/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ღამის შიშები

ღამის შიშები
არსებობს დაავადება აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი. ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ უმეტესად ბავშვობაში იწყება (უკავშირდება არასწორ აღზრდას). ამ დროს ადამიანი მოცულია აკვიატებული აზრებით, ესმის მათი აბსურდულობა, ებრძვის კიდეც მათ, მაგრამ ვერ სძლევს. აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი ფსიქიკის სერიოზული დარღვევაა, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც მსუბუქად, ასევე მძიმედ. ზოგი ადამიანი მხოლოდ აკვიატებული აზრებით იტანჯება: აკლია თვითრწმენა, ყოველი მოქმედებისას ყოყმანობს, გონებრივი სამუშაოს შესრულებისას რამდენჯერმე კითხულობს ერთსა და იმავეს, უსასრულოდ იმეორებს, ითვლის ერთსა და იმავეს, სანამ არაქათი გამოელევა. აკვიატებული ეჭვები გამოწვეულია იმით, რომ ადამიანი დარწმუნებული არ არის განსაზღვრულ მოქმედებათა მართებულობაში.

ამ ნევროზით შეპყრობილი გრძნობს თავისი ეჭვების, შიშების უსაფუძვლობას, ებრძვის ავადმყოფურ სიმპტომებს, მაგრამ ამაოდ. ადამიანები არა მარტო აკვიატებული აზრებით, არამედ მოქმედებებითაც იტანჯებიან. ამ მოქმედებებს რიტუალებს უწოდებენ. მათ ადამიანები იმისთვის ასრულებენ, რომ შეასუსტონ თავიანთი შიში და შფოთვა. ზოგ შემთხვევაში აკვიატებები ისე იპყრობენ ადამიანს, იმდენ დროს ართმევენ, რომ მისი ჩვეული ცხოვრება ირღვევა, უჭირს მუშაობა, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუება.

ცალკე გამოყოფენ აკვიატებულ შიშებს - ფობიებს. ფობიები მოსახლეობის 8-9%-ს აქვს. მათი მიზეზია აღზრდისას დაშვებული შეცდომები, სტრესული სიტუაციები, ფსიქოტრავმები. აკვიატებული შიშები მრავალფეროვანია. მათ მიეკუთვნება:

* თანატოფობია - სიკვდილის შიში;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

* კარდიოფობია - გულის დაავადების შიში;

* აგორაფობია - ღია სივრცეების, ხალხმრავალი ადგილების შიში;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მაწუხებს თავის ტკივილი,რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 5-6 წამი, ძირითადად მარცხენა მხარეს(კეფის და სხვა ნაწილის გამოკლებით). ხანდახან კვირაში რამოდენიმეჯერ,ხანდახან რამოდენიმე თვეში ერთხელ. არაა ეს ყოველდღიური სახის და არ ახლავს არც ღებინების შეგრძნება ან რამე სხვა სიმპტომი. უბრალოდ მეხის გავარდნასავითაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?</p>

* კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში, როცა ადამიანს ეშინია ლიფტით, მეტროთი მგზავრობის, კარის უეცარი ჩაკეტვისა;

* გიპროფობია - სიმაღლის შიში;

* ერეიტოფობია - ხალხში გაწითლების შიში;

* კანცეროფობია - სიმსივნით დაავადების შიში.

ფობიების რაოდენობამ სამედიცინო ლექსიკონებში უკვე 367-ს მიაღწია. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით დაავადებულ ადამიანებს ხშირად აქვთ ღამის შიშები. დღისით შედარებით მშვიდად არიან, დაღამებისას კი შიში იტანთ, მეტადრე - თუ შინ მარტო რჩებიან. ხშირად ეღვიძებათ, რამდენიმე ხანს უჭირთ სიტუაციის აღქმა, შფოთავენ, ჰაერის უკმარისობას განიცდიან, გონება უბნელდებათ, გულისცემა უჩქარდებათ, უსუსურობის განცდა ეუფლებათ. თუ ამ დროს მათ გვერდით ახლობელი აღმოჩნდა ან დამამშვიდებელი საშუალება მიიღეს, თანდათან წყნარდებიან, შიში უქრებათ. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი მათი ყურადღების სხვა საგანზე გადატანაა, რათა საკუთარ შიშზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი.

როცა ადამიანს ღამის შიშები ხშირად აწუხებს, ის რიტუალურ ქცევებს ახორციელებს, რითაც შიშის დაძლევას და მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს. ასეთი ტიპის ავადმყოფები, როგორც ზემოთაც ვთქვით, გრძნობენ თავიანთი შიშების აბსურდულობას, უსაფუძვლობას, ცდილობენ კიდეც, წინააღმდეგობა გაუწიონ შიშის გრძნობას, იპოვონ გზა მასთან საბრძოლველად. თავიანთ განცდებს განიხილავენ როგორც სისუსტეს, უნებისყოფობას, ბრაზობენ საკუთარ თავზე თავიანთი უსუსურობის, უძლურების გამო.

შიშები (ფობიები) ხშირად მწვავდება სომატური დაავადებების, სასუნთქი ორგანოების, თირკმელების, გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამო. მაგალითად, სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს სუნთქვის გაძნელება არღვევს ძილს და თუ ადამიანს ნევროზული დაავადებაც აქვს, აუცილებლად უჩნდება შიშის განცდა, ღამე მისთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზითა და შიშებით დაავადებულებს ხშირად აწუხებთ სირცხვილი. ისინი დიდხანს მალავენ თავიანთ განცდებს, რიტუალურ ქცევებს მხოლოდ მაშინ ახორციელებენ, როცა მარტონი რჩებიან, ცდილობენ, თავი აარიდონ ისეთ სიტუაციებს, სადაც ირგვლივ მყოფებს შეუძლიათ მათი ავადმყოფობის შემჩნევა. უარს ამბობენ მეგობრებთან ერთად ისეთ ადგილას გამგზავრებაზე, სადაც შესაძლოა ღამის გათევა მოუხდეთ. ღამის უცხო გარემოში გატარება მათთვის ტანჯვაა.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს ფსიქოთერაპიას, ფარმაკოთერაპიას, საერთო გამმაგრებელ თერაპიას. თითოეული მეთოდის ხვედრითი წილი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველა ხერხი ერთად უნდა იქნეს გამოყენებული. ეფექტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თვითშთაგონებას.

აუცილებელია აგრეთვე ოჯახური თერაპიის ჩატარება, რომელიც მიმართულია ოჯახში არსებული ურთიერთობების კორექციისკენ.

კომპლექსურ მკურნალობაში დიდი როლი ენიჭება მედიკამენტებით მკურნალობას. ეს მედიკამენტები შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, ფსიქოსტიმულატორები. ეფექტურია ფიზიკური მეთოდებიც: ჰიდროპროცედურები (აბაზანები, შხაპები, ცივი წყლით დაზელა, ელექტროფორეზი). ღამის შიშები საგრძნობლად შემცირდება ან საერთოდ გაქრება, თუ მოწესრიგდება ძილი, ამისთვის კი რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ:

* ძილის წინ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ კოფეინის შემცველი სასმელი ან სხვა აღმგზნები საშუალება, ერიდეთ ნიკოტინს. ნუ უყურებთ გვიანობამდე ტელევიზორს, ისეთ ფილმებს, რომლებიც უსიამოვნო განცდებს იწვევს. ამ დროს ფსიქიკა აღგზნებული რჩება და შეუძლია, ძილის დარღვევა გამოიწვიოს, ლაბილური ფსიქიკის ადამიანებში კი შიშებს წარმოშობს. საჭიროა რეჟიმის დაცვა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა და ადგომა. არ უნდა დაირღვეს ადამიანის ბიოლოგიური რიტმი.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვერავითარი შიში ვერ მოგერევათ.

კომენტარები (1)
goga
gamarjobat, tu shegidzliat mitxrat , rodenime tvea xshirad memarteba, dadzinebis shemdeg daaxloebit ert saatis ganmavlobashi shisho magvidzebs, eiporiashi vvardebi da civi ofli masxams, guli dzalian achqarebuli maqvs da mgonia titqos suntqva maviwydeboda, can ase mgonia xan vfiqrob rom sworad vsuntqavdi da mainc damarta, ra aris es ra sheidzleba iyos mizezi iqneb mitxrat da rogor sheidzleba vimkurnalo :(
თარიღი : 24-03-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ღამის შიშები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები