/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ჰემორაგიული ინსულტი

ჰემორაგიული ინსულტი
ჰემორაგიულ ინსულტს სხვაგვარად ჰიპერტონიულ ტვინშიდა სისხლჩაქცევასაც უწოდებენ.

ამ პათოლოგიას უკავშირდება ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის 8-20%, ანუ ის უფრო იშვიათად გვხვდება იშემიურ ინსულტთან შედარებით, თუმცა მისი შედეგები, ჩვეულებრივ, კატასტროფულია.

ჰემორაგიული ინსულტისთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი ლეტალობა და ინვალიდობა. ლეტალობა სისხლჩაქცევიდან პირველი თვის განმავლობაში შეადგენს 30-60%-ს, გადარჩენილ პაციენტთა 2/3 ინვალიდდება.

ჰემორაგიული ინსულტით დაავადებულთა მკურნალობა მნიშვნელოვანი სოციალური, სამედიცინო და ეკონომიკური პრობლემაა.

რა იწვევს ტვინშიდა სისხლჩაქცევას?

ჰემორაგიული ინსულტის ძირითადი მიზეზი ჰიპერტონიული დაავადება და მასთან დაკავშირებული მიკროანგიოპათიაა (სისხლძარღვთა დაზიანება). ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზია განაპირობებს ლიპოჰიალინოზის ფორმირებას. ეს უკანასკნელი არის სისხლძარღვთა კედლის ერთგვარი დისტროფია, რომელიც კედლის გათხელება-განლევას იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

ლიპოჰიალინოზის პროცესს მოსდევს ფიბრინოიდული ნეკროზი პერფორანტული არტერიებისა, რომელთაც სხვა სისხლძარღვებთან არ აქვთ ანასტომოზები (კავშირები).

არტერიული წნევის მომატებისას სისხლძარღვთა კედელი სკდება ჰემატომის (სისხლის კოლტის) ფორმირებით, ან სისხლის კომპონენტებით ტვინის თალამური და ღეროვანი უბნები იჟღინთება პათოლოგიურად შეცვლილი სისხლძარღვების კედლებიდან. ასეთ სისხლჩაქცევებს ჰიპერტენზიულს (პირველადს) უწოდებენ.

შედარებით იშვიათად ტვინშიდა სისხლჩაქცევის (მეორეულის) მიზეზი სისხლძარღვოვანი მალფორმაციების გახეთქვა, ვასკულოპათიები, სიმსივნეში სისხლჩაქცევა და სისხლის შედედების დარღვევაა.

ჰემორაგიული ინსულტის დროს შესაძლოა სხვადასხვა სიდიდის სისხლძარღვი გასკდეს. ამ დროს ტვინის საკმაოდ დიდი უბანი სისხლით ივსება. სისხლი შეიძლება ჩაიქცეს, როგორც ტვინის გარსის ქვეშ და გარედან დააწვეს ტვინს, ასევე ტვინის პარკუჭებში, რომლებიც ტვინის სიღრმეშია (პარკუჭოვან სისტემას ხომ ტვინის წყალგამტარსაც უწოდებენ).

სისხლძარღვის გახეთქვისა და სისხლის გარკვეული მოცულობის ტვინში ჩაქცევის დროს ბევრად საშიში შედეგები მიიღება, ვიდრე იშემიური ინსულტისას. ამის გამოა, რომ ამ სახის ინსულტის დროს ლეტალობა უფრო ხშირია.

არის შემთხვევები, როდესაც მომატებული არტერიული წნევა, ასე ვთქვათ, ზედდებას განიცდის, თან ერთვის თავის ტვინის თანდაყოლილ ანევრიზმას (სისხლძარღვის პათოლოგიურ დილატაციას, იგივე მოდუნება-გამობურცულობას). ადამიანმა შესაძლოა დიდხანს იცოცხლოს თანდაყოლილი ანევრიზმით, თუ მას ნორმალური წნევა ექნება, ეს გადახრა დიდად ვერ აისახება მის ჯანმრთელობაზე, მაშინ როცა არტერიული წნევის მომატებისას ანევრიზმა შესაძლოა გასკდეს და ტვინში სისხლჩაქცევა გამოიწვიოს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევაც. მისი არსებობისას ხშირად საფრთხეს ერთი შეხედვით უსაფრთხო მედიკამენტებიც კი ქმნიან, განსაკუთრებით – მომატებული არტერიული წნევის ფონზე.

როგორ ვლინდება ჰემორაგიული ინსულტი

ამ პათოლოგიის დროს სიმპტომები სწრაფად ვითარდება. მათ შორის ყველაზე ტიპურია მეტყველების, სიარულის, მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა, კუნთების სისუსტე და ვარდნა. მამოძრავებელი სფეროს დარღვევები თავის ტვინის დაზიანებული უბნის შესაბამისია, კონკრეტულად დაზიანებულ სისხლძარღვთან შეჭიდული, ამიტომ მოძრაობითი შეზღუდვის მოცულობა-დიაპაზონის მიხედვით მსჯელობენ ხოლმე დაზიანებულ სისხლძარღვზე.

ტიპური სიმპტომების გარდა, ინსულტისთვის, საზოგადოდ, არასპეციფიკური სიმპტომებიც არის დამახასიათებელი, ის ნიშნები, რომლებიც სხვა დაავადებებსაც ახლავს: უეცრად აღმოცენებული ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა. მოძრაობისა და მეტყველების დარღვევა, ჩვეულებრივ, თავის ტკივილის აღმოცენებისა და სისუსტის განვითარების შემდეგ ვლინდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰემორაგიული ინსულტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები