პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

  • "მთელი დღე ორცხობილას და ჩიფსებს ვაკნატუნებ, თუმცა ვიცი, რომ ძალიან მავნებელია. არადა ყოველ ნაბიჯზე იყიდება. როგორ გავუძლო ცდუნებას?"

როცა მორიგი შეკვრის შეძენას დააპირებთ, დაფიქრდით, რატომ აკეთებთ ამას? გშიათ? აიძულეთ საკუთარი თავი, შეიძინოთ რამე უფრო სასარგებლო. როცა სხვა პროდუქტების შესაძენად წახვალთ, ეცადეთ, გვერდი აუაროთ იმ თაროებს, სადაც ორცხობილა და ჩიფსები აწყვია.

  • "ძალიან მწყინს, როცა ქმარი დაცინვით იხსენიებს ჩემს გარეგნობას. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში გასახდელში შევედი კაბის მოსასინჯად და შევეცადე, ფარდა კარგად ჩამომეფარებინა, მან კი მომაძახა: "გეყოფა, რა, ვინ გიყურებს, ან რა არის საყურებელი?"

ცალკეული გამონათქვამების გამო სერიოზულ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, მით უმეტეს, თუ ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები არ გაქვთ. რაც შეეხება მაღაზიაში წარმოთქმულ ფრაზას, შესაძლოა, თქვენი მეუღლე, უბრალოდ, ლოდინმა დაღალა. ალბათ, ის იმ მამაკაცთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც აუზში, სანაპიროზე ან გასახდელში ქალის სხეულს სექსუალურ ობიექტად ვერ აღიქვამს. ასეთ წუთებში მას ყოფითი პრობლემები - თქვენი შენაძენის ფასი ან უჰაერობა უფრო აღელვებს.

  • "მე და ჩემს მეუღლეს ერთნაირი ხელფასი გვაქვს, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს, აკონტროლოს ჩემი ხარჯები. მომბეზრდა ყოველი წვრილმანის გამო მისთვის ანგარიშის ჩაბარება, მაგრამ როცა წინააღმდეგობას ვუწევ, სკანდალს ტეხს!"

ზოგიერთი სიძუნწეს იმიტომ კი არ იჩენს, რომ ფულისადმი პათოლოგიური დამოკიდებულება აქვს, არამედ იმიტომ, რომ ეშინია, ხელიდან არ გაუსხლტეს ცხოვრების ფინანსური მხარის კონტროლი. შესაძლოა, თქვენს ქმარს ეჩვენება, რომ თქვენი ხარჯები სტიქიური ხასიათისაა. ალბათ, სჯობია, შეთანხმდეთ თანხაზე, რომლის დახარჯვაც ორივეს საკუთარი სურვილისამებრ შეგეძლებათ და აღარც ქმარი იფიქრებს იმაზე, სად მიდის თქვენი ხელფასი.

  • "ჯინსებს ვატარებ, თუმცა კარადა კაბებით მაქვს სავსე. ეს ჩვევა ბავშვობიდან გამომყვა: ყველაფერ საუკეთესოს მომავლისთვის ვინახავ. შემიძლია, შევიძინო შესანიშნავი კაბა, მაგრამ წლების განმავლობაში არ ჩავიცვა - "შესაფერისი მიზეზი" არ მომეცეს. როგორ დავაღწიო თავი ამ ჩვევას?"

როგორც ჩანს, არ შეგწევთ უნარი, დატკბეთ სიცოცხლის ყოველი წუთით. ალბათ, როცა პატარა იყავით, მშობლებს ეშინოდათ, ძვირფასი ტანსაცმელი არ გააფუჭოსო, გიბრაზდებოდნენ და გსაყვედურობდნენ, მათი ღირსი არ ხარო. ეცადეთ, ლამაზი ნივთი აღიქვათ ჯილდოდ, სტატუსი მიანიჭოთ, რომელიც უნდა დაიმსახუროთ. შეჰპირდით საკუთარ თავს, რომ თუ დღეს სახლს კარგად დაალაგებთ, ხვალ სამსახურში ყველაზე ლამაზი კაბით წახვალთ. წაახალისეთ და გაახარეთ საკუთარი თავი!

  • "მეგობარი გამუდმებით მაძლევს შენიშვნებს, მაკიაჟს არასწორად იკეთებო. თვითონ კოსმეტიკის გამყიდველია ერთ-ერთ ფირმაში და ცდილობს, სარეკლამო სემინარებზე მეც მიმიყვანოს. ნუთუ ამიტომ მაკრიტიკებს?"

მაკიაჟის კეთებას თავისი წესები აქვს. თუ ეს საქმე მართლაც არ გეხერხებათ, საეჭვოა, კოსმეტიკით მოვაჭრე ფირმის სარეკლამო აქციამ გიშველოთ. თუ გსურთ მიხვდეთ, რამდენად გულწრფელია თქვენი მეგობარი, უთხარით, რომ გადაწყვიტეთ, სტილისტს მიმართოთ.

  • "გათხოვილი ვარ, მაგრამ ყოველ ახალ ნაცნობს ვეპრანჭები. რა ვქნა, ასეთი ვარ - მიყვარს, როცა მამაკაცებს თავს ვაწონებ, თუმცა ქმრის ღალატს ნამდვილად არ ვაპირებ. მაშ, რატომ ვიქცევი ასე?!"

ეს იმიტომ, რომ ცდილობთ, გათხოვების შემდეგაც ქალად დარჩეთ. ისევ გაქვთ სურვილი, დაიმსახუროთ მამაკაცების ყურადღება. ეს ქმრის სიყვარულს ხელს არ უშლის. თანაც, ჩანს, გაცნობიერებულ ძალისხმევას მიმართავთ, რათა სხვა მამაკაცმა არ გაგიტაცოთ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პატივს სცემთ თქვენს მეუღლეს.

  • "ჩვენს ოფისში მუშაობს ერთი ქალბატონი, რომლის თანდასწრებით ხმის ამოღებისაც მეშინია - ვიცი, რომ უმალვე მთელ ფირმას მოსდებს. როგორ მოვიქცე, რომ მასთან ნორმალური ურთიერთობაც დავამყარო და არც ჭორების ობიექტად ვიქცე?"

მეეჭვება, გამოუსწორებელმა ჭორიკანამ თქვენთვის გამონაკლისი დაუშვას მხოლოდ იმის გამო, რომ მის მიმართ კეთილგანწყობას იჩენთ. პირიქით, შესაძლოა, თქვენთან მეგობრობა იმისთვის გამოიყენოს, რომ მეტი ინფორმაცია დაგტყუოთ. იყავით მის მიმართ კეთილად განწყობილი, მაგრამ ეცადეთ, დისტანცია დაიცვათ, მის მოურიდებელ კითხვებს კი ხუმრობით უპასუხეთ ან საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ.

  • "დედაჩემი და ჩემი და დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემი შეყვარებული მიყენებს. ეს იმიტომ, რომ ის ჩემზე თორმეტი წლით უფროსია. როგორ დავარწმუნო ახლობლები, რომ ცდებიან?"

დედასა და დას უნდა გაუგოთ: ისინი შიშობენ, რომ უფროსმა მამაკაცმა შესაძლოა ისარგებლოს თქვენი გამოუცდელობით და გული გატკინოთ. მაგრამ ახლობლები ერთია, ხოლო თქვენი პირადი ურთიერთობა - მეორე. თუ თქვენს შეყვარებულს წრფელი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, დედათქვენი და თქვენი და ადრე თუ გვიან ამას აუცილებლად დაინახავენ.

  • "ჩემი შეყვარებული ერთად ცხოვრებას მთავაზობს, მე კი ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს. ჩემი მშობლები ტრადიციული ადამიანები არიან, ამას ვერ გაიგებენ, მით უმეტეს, რომ ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ. არ ვიცი, რა ვუპასუხო შეყვარებულს - არც მისი წყენინება მინდა და არც ახლობლების გულის ტკენა. როგორ მოვიქცე?"

კარგად გაარკვიეთ, რა გრძნობა გაქვთ თქვენი შეყვარებულის მიმართ. თუ გიყვართ, მაგრამ ქორწინებისთვის მზად ჯერ არ ხართ, აუხსენით ეს. თუ არც მომავალში აპირებთ მისთვის საკუთარი ცხოვრების დაკავშირებას, ესეც უთხარით, მაგრამ საბაბად თქვენს ოჯახს ნუ გამოიყენებთ. თქვენი პირადი ცხოვრების გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გაკისრიათ.

  • "საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი: მგონი, ჩემი ქმრის ვაჟი ფულს გვპარავს. ის პირველი ცოლისგან ჰყავს. ხშირად დადის ჩვენთან, მისი წასვლის შემდეგ კი ყოველთვის გვაკლდება რამდენიმე კუპიურა. ვთხოვ ჩემს ქმარს, დაელაპარაკოს შვილს, მაგრამ გამუდმებით მოუცლელობას იმიზეზებს. იქნებ ბიჭის დედას დავუკავშირდე?"

ვაჟის აღზრდა მშობლების საქმეა და არა თქვენი, მაგრამ ქურდობის შეწყვეტა საჭიროა. ნუ შეინახავთ ფულს ისეთ ადგილას, რომ ბიჭმა იოლად მიაგნოს, მის ნაცვლად კი წერილი დატოვეთ: მიმართეთ ბიჭს სახელით, აუხსენით, რომ თქვენ და მამამისს გესმით - ფულს აუცილებლობის გარეშე არ აიღებდა, მაგრამ მაინც აჯობებდა, ეს უნებართვოდ არ გაეკეთებინა.