/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

თავის ტვინის აგებულება

თავის ტვინის აგებულება
აგებულებისა და ფუნქციური ნიშნების მიხედვით თავის ტვინი სამ ძირითად ნაწილად იყოფა. ესენია: დიდი ტვინი, ტვინის ღერო და პატარა ტვინი ანუ ნათხემი.

მათ გარდა ტვინის სტრუქტურაში განირჩევა მოგრძო ტვინი, ვაროლის ხიდი, წინა, შუამდებარე და საბოლოო ტვინი.დიდი ტვინი ჰემისფეროებიდიდი ტვინი ორი სიმეტრიული ჰემისფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს დიდი თეთრი შესართავით - კორძიანი სხეულით უკავშირდება. ჰემისფეროები ღარებით ხვეულებად და წილებად არის დაყოფილი. მათ შორის მთავარია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილები. ჰემისფეროების საერთო ფართობი 220 000 მმ2-ია. ჰემისფეროების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქერქია - რამდენიმე შრედ განლაგებული 14 მილიარდამდე ნეირონის შემცველი 1-5 მმ სისქის რუხი ნივთიერება, რომელიც ცნს-ის უმაღლესი და ყველაზე განვითარებული განყოფილებაა. მის გარეშე წარმოუდგენელია ცნს-ის კოორდინაცია, რომელსაც იგი ქერქქვეშა ნერვული ცენტრების საშუალებით ახორციელებს. ქერქზე განირჩევა მეტად მნიშვნელოვანი წინა და უკანა ცენტრალური ხვეულები. წინა ცენტრალური ხვეული ქერქის მოტორული ანუ მამოძრავებელი ზონაა, სხეულის საყრდენ-მამოძრავებელ ფუნქციებს განაგებს, უკანა ცენტრალური ხვეული კი სენსორული ანუ მგრძნობელობითი ზონაა და არეგულირებს კანისა და ძვალკუნთოვანი სისტემის მგრძნობელობას, მის რეაქციებს ტემპერატურაზე, ტკივილზე, შეხებასა და ნებისმიერ გარეგან გამღიზიანებელზე. წინა და უკანა ცენტრალურ ხვეულებში ადამიანი თავდაყირაა პროეცირებული - ქვედა კიდურებისა და სხეულის ქვედა ნაწილების ცენტრები ხვეულთა ზედა ბოლოშია ლოკალიზებული, თავისა და ზედა კიდურებისა კი ქვედა ბოლოში.

ტვინის ღერო

ტვინის ღერო ანატომიურ-ფუნქციურად ზურგის ტვინს, ნათხემს და დიდ ჰემისფეროებს უკავშირდება. მისი ნაწილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგრძო ტვინი - თავის ტვინის ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი რგოლი. იგი აგებულებით და ფუნქციებით ძლიერ ჰგავს ზურგის ტვინს, თუმცა თავის ტვინის დამახასიათებელი ნიშნებიც აქვს. მოგრძო ტვინში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების: სისხლის მიმოქცევის, სუნთქვისა და საჭმლის მონელების მარეგულირებელი ცენტრები მდებარეობს. მათი მცირე დაზიანებაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მოგრძო ტვინი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ უხვად შეიცავს ბადისებრ წარმონაქმნს - რეტიკული ფორმაციის უჯრედებს და მათ ცენტრებს. რეტიკული ფორმაცია ნერვული სისტემის მოქმედების დოზიმეტრია. თავის ტვინის ქერქი სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებს სიფხიზლეს, მისივე საშუალებით რეგულირდება ცნს-ის ყველა განყოფილებაში აგზნება-შეკავების პროცესები და განისაზღვრება საპასუხო რეფლექსის ძალა. შუა ტვინი - მასშიც მოთავსებულია რეტიკულური ფორმაციის ნეირონები. მისი ცენტრები უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ: არეგულირებენ მხედველობას, სინათლისმიერი გაღიზიანების, ყლაპვისა და ღეჭვის, კუნთოვანი ტონუსის, პირველადი სმენის რეფლექსებს. იგი უზრუნველყოფს ე.წ. სადარაჯო რეფლექსს - ორგანიზმს ახალი, უეცარი გაღიზიანების საპასუხოდ ამზადებს. შუამდებარე ტვინი ორი ძირითადი ნაწილის - თალამუსისა და ჰიპოთალამუსისაგან შედგება. ამ მიდამოებზე გადის თავის ტვინის ქერქისკენ მიმავალი გზა, ამიტომ მისი დაზიანებისას ორგანიზმს მხედველობასთან, სმენასთან, გემოვნებასა და შეხებასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდება. თალამუსის ფუნქციათა დარღვევისას ხშირია ძლიერი თავის ტკივილი, ძილისა და მგრძნობელობის დარღვევა, მოძრაობათა სიზუსტის დაკარგვა. ჰიპოთალამუსი უმაღლესი ქერქქვეშა ცენტრია, იგი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას არეგულირებს, მას კავშირი აქვს ცნს-ის ყველა განყოფილებასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. მისი ცენტრები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, მათში ფორმირდება შიმშილის, წყურვილისა და დანაყრების გრძნობა, სითბოს გამოყოფის პროცესები, ორგანიზმის ტემპერატურული მუდმივობა და რთული ემოციები.

ნათხემი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნათხემი სხვადასხვა ფუნქციის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ცენტრია. ის მონაწილეობს მოძრაობით აქტში, კოორდინაციაში, გარემოში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარიც მისი დამსახურებაა.

თავის ტვინის გარსები

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

თავის ტვინს სამი გარსი ფარავს: მაგარი, ქსელისებრი და რბილი. რბილი გარსი უშუალოდ ეკვრის ტვინის გარეთა ზედაპირს და მის ღარებში ჩადის. მომდევნო ქსელისებრი გარსია, რომელიც არ ჩადის ღარებში და მხოლოდ ტვინის გამოდრეკილ ზედაპირზე ეკვრის რბილ გარსს. ამის გამო რბილ და ქსელისებრ გარსებს შორის რჩება ცარიელი ადგილი - სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც თავზურგტვინის სითხით არის ამოვსებული. ქსელისებრ და მაგარ გარსებს შორის არსებულ სივრცეს სუბდურულს უწოდებენ, ხოლო მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულს - ეპიდურულს.

თავზურგტვინის სითხე

ასევე დაგაინტერესებთ
რა უნდა იცოდეთ თავის ტვინის დაავადებების შესახებ

თავზურგტვინის სითხე ანუ ლიქვორი (120-150 მლ) ტვინის თავისებური შინაგანი გარემოა, რომელიც უზრუნველყოფს მარილოვანი შედგენილობისა და ოსმოსური წნევის მუდმივობას და ტვინს უქმნის ერთგვარ ჰიდრავლიკურ ბალიშს, რითაც საიმედოდ იცავს ნერვულ უჯრედებს მექანიკური დაზიანებისგან. ლიქვორი ტვინის მკვებავია და გამომტანი ფუნქციაც აქვს - მისი საშუალებით ტვინიდან გამოდის და სისხლში გადადის ის ნივთიერებები, რომლებიც ტვინში ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოიქმნება.

თავის ტვინის ნერვები

თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი: I - ყნოსვისა; II - მხედველობისა; III - თვალის მამოძრავებელი; IV - ჭაღისებრი; V - სამწვერა; VI - განმზიდველი; VII - სახისა; VIII - კარიბჭე-ლოკოკინასი; IX - ენა-ხახისა; X - ცდომილი; XI - დამატებითი; XII - ენისქვეშა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თავის ტვინის აგებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის აგებულება

მათ გარდა ტვინის სტრუქტურაში განირჩევა მოგრძო ტვინი, ვაროლის ხიდი, წინა, შუამდებარე და საბოლოო ტვინი.დიდი ტვინი ჰემისფეროებიდიდი ტვინი ორი სიმეტრიული ჰემისფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს დიდი თეთრი შესართავით - კორძიანი სხეულით უკავშირდება. ჰემისფეროები ღარებით ხვეულებად და წილებად არის დაყოფილი. მათ შორის მთავარია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილები. ჰემისფეროების საერთო ფართობი 220 000 მმ2-ია. ჰემისფეროების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქერქია - რამდენიმე შრედ განლაგებული 14 მილიარდამდე ნეირონის შემცველი 1-5 მმ სისქის რუხი ნივთიერება, რომელიც ცნს-ის უმაღლესი და ყველაზე განვითარებული განყოფილებაა. მის გარეშე წარმოუდგენელია ცნს-ის კოორდინაცია, რომელსაც იგი ქერქქვეშა ნერვული ცენტრების საშუალებით ახორციელებს. ქერქზე განირჩევა მეტად მნიშვნელოვანი წინა და უკანა ცენტრალური ხვეულები. წინა ცენტრალური ხვეული ქერქის მოტორული ანუ მამოძრავებელი ზონაა, სხეულის საყრდენ-მამოძრავებელ ფუნქციებს განაგებს, უკანა ცენტრალური ხვეული კი სენსორული ანუ მგრძნობელობითი ზონაა და არეგულირებს კანისა და ძვალკუნთოვანი სისტემის მგრძნობელობას, მის რეაქციებს ტემპერატურაზე, ტკივილზე, შეხებასა და ნებისმიერ გარეგან გამღიზიანებელზე. წინა და უკანა ცენტრალურ ხვეულებში ადამიანი თავდაყირაა პროეცირებული - ქვედა კიდურებისა და სხეულის ქვედა ნაწილების ცენტრები ხვეულთა ზედა ბოლოშია ლოკალიზებული, თავისა და ზედა კიდურებისა კი ქვედა ბოლოში.

ტვინის ღერო

ტვინის ღერო ანატომიურ-ფუნქციურად ზურგის ტვინს, ნათხემს და დიდ ჰემისფეროებს უკავშირდება. მისი ნაწილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგრძო ტვინი - თავის ტვინის ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი რგოლი. იგი აგებულებით და ფუნქციებით ძლიერ ჰგავს ზურგის ტვინს, თუმცა თავის ტვინის დამახასიათებელი ნიშნებიც აქვს. მოგრძო ტვინში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების: სისხლის მიმოქცევის, სუნთქვისა და საჭმლის მონელების მარეგულირებელი ცენტრები მდებარეობს. მათი მცირე დაზიანებაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მოგრძო ტვინი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ უხვად შეიცავს ბადისებრ წარმონაქმნს - რეტიკული ფორმაციის უჯრედებს და მათ ცენტრებს. რეტიკული ფორმაცია ნერვული სისტემის მოქმედების დოზიმეტრია. თავის ტვინის ქერქი სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებს სიფხიზლეს, მისივე საშუალებით რეგულირდება ცნს-ის ყველა განყოფილებაში აგზნება-შეკავების პროცესები და განისაზღვრება საპასუხო რეფლექსის ძალა. შუა ტვინი - მასშიც მოთავსებულია რეტიკულური ფორმაციის ნეირონები. მისი ცენტრები უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ: არეგულირებენ მხედველობას, სინათლისმიერი გაღიზიანების, ყლაპვისა და ღეჭვის, კუნთოვანი ტონუსის, პირველადი სმენის რეფლექსებს. იგი უზრუნველყოფს ე.წ. სადარაჯო რეფლექსს - ორგანიზმს ახალი, უეცარი გაღიზიანების საპასუხოდ ამზადებს. შუამდებარე ტვინი ორი ძირითადი ნაწილის - თალამუსისა და ჰიპოთალამუსისაგან შედგება. ამ მიდამოებზე გადის თავის ტვინის ქერქისკენ მიმავალი გზა, ამიტომ მისი დაზიანებისას ორგანიზმს მხედველობასთან, სმენასთან, გემოვნებასა და შეხებასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდება. თალამუსის ფუნქციათა დარღვევისას ხშირია ძლიერი თავის ტკივილი, ძილისა და მგრძნობელობის დარღვევა, მოძრაობათა სიზუსტის დაკარგვა. ჰიპოთალამუსი უმაღლესი ქერქქვეშა ცენტრია, იგი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას არეგულირებს, მას კავშირი აქვს ცნს-ის ყველა განყოფილებასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. მისი ცენტრები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, მათში ფორმირდება შიმშილის, წყურვილისა და დანაყრების გრძნობა, სითბოს გამოყოფის პროცესები, ორგანიზმის ტემპერატურული მუდმივობა და რთული ემოციები.

ნათხემი

ნათხემი სხვადასხვა ფუნქციის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ცენტრია. ის მონაწილეობს მოძრაობით აქტში, კოორდინაციაში, გარემოში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარიც მისი დამსახურებაა.

თავის ტვინის გარსები

თავის ტვინს სამი გარსი ფარავს: მაგარი, ქსელისებრი და რბილი. რბილი გარსი უშუალოდ ეკვრის ტვინის გარეთა ზედაპირს და მის ღარებში ჩადის. მომდევნო ქსელისებრი გარსია, რომელიც არ ჩადის ღარებში და მხოლოდ ტვინის გამოდრეკილ ზედაპირზე ეკვრის რბილ გარსს. ამის გამო რბილ და ქსელისებრ გარსებს შორის რჩება ცარიელი ადგილი - სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც თავზურგტვინის სითხით არის ამოვსებული. ქსელისებრ და მაგარ გარსებს შორის არსებულ სივრცეს სუბდურულს უწოდებენ, ხოლო მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულს - ეპიდურულს.

თავზურგტვინის სითხე

თავზურგტვინის სითხე ანუ ლიქვორი (120-150 მლ) ტვინის თავისებური შინაგანი გარემოა, რომელიც უზრუნველყოფს მარილოვანი შედგენილობისა და ოსმოსური წნევის მუდმივობას და ტვინს უქმნის ერთგვარ ჰიდრავლიკურ ბალიშს, რითაც საიმედოდ იცავს ნერვულ უჯრედებს მექანიკური დაზიანებისგან. ლიქვორი ტვინის მკვებავია და გამომტანი ფუნქციაც აქვს - მისი საშუალებით ტვინიდან გამოდის და სისხლში გადადის ის ნივთიერებები, რომლებიც ტვინში ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოიქმნება.

თავის ტვინის ნერვები

თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი: I - ყნოსვისა; II - მხედველობისა; III - თვალის მამოძრავებელი; IV - ჭაღისებრი; V - სამწვერა; VI - განმზიდველი; VII - სახისა; VIII - კარიბჭე-ლოკოკინასი; IX - ენა-ხახისა; X - ცდომილი; XI - დამატებითი; XII - ენისქვეშა.


ტვინის სიმსივნეები

თავის ტვინის სიმსივნეების წილად ყველა სახეობის ახალწარმონაქმნთა 5-8% და ცნს-ის სიმსივნეთა 4-5% მოდის. ისინი ნებისმიერ ასაკში ჩნდება, ახალშობილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე, უპირატესად კი 20-დან 50 წლამდე, ქალებსა და მამაკაცებში - ერთნაირი სიხშირით. სიმსივნის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ჰისტოგენეზის მიხედვით შემუშავებული დაყოფა, რომელიც სიმსივნური უჯრედების ცნს-ის ელემენტებთან გენეტიკურ დამოკიდებულებას ეფუძნება. ამ კლასიფიკაციით, განასხვავებენ თავის ტვინის ნეიროექტოდერმულ, ღრუბლისებრ-სისხლძარღვოვან და ჰიპოფიზურ სიმსივნეებს. ცალკე ჯგუფს შეადგენს თავის ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები.

ნეიროექტოდერმული სიმსივნეები

თავის ტვინის ახალწარმონაქმნთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია.

ასტროციტომა - კეთილთვისებიანი ტვინშიგა ინფილტრატულად მზარდი სიმსივნეა. იგი ხშირად დიდი ზომის კისტურ ღრუებს შეიცავს. მოზრდილებს უმეტესად დიდ ნახევარსფეროებში აქვთ ლოკალიზებული, ბავშვებს კი ნათხემში. ასტროციტომის ამოკვეთის შემდეგ პროგნოზი კეთილსაიმედოა. ოლიგოდენდროგლიომა შედარებით იშვიათი ფორმაა, უფრო საშუალო ასაკში ჩნდება, ნელა იზრდება და დიდი ჰემისფეროების თეთრი ნივთიერებით შემოისაზღვრება. აღწევს მნიშვნელოვან ზომას. იშვიათად შესაძლოა ტვინის ღეროსა და მხედველობის ნერვშიც იყოს ლოკალიზებული. გლიობლასტომა ტვინშიგა, ავთვისებიანი, ინფილტრატულად სწრაფად მზარდი სიმსივნეა. უმთავრესად ასაკოვან მამაკაცებში ვლინდება და ყოველთვის დიდ ნახევარსფეროებში მდებარეობს, სადაც დიდ ზომას აღწევს და ტვინის პარკუჭებში ჩაიზრდება, თუმცა მეტასტაზირება არ ახასიათებს. სამაგიეროდ ხშირია სიმსივნურ ქსოვილში სისხლჩაქცევები. ხდება ისეც, რომ რადიკალური ამოკვეთის შემდგომ ვითარდება რეციდივი, ვინაიდან ინფილტრატული ზრდის გამო ტვინის დაზიანებულ და ჯანმრთელ ქსოვილებს შორის ზუსტი საზღვრის დადგენა ზოგჯერ შეუძლებელია. მედულობლასტომა ავთვისებიანი, ტვინშიგა, ინფილტრატულად მზარდი სიმსივნეა, რომელსაც სუბარაქნოიდულ სივრცეში, ზურგის ტვინსა და ტვინის პარკუჭებში ხშირი მეტასტაზირება ახასიათებს. იგი განსაკუთრებით ავთვისებიანია ბავშვებში. მოზრდილებში შედარებით ნელა და კეთილთვისებიანად მიმდინარეობს. ეპენდიმომა კეთილთვისებიანი, ნელა მზარდი, ტვინის პარკუჭთა კედლებთან დაკავშირებული სიმსივნეა. იშვიათად გვხვდება მისი ავთვისებიანი ფორმა - ეპენდიმობლასტომა. პაპილომა (ქორიოიდპაპილომა) ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი ქსელის ეპითელიუმისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. იშვიათი ფორმაა, უპირატესად ვითარდება ახალგაზრდა ასაკში. ავთვისებიანი ფორმაა ქორიოიდკარცინომა. პინეალომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, ვითარდება ჯალღუზისებრი ჯირკვლის (ეპიფიზი) ელემენტებიდან. იშვიათი ფორმაა. ზომით თხილისოდენაც შეიძლება იყოს და ბატის კვერცხისოდენაც. ჩვეულებრივ, პატარა ბიჭებში გვხვდება და იწვევს სქესობრივი მომწიფების მკვეთრ დარღვევას (აჩქარებს სქესობრივ სიმწიფეს). მისი ავთვისებიანი ვარიანტია პინეობლასტომა. ნევრინომა თავის ტვინის ნერვთა ფესვების კეთილთვისებიანი, კარგად ინკაფსულებული სიმსივნეა. წარმოიქმნება ქალას ღრუში. ზრდის საწყისი პუნქტი სასმენი ნერვის ვესტიბულური ნაწილი - შიდა სასმენი მილის კედელია, შედარებით იშვიათად - სამწვერა და სხვა ნერვები. სიმსივნე მომრგვალო ფორმის, მოყვითალო ან მოწითალო-ნაცრისფერია, აქვს მკვრივი, იშვიათად რბილი კონსისტენცია. სასმენი მილის ნევრინომები ცნს-ის სიმსივნეთა 8,5-8,7%-ს შეადგენს. ჩვეულებრივ, 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები ავადდებიან, ქალები - 2-ჯერ უფრო მეტად.

ღრუბლისებრ-სისხლძარღვოვანი სიმსივნეები

განასხვავებენ ღრუბლისებრ-სისხლძარღვოვანი სიმსივნეების ორ ჯგუფს: მენინგიომებსა და ანგიორეტიკულომებს. მენინგიომა ჰისტოლოგიურად ტვინის გარსების ელემენტებთან დაკავშირებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, ნელა მზარდი, არატვინოვანი, კარგად შემოსაზღვრული, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია ეფექტიანი ქირურგიული მკურნალობისთვის. ანგიორეტიკულომა ჰისტოლოგიურად ტვინის სისხლძარღვოვანი კედლის ელემენტებს უკავშირდება. კეთილთვისებიანი, კარგად შემოსაზღვრული, ნელა მზარდი, ხშირად დიდი კისტოზური ღრუების შემცველი სიმსივნეა. უმეტესად ლოკალიზებულია ნათხემში, დიდ ნახევარსფეროებში, იშვიათად - მოგრძო ტვინში. მისი ავთვისებიანი ვარიანტია ანგიორეტიკულოსარკომა.

ჰიპოფიზური სიმსივნეები

შეადგენს თავის ტვინის სიმსივნეების 7-18%-ს. არსებობს ორი ფორმა. 1. ჰიპოფიზის ადენომა - ვითარდება თურქული კეხის არეში ჰიპოფიზის წინა ჯირკვლოვანი წილიდან. ახასიათებს ზრდა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ძლიერი ზეწოლა. ძირითადად კეთილთვისებიანია, 4,7% კი ავთვისებიან ფორმას - ადენოკარცინომას წარმოადგენს. 2. კრანიოფარინგიომა თანდაყოლილი, ნელა მზარდი, მეტად რთული შენების სიმსივნეა. უმთავრესად 20 წლამდე ასაკში გვხვდება, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ სხვა ასაკშიც გამოვლინდეს. შედგება სიმსივნური გადაგვარებული ქსოვილისა და კისტოზური ღრუებისგან.

მეტასტაზური სიმსივნეები

თავის ტვინში მეტასტაზური სიმსივნის გაჩენის მიზეზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ორგანოს - ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, თირკმლისა თუ კუჭის კიბოს მეტასტაზები.