ტიპის ტიკი. შფოთვითი დარღვევის ეს ტიპი ყველაზე ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

გარდა აღნიშნული სამი მდგომარეობისა, შფოთვითი დარღვევების ჯგუფში შედის ფობიებიც ანუ შიშებიც. სპეციფიკური ფობია მყარი, ძლიერი და გაუმართლებელი შიშია, რომელიც აღმოცენდება სპეციფიკურ ობიექტთან შეჯახებისას ან მისი წარმოდგენისას. ადამიანი მუდმივად თავს არიდებს ამ ობიექტებთან კონტაქტს, თუმცა ესმის, რომ მისი შიში არაჩვეულებრივად ძლიერი და აუხსნელია. შიშის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი (მაგალითად, საჩუქარი, ნემსი და ა.შ.) და სიტუაცია (სიმაღლე, ჩაკეტილი სივრცე, ღია ადგილი და სხვა).

სპეციფიკური ფობია საკმაოდ გავრცელებულია - ადამიანების 2-4%-ში გვხვდება. ძირითადად 10-13 წლის ასაკში ყალიბდება და შესაძლოა მთელი სიცოცხლე დარჩეს, თუმცა ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, ფსიქოთერაპიას.

სოციოფობია - ეს არის მკვეთრად გამოხატული მყარი შიში, დაკავშირებული სოციალურ სიტუაციასთან, რომლის დროსაც პიროვნება აღმოჩნდება უცნობ ხალხში ან სხვების მხრიდან შესაძლო შეფასების ობიექტი ხდება. სოციოფობიის მქონე ადამიანი განიცდის, რომ თავისი ქმედებით შესაძლოა დაცინვა ან გაღიზიანება გამოიწვიოს. შესაძლოა, ამის გამო პანიკის შეტევაც კი განუვითარდეს. ასეთი ადამიანები გრძნობენ, რომ მათი შიში უსაფუძვლოა, მაგრამ დახმარების გარეშე უჭირთ პრობლემის დაძლევა.

სოციოფობია გვხვდება უპირატესად გოგონებში. შესაძლოა, 6-8 წლის ასაკშიც კი იჩინოს თავი.

პოსტტრავმული სტრესული დარღვევა - მას ახასიათებს მძიმე და მატრავმირებელი სიტუაციის გადატანის შემდეგ აღმოცენებული მატრავმირებელი სიტუაციის განმეორებითი განცდა. ვითარდება კატასტროფების, ომების, ახლობლების დაღუპვისა და სხვა ექსტრემალური სიტუაციების შემდეგ და შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაღი დაასვას ადამიანის ცხოვრებას. ამ დარღვევის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ბავშვები. მათში იგი გამოიხატება ღამის კოშმარული სიზმრების, ჰიპერაქტიურობის სახით.

მწვავე სტრესული დარღვევა გრძელდება არა უმეტეს 4 კვირა. ეს არის სტრესის გადატანის შემდეგ აღმოცენებული ძლიერი ემოციური რეაქცია, რომელსაც ერთვის სიტუაციის სუსტი ან არასწორი აღქმა, ნაწილობრივი ამნეზია (მეხსიერებსი დაქვეითება), ძილისა და კვების დარღვევა.


- თუ არსებობს შფოთვითი დარღვევის ისეთი სახე, რომელიც მხოლოდ ბავშვისთვის არის დამახასიათებელი და მოზრდილებში არ გვხვდება?

- ეს არის სეპარაციული შფოთვითი დარღვევა. იგი განისაზღვრება როგორც ასაკთან შეუსაბამო, ძლიერმოქმედი უარყოფითი შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მშობლებთან განშორებასთან ან სახლიდან წასვლასთან. სეპარაციული შფოთვითი დარღვევა ბავშვების 10%-ში გვხვდება. ამ დროს ბავშვები უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე, ოთახში მარტო ძილზე. ასევე ხშირად უჩივიან მუცლისა და თავის ტკივილს, ღამით ტირილით იღვიძებენ, ხედავენ კოშმარულ სიზმრებს.

მშობლებთან განშორების შიში მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნორმალური თავდაცვითი აუცილებლობაა. 7 თვიდან 6-7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი განიცდის მშობლებთან განშორებას. მაგრამ თუ მშობელთან მცირე ხნით განშორებისას 6-7 წლის შემდეგაც აღინიშნება ძლიერი შფოთვა და ეს 4 კვირაზე მეტხანს გასტანს, სავარაუდოდ, სწორედ სეპარაციულ შფოთვით დარღვევასთან გვაქვს საქმე. მდგომარეობა პიკს აღწევს 9-11 წლის ასაკში. თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს. კერძოდ, ბავშვი თავის თავში იკეტება, გამოაჩნდება დეპრესიის ნიშნები.

- ექვემდებარება თუ არა მკურნალობას შფოთვითი დარღვევები?

- ადეკვატური მკურნალობით მდგომარეობის გაუმჯობესება და განკურნება შესაძლებელია ყველა ტიპის შფოთვითი დარღვევის შემთხვევაში. სპეციფიკური ფობია და გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა შედარებით ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, პოსტტრავმული სტრესული დარღვევისა და ობსესიურ-კომპულსური სინდრომის მკურნალობა კი საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ განკურნება ყველა შემთხვევაში შესაძლებელია. შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ მრავალი საშუალება არსებობს, მათ შორის - მედიკამენტურიც. მაღალეფექტურობით გამოირჩევა ფსიქოთერაპია. განსაკუთრებით შედეგიანია ფსიქოთერაპია ბავშვებში შფოთვითი დარღვევების დროს.

- არსებობს კიდევ ერთი სტრესი, რომელსაც განიცდის უკლებლივ ყველა ახალშობილი. მხედველობაში მაქვს სამშობიარო სტრესი. შესაძლებელია თუ არა მისი შემსუბუქება?

- მშობიარობის პროცესი, ჭინთვები, ტკივილები, დედის განცდები ახალშობილისთვის მართლაც სტრესია - ის ხომ ცხრა თვის განმავლობაში თბილად, მყუდროდ ცხოვრობდა დედის მუცელში, არაფრის ეშინოდა, ესმოდა დედის მოალერსე ხმა, გრძნობდა მისი ხელის შეხებას, მშობლიურ გულისცემას, და უცბად ყველაფერი შეიცვალა - დაიწყო მშობიარობა. პაწია ვერ ხვდება, რა ამბავია მის თავს და განგაშის, შიშის შეგრძნება ეუფლება. სტრესის შემსუბუქება მხოლოდ დედას შეუძლია. მან არ უნდა დაკარგოს კავშირი შვილთან, ძალა მოიკრიბოს და დროდადრო გაესაუბროს, დაამშვიდოს და შეახსენოს, რომ ძალიან უყვარს, სიხარულით ელოდება და მალე ისევ ერთად იქნებიან. გეთანხმებით, ძალიან ძნელია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დაბადება უდიადესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში.

კარგია, როცა სამშობიარო სტრესის შესამსუბუქებლად ახალშობილს დაბადებისთანავე აწვენენ დედის მუცელზე და პირველსავე საათებში მიჰყავთ ძუძუსთან. ჩვილისთვის, გარდა დედისა, ამქვეყნად ყველა და ყველაფერი უცხოა. ყველაფერი, რასაც ხედავს, შეიგრძნობს და ესმის - შიშს ჰგვრის. დედამ ალერსიანი ხმით, მოფერებით უნდა გააცნოს სამყარო და მისი ყველა ბინადარი, ოჯახის წევრების ჩათვლით. სცადეთ, შეხედოთ სამყაროს ბავშვის თვალით, გადაწყვეტილების მიღებისას ენდეთ დედობრივ ალღოს და იოლად მიხვდებით, რა არის უმჯობესი თქვენი შვილისთვის.