დეპრესია, რომელიც დედობის სიხარულს გვიუფერულებს

რომელსაც ყოველი ქალი და ყოველი მამაკაცი უნდა გრძნობდეს. მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვებთ მეგობრებისა და ნათესავების მოლოცვებს, დაჭკნება ყვავილები, რომელიც ბედნიერმა მეუღლემ მოგართვათ, იწყება მოსაწყენი დღეები, რუტინა, რომელიც დიდ ფსიქოემოციურ სტაბილურობას მოითხოვს, ამას კი მელოგინე ქალის ფსიქიკა ვერ უძლებს. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი, რომელსაც ხშირად მშობიარობის შემდგომ დეპრესიამდე მივყავართ.
დადგენილია, რომ დეპრესია შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ყველა ქალს როგორც ორსულობის დროს, ისე მის შემდეგ. ის საშიშროებას უქმნის როგორც დედის, ისე ახალმოვლენილი ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის წინამორბედ ნიშნებს და რისკის ფაქტორებს, რათა მისი თავიდან აცილება მოხერხდეს, დროულად გამოვიცნოთ ეს მდგომარეობა და განვკურნოთ იგი. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვე და წელიწადიც კი. დეპრესიის მიზეზთა შესახებ მეცნიერებს სხვადასხვა აზრი აქვთ.
ამჟამად არსებული თეორიების თანახმად, პათოლოგიის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ:
- დედას ორსულობამდეც ჰქონდა ფსიქიკური დაავადება, მათ შორის - კლინიკური დეპრესია, შფოთვა და პანიკური, ბიპოლარული დარღვევები, ნერვული ანორექსია ან ბულიმია (მადის გაძლიერება ან უმადობა), ობსესიურ-კონვულსიური დარღვევები.
- წარსულში ეტანებოდა ალკოლჰოლსა და ნარკოტიკებს.
- ჰქონდა მენსტრუაციის დარღვევა ან ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული სიძნელეები, რაც ჰორმონული დარღვევებით იყო გამოწვეული.
- ბავშვობაში მკაცრად ეპყრობოდნენ.
- გადატანილი აქვს ემოციური და ფიზიკური სტრესი ან სექსუალური ძალადობა.
- აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
- სასქესო ორგანოების ქრონიკული (მათ შორის - ვენერული) ანთებითი დაავადებები.
- ჭარბად იყენებს ანტიბიოტიკებსა და სტეროიდებს.
- ორსულობის თავიდან ასაცილებლად იღებდა კონტრაცეპტივებს;
- იცავდა დიეტას ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებისა და ვიტამინების დაბალი შემცველობით.
- იძულებით ან ნებით შეწყვიტა ძუძუთი კვება მშობიარობიდან მოკლე ხნის შემდეგ.
- გადაიტანა სტრესული სიტუაცია, პრობლემები ოჯახში ან სამსახურში, შეიცვალა სამუშაო, გადასახლდა სხვაგან, გარდაეცვალა საყვარელი ადამიანი.
- აქვს დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (სისხლით ნათესავებს შორის რომელიმეს აქვს ფსიქიკური დაავადება).
- დედასთან აქვს ცუდი დამოკიდებულება ან დედას ჰქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
- ჰქონდა პრობლემები წინა ორსულობისას.
- აქვს ოჯახური კონფლიქტი ან ფინანსური პრობლემები.
- მეტისმეტად ახალგაზრდაა ან პირველად 30 წლის შემდეგ დაორსულდა.
- ორსულობა არასასურველი, შემთხვევითი იყო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ორსულობისას ორგანიზმში პროგესტერონისა და ესტროგენების დონე საგრძნობლად იმატებს, მშობიარობიდან პირველი 24 საათის შემდეგ კი მკვეთრად იკლებს და საწყის დონემდე ეცემა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჰორმონული ფონის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დეპრესიას (ისევე, როგორც გუნება-განწყობის ცვალებადობას მენსტრუაციამდელ პერიოდში).
- რა უწყობს ხელს დეპრესიის განვითარებას?
- მშობიარობის შემდგომი დაღლილობის შეგრძნება, ძილის რეჟიმის ცვლილება, სტრესისა და დატვირთვის მატება, რაც ქალს არ აძლევს საშუალებას, დაიბრუნოს ფიზიკური ფორმა მშობიარობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში:
- თვითრწმენის ნაკლებობა (ქალს ეშინია, რომ ამდენ საქმეს თავს ვერ გაართმევს).
- სტრესი, დაკავშირებული ჩვეული რეჟიმის ცვლილებასთან.
- საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის განცდა.
- შინ ყოფნის აუცილებლობა, ახლობლებთან ურთიერთობის დეფიციტი.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია თავად ბავშვის ქცევა. პირველი სამი თვე ბავშვების უმეტესობა მოუსვენარია, ცუდად სძინავთ, ხშირად ტირიან. ასეთი ბავშვების დედები უფრო მეტად არიან განწყობილნი დეპრესიისადმი, რადგან ბავშვის ქცევა მათ ძალ-ღონეს ართმევს, მუდმივ სტრესში ამყოფებს და თრგუნავს, უჩენს განცდას, რომ "რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, როგორც საჭიროა".
ბავშვის კოლიკასა და დედის დეპრესიას შორის უშუალო კავშირი მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მოვლენების საფუძველი ურთიერთკავშირშია. ძუძუთა ბავშვის ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით, დეპრესიით შეპყრობილი დედა სავსებით შეიძლება იქცეს ბავშვის არაადეკვატური ქცევის მიზეზად.
კოლიკიანი ბავშვების მკურნალობისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება დედის ფსიქიკურ მდგომარეობასაც. ეს საშუალებას მოგვცემს, დროულად გავაკეთოთ პროგნოზი და თავიდან ავიცილოთ დეპრესია.