იშემიური ინსულტი ზოგჯერ ჰემორაგიულზე ვერაგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იშემიური ინსულტი ზოგჯერ ჰემორაგიულზე ვერაგია

- რა სიმპტომებით ვლინდება ინსულტი?

- ინსულტის სიმპტომები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დამოკიდებულია როგორც დაზიანების სიმძიმეზე, ასევე იმაზე, რომელი არტერია დაზიანდა. კვების შემცირების პასუხად განვითარებული მეორეული სისხლმომარაგება რამდენადმე აკომპენსირებს დანაკარგს. ინსულტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება:

სხეულის ერთ ნახევარში (ხშირად - კიდურებში) დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან დამბლა;ძლიერი თავის ტკივილი;ცნობიერების უეცარი დაბინდვა;წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;მხედველობის მკვეთრი გაუარესება;მეტყველების დარღვევა;სირთულეები წერა-კითხვისა და სხვისი საუბრის აღქმისას;დროსა და გარემოში დეზორიენტაცია.იშვიათად ინსულტის წინ ავადმყოფი უჩივის ძილიანობას, თავბრუხვევას, თავის ტკივილს და ყურადღების გაფანტვას.

მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის გასკდომის შედეგად სისხლი მაღალი წნევით აღწევს ტვინის ქსოვილში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტვინშიგა ჰემატომა. ანევრიზმის გასკდომის შედეგად სისხლჩაქცევა უმეტესად ტვინის გარსებში წარმოიქმნება. მას სუბარაქნოიდულს უწოდებენ. ასეთი სისხლჩაქცევა უმეტესად 40 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის გვხვდება.

ამ დროს ვითარდება თავის უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ ხანჯლის ჩაცემას ადარებენ. მოსალოდნელია კრუნჩხვაც, მაგრამ ცნობიერება, წესისამებრ, აღდგება. ავადმყოფი ძილად არის მივარდნილი, ტკივილისაგან კვნესის და ხელები თავზე აქვს შემოწყობილი. ხშირია ღებინება და გულისრევა. ჰემორაგიული ინსულტისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ვითარდება ტვინშიგა ჰემატომა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს თავდაპირველად სხეული პარალიზებული არ არის.

იშემიური ინსულტი ზოგჯერ ჰემორაგიულზე ვერაგია - ამ დროს დაავადების ნიშნები თავდაპირველად შესაძლოა მკვეთრად არ იყოს გამოხატული და თანდათანობით გაძლიერდეს, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს, ტვინშიგა ჰემატომის ჩამოყალიბების შემთხვევაში, სურათი მკვეთრია: ჰიპერტონიული კრიზის ფონზე აღმოცენდება ან მკვეთრად ძლიერდება თავის ტკივილი, უმეტესად - თავის ერთ ნახევარში, ავადმყოფს სახე წამოწითლებული აქვს, ხშირად ზედიზედ აღებინებს. რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევა, უპირატესად - სხეულის ცალ მხარეს.

თუ ავადმყოფი გონზე მოდის, აღენიშნება მეტყველების მოშლაც. ტვინის ღეროში განვითარებული ჰემორაგიული ინსულტი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და მაღალი ლეტალობა ახასიათებს. ანევრიზმის გასკდომის შედეგად ინსულტის განვითარებას ხშირად წინ უძღვის სტრესი: ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, მძიმე ტვირთის აწევა, ნერვული გადაძაბვა, რასაც თან სდევს არტერიული წნევის ხანმოკლე მატება. ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტვინის დაზიანების ადგილისა და მხარის მიხედვით ხელში ან ხელ-ფეხში, ცალ მხარეს, აღინიშნება სისუსტე, რომელსაც ხშირად თან სდევს მეტყველების მოშლა - აფაზიაც. ზოგჯერ ვითარდება მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე. ეს მოვლენები რამდენიმე წუთში ან საათში გაივლის, მაგრამ დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმეჯერ განმეორდეს.

ასეთ დროს აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია, რადგან ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება, არსებითად, ჩამოუყალიბებელი ინსულტია, რომელიც ადრე თუ გვიან ჩამოყალიბდება. აუცილებელია, ეს სიგნალი ინსულტის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად გამოვიყენოთ.